ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2009


ცოტა არეული :)

.


    წკავის ქარი, ბრუნავს მიწა,
    ბჟუტავს შუქი სიახლისა.
    ოხრავს ღამე, ჟინჟლავს მთვარე,
    დრო არ არის ფინალისა.

    მაცივარი დრუცუნობს და
    მაწანწალობს დენი სახლში.
    დრო რომ არ უნდა დავკარგოთ,
    ეს ხომ ვიცით ყველამ? მაშინ

    იალაღზე ივარცხნება,
    ნაწილ-ნაწილ ყვავილები.
    მოხმაურობს ქუჩა-ქუჩა,
    დაზმორილი აივნები.

    ჭრაჭუნობს და დაშრიალობს,
    გუშინდელი ცელოფანი.
    ბროწეულის ყვავილი კი
    სიცხეს ოფლით შევაწანი.

    ახმაურდა, აწრუწუნდა
    სული ჭრელ-ჭრელ სათავსოში.
    გული დუდღუნ გაბრაცუნდა,
    საამებელ-სალაღოში.

    წკავის ქარი, ცმუკავს ზეცა,
    ვარსკვლავები დაიკენტა.
    ამოვბობღდი ხასიათზე
    მოცანცარე ყვავილებთან.

    ლამაზ-ლამაზ ავლიცლიცდი,
    ავაკარი სევდას გუდა.
    კის-კის, სიცილ ავღიღინდი.
    ბრაცუნ-ბრაცუნ ქარებს ვგუნდავ...





(წერის დროს ამ ხასიათზე ვიყავი... :) )

                                                                                                                                                                    __თამუნია__
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები