| ავტორი: ლაზი ჟანრი: პოეზია 8 აგვისტო, 2009 |
ლენინი უცნობი
ცეცხლი იდუმალი. რასა შეუცნობი. ლენინი – სულში. ლენინი – უცნობი. სვლები მზაკვარი. ბოროტს თაყვანი. მოდის ანტიქრისტე. ირწევა აკვანი. რელიგია – ბანგი. შურისგების ჩანგი. მირონცხებულ მეფეს გააგორებს სეფე. დალეწილი ჯვრები. ამღვრეული ფარა. მოუსმინე მუშავ! ლენინია! ჩქარა: ჟესტი იდუმალი. მოძრაობა ჩქარი. ფიქრი შორს გათვლილი. სისხლი. სისხლის ღვარი. მასსა. მასსა. მასსა. ბრბოს რად უნდა ჯვარი? შურისგება – მეფე. სიბრძნე – ანტიკვარი. მონგოლური რასა. ებრაული ჯვარი. გაფანტული გონის ჯოჯოხეთთან ზღვარი. თვალები ჭროღა. ღიმილი კი ფარი. მოდის ანტიქრისტე. შავი. შავი. შავი. ყველაფერი მუშას! ყველაფერი გლეხს! ეს ლენინის ხმაა. ეს ლენინი ჭექს. და დაიძრა ფარა. შურისგების მზე. ბიბლიური კოლტი. ბოროტების ძე. აჰა, ოქტომბერიც! ტახტი. ტახტი. ტახტი. ტახტი ანტიქრისტსეს. მერე კი მის ძეს. სიკვდილის წინ ყივილი: მამალი ვარ! მამალი! სხეული – მიწაზე. მიწამ – არ ვარ ალალი! ცეცხლი იდუმალი. რასა შეუცნობი. ლენინი – სულში. ლენინი –უცნობი....
მერე სტალინი
რევოლუცია. საბჭოეთი. კრემლი. ლენინი. მერე სტალინი. კაცი ზეცისგან გამოგზავნილი ოცნების კოშკის ასაშენებლად. რუხი კიტელი. ზომიერი, დინჯი ნაბიჯი. გამჭოლი მზერა. მომნუსხველი. ირონიული. მაღალი ნიჭი სულის დაპყრობის. ხალხი დამდგარი ზღვართან არყოფნის მის რკინის ნების შემსრულებელი. შემსრულებელნი. შემსრულებელნი. თავადაც მხოლოდ შემსრულებელი მაღალი ნების. მშრალი სიცივე. არც ნატამალი კავკასურ ვნების. წინაპართ გზნების. ცივი გონება. ლოგიკა რკინის. სიტყვები ძვირი. ამღძვრელი შიშის. პატივისცემა. გარინდება. მონური რიდი. რევოლუცია. საბჭოეთი. კრემლი, ლენინი, მერე სტალინი. კაცი ზეცისგან გამოგზავნილოი ოცნების კოშკის ასაშენებლად. უბრალოება., ერთ წერტილისკენ მიმართული ცივი გონება. არცა ქონება. არც სათნოება. იდეისათვის განწირული ყველა სურვილი. ერთი წყურვილი: ყაზარმული ცხოვრების წესი. კაცი – ყაზარმა. ხალხი – ყაზარმა. მთელი ქვეყანა - დიდი ყაზარმა. ოცდაჩვიდმეტის ჩამოჰკრა ზარმა: გარდაცვლილი გონიერება – ის არ სჭირდება ხომ ძლიერებას. შორს ინტელექტი. მეცნიერება. ხელოვნება და სულიერება. მხოლოდ ყაზარმა. ოცდაჩვიდმეტის ჩამოჰკრა ზარმა. რევოლუცია. საბჭოეთი. კრემლი. ლენინი. მერე სტალინი. კაცი ზეცისგან გამოგზავნილი ოცნების კოშკის ასაშენებლად. შავი გენია. მისი სტიქია ბრძოლის ველია. სამამულო. არიული იდეის მსხვრევა. დასავლური დიპლომატიის კბილების მტვრევა. ბერლინის რღვევა. ევროპის რღვევა. კომუნისტური სიმღერის მღერა დედამიწაზე. ცეცხლი ზეცაზე, ცეცხლი მიწაზე. ფანტასტური მხედრული სული. რუხი კიტელი. ჩექმები. გული. მთელი ქვეყანა დამსგავსებული უზარმაზარ სამხედრო ბანაკს. ხალხი კი, ხალხი: შეშურდეს იქნებ საშინელ არაკს ეს სახეები. მხოლოდ ხეები. მხოლოდ ხეები. რევოლუცია. საბჭოეთი. კრემლი. ლენინი. მერე სტალინი. წესრიგი ძვირი. უფერული ერთფეროვნება. მხოლოდ იდეა. არც ფესვები. არც ეროვნება. დახვრეტილი სულიერება. ვაშა ყაზარმულ ღონიერებას! დიქტატორი ცივსისხლიანი. პოლიტიკოსი. პრაქტიკოსი. შავი გენია. მის სისხლში წარღვნის ცივი გველია. ო, მისი სახე დასადგენია სხვა არშინითაც. უფრო მაღალით. უფრო ძვირითაც. რევოლუცია. საბჭოეთი. კრემლი. ლენინი. მერე სტალინი...
ადოლფ ჰიტლერი
შეშლილების ტყე. იდეების ტყვე. არიული რასის აღმავალი მზე: ადოლფ ჰიტლერი. დემონური მისი ფიქრები აწეწილია სულ სხვა ქარებით. კაცის გულთან არნაკარებით. აჰა, დაიძრა მისი ბედის შავი ვარსკვლავი. აჰა, რეკავენ სისხლიანი მძიმე ზარები. ის ექსტაზშია! ო, სული მისი ცეცხლის ზღვაშია! მაგიურ ცეცხლის: გერმანელებო, ხომ გესმით? გესმით? ჩვენ ვართ ღმერთები! ყველა სხვა ერს კი წერტილი ესმის! როგორ არ ესმით, ფიურერის როგორ არ ესმით! სისხლშიაც გრძნობენ მის ისტერიას და შეშლილების ეს მისტერია დღესაც გრძელდება. ბრბო არ ბერდება. ბრბოს სისხლის სუნი აღარ ბეზრდება, ბიურგერულ ბრბოს უყვარს ჰიმნები, პარად-მარშები, მწყობრი რიგები: ‘’ჩვენ ვართ ჯანმრთელები, ფოლადის რაშები, ჩვენ ვართ ფაშისტები, იდეის კაცები’’ და ეს ბრმა ვაცები ამ ყოჩის თანხლებით დაემუქრებიან ყველაფერს დანგრევით, სიკვდილის ბანაკები, უთქმელი არაკები. ჩვილები. პატარები. სამიზნედ ნატარები. დამწვარი ქალაქები. მტვერი და არაფერი. აჰა, ეს თქვენი იდეის პარადები.... შეშლილების ტყე. იდეების ტყვე, არიული რასის აღმავალი მზე: ადოლფ ჰიტლერი. მან უკვე იგრძნო, რომ დაჰქრიან სულ სხვა ქარები, უკვე რეკავენ შემრისხავი მძიმე ზარები, უკან სისხლის ზღვა. წინ კი ბრბოა. მათი კბილები: მჭრელზე მჭრელები, წვრილზე წვრილები. და სიკვდილისთვის მოემზადა ადლოლფ ჰიტლერი, მან სასიკვდილოდ გაიმეტა თავის ნაცია ბოლო სიტყვებით: ჩვენი ხვედრი თუკი მარცხია, ნუღარც ვიქნებით.... ასე დასრულდა საუკუნის დიდი მაგია. შეშლილების ტყე. იდეების ტყვე. არიული რასის აღმავალი მზე: ადოლფ ჰიტლერი.....
მახსენდება განდი
ჩაუშესკუ მოჰკლეს. ჩაუშესკო ბოძზე. აღელდა ხალხი და ფერები თალხი შიცვალა ბანგით - შურისგების ჰანგით. მახსენდება განდი. მაჰათმა განდი. სისხლი, სისხლი, დარდი. ფარდა უკან ფარდის. წარმოდგენა ერთი: შურისგების ღმერთი. მეფის ხელში კვერთხი. მონა მეფის კვერთხით. სისხლის კვალზე სისხლი. ცეცხლის კვალზე ცეცხლი. ძველი მეფე თარსი. მეფის ტახტზე ფარსი. მახსენდება განდი, მაჰათმა განდი. რევოლუციები. ევოლუციები. გზა კი, გზა რომ გადის, იქ არავინ დადის: „ვინაც აღიღოს მახვილი ხელში”... ქართველნო, გესმით? თქვენ თუ არ გესმით, მაშინ მითხართ, გაიგოს ვიღამ? საქართველო ხომ სინათლისკენ სულ სხვა გზას მიჰყავს! ჯვარია. ჯვარი, მოთმინება. მოთმენა ჯავრის. შემოგვესია ბოროტების ჯარი და ჯარი... არა იმიტომ, რომ არ შეგვრჩა ქართველებს ჯანი, ხამს მოვითმინოთ: გოლგოთა ხომ მოთმენა არის... ჩაუშესკუ მოჰკლეს. ჩაუშესკუ ბოძზე, აღელდა ხალხი და ფერები თალხი შეიცვალა ბანგით - შურისგების ჰანგით. მახსენდება განდი. მაჰათმა განდი....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მოგესალმები ლაზი, მადლობა წერილისთვის :)
საინტერესოდ ჩამოაყალიბე შენი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით.
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მოგესალმები ლაზი, მადლობა წერილისთვის :)
საინტერესოდ ჩამოაყალიბე შენი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით.
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
14. დაგვიანებული პასუხი განდის ლაზისგან :)
მირონცხებული მეფის, ნიკოლოზ მეორის მკვლელობა რუსი ერის უდიდესი ცოდვაა, ისე როგორც ილია ჭავჭავაძის მკვლელობა ჩვენთვის. ღვთითდადგენილი ხელისუფალის მოკვდინების გამო ღმერთმა დაუშვა სტალინი _ ანტიმეფე. რაც შეეხება ოცნების კოშკს, სტალინი იყო იდეალისტი და ასკეტი, იგი დედამიწაზე სამართლიანი საზოგადოების დამკვიდრებას ცდილობდა. ამ სამართლიანობის თარგს თავად ჭრიდა. ამიტომაც იყო დაუნდობელი და როგორც აღმოჩნდა, უსამართლო, მაგრამ იგი ჩვენ მაინც უნდა მოვიაზროთ როგორც ღვთისგან დაშვებული სასჯელი მართლმადიდებელი მეფის მოკვლის გამო. სხვათა შორის, მან მეფის მოკვლას პოლიტბიუროს წევრთაგან ერთადერთმა არ მოაწერა ხელი. მაშინ სტალინი ჯერ კიდევ არ იყო პირველი პირი და ებრაელი კომისრების გარემოცვაში იმყოფებოდა. ჩემი აზრით, სწორედ მაშინ გახდა მეფე თუ ანტიმეფე, რომლის სულშიც ფოლადი ჩაესხა_ сталь , რომელმაც შემდგომში ოთახიდან გაუსვლელად დედამიწა შეცვალა. სტალინი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, იგი რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ამოუცნობი პიროვნებაა. ბევრი მამა და მათ შორის, მისი თნამედროვე ნეტარი მატრონა მოსკოველი, რომელსაც სტალინმა კრიტიკულ მომენტში რჩევისათვის მიაკითხა (გასულიყო თუ არა მოსკოვიდან, როცა გერმანელები დედაქალაქს მიადგნენ) თლიდნენ, რომ შეიძლება იოსებ ჯუღაშვილი სულიერად გადარჩა. მისი მთვარი დამსახურება მართლმადიდებლური სამყაროს გაგებით ის არის, რომ იოსებ სტალინმა თავისი რკინისებური ნებით და გენიალური ანალიტიკური აზროვნების წყალობით ანტიქრისტე შეაჩერა. ეს, თუ გამოვრიცხავთ ფაქტოლოგიურ მასალას, ჩემეული ხედვაა და არ არის გამორიცხული, ვცდებოდე.
პატივისცემით ლაზი. დაგვიანებული პასუხი განდის ლაზისგან :)

პატივისცემით ლაზი.
13. რატომ აქამდე ვერ წაგიკითხე?..... ძალიან მომწონხარ, ლაზო....პოლიტიკოსნი ასე პოეტურად დახატული მე ჯერ არსად შემხვედრია...ერთი გეთქვა, ჩემთანაც შემოიხედეო...ო, ეს დრო...როგორ არ გყოფნის ადამიანს, რომ ადამიანებთაბთან იყო......მაინც ხომ გიპოვე....:):):):) ახლა უკან სვლით წაგიკითხავ რამდენსაც შევძლებ.....:):):) რატომ აქამდე ვერ წაგიკითხე?..... ძალიან მომწონხარ, ლაზო....პოლიტიკოსნი ასე პოეტურად დახატული მე ჯერ არსად შემხვედრია...ერთი გეთქვა, ჩემთანაც შემოიხედეო...ო, ეს დრო...როგორ არ გყოფნის ადამიანს, რომ ადამიანებთაბთან იყო......მაინც ხომ გიპოვე....:):):):) ახლა უკან სვლით წაგიკითხავ რამდენსაც შევძლებ.....:):):)
12. ჰოო, დიანა, სვასტიკა არიული წარმომავლობის სიმბოლოა და აღარ ჩავეძიე, უბრალოდ ავტორის აზრი მაინტერესებდა და იმიტომ, მეგონა იგი თვლიდა, რომ არიული სიმბოლოს კავშირი აქვს ებრაულ სიმბოლოებთან :)
ჰოო, ნამგალი და ურო საინტერესოდ აისახება კომუნისტური წყობის ისტორიაში, და რაღა თქმა უნდა თანამედროვე მასონური ორგანიზაციების ერთადერთი მიზანი არის - ძალაუფლება,, რა თქმა უნდა,, ადამიანის მანქანად ქცევა,, ასეც მიდის ჯერ-ჯერობით საქმე, რეალობაა ეს, და სამწუხარო რეალობა,,
და მაღვიძარას ერთი კარგი ღილაკი აქვს, რომელიც ხმას აკმენდინებს მის აღმატებულება მაღვიძარას :D
დილა მშვიდობისა, :) ყავა დალიე და გამოფხიზლდები :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
პი.ეს. ანდა როკ მუსიკა ჩართე მთელს ხმაზე და მერე ნახე თუ არ გამოფხილზდე :D
ჰოო, დიანა, სვასტიკა არიული წარმომავლობის სიმბოლოა და აღარ ჩავეძიე, უბრალოდ ავტორის აზრი მაინტერესებდა და იმიტომ, მეგონა იგი თვლიდა, რომ არიული სიმბოლოს კავშირი აქვს ებრაულ სიმბოლოებთან :)
ჰოო, ნამგალი და ურო საინტერესოდ აისახება კომუნისტური წყობის ისტორიაში, და რაღა თქმა უნდა თანამედროვე მასონური ორგანიზაციების ერთადერთი მიზანი არის - ძალაუფლება,, რა თქმა უნდა,, ადამიანის მანქანად ქცევა,, ასეც მიდის ჯერ-ჯერობით საქმე, რეალობაა ეს, და სამწუხარო რეალობა,,
და მაღვიძარას ერთი კარგი ღილაკი აქვს, რომელიც ხმას აკმენდინებს მის აღმატებულება მაღვიძარას :D
დილა მშვიდობისა, :) ყავა დალიე და გამოფხიზლდები :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
პი.ეს. ანდა როკ მუსიკა ჩართე მთელს ხმაზე და მერე ნახე თუ არ გამოფხილზდე :D
11. თანდათან მახსენდება_ თანაც ნამგალი სახარებისეულ სამკალთან და მომკალთან ასოცირდება გაუკუღმართებულად.. ხოლო ჩაქუჩი, რითაც მაცხოვარი ჯვარზე აცვეს.. დაახლოებით ასეთი ახსნაა, მოკლედ, კიდევ ბევრ ბოლშევიკურ სიმბოლოებშია ასეთი მასონური შინაარსის წარმომავლობა.. თანდათან მახსენდება_ თანაც ნამგალი სახარებისეულ სამკალთან და მომკალთან ასოცირდება გაუკუღმართებულად.. ხოლო ჩაქუჩი, რითაც მაცხოვარი ჯვარზე აცვეს.. დაახლოებით ასეთი ახსნაა, მოკლედ, კიდევ ბევრ ბოლშევიკურ სიმბოლოებშია ასეთი მასონური შინაარსის წარმომავლობა..
10. უი, განდი, მე ავურიე, შემეშალა, ადრე სულ სხვ რამ მითხრა, სვასტიკა რა შუაშია ლენინთან, იგულისხმება ნამგალი და ურო, არის ასეთი შეხედულება, რომ ეს არის გადაღუნული ჯვარი.. (აი, რას ნიშნავს ადრე ადგომა მაღვიძარას ძლმომრეობით :) ) დ. უი, განდი, მე ავურიე, შემეშალა, ადრე სულ სხვ რამ მითხრა, სვასტიკა რა შუაშია ლენინთან, იგულისხმება ნამგალი და ურო, არის ასეთი შეხედულება, რომ ეს არის გადაღუნული ჯვარი.. (აი, რას ნიშნავს ადრე ადგომა მაღვიძარას ძლმომრეობით :) ) დ.
9.
ოკ დიანა, საინტერესო და ღრმა ლექსია, მოკითხვა გადაეცი ავტორს :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ოკ დიანა, საინტერესო და ღრმა ლექსია, მოკითხვა გადაეცი ავტორს :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
8. განდი, ცოტას მე გეტყვი, იგულისხმება, რომ მასონური სიმბოლოა სვასტიკა, ასე მითხრა ადრე, და დანარჩენზე თვითონ გიპასუხებს, მოგვიანებით, ოკ? განდი, ცოტას მე გეტყვი, იგულისხმება, რომ მასონური სიმბოლოა სვასტიკა, ასე მითხრა ადრე, და დანარჩენზე თვითონ გიპასუხებს, მოგვიანებით, ოკ?
7. მოგესალმები ლაზი :)
კარგი ლექსია, მომეწონა :)
რამოდენიმე შეკითხვა მექნება. რას ნიშნავს:
ლენინი. ----- ებრაული ჯვარი ?
სტალინი. --------------------------------------- თავადაც მხოლოდ შემსრულებელი მაღალი ნების. - "თავადაც" სტალინი იგულისხმევა, ხომ? საინტერესოა რა მაღალი ნებაა აქ ნაგულისხმევი, ? ირონიური ბრწკალია ეს ? თუ უბრალოდ რამე იგულისხმევა??
კაცი ზეცისგან გამოგზავნილოი ოცნების კოშკის ასაშენებლად. <-- ეს ირონიულად არის აშკარად ნათქვამი , ხომ?? :) და ზეცისგან?
საქართველო ხომ სინათლისკენ სულ სხვა გზას მიჰყავს! <---- ჰო :)
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მოგესალმები ლაზი :)

6. შენი ნაწერები მიყვარს...ესეც კარგად იქნება შესრულებული...უბრალოდ ჩემთვის უინტერესოა... წაუკითხავად 5 შენი ნაწერები მიყვარს...ესეც კარგად იქნება შესრულებული...უბრალოდ ჩემთვის უინტერესოა... წაუკითხავად 5
5. მომწონს.................... მომწონს....................
4. მადლობა, jaden. მადლობა, jaden.
3. სისხლი. სისხლის ღვარი. მასსა. მასსა. მასსა. ბრბოს რად უნდა ჯვარი?
მხოლოდ ხეები. მხოლოდ ხეები. რევოლუცია. საბჭოეთი. კრემლი. ლენინი. მერე სტალინი. წესრიგი ძვირი. უფერული ერთფეროვნება. მხოლოდ იდეა. არც ფესვები. არც ეროვნება. დახვრეტილი სულიერება.
ქართველნო, გესმით? თქვენ თუ არ გესმით, მაშინ მითხართ, გაიგოს ვიღამ? საქართველო ხომ სინათლისკენ სულ სხვა გზას მიჰყავს! ჯვარია. ჯვარი, მოთმინება. მოთმენა ჯავრის. შემოგვესია ბოროტების ჯარი და ჯარი... არა იმიტომ, რომ არ შეგვრჩა ქართველებს ჯანი, ხამს მოვითმინოთ: გოლგოთა ხომ მოთმენა არის...
გოლგოთა ხომ მოთმენა არის... ჩემი უდიდესი პატივისცემა და მოწონება ლაზს... არ დავიღლები გამეორებით...
სისხლი. სისხლის ღვარი. მასსა. მასსა. მასსა. ბრბოს რად უნდა ჯვარი?
მხოლოდ ხეები. მხოლოდ ხეები. რევოლუცია. საბჭოეთი. კრემლი. ლენინი. მერე სტალინი. წესრიგი ძვირი. უფერული ერთფეროვნება. მხოლოდ იდეა. არც ფესვები. არც ეროვნება. დახვრეტილი სულიერება.
ქართველნო, გესმით? თქვენ თუ არ გესმით, მაშინ მითხართ, გაიგოს ვიღამ? საქართველო ხომ სინათლისკენ სულ სხვა გზას მიჰყავს! ჯვარია. ჯვარი, მოთმინება. მოთმენა ჯავრის. შემოგვესია ბოროტების ჯარი და ჯარი... არა იმიტომ, რომ არ შეგვრჩა ქართველებს ჯანი, ხამს მოვითმინოთ: გოლგოთა ხომ მოთმენა არის...
გოლგოთა ხომ მოთმენა არის... ჩემი უდიდესი პატივისცემა და მოწონება ლაზს... არ დავიღლები გამეორებით...
2. sainteresoaaaaaaaa555555:) sainteresoaaaaaaaa555555:)
1. მაჰათმა განდის მაგრად გაუხარდება:)
პატივისცემით და ა.შ. მაჰათმა განდის მაგრად გაუხარდება:)
პატივისცემით და ა.შ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|