ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: BeQaRtVeLi
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2009


რუსთაველს


შეხედე წარსულს გაიგებ რა სურს,
ახედე ზეცას,ნახავ სიშორეს,
რომელიც შენგან ძალზედ ახლოა.
ვხედავ დროებას გათელილს მტერთაგან,
მათი დუმილი უსასრულოა,როგორც
სიშორე ღმერთის...
ჩუმად იყავი ელოდე სიკვდილს...
ნუ ატირდები შენს გადასარჩენად მოიჩქარიან...
დაემშვიდობე ცრემლიან ზეცას...აკოცე მიწას სამადლობელად,
ხედავ?მოდიან,ძაძით მოსილი ქალები შენს სამძიმარზე,
ნუ ატირდები შენს გადასარჩენად მოიჩქარიან...
მესაფლავე ზის გაკვირვებული,გასხივოსნებულს რომ ასაფლავებენ.
სადღაც ახლოდან ისმის სიმწრის ქვითინი...
შეხედე ღამეს როგორ ზურგი გვაქცია...
მზე აღარ ამოდის ,გლოვობს დაღუპულს,
კუბოზე წერია:”ჩემთვის”
მიწას აყრიან გლოვით...ტაძრის ზარები დგანან დუმილით...
ჩარაზულია ყველა კარები,ჩამქვრალი არის ნათება სიბრძნის.
მარტოობა ზის საფლავის ქვასთან,მასთან სიშორეს მოაქვს სიახლოვე ღმერთის.
აგერ გამოჩნდა დავითის ლანდი,დიდი ვახტანგის,წმინდა თამარის.
ერთად მოაქვთ მკვდარი წარსული...
აგერ ვხედავ ქრისტეს დაჩოქილს ხატთან, მწარე ცრემლით ავსებულ თვალებს, ევედრება მის გაცოცხლებას, როგორც მან ლაზარე გამოაფხიზლა
მწარე ფიქრიდან...
მუხლზე იჩოქებს დავითი, პირჯვარს ისახავს...
აგერ თამარი მოტირალი,ლოცვას კითხულობს დედისას...
მუზარადს იხდის ვახტანგი,პატივს მიაგებს დაღუპულს.
დაკრძალეს... არც კი დაწერეს მისი სახელი საფლავის ქვაზე.
აქეთ ვიღაც მოემართება ვიღაც ტყავით მოსილი,
უცებ თამარი ლოცვას სწყვეტს გაოგნებული,თვალს არიდებს მომავალს და აგრძელებს ტირილს...
საფლავის ქვასთან მიდის ეული,დაღუპულის სახელს სწერს რუსთაველი...
ჩუმად ადგა და წავიდა ნისლში, სადაც არ არის სასოება მისი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები