 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: პროზა 13 ივლისი, 2009 |
ვუძღვნი ყველა იმ კარგი ბიჭის ხსოვნას, ბედის უკუღმართობამ თუ უაზრო ქვეყანაში, აბსურდულ დროს ცხოვრებამ, ხელიდან რომ გამოგვაცალა: გიას, ,,ნიცუს", დევის, ,,ჭუკიას", ,,მაისას", ,,რიჟას", მიკას, გიას, ,,ბოცმანას", ,,კრისას", ,დავესკას" ,,ბაბოს" ,,შოღოს", გედევანას, ,,კოტიკას", ლევანის, თამაზის, დათოს, კოტეს, ,,ფისოს"და მათნაირ ბიჭებს.
,,ჯიგარა" სკოლაში შესვლამდე, უბანში გავიცანი. თანატოლები ვიყავით და მალე დავმეგობრდით კიდეც. ისიც ჩემსავით დედისერთა იყო, სულ ერთად ვთამაშობდით. მერე ისე მოხდა,რომ სხვადასხვა სკოლაში შეგვიყვანეს, მაგრამ მეგობრობა არ შეგვიწყვეტია. ხან ის ამომაკითხავდა სკოლაში შატალოზე , ხან მე ჩავუვლიდი და ვუბერავდით მერე სადმე ერთად. დათარსული ბედი დაჰყვა, საცოდავს. არა, ბავშვობაში კი არაფერი ეტყობოდა, მაგრამ, მერე და მერე... ჰო, მართლა: ლაშა ერქვა. ციხისთავი - გვარად. მეორე-მესამე კლასში ვიქნებოდით, ბავშვებმა ჩამოთვლა დავიწყეთ ვის რა გვიყვარდა: ბატი-ბუტი! გლასე! ხაჭაპური! ნაყინი! მარწყვის ტორტი! ,,ჟუვაჩკა!"- მორიგეობით ვასახელებდით ჩვენს ფავორიტებს. - მე ყველაფრს ჯიგრის ყაურმა მირჩევნია! - ამაყად გამოაცხადა ლაშამ და ამით გვაგრძნობინა - თქვე ლაწირაკებო, რაღა დროს ბატი-ბუტი და კისელიაო. ყაურმას ხომ არ დავარქმევდით? - ვერ არის მარჯვე მეტსახელი. ,, კლიჩკად"- ,,ჯიგარა"შერჩა. და მაგრადაც ამართლებდა შერქმეულ სახელს, ჭამით კი არა, ჯიგრობით! მაგარი ჯიგარი იყო - ,,ჯიგარა"! ათი წლის, კრივზე შევიდა. მეც მითხრა - წამო, ერთად ვიაროთო, მაგრამ შორს დავიჭირე: - მიდი შენ იარე, თუ გაგლახეს მითხარი და ,, აბაროტზე", აქა ვარ მეთქი. ისე, ჩვენში დარჩეს და მეც მინდოდა სექციაზე სიარული, მაგრამ ვიცოდი ,,ჯიგარასთანაც" მომიწევდა კრივი და ხელს ხომ არ დავარტყამდით ერთმანეთს - ძმაკაცები ვიყავით. ამას ისიც ხვდებოდა, ალბათ და ამიტომაც, არ ჩამოუხევია ჩემთვის კალთები. კარგი მოკრივე დადგა ლაშა ციხისთავი. 16 წლის იყო, საკავშირო ჩემპიონატის ფინალში, მოსკოვში, რუსს რომ შეხვდა. პირველ რაუნდში ხომ ცემა, მერე მეორეში დააგდო აპერკოტით. ნოკაუტისგან გონგმა იხსნა მეტოქე. მესამე რაუნდში შედარებით თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ ''ჯიგარას' სულ გახსნილი ხელით ურტყამდა მოწინააღმდეგე. რეფერი ვითომ ვერ ამჩნევდა ამას. ბრძოლის მიწურულს ამოუვიდა ყელში ჩვენებურს და ჯერ მარცხენით საშინელი ხია მზის წნულში, მერე რუსის მოშიშვლებულ ყბას ისეთი მარჯვენა ჰუკი დააწნა , რომ ნახევარი საათით ,,რეშკაზე" დასვა საცოდავი. რეფერიმ, პირველი დარტყმა წელს ქვევით იყო, მოწინააღმდეგე ვეღარ აგრძელებს ასპარეზობასო- და გამარჯვებულად ლაშას მეტოქე გამოაცხადა. ცრემლი, სისხლი, ბოღმა და რა ვიცი სხვა ათასი, ერთბაშად ყელში მოაწვა 16 წლის ბიჭს. ერთი პირობა, კითხა რაღაც რეფერის და იმისგან პასუხი რომ მიიღო, გაშლილი მარჯვენა აჯახა პირდაპირ ცხვირ-პირში. დარტყმა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, მსაჯი რუსის გვერდით რომ აღმოჩენილიყო, ლაშა კი - დისკვალიფიკაციაში. ის იყო და ის, ,,ჯიგარას" რინგისკენ აღარ გაუხედავს. არა და, მსაჯების იმ დღევანდელი გოთვერნობა რომ არა, ვინ იცის, სხვაგვარად წარმართულიყო მისი ცხოვრება. თუმცა... ვინ იცის?.. ცნობილი მოკრივე გამოვიდა შემდგომ ის რუსი: ევროპა რამდენჯერმე მოიგო, ერთხელ - მსოფლიო. ოლიმპიადაზე კუბელთან წააგო ფინალი. როსტოვში შეგვხვდა ერთხელ(კრივისთვის უკვე თავი ჰქონდა დანებებული, გვარიან მაყუთს ატრიალებდა - სოლნცევოს და ორეხოვო-ზუევოს გორილების ,,წრთვნაზე" იყო გადასული და საკმაო ავტორიტეტიც ჰქონდა იმ წრეში, ახლა ხსენებაც რომ აკრძალულია და წინათ შავებს რომ ეძახდნენ). ლაშა გამოეცნაურა და იმანც ეგრევე გაიხსენა. მოიკითხა. შენი მარჯვენა ჰუკი ახლაც მახსოვსო- უთხრა. - სად დაიკარგე, რატომ არ სჩანდი რინგზეო - დაინტერესდა. ლაშამაც მოუყვა თავის ამბავი. ჩემთან დარჩითო - გადაგვეკიდა ( მე რა, ლაშას სთავაზობდა, მე უბრალოდ ,,დავესკაში"მოვყევი). სამსახურსაც იშოვით და ფულსაცო. - უარი ვუთხარით - უფრო სწორედ ლაშამ, მე კი მინდოდა დარჩენა, მაგრამ... არც ჩვენი გასაკეთებელი საქმეები იყო, ჩემი იმდროინდელი ჭკუით, ძნელი მოსაგვარებელი, ,,მაყუთსაც" საკმაოზე მეტს გვთავაზობდნენ, ჩრდილოელი მანდილოსნები კი ყოველთვის მხიბლავდა- მეტი რა მინდოდა? დარჩენაზე უარი რომ მიიღო, სამი დღით თავისთან დაგვპატიჟა, კარგი დრო გვატარებინა, ბოლოს მილიონი რუბლიც ,, დაუპადაგრევა" ყოფილ გამლახველს (კი იყო იმ დროს, 17-18 ათასი დოლარი): - ჩემს გამო დაგიტოვებია რინგიო - და გამოგვისტუმრა თბილისში. ხოშიანი ბიჭი იყო, ნაღდი ციმბირელი ,, მუჟიკი". ალექსანდრე ერქვა - ,,საშა ზოოპარკს" ეძახდნენ, თავის ,,პირუტყვების" გამო. არც ვიცი ცოცხალია ახლა, თუ... დავანებოთ თავი რუს მოკრივეს და ჩვენი სათქმელი გავაგრძელოთ. სკოლა დავამთავრეთ. ვინ სად აბარებს, ვინ - სად. ,,ჯიგარას" გეოლოგობა უნდა. დაბადების დღე აქვს. 17 -ის შესრულდა. ყველანი იქ ვართ, ბიჭები. ერთი, უცნობი გოგოც გვირევია - 55-ე სკოლელი ნათია, ასე გაგვაცნო იუბილარმა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, კარგად მოვილხინეთ, გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს. მამამისმა, შორს მცხოვრები სტუმრები მანქანით ჩამოარიგა სახლებში. კი ჰქონდა 5-6 ჭიქა დალეული. უკან რომ ბრუნდებოდა, ვერ შეამჩნია და გაიტანა კაცი. გარდაცვლილი პროკურორის ძმა აღმოჩნდა. დაიჭირეს ზურა ძია. არც მიცვალებულის წესით და რიგით დაკრძალვზე უთქვამთ უარი ციხისთავებს და არც ჭირისუფლების მოვლაზე. მაგრამ, არა... აქეთ მიდგნენ, იქით - არ გამოდის არაფერი. ერთ დღესაც გამომძიებელი ესტუმრათ სახლში( რა სტუმრობა, სულ იქ იყო დარჭობილი, ვითომ საქმეს აგვარებდა). ,,ჯიგარა" უნივერსიტეტში, საბუთების შესატანად იყო წასული და შინ, მხოლოდ დედამისი - ქალბატონი ლია, - ლია დეიდა იმყოფებოდა. ხო ძმაკაცის დედა იყო, მაგრამ მაინც, ყველა ბავშვობიდან ვგრძნობდით, რომ ულამაზესი ქალი იყო, ცხონებული. ლიამ კარი გაუღო და ბინაში შეუძღვა სტუმარს. გამომძიებელმა რაღაცები გამოკითხა, კიდევ ერთხელ დააზუსტა, ათასჯერ დაზუსტებული და - ძაან მძიმე მდგომარეობააო - დაასკვნა. - თითქმის გამორიცხულია ამ საქმიდან გამოძრომა - დასძინა ბოლოს. სწორედ ამ დროს შევიდა ,,ჯიგარა" უკანა კარიდან სახლში. ,,გამოუვალი" სიტუაციიდან გამოსავალი ყოველთვის რომ მოიძებნება, თქვენც კარგად იცით და მეც. გამომძიებელს გაუჭირდებოდა? საკმაოდ მრგვალი თანხა ( დაახლოებით მაგდენს ისედაც სთავაზობდნენ ჭირისუფლებს) და ქალბატონი ლიას უშვერი საქციელი ყოფილა თურმე, ამ საქმის მოსაგვარებლად საკმარისი. ,, ჯიგარა," იქვე უპირებდა წესის აგებას, მეორე ოთახში მყოფ, მოსულს, მაგრამ დედა შემიშლის ხელსო, იფიქრა. ჩუმად გამოიძურწა და ეზოში ჩამოასწრო გამომძიებელს. ამ დროს იყო, რომ დავინახე და: - რა იყო ბიჭო, სახლში არ გიშვებენ - მეთქი გავძახე. ცხოვრებაში პირველად არ ესიამოვნა ჩემი დანახვა. ხელით, აუდე აქედანო, - მანიშნა და სადარბაზოში შევარდა. ხომ არ გაგიჟდა? - გავიფიქრე და მეც შევყევი. დავაგვიანე. ,,ჯიგარას", ცალი ხელით კედელზე ყავდა მილურსმული ხორცის ნაჭერი და მეორე ხელით გამეტებით აბასტურმებდა. - მოკლავ შეჩემა! - დავიღრიალე და ვეცი ძმაკაცს. - მოკვდეს, ამის ახვარი, დედაც... ჩუმად ჩაიღრინა ,, ჯიგარამ, მაგრამ ხორცის დამუშავება მაინც შეწყვიტა. ,, ოტბივნოიმ" მდორე დინებით შეავსო სადარბაზოს იატაკის ნაწილი. - გაგიჟდი ,, ჯიგარ"?! ვინ არის ეს ჩემისა?! შარი გინდა ტო, ზეგ გამოცდა გაქვს!!! მამაშენის ამბავი არ გეყოფა?! გააგიჟო გინდა დედაშენი?! კინაღამ მოკალი ეს ჩემისა! ვინ არის? არ იტყვი?! - და კიდევ კარგი, კედელ-იატაკზე გახოცილს დავხედე. ,,მაკაროვის" ლულა უღონოდ ცდილობდა ჩემი ძმაკაცის მიზანში ამოღებას. ორმა გავნაგრძეთ ხორცის სასურველ კონდიციამდე მიყვანა. პირველ გამოცდაში 4 მიიღო ,,ჯიგარამ", მეორეში 5. მესამე გამოცდა რომ ჩატარდა, წინასწარი გამოძიების საკანში იჯდა, მეოთხის დროს - ორთაჭალის ციხეში. ჯვარს აცვეს. არ დამასახელა. მხოლოდ საკუთარ თავზე აიღო დანაშაული. ისე, პატიმრების ცოლებზე გამეცადინებულსაც იცოცხლეთ კარგად გამოვუწერეთ მალამო . ისე გავიდა პენსიაზე ,, ფურაშკას" ვერ იხურავდა. რამდენიმე წლის წინ წაიღო წერილი.
* * * უნივერსიტეტ-ინსტიტუტების დამამთავრებელ კურსებზე ვიყავით ,, ჯიგარა" რომ დაგვიბრუნდა. - რას აპირებ? გეოლოგობა ხომ არ გადაიფიქრე? მასწავლებლებთან გაგყვები, მოემზადე, ნიჭიერი ხარ, დედას უტირებ, წელსვე მოეწყობი. - ვაიმედებდი და თან ვკერავდი სასჯელმოხდილს. მეშინოდა - ციხეში ტვინი ხომ არ ამოუტრიალდა და სხვა ცხოვრების დაწყებას ხომ არ აპირებს - მეთქი. - არა, გეოლოგობა აღარ მინდა, მაგრამ სამხატვრო აკადემიაში, ვნახოთ... - ციხეში დაიწყე ბიჭო ხატვა? - გამიკვირდა მე - ცხოვრებაში, მაგის - კედელზე მიჯღაპნილიც არ მენახა. - ჰო. - როგორ? იცოდი ხატვა? - თურმე, მცოდნია - ჩაეცინა ,,ნიკალას". - იქ რა უნდა მეკეთებინა? კაიფით არ ვკაიფობ, ზრდილობის გულისთვის თუ წავუჩეფირებდი, არც თამაში მიყვარს. ვუყურებდი ,, ნაკოლკებს" რომ ჩალიჩობდნენ. მეც დავიწყე რაღაცების ჯღაპნა, ისე ჩემთვის. ერთმა ნახა და მაგრად ევასა. ,,იტოგში" მაგარი ,,ტატუიროვშჩიკი" გავიჩითე. ,,გრევები" არ მაკლდა, რა! წამო, სახლში მაქვს იქიდან წამოღებული ნახატები, დაათვალიერე - თუ გაინტერესებს. მაინტერესებდა, თან მაგრად. ერთი 48 და სამი - ასფურცლიანი რვეული გამოიღო წიგნების კარადიდან. პირველში მხოლოდ დედამისის, მამამისის და ჩვენი პორტრეტები ჰქონდა, თავის სახლი, უბნის ბირჟა და ვაკელი გოგო - ნათია. დანარჩენი კი ეკლესიებით, ნატურმორტებით, პეიზაჟებით და ბავშვთა სახეებით იყო გავსებული. პატარები სიგიჟემდე უყვარდა. ჰო, სულ დამავიწყდა: მგლები. ასი მგელი მაინც ექნებოდა დახატული. ერთი - თათმტკივანი და ახალბრძოლაგადატანილი მგელი, საოცრად მივამსგავსე ავტორს. შესახედაობით კი არა, ხასიათით. ჩუმად რომ იშუშებდა ჭრილობებს და ამაყად აბრიალებდა თვალებს. რომ ვკითხე, ჩაეცინა და - სულელი ხომ არ ხარო მითხრა. არადა, ხო ვიცი, ნაღდი გავურტყი. მშვენიერი ნახატები იყო, ბურთულიანი კალმით და ქიმიური ფანქრით შესრულებული, მაგრამ რის მოყოლასაც ვაპირებ, იმასთან ეს არაფერ შუაშია, სიტყვამ მოიტანა და ამიტომ გადავუხვიე. ახალი ბარიგა გაიჩითა ქალაქში. თავიდანვე ეტყობოდა, მაგრამ შემდეგ ბოლომდე დამტკიცდა - ფორმიანების ჩასმული. იქამდე არც სხვები აკლებდნენ, მაგრამ ამან მთლად მოწამლა უბნის ბიჭები. ბევრჯერ უპირებდნენ გადაგდებას, მაგრად ფრთხილად მუშაობდა. არავის უშვებდა სახლში. ამღები შეუცურებდა კარზე გაზეთებისთვის განკუთვლილი ჭრილიდად ფულს, ის ,,გლაზოკში" გამოიხედავდა, გადათვლიდა და იგივე გზით ჩამოუყრიდა ,,ჩეკებს." სახლის წინ მანქანა ეყენა - მწვანე 06, მაგრამ არც მანქანა გვინახავს როდესმე ამუშავებული და არც ,,ბარიგა" გარეთ გამოსული. რაღაც ვირტუალური ტიპი იყო - ის ჩემისა. უბნის განარკომანება წარმატებით დამთავრდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა. 18-19 წლის ბიჭები, ნუკრი და ,,ბეკო" შეეწირნენ აღებულ ,,წამალს". ნუკრის უმცროსი და დარჩა, ,,ბეკო" დედისერთა იყო, უმამოდ გაზრდილი. დედამისმა, წლისთავის შემდეგ გაყიდა ყველაფერი. ნათესავებს, უბანში ვისაც უჭირდა ყველას ჩამოურიგა ცოტ-ცოტა ფული და წავიდა მონასტერში, მონოზონია ახლა. ისევ გავუსწარი მოვლენებს, რაღაც უაზროდ გამომდის თხრობა, ხან სად გადავხტები, ხან სად. ბიჭების გარდაცვალების ღამეს ( ბევრმა არც იცოდა, სულ ნახევარი საათის მომხდარი იქნებოდა ეს ამბავი), მწვანე 06-ის სიგნალიზაცია ჩაირთო. პატრონმა ფანჯრიდან გამოიხედა, საეჭვო ვერავინ შენიშნა, ჩამოვიდა ქუჩაში და სიგნალიზაცია გამორთო. უკან დაბრუნებული, სახლის კარს რომ აღებდა: - ,,ეე, ძღნერო, შენი დედის მო....ის დრო დადგა" - მოესმა ზურგს უკნიდან. მგონი, პირველად დასწყდა გული, დედა რომ აღარ ჰყავდა ცოცხალი. მიხვდა, რასაც დედამისს უპირდნენ, გაცილებით უფრო მკაცრ ფორმებში მას აუსრულებდნენ. წინააღმდეგობის გაწევას და ყვირილს, აზრი რომ არ ჰქონდა პირველივე მუშტის შემდეგ დარწმუნდა. ძალა, ოფლის გარეშე ხნავდა აღმართს. არ დაგღლით ხანგრძლივი ეგზეკუციის აღწერით. ვიტყვი მხოლოდ, რომ უმოწყალოდ ნაცემ-ნაგვემი ,, ბარიგა", უნიტაზში თავით გაკვეხებული დატოვეს. მანამდე რაც ,, წამალი" ჰქონდა, საკუთარი ხელით სათითაოდ გაათხრევინეს, კარგად რომ მიხვდებით იმ ადგილში და ზემოდანაც ბოთლით, საგულდაგულოდ დაულუქეს ხვრელი. რაც ფული ჰქონდა, თავდამსხმელმა წაიღო. მისი წასვლიდან 3 წუთში, ცეცხლმოკიდებული, აკივლებული 06, ამაოდ უხმობდა საშველად პატრონს. ,, ნაძარცვი" ფული - ამას თუ ძარცვას დაარქმევთ, ,, ჯიგარამ" გარდაცვლილი ბიჭების ჭირისუფლებს გადასცა. ზუსტად ათ დღეში დაიჭირეს და გაუყენეს ნაცნობი ადგილებისკენ მიმავალ გზას. ფული სად წაიღო, ვერც მილიციაში და ვერც სასამართლოზე დააცდევინეს.
დასაწყისის დასასრული
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. სად ხარ ჰა-რა-ლე, ძალიან მოგვენატრე და მოვგანატრე შენი არაჩვეულებრივი ნაწარმოებები,არაჩვეულებრივი მეტყველებით დაწერილი. ეს მოთხრობები კი არა ცხოვრების რეალური ისტორიებია, სიყვარულით, სითბოთი და გულით სულით დაწერილები, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩვენ გულის სიმებს ეხება. იცოცხლე დიდხანს, სრული შემართებით, სიკეთით. გვიყვარხარ და გვენატრები. სად ხარ ჰა-რა-ლე, ძალიან მოგვენატრე და მოვგანატრე შენი არაჩვეულებრივი ნაწარმოებები,არაჩვეულებრივი მეტყველებით დაწერილი. ეს მოთხრობები კი არა ცხოვრების რეალური ისტორიებია, სიყვარულით, სითბოთი და გულით სულით დაწერილები, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩვენ გულის სიმებს ეხება. იცოცხლე დიდხანს, სრული შემართებით, სიკეთით. გვიყვარხარ და გვენატრები.
16. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას... საოცრად მომწონს...!!! მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას... საოცრად მომწონს...!!!
15. ჩვეულებრივი , თბილისური ამბავი ... მაგრამ ძალიან კარგად დაწერილი და გადმოცემული, დაველოდები გაგრძელებაას :) 5555 ჩვეულებრივი , თბილისური ამბავი ... მაგრამ ძალიან კარგად დაწერილი და გადმოცემული, დაველოდები გაგრძელებაას :) 5555
14. +2 და თქვენის ნებართვით ძილის წინ წავიკითხავ ;;) +2 და თქვენის ნებართვით ძილის წინ წავიკითხავ ;;)
13. გმადლობთ ყველას! ვინც წაიკითხა - არ წაიკითხა, მოეწონა-არ მოეწონა, გამომეხმაურა - არა. ანკარა ჭაო, სიცოცხლის მომცემო! მეც არ მიყვარს ძველბიჭობა(მითუმეტეს თანამედროვე გაგებით), ან რაღა დროს ჩემი მაგია... მერწმუნე, ბოლომდე რომ წაიკითხავ, მიხვდები ,,ბაბელობას" არ ვჩემობ. ცხოვრება იყო ასეთი. ჩვენც ერთი ჩვეულებღივი ბიჭები ვიყავით და სამწუხაროდ ბალეტზე არ გვატარებდნენ მშობლები.))) ( აქ კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ - თქვენი პოეზიის მიმართ, ჩემს მოკრძალებას.) პატივცემულო როლანო - ზეგვე დავამთავრებ ამ ამბავს. გმადლობთ ყველას! ვინც წაიკითხა - არ წაიკითხა, მოეწონა-არ მოეწონა, გამომეხმაურა - არა. ანკარა ჭაო, სიცოცხლის მომცემო! მეც არ მიყვარს ძველბიჭობა(მითუმეტეს თანამედროვე გაგებით), ან რაღა დროს ჩემი მაგია... მერწმუნე, ბოლომდე რომ წაიკითხავ, მიხვდები ,,ბაბელობას" არ ვჩემობ. ცხოვრება იყო ასეთი. ჩვენც ერთი ჩვეულებღივი ბიჭები ვიყავით და სამწუხაროდ ბალეტზე არ გვატარებდნენ მშობლები.))) ( აქ კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ - თქვენი პოეზიის მიმართ, ჩემს მოკრძალებას.) პატივცემულო როლანო - ზეგვე დავამთავრებ ამ ამბავს.
12. ძალიან კარგი ნაწერია. მალევე გააგრძელე რა....... ძალიან კარგი ნაწერია. მალევე გააგრძელე რა.......
11. ძალიან კარგი ნაწერია. მალევე გააგრძელე რა....... ძალიან კარგი ნაწერია. მალევე გააგრძელე რა.......
10. ძალიან კარგი ნაწერია. მალევე გააგრძელე რა....... ძალიან კარგი ნაწერია. მალევე გააგრძელე რა.......
9. იცი, არც ვიცი რა ვთქვა...საოცრად კარგად წერ...! ყველა სიტყვა მკითხველამდე დაუკარგავად მიდის...! ჯერ მარტო მესამე რაუნდი რად ღირს...
სულ გახსნილი ხელით ურტყამდა მოწინააღმდეგე. რეფერი ვითომ ვერ ამჩნევდა ამას. ბრძოლის მიწურულს ამოუვიდა ყელში ჩვენებურს და ჯერ მარცხენით საშინელი ხია მზის წნულში, მერე რუსის მოშიშვლებულ ყბას ისეთი მარჯვენა ჰუკი დააწნა , რომ ნახევარი საათით ,,რეშკაზე" დასვა საცოდავი.
არ მიყვარს ეს ძველბიჭური ამბები მაინცდამაინც... მაგრამ შენთან ნაღდია და მე უკვე აღარ ვიცი... არ მიყვარს თუ მიყვარს ესეთი ამბები...5555555555555555555555
იცი, არც ვიცი რა ვთქვა...საოცრად კარგად წერ...! ყველა სიტყვა მკითხველამდე დაუკარგავად მიდის...! ჯერ მარტო მესამე რაუნდი რად ღირს...
სულ გახსნილი ხელით ურტყამდა მოწინააღმდეგე. რეფერი ვითომ ვერ ამჩნევდა ამას. ბრძოლის მიწურულს ამოუვიდა ყელში ჩვენებურს და ჯერ მარცხენით საშინელი ხია მზის წნულში, მერე რუსის მოშიშვლებულ ყბას ისეთი მარჯვენა ჰუკი დააწნა , რომ ნახევარი საათით ,,რეშკაზე" დასვა საცოდავი.
არ მიყვარს ეს ძველბიჭური ამბები მაინცდამაინც... მაგრამ შენთან ნაღდია და მე უკვე აღარ ვიცი... არ მიყვარს თუ მიყვარს ესეთი ამბები...5555555555555555555555
8. აბა, რა გითხრა, კახა... ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი უნდაო ... ადამიანმა ის უნდა წეროს, რაც მართლაც ჯიგრულად იცის... ჩვენ ფაქტიურად ერთი თაობისანი ვართ და ვიცით, რომ ეს ყველაფერი ყოველ სოფელშიც ხდებოდა, არათუ ქალაქის ყოველ უბანში ... უნდა იცოდნენ ეს ყველაფერი დღევანდელმა ე.წ. თინეიჯერებმა , რომ უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ ხვალ-ზეგ. ლაწირაკებს ჰგონიათ რომ ფართო ასორტიმენტის საკაიფო რამერუმეები სულ მათი სიამოვნებისთვისაა გამოგონილი, რომ მოწყენილობამ ლამაზი სიყმაწვილე არ დაუჩრდილოთ... ეს არის მხილებისა დაგაფრთხილების იდეის მატარებელი ნაწარმოები და მისი ზედმიწევნით მხატვრულად სრულყოფა, თუ ეს არის უმთავრესი, ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ნედლი და ნაღდი ,,მასალის" დადება და ,,ფართო მკითხველი მასებისათვის" გაცნობა უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. თან შენი ნაწერი მართლაც ძალდაუტანებლად და დიდი ინტერესით იკითხება. არც იჩქარო და არც ,, ტემპი დააგდო"... წარმატებაში დარწმუნებული ვარ! მაგრამ აქ შენი მწერლური წარმატება არ არის მთავარი, არამედ იმ შედეგის მასშტაბები, რასაც ,,გაქაჩავს" ეს წიგნი ჩვენი ახალგაზრდობისა და ამით ერის ფიზიკური გადარჩენის საქმეში... ღმერთი ჩვენსკენ!
გილოცავთ კიდევ მრავალჯერ სვეტიცხოვლობას!!!
აბა, რა გითხრა, კახა... ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი უნდაო ... ადამიანმა ის უნდა წეროს, რაც მართლაც ჯიგრულად იცის... ჩვენ ფაქტიურად ერთი თაობისანი ვართ და ვიცით, რომ ეს ყველაფერი ყოველ სოფელშიც ხდებოდა, არათუ ქალაქის ყოველ უბანში ... უნდა იცოდნენ ეს ყველაფერი დღევანდელმა ე.წ. თინეიჯერებმა , რომ უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ ხვალ-ზეგ. ლაწირაკებს ჰგონიათ რომ ფართო ასორტიმენტის საკაიფო რამერუმეები სულ მათი სიამოვნებისთვისაა გამოგონილი, რომ მოწყენილობამ ლამაზი სიყმაწვილე არ დაუჩრდილოთ... ეს არის მხილებისა დაგაფრთხილების იდეის მატარებელი ნაწარმოები და მისი ზედმიწევნით მხატვრულად სრულყოფა, თუ ეს არის უმთავრესი, ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ნედლი და ნაღდი ,,მასალის" დადება და ,,ფართო მკითხველი მასებისათვის" გაცნობა უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. თან შენი ნაწერი მართლაც ძალდაუტანებლად და დიდი ინტერესით იკითხება. არც იჩქარო და არც ,, ტემპი დააგდო"... წარმატებაში დარწმუნებული ვარ! მაგრამ აქ შენი მწერლური წარმატება არ არის მთავარი, არამედ იმ შედეგის მასშტაბები, რასაც ,,გაქაჩავს" ეს წიგნი ჩვენი ახალგაზრდობისა და ამით ერის ფიზიკური გადარჩენის საქმეში... ღმერთი ჩვენსკენ!
გილოცავთ კიდევ მრავალჯერ სვეტიცხოვლობას!!!
7. რა კარგად წერთ!!! :) რა კარგად წერთ!!! :)
6. მაგარი ხარ ჰარალე. მაგარი ხარ ჰარალე.
5. ნშვენივრად წერთ, თქვენი ფანი ვარ უკვე....ამატირეთ, არა და ასე ადვილად არ ვტირივარ....:) ნშვენივრად წერთ, თქვენი ფანი ვარ უკვე....ამატირეთ, არა და ასე ადვილად არ ვტირივარ....:)
4. გადავირიე! და შენ აპირებდი წერაზე თავის მინებებას? არც გაბედო! სასამართლოში გიჩივლებ! :)
კახა, არაჩვეულებრივია, მართლა! 5 გადავირიე! და შენ აპირებდი წერაზე თავის მინებებას? არც გაბედო! სასამართლოში გიჩივლებ! :)
კახა, არაჩვეულებრივია, მართლა! 5
3. მართლაც ჯიგარი ყოფილა ლაშა... მეტის ღირსი იყო ის ნარკოტიკებით მოვაჭრე... უსამართლობაა ლაშასნაირ ადამიანებს რომ არ უმართლებთ ცხოვრებაში... კითხვისას "უძინართა მზე"-ში რომ დათოა ის გამახსენდა.ერთმანეთს გვანან ვაჟკაცობით...
მოგიკითხეთ ბატონო კახა,სვეტიცხოვლობას გილოცავთ : მართლაც ჯიგარი ყოფილა ლაშა... მეტის ღირსი იყო ის ნარკოტიკებით მოვაჭრე... უსამართლობაა ლაშასნაირ ადამიანებს რომ არ უმართლებთ ცხოვრებაში... კითხვისას "უძინართა მზე"-ში რომ დათოა ის გამახსენდა.ერთმანეთს გვანან ვაჟკაცობით...
მოგიკითხეთ ბატონო კახა,სვეტიცხოვლობას გილოცავთ :
2. ძალა, ოფლის გარეშე ხნავდა აღმართს....
უფრო მხიარულ ამბავს ველოდი მიჩვეული და... გული დამწყდა "ჯიგარაზე".... მწყინს, როცა ცხოვრება ადამიანს ბედნიერების შანსს ართმევს.... სევდიანი ამბავია...
ძალა, ოფლის გარეშე ხნავდა აღმართს....
უფრო მხიარულ ამბავს ველოდი მიჩვეული და... გული დამწყდა "ჯიგარაზე".... მწყინს, როცა ცხოვრება ადამიანს ბედნიერების შანსს ართმევს.... სევდიანი ამბავია...
1. მგონი, პირველად დასწყდა გული, დედა რომ აღარ ჰყავდა ცოცხალი... <<<sigijea>>> მგონი, პირველად დასწყდა გული, დედა რომ აღარ ჰყავდა ცოცხალი... <<<sigijea>>>
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|