ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2009


ახალბედებს



გზის დასაწყისიდან
სასრულამდე,
ბრუნავენ ჭრელი
კამათლები,
ლექსს დაღვინება
დააცადე,
მეტი არ მინდა
არაფერი...

საწუთრო ირგვლივ
მოჰფენს ჭორებს,
დაგვაბნევს
იგავ-არაკებით,
ლექსს ეკალ-ბარდი
მოაშორე,
მეტი არ მინდა
არაფერი...

თუ მოშურნენი
დაირაზმნენ,
თუ მოსაკლავად
გაგიმეტეს,
ლექსი განბანე
აიაზმით,
მერე გაუშვი,
როგორც მტრედი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები