ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაზი
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2009


ნელა

ნელ-ნელა უნდა დაეუფლო დუმილს და სმენას, ნელ-ნელა უნდა გაყინო მზერა, ნელ-ნელა უნდა მოერიო გრძნობას, გონებას, ნელ-ნელა უნდა გასცურო ნელა. ნელ-ნელ უნდა უარი თქვა ყველა სურვილზე, ნელ-ნელა უნდა გადაიქცე სხვებისთვის ხელად, ნელ-ნელა უნდა დარბილდე და თავი დახარო,  ნელ-ნელა უნდა დაუთმო ყველას. ნელ-ნელა უნდა განიძარცვო სამოსელისგან, ნელ-ნელა უნდა დაივიწყო რაც იყო ძველად, ნელ-ნელა უნდა დაიჩოქო, ნელ-ნელა მოკვდე, გარდაიცვალო უნდა, მაგრამ იცოდე ნელა. ნელ-ნელა უნდა დაივიწყო შენი სახელი და ყოველივე რაც რომ ახლდა იმ სახელს მცველად. ნელ-ნელა უნდა გააერთო სიტკბო-სიმწარე, თვით მწუხარებაც სიხარულად აქციო ნელა. ნელ-ნელა უნდა ისევ ისე დაპატარავდე, ნელ-ნელა ისევ სრულიქმნე და იზარდო ნელა, ქალიც და კაციც ისევ ისე გაერთდეს შენში და შინ მიხვიდე ოღონდაც ნელა.... ნელ-ნელა უნდა განიძარცვო სამოსელისგან, ნელ-ნელა უნდა დაივიწყო რაც იყო ძველად, ნელ-ნელა უნდა დაიჩოქო, ნელ-ნელა მოკვდე, გარდაიცვალო უნდა, მაგრამ იცოდე ნელა.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები