ვიყავი ბავშვი, გავიზარდე, სიბერეც მოდის, ღიმილმაც, ცრემლმაც ცას მეხივით გადაიგრგვინა, სასახლე მქონდა, მონატრება დამქონდა ოდის, გვირგვინი ოქროს შეიცვალა დაფნის გვირგვინად.… იყო გზა პირველ ადამიდან, რთული ნოემდე, იყო გზა წარღვნის ძრწოლასავით არაადვილი, იქ, ბაბილონის გოდოლშიც კი ვცნობდი პოეტებს, ჩარჩებს მკლავებით გაეჭიმათ ცა დოლბანდივით… მოჰქონდათ ღამის სიჩუმეში ოქროს მენორა, შვიდი რტო მშვიდად ირხეოდა მზის ყვავილებით, და სიყვარული, უკვდავ იყო რადგან მეგონა, ვკრიფე და ვკონე ოცნებათა ყარამფილები. დავუდგი ტაბლად ჩემი გული, საწინაშეო, საკურთხეველის კრეტსაბმელთან სამსხვერპლო დავსვი, გრძნობები ჩუმად შემოუსხდნენ ტაბლას გარშემო, და დაველოდე სასწაულებს მეზღაპრე ბავშვი... ახლა ჩემს ბაღში ოქროსფერი ფოთოლცვენაა, ყველა პასუხი ნაპოვნია, არცა მაქვს კითხვა, მარადიულის ძიება რომ ქარის დევნაა ამაოების უარაფრო დუმილმა მითხრა... უთვალავ ცოდვას ეზიდება დაღლილი მიწა, ბაბილონელთა მხრებზე თითქოს სამყარო კვნესის, გოდების წიგნი აწერია საგულე ფიცარს და იავარქმნილ ნანგრევებზე ტერფები მეწვის... სავანის ეზოს ააფარეს ნაგრეხი ფარდა, ფილისტიმელნი დაელმებულ მზერას ისვრიან, ცხოვრება- აღთქმის კიდობანი ბრჭყვიალებს, მაგრამ უღმერთოდ მისი სიწარმტაცე რის მაქნისია?! ვიყავი ბავშვი.. გავიზარდე, სიბერეც მოდის ფიქალებიდან მზე იღვრება ზესავალ გზებად, მომენატრება სიყვარული, როდესაც ოდეს, ქერუბიმებთა შორის უფალს დავუწყებ ძებნას..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მომეწონა +2 მომეწონა +2
16. საინტერესოდ კარგია :) საინტერესოდ კარგია :)
14. მომენატრება სიყვარული, როდესაც ოდეს, ქერუბიმებთა შორის უფალს დავუწყებ ძებნას..
ძალიან ლამაზია მომენატრება სიყვარული, როდესაც ოდეს, ქერუბიმებთა შორის უფალს დავუწყებ ძებნას..
ძალიან ლამაზია
12. ახლა ჩემს ბაღში ოქროსფერი ფოთოლცვენაა, ყველა პასუხი ნაპოვნია, არცა მაქვს კითხვა, მარადიულის ძიება რომ ქარის დევნაა ამაოების უარაფრო დუმილმა მითხრა...
ძალიან მაგარია! ძალიან მომეწონა! :) ახლა ჩემს ბაღში ოქროსფერი ფოთოლცვენაა, ყველა პასუხი ნაპოვნია, არცა მაქვს კითხვა, მარადიულის ძიება რომ ქარის დევნაა ამაოების უარაფრო დუმილმა მითხრა...
ძალიან მაგარია! ძალიან მომეწონა! :)
11. იქ, ბაბილონის გოდოლშიც კი ვცნობდი პოეტებს, ჩარჩებს მკლავებით გაეჭიმათ ცა დოლბანდივით… უძლიერესია! იქ, ბაბილონის გოდოლშიც კი ვცნობდი პოეტებს, ჩარჩებს მკლავებით გაეჭიმათ ცა დოლბანდივით… უძლიერესია!
10. ძალიან კარგი!!! გაიხარე შენააა!!! ყოჩაღ პოეტო!!! ძალიან კარგი!!! გაიხარე შენააა!!! ყოჩაღ პოეტო!!!
9. მშვენიერი პოეზიაა, საინტერესო და აზრიანი, ლამაზი და წრფელი მშვენიერი პოეზიაა, საინტერესო და აზრიანი, ლამაზი და წრფელი
7. martla kai leqsiaaa chemi azrit ogon cota gadatvirtulia martla kai leqsiaaa chemi azrit ogon cota gadatvirtulia
6. სასახლე მქონდა, მონატრება დამქონდა ოდის... სასახლე მქონდა, მონატრება დამქონდა ოდის...
5. უთვალავ ცოდვას ეზიდება დაღლილი მიწა, ბაბილონელთა მხრებზე თითქოს სამყარო კვნესის, გოდების წიგნი აწერია საგულე ფიცარს და იავარქმნილ ნანგრევებზე ტერფები მეწვის...
ძალიან კარგია, როენა! მხოლოდ ეს სტრიქონი მხვდება ყურში ცუდად:
"ღიმილმაც, ცრემლმაც ცას მეხივით გადაიგრგვინა..."------> ცაზე დაიგრგვინა!
და საერთოდაც, ღიმილი და ცრემლი - გრძნობათა ჩუმი გამოხატულებებია და არცერთი არ დაიგრგვინებდა... და მითუმეტეს - ცაზე! :) უთვალავ ცოდვას ეზიდება დაღლილი მიწა, ბაბილონელთა მხრებზე თითქოს სამყარო კვნესის, გოდების წიგნი აწერია საგულე ფიცარს და იავარქმნილ ნანგრევებზე ტერფები მეწვის...
ძალიან კარგია, როენა! მხოლოდ ეს სტრიქონი მხვდება ყურში ცუდად:
"ღიმილმაც, ცრემლმაც ცას მეხივით გადაიგრგვინა..."------> ცაზე დაიგრგვინა!
და საერთოდაც, ღიმილი და ცრემლი - გრძნობათა ჩუმი გამოხატულებებია და არცერთი არ დაიგრგვინებდა... და მითუმეტეს - ცაზე! :)
4. და სიყვარული, უკვდავ იყო რადგან მეგონა, ვკრიფე და ვკონე ოცნებათა ყარამფილები. დავუდგი ტაბლად ჩემი გული, საწინაშეო, საკურთხეველის კრეტსაბმელთან სამსხვერპლო დავსვი, გრძნობები ჩუმად შემოუსხდნენ ტაბლას გარშემო, და დაველოდე სასწაულებს მეზღაპრე ბავშვი... ახლა ჩემს ბაღში ოქროსფერი ფოთოლცვენაა, ყველა პასუხი ნაპოვნია, არცა მაქვს კითხვა, მარადიულის ძიება რომ ქარის დევნაა ამაოების უარაფრო დუმილმა მითხრა...
ძალიან!
და სიყვარული, უკვდავ იყო რადგან მეგონა, ვკრიფე და ვკონე ოცნებათა ყარამფილები. დავუდგი ტაბლად ჩემი გული, საწინაშეო, საკურთხეველის კრეტსაბმელთან სამსხვერპლო დავსვი, გრძნობები ჩუმად შემოუსხდნენ ტაბლას გარშემო, და დაველოდე სასწაულებს მეზღაპრე ბავშვი... ახლა ჩემს ბაღში ოქროსფერი ფოთოლცვენაა, ყველა პასუხი ნაპოვნია, არცა მაქვს კითხვა, მარადიულის ძიება რომ ქარის დევნაა ამაოების უარაფრო დუმილმა მითხრა...
ძალიან!
2. რა საოცრად კარგი ლექსია...:)
რამდენჯერ წავიკითხე ვერ გეტყვი...საოცარია!
რა საოცრად კარგი ლექსია...:)
რამდენჯერ წავიკითხე ვერ გეტყვი...საოცარია!
1. პირველი პოსტი და ქულა ;;) პირველი პოსტი და ქულა ;;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|