ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაკი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 ივლისი, 2009


სიყვარულის დრომ ჩაიარა...

        სიყვარულის დრომ ჩაიარა...
        მალე  სიბერე შემოაგდებს შეჩვევის ნაღმებს და როგორც ცივი გონების, თან გულის პატრონი, „სემეინი დოგოვორს“ დავდებ...
      ის მე ამიგებს პატარა სახლს - კარგ გადახურულს, დამიცავს ქარში ქარისგან და თოვლში თოვლისგან, ის მე მაჩუქებს ერთ-ორ შვილს  და ზოგჯერ დაღლილი ალერსს მოითხოვს ჩემგან - ცოლისგან.
    მე მას შევუქმნი  სიმყუდროვეს, ოჯახურ ინტიმს და ნუგბარ-ნუგბარ  კერძებთან  ერთად დროდადრო ღიმილს, ტკბილ სიტყვას და იმედს მივართმევ , რომ ამ ასაკში , ასე შექმნილ  ოჯახებს  მხოლოდ  აერთიანებს  ერთი სიმართლე - მარტოობისგან რომ არ აყმუვლდე, მარტოობამ რომ არ გაგაგიჟოს, ზოგჯერ კოცნა და მოფერება უნდა ანაცვლო ამაოების ამაო განცდას და ღერ პაპიროსს.
      სიყვარულის დრომ  გაირბინა... ვნებებიც დაცხრა...
    ახლა სიბერე  შემოაგდებს მარტოობის შიშის ატომებს, მე თვითონ წავალ თავანკარა სიყვარულისგან და წავალ ისე, კვალს არ დავტოვებ.... საკუთარ ფეხით ჩავუყვები შეჩვევის მორევს -  „დოგოვორილის“  - ვემატები ყურმოჭრილ ცოლებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები