დაგვიანებული დატირებანი...
/ე...ს/
1. მდუმარე მოლოდინისა
არყოფნა შენი, თუმც ვეცადე - ვერ დავუმალე... გაგიხსენებს და... შექანდება გული უმალვე... რაც ეს გულმკერდი შენს სამარედ მექცა, მას მერე ზედ ვარდთა დაყრას ელოდება დღემდის - მდუმარედ ...
2.6. 2009 წ. ქ შ.
2. მიმწუხრის მიმცხრალი მზისა
დრო თუმცა კიდევ დამრჩა საკმაო, მაგარამ სურვილის - აღარც მისხალი... და სოფელივით ძველ სასაფლაოს მზერაც გაურბის და მზეც მიმცხრალი...
გალავნის გასწვრივ ახოვან ჭადრებს გადუკიდიათ ერთმანეთის ჩრდილი მხარიღლივ... არ მსურს ვუცქირო, მიმწუხრში კვლავ როგორ ჩადნება ამოკვეთილი შენს შავ ლოდზე წყვილი თარიღი...
3. სამარტო მონატრებისა
როცა ცინცხალი სიცოცხლის მაცნედ ურიცხვ მერცხლებით მოვლენ მარტები, ტანშიც ნაცნობი ცახცახი გამცრის - კვლავ უსაშველოდ მომენატრები!..
4. სამი წლის წინ დასაწერი ლექსის ფრაგმენტი... ... დაიყვავილეს ჩვენმა ვარდებმა... გააფრიალა ფურცლები ქარმა... რამდენი ქარიც გაინავარდებს, ვარდის ვალს იმდენს მოგვიტანს ქარვად... და მეც ისევ ის მდევს მონატრება, როცა ვარ შენთან და როცა არ ვარ...
5. დაკარგული სხივისა
მოციმციმე - ალმასივით !.. – სულს მოსტაცა ქარმა სხივი... ვეძებე და ვერსად ვპოვე - ამას ვწუხ და ამას ვჩივი...
6. უკანასკნელი პაემანისა
... მე მოვდიოდი ყოველთვის ადრე... შენ ხომ მორცხვობას ძლივს სძლევდი მუდამ... თუმც შენს ლოდინში ვითმენდი რამდენს, წყენა არასდროს მიმქონდა გულთან...
დღეს ვუმზერ სანთლებს, შენთვის ჩამწვარებს... მიწა ცივ სხეულს შენს გულზე ითბობს... ამ პაემანზე შენ დამასწარი... სამაგიერო მომიზღვე თითქოს…
7. სანთელნაკლული ბორცვაკისა
და ყოველივე როგორ ნაზდება, როცა ახლოა მზე შემოდგომის...
გალა...
ოქტომბრის ქარი ქარვით მამშვიდებს, როს ხელს თოვლისფერს ზამთარი მიქნევს... საგზლად - სასმელი ერთი პეშვი და ცრემლიც მცირედი - ვიკმარო იქნებ...
ჩურჩულითაც კი უთქმელი ლოცვა თავს უკანასკნელს აფარებს ფოთლებს... - ერთი სანთელი აკლია ბორცვაკს, მიწას რომ ტკივა - ყველაფრის მომთმენს...
8. შენგან ვერდასატირისა
/უკანასკნელი ღამის შემდეგ სათქმელი ლექსი.../
რომ ვეღარ შესძლებს კიდევ ერთი ღამის გათევას გული... და ღმერთიც სულს მოწყალედ ჩემსას ინებებს, ჩემს სამარესთან, ჩემებრ ღამის გზებზე ნათრევი ჩემი ლექსები - შენს მაგივრად იქვითინებენ...
9. ცხენისწყლისჭალის იმ ცისკრებისა...
იმ წლებს ვიხსენებ, როცა ზეცა ცრემლად იცლება... - როგორ დალეწეს ის იმდენი ღამე ცისკრებმა?!. ცხენისწყლისჭალის მე ისეთი მახსოვს ცისკრები, აწი თავადაც რომ ვერასდროს დამესიზმრება...
გულის ხსოვნაში ხომ ცოცხლობენ მაინც ის წლები, როს ჩემთვის შენი მონატრებაც იყო მისწრება...
10. უასაკოდ გარდაცვლილი ჩვენი სიყვარულისა...
შენს ფერფლს ჯერ კიდევ შერჩენია უმწეო სითბო უხმოდ, ოდნავღა მფეთქავი გულის... ხოლო ეულად დაგდებული დაობლებულ ჟამის მინდორზე - უკვამლოდ და უალოდ იწვის ჩემი სიცოცხლე... და მუდამ, როცა შენზე ვფიქრობ, მგონია, თითქოს ღადარსა ვქექავ კრემატორიის წყეულ ღუმელში და სასწაულით გადარჩენილ გულებს დავეძებ...
10. მომლოდინე მიწისა
ჩემს მოლოდინში მიწაც ბერდება... ყვედრებად მესმის მიწის დუმილი.... ვუცქერ დაისის ცის წაფერდებას, სიმშვიდის გარდა არცრის მდომელი...
12.
ნაკლული სონეტი არავისთვის მოტეხილი ატმის რტოებისა
გულს ლოდინს ვინ და როდის უშლიდა... მაგრამ ხომ უკვე რა ხანია, არ გელოდები, ვერ ჩავუარე ბებერ ატმებს მაინც გულმშვიდად... - აყვავებული კვლავ მოვტეხე ნორჩი ტოტები...
უმალ - ვით ექო სინანულის - ,, - ნეტავ ვისთვისღა?!.” მესმა გულიდან, უნუგეშო ცრემლის მომდენი... გულიდან - ჩუმად რომ იცლება პეშვი სისხლისგან დასასრულის წინ ყველა ლოდინის...
და მეჩვენება - ხსოვნის ნისლიდან ცრემლიან თვალთა მზერა მომტირის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. საოცრად კარგია. საოცრად კარგია.
23. და მეჩვენება - ხსოვნის ნისლიდან ცრემლიან თვალთა მზერა მომტირის. momwons... და მეჩვენება - ხსოვნის ნისლიდან ცრემლიან თვალთა მზერა მომტირის. momwons...
21. მოციმციმე - ალმასივით !.. – სულს მოსტაცა ქარმა სხივი... ვეძებე და ვერსად ვპოვე - ამას ვწუხ და ამას ვჩივი...
:) მოციმციმე - ალმასივით !.. – სულს მოსტაცა ქარმა სხივი... ვეძებე და ვერსად ვპოვე - ამას ვწუხ და ამას ვჩივი...
:)
20. და მეჩვენება - ხსოვნის ნისლიდან ცრემლიან თვალთა მზერა მომტირის...
:(
დიდი სევდაა... და მეჩვენება - ხსოვნის ნისლიდან ცრემლიან თვალთა მზერა მომტირის...
:(
დიდი სევდაა...
19. ოსტატო!!! მოგესალმები!!! კარგი ჩემფან!!! გაიხარე შენააა!!! ოსტატო!!! მოგესალმები!!! კარგი ჩემფან!!! გაიხარე შენააა!!!
18. არა უშავს იმო ძია! სულ ჩვენ ხელში არაა ყველაფერი?! სხვა დროსაც ვიზამთ! :) არა უშავს იმო ძია! სულ ჩვენ ხელში არაა ყველაფერი?! სხვა დროსაც ვიზამთ! :)
17. მაგარიააა!!! მაგარიააა!!!
16. მომწონს ძალიან თავისი სილამაზითა და სისავსით :) მომწონს ძალიან თავისი სილამაზითა და სისავსით :)
15. მომწონს ეს ციკლი და რა ვქნა... მომწონს ეს ციკლი და რა ვქნა...
14. დიდი ადამიანი....კომენტარისთვის სიტყვები არ მყოფნის......... წარმატებას გისურვებთ პოეტო!!! დიდი ადამიანი....კომენტარისთვის სიტყვები არ მყოფნის......... წარმატებას გისურვებთ პოეტო!!!
13. საოცრად ლამაზი...სევდიან სიყვარულიანი სონეტები...5555555555555
დრო თუმცა კიდევ დამრჩა საკმაო, მაგარამ სურვილის - ღარც მისხალი... და სოფელივით ძველ სასაფლაოს მზერაც გაურბის და მზეც მიმცხრალი...
არ მსურს ვუცქირო, ამ მიმწუხრში როგორ ჩადნება ამოკვეთილი შენს საფლავზე წყვილი თარიღი... მეც მიყვარს უკვე ეგ სასაფლაო...ისე ლამაზად ესაუბრებით...
საოცრად ლამაზი...სევდიან სიყვარულიანი სონეტები...5555555555555
დრო თუმცა კიდევ დამრჩა საკმაო, მაგარამ სურვილის - ღარც მისხალი... და სოფელივით ძველ სასაფლაოს მზერაც გაურბის და მზეც მიმცხრალი...
არ მსურს ვუცქირო, ამ მიმწუხრში როგორ ჩადნება ამოკვეთილი შენს საფლავზე წყვილი თარიღი... მეც მიყვარს უკვე ეგ სასაფლაო...ისე ლამაზად ესაუბრებით...
12. მართლაც ძალიან ლამაზი ლექსებია, დამსახურებული 5 თქვენ :) მართლაც ძალიან ლამაზი ლექსებია, დამსახურებული 5 თქვენ :)
11. ულამაზესი ლექსებია...:) ულამაზესი ლექსებია...:)
10. გულიდან - ჩუმად რომ იცლება პეშვი სისხლისგან დასასრულის წინ ყველა ლოდინის...
მოგიკითხეთ დიდი, დიდი, დიდი სიყვარულით! გულიდან - ჩუმად რომ იცლება პეშვი სისხლისგან დასასრულის წინ ყველა ლოდინის...
მოგიკითხეთ დიდი, დიდი, დიდი სიყვარულით!
9. 6. უკანასკნელი პაემანისა
... მე მოვდიოდი ყოველთვის ადრე... შენ ხომ მორცხვობას ძლივს სძლევდი მუდამ... თუმც შენს ლოდინში ვითმენდი რამდენს, წყენა არასდროს მიმქონდა გულთან...
დღეს ვუმზერ სანთლებს, შენთვის ჩამწვარებს... მიწა ცივ სხეულს შენს გულზე ითბობს... ამ პაემანზე შენ დამასწარი... სამაგიერო მომიზღვე თითქოს…
ეს მომეწონა გამორჩეულად :) 6. უკანასკნელი პაემანისა
... მე მოვდიოდი ყოველთვის ადრე... შენ ხომ მორცხვობას ძლივს სძლევდი მუდამ... თუმც შენს ლოდინში ვითმენდი რამდენს, წყენა არასდროს მიმქონდა გულთან...
დღეს ვუმზერ სანთლებს, შენთვის ჩამწვარებს... მიწა ცივ სხეულს შენს გულზე ითბობს... ამ პაემანზე შენ დამასწარი... სამაგიერო მომიზღვე თითქოს…
ეს მომეწონა გამორჩეულად :)
8. დაობლებულ ჟამის მინდორზე - უკვამლოდ და უალოდ იწვის ჩემი სიცოცხლე... და მუდამ, როცა შენზე ვფიქრობ, მგონია, თითქოს ღადარსა ვქექავ კრემატორიის წყეულ ღუმელში და სასწაულით გადარჩენილ გულებს დავეძებ...
მიყვარს ეს თქვენი ლექსი... დილა მშვიდობის და მოგიკითხეთ ძია იმო... დაობლებულ ჟამის მინდორზე - უკვამლოდ და უალოდ იწვის ჩემი სიცოცხლე... და მუდამ, როცა შენზე ვფიქრობ, მგონია, თითქოს ღადარსა ვქექავ კრემატორიის წყეულ ღუმელში და სასწაულით გადარჩენილ გულებს დავეძებ...
მიყვარს ეს თქვენი ლექსი... დილა მშვიდობის და მოგიკითხეთ ძია იმო...
7. უმალ - ვით ექო სინანულის - ,, - ნეტავ ვისთვისღა?!.” მესმა გულიდან, უნუგეშო ცრემლის მომდენი... გულიდან - ჩუმად რომ იცლება პეშვი სისხლისგან დასასრულის წინ ყველა ლოდინის...
და მეჩვენება - ხსოვნის ნისლიდან ცრემლიან თვალთა მზერა მომტირის...
კარგია უმალ - ვით ექო სინანულის - ,, - ნეტავ ვისთვისღა?!.” მესმა გულიდან, უნუგეშო ცრემლის მომდენი... გულიდან - ჩუმად რომ იცლება პეშვი სისხლისგან დასასრულის წინ ყველა ლოდინის...
და მეჩვენება - ხსოვნის ნისლიდან ცრემლიან თვალთა მზერა მომტირის...
კარგია
5. არყოფნა შენი, თუმც ვეცადე - ვერ დავუმალე... გაგიხსენებს და... შექანდება გული უმალვე... რაც ეს გულმკერდი შენს სამარედ მექცა, მას მერე ზედ ვარდთა დაყრას ელოდება დღემდის - მდუმარედ ...
მიხარია, ასეთ არაჩვეულებრივ პოეტს და ადამიანს რომ კარგად ვიცნობ! გაიხარე, იმედა! 5 არყოფნა შენი, თუმც ვეცადე - ვერ დავუმალე... გაგიხსენებს და... შექანდება გული უმალვე... რაც ეს გულმკერდი შენს სამარედ მექცა, მას მერე ზედ ვარდთა დაყრას ელოდება დღემდის - მდუმარედ ...
მიხარია, ასეთ არაჩვეულებრივ პოეტს და ადამიანს რომ კარგად ვიცნობ! გაიხარე, იმედა! 5
4. ... დაიყვავილეს ჩვენმა ვარდებმა... გააფრიალა ფურცლები ქარმა... რამდენი ქარიც გაინავარდებს, ვარდის ვალს იმდენს მოგვიტანს ქარვად... მაინც ისევ ის მდევს მონატრება... როდის ვარ შენთან და როდის არ ვარ...
ისევ ამატირეთ,ძია იმო. ძალიან სევდიანი ლექსებია! ... დაიყვავილეს ჩვენმა ვარდებმა... გააფრიალა ფურცლები ქარმა... რამდენი ქარიც გაინავარდებს, ვარდის ვალს იმდენს მოგვიტანს ქარვად... მაინც ისევ ის მდევს მონატრება... როდის ვარ შენთან და როდის არ ვარ...
ისევ ამატირეთ,ძია იმო. ძალიან სევდიანი ლექსებია!
3. ოქტომბრის ქარი ქარვით მამშვიდებს, როს ხელს თოვლისფერს ზამთარი მიქნევს... საგზლად - სასმელი ერთი პეშვი და ცრემლიც მცირედი - ვიკმარო იქნებ...
:) ოქტომბრის ქარი ქარვით მამშვიდებს, როს ხელს თოვლისფერს ზამთარი მიქნევს... საგზლად - სასმელი ერთი პეშვი და ცრემლიც მცირედი - ვიკმარო იქნებ...
:)
2. რაც ეს გულმკერდი შენს სამარედ მექცა, მას მერე ზედ ვარდთა დაყრას ელოდება დღემდის - მდუმარედ ...
ჩემს სამარესთან, ჩემებრ ღამის გზებზე ნათრევი ჩემი ლექსები - შენს მაგივრად იქვითინებენ... ესენი უკვე ოსტატის ხელითთაა შექმნილი 555 რაც ეს გულმკერდი შენს სამარედ მექცა, მას მერე ზედ ვარდთა დაყრას ელოდება დღემდის - მდუმარედ ...
ჩემს სამარესთან, ჩემებრ ღამის გზებზე ნათრევი ჩემი ლექსები - შენს მაგივრად იქვითინებენ... ესენი უკვე ოსტატის ხელითთაა შექმნილი 555
1. პირველი პოსტიიიი ;;) პირველი პოსტიიიი ;;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|