გაცრეცილ ხსოვნას წარსული წამლობს და დღევანდელის ქანცავს ზმორება, შენ რა იცოდი პატარა ქალო, რას მოგიტანდა დიდი ცხოვრება... შენ რა იცოდი, პატარა ქალო, საით მიჰქროდნენ შენი გედები, რომ ოცნებების კოშკებთან ახლო, თრთოდნენ ამაო ღამისთევები... რომ იყო ქვეყნად თეთრიც და შავიც იყო სიმრუდეც, ბედის ქილიკიც, ამაოების უაზრო ბღავილს ადევნებული ეკლის ბილიკი... შენ რა იცოდი, რომ არ მოსულხარ, დიდი კომბოსტოს მწვანე ფოთლიდან, რომ ოჩოკოჩთა თმები მგოსნურად მოჩანდა შენი ძველი ოდიდან... რომ ფერიებმაც ბევრი იწვალეს და აღარ ეყო დუმილს გაძლება, რომ მოიწყინეს დედამიწაზე ჯადოქრებმაც და ქონდრისკაცებმაც... რომ დარჩი ცხადთან შიშველი ხელით, დედიშობილა შერჩი სამყაროს, რომ ვერ მოძებნე ქვეყნად სახელი, არარაობას რომ მიახალო... უცოდველ თვალებს აცეცებ ბავშვი, წყენა არ იცი რომელს აკადრო- იმ ციცქნა გოგოს, რომ იყავ მაშინ, თუ შენგან მოსულ შენს წილ ქალბატონს... სულში იღვრება სითბო ანაზდად და მზეზე შრება შენი ბაფთები... ისევ წარსულში გხედავ, ლამაზად ჩამოხეული კაბის კალთებით... დარჩი სურვილთა შორი ზმანება, ჩემი წარსულის ნაწილი წმინდა, შენ გაგიტაცეს უცხო ქარებმა და ლექსთა თოვად მოდიხარ ციდან.....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. რომ დარჩი ცხადთან შიშველი ხელით, დედიშობილა შერჩი სამყაროს,
სულში იღვრება სითბო ანაზდად და მზეზე შრება შენი ბაფთები... ისევ წარსულში გხედავ, ლამაზად ჩამოხეული კაბის კალთებით... დარჩი სურვილთა შორი ზმანება, ჩემი წარსულის ნაწილი წმინდა, შენ გაგიტაცეს უცხო ქარებმა და ლექსთა თოვად მოდიხარ ციდან.....
უჩვეულოდ სასიამოვნო ლექსია! დ.
რომ დარჩი ცხადთან შიშველი ხელით, დედიშობილა შერჩი სამყაროს,
სულში იღვრება სითბო ანაზდად და მზეზე შრება შენი ბაფთები... ისევ წარსულში გხედავ, ლამაზად ჩამოხეული კაბის კალთებით... დარჩი სურვილთა შორი ზმანება, ჩემი წარსულის ნაწილი წმინდა, შენ გაგიტაცეს უცხო ქარებმა და ლექსთა თოვად მოდიხარ ციდან.....
უჩვეულოდ სასიამოვნო ლექსია! დ.
14. რა უნდა ვთქვა, გადაეყრები ასეთ ლექსს ამ გათავხედებულ დროში, სულმოუთქმელად წაგაკითხებს თავს და გაგიხარდება, თან აგაფორიაქებს თან დაგამშვიდებს. ბევრი წარმატებები შენ, ავტორო. რა უნდა ვთქვა, გადაეყრები ასეთ ლექსს ამ გათავხედებულ დროში, სულმოუთქმელად წაგაკითხებს თავს და გაგიხარდება, თან აგაფორიაქებს თან დაგამშვიდებს. ბევრი წარმატებები შენ, ავტორო.
13. კარგია, ემოციური, დამაფიქრებელი.
კარგია, ემოციური, დამაფიქრებელი.
12. დარჩი სურვილთა შორი ზმანება, ჩემი წარსულის ნაწილი წმინდა, შენ გაგიტაცეს უცხო ქარებმა და ლექსთა თოვად მოდიხარ ციდან.....
დარჩი სურვილთა შორი ზმანება, ჩემი წარსულის ნაწილი წმინდა, შენ გაგიტაცეს უცხო ქარებმა და ლექსთა თოვად მოდიხარ ციდან.....
10. ერთობ ლამაზია, ვერაფერს იტყვი. ერთობ ლამაზია, ვერაფერს იტყვი.
9. ძალიან...5555
რომ ფერიებმაც ბევრი იწვალეს და აღარ ეყო დუმილს გაძლება, რომ მოიწყინეს დედამიწაზე ჯადოქრებმაც და ქონდრისკაცებმაც... მიყვარს ზღაპარ-ცხოვრება... ძალიან...5555
რომ ფერიებმაც ბევრი იწვალეს და აღარ ეყო დუმილს გაძლება, რომ მოიწყინეს დედამიწაზე ჯადოქრებმაც და ქონდრისკაცებმაც... მიყვარს ზღაპარ-ცხოვრება...
8. ბრწყინვალეა! მომეწონა ძალიან :) ბრწყინვალეა! მომეწონა ძალიან :)
7. რომ დარჩი ცხადთან შიშველი ხელით, დედიშობილა შერჩი სამყაროს, რომ ვერ მოძებნე ქვეყნად სახელი, არარაობას რომ მიახალო... უცოდველ თვალებს აცეცებ ბავშვი, წყენა არ იცი რომელს აკადრო- იმ ციცქნა გოგოს, რომ იყავ მაშინ, თუ შენგან მოსულ შენს წილ ქალბატონს...
ძალიან მომეწონა..... რომ დარჩი ცხადთან შიშველი ხელით, დედიშობილა შერჩი სამყაროს, რომ ვერ მოძებნე ქვეყნად სახელი, არარაობას რომ მიახალო... უცოდველ თვალებს აცეცებ ბავშვი, წყენა არ იცი რომელს აკადრო- იმ ციცქნა გოგოს, რომ იყავ მაშინ, თუ შენგან მოსულ შენს წილ ქალბატონს...
ძალიან მომეწონა.....
6. მთლიანად დაკოპირება არ ღირს!!! საოცრად მეტყველი ლექსი!!! არაჩვეულებრივია!!! გაიხარე შენა!!! კარგი ჩემგან!!! მთლიანად დაკოპირება არ ღირს!!! საოცრად მეტყველი ლექსი!!! არაჩვეულებრივია!!! გაიხარე შენა!!! კარგი ჩემგან!!!
5. გაცრეცილ ხსოვნას წარსული წამლობს და დღევანდელის ქანცავს ზმორება, შენ რა იცოდი პატარა ქალო, რას მოგიტანდა დიდი ცხოვრება... შენ რა იცოდი, პატარა ქალო, საით მიჰქროდნენ შენი გედები, რომ ოცნებების კოშკებთან ახლო, თრთოდნენ ამაო ღამისთევები... რომ იყო ქვეყნად თეთრიც და შავიც იყო სიმრუდეც, ბედის ქილიკიც, ამაოების უაზრო ბღავილს ადევნებული ეკლის ბილიკი... შენ რა იცოდი, რომ არ მოსულხარ, დიდი კომბოსტოს მწვანე ფოთლიდან, რომ ოჩოკოჩთა თმები მგოსნურად მოჩანდა შენი ძველი ოდიდან... რომ ფერიებმაც ბევრი იწვალეს და აღარ ეყო დუმილს გაძლება, რომ მოიწყინეს დედამიწაზე ჯადოქრებმაც და ქონდრისკაცებმაც... რომ დარჩი ცხადთან შიშველი ხელით, დედიშობილა შერჩი სამყაროს, რომ ვერ მოძებნე ქვეყნად სახელი, არარაობას რომ მიახალო... უცოდველ თვალებს აცეცებ ბავშვი, წყენა არ იცი რომელს აკადრო- იმ ციცქნა გოგოს, რომ იყავ მაშინ, თუ შენგან მოსულ შენს წილ ქალბატონს... სულში იღვრება სითბო ანაზდად და მზეზე შრება შენი ბაფთები... ისევ წარსულში გხედავ, ლამაზად ჩამოხეული კაბის კალთებით... დარჩი სურვილთა შორი ზმანება, ჩემი წარსულის ნაწილი წმინდა, შენ გაგიტაცეს უცხო ქარებმა და ლექსთა თოვად მოდიხარ ციდან.....
ვახ,როგორ მგავს ახლა ეს ლექსიიიიჰ! და რა ხშირად მოვაკითხავ ამ ლექსს ვინ იცის კიდევ...
კარგო,კარგო,კარგოოოოოო! :) გაცრეცილ ხსოვნას წარსული წამლობს და დღევანდელის ქანცავს ზმორება, შენ რა იცოდი პატარა ქალო, რას მოგიტანდა დიდი ცხოვრება... შენ რა იცოდი, პატარა ქალო, საით მიჰქროდნენ შენი გედები, რომ ოცნებების კოშკებთან ახლო, თრთოდნენ ამაო ღამისთევები... რომ იყო ქვეყნად თეთრიც და შავიც იყო სიმრუდეც, ბედის ქილიკიც, ამაოების უაზრო ბღავილს ადევნებული ეკლის ბილიკი... შენ რა იცოდი, რომ არ მოსულხარ, დიდი კომბოსტოს მწვანე ფოთლიდან, რომ ოჩოკოჩთა თმები მგოსნურად მოჩანდა შენი ძველი ოდიდან... რომ ფერიებმაც ბევრი იწვალეს და აღარ ეყო დუმილს გაძლება, რომ მოიწყინეს დედამიწაზე ჯადოქრებმაც და ქონდრისკაცებმაც... რომ დარჩი ცხადთან შიშველი ხელით, დედიშობილა შერჩი სამყაროს, რომ ვერ მოძებნე ქვეყნად სახელი, არარაობას რომ მიახალო... უცოდველ თვალებს აცეცებ ბავშვი, წყენა არ იცი რომელს აკადრო- იმ ციცქნა გოგოს, რომ იყავ მაშინ, თუ შენგან მოსულ შენს წილ ქალბატონს... სულში იღვრება სითბო ანაზდად და მზეზე შრება შენი ბაფთები... ისევ წარსულში გხედავ, ლამაზად ჩამოხეული კაბის კალთებით... დარჩი სურვილთა შორი ზმანება, ჩემი წარსულის ნაწილი წმინდა, შენ გაგიტაცეს უცხო ქარებმა და ლექსთა თოვად მოდიხარ ციდან.....
ვახ,როგორ მგავს ახლა ეს ლექსიიიიჰ! და რა ხშირად მოვაკითხავ ამ ლექსს ვინ იცის კიდევ...
კარგო,კარგო,კარგოოოოოო! :)
4. მოგესალმებით როენა, " სულში იღვრება სითბო ანაზდად" მშვენიერია. პატივისვემით. მოგესალმებით როენა, " სულში იღვრება სითბო ანაზდად" მშვენიერია. პატივისვემით.
3. შენ გაგიტაცეს უცხო ქარებმა და ლექსთა თოვად მოდიხარ ციდან..... +2 ;;)
შენ გაგიტაცეს უცხო ქარებმა და ლექსთა თოვად მოდიხარ ციდან..... +2 ;;)
2. შენ გაგიტაცეს უცხო ქარებმა და ლექსთა თოვად მოდიხარ ციდან. ძალიან ლამაზია. შენ გაგიტაცეს უცხო ქარებმა და ლექსთა თოვად მოდიხარ ციდან. ძალიან ლამაზია.
1. მე პირადად მთლიანად ძალიან მომეწონა ეს ლექსი :) :) მე პირადად მთლიანად ძალიან მომეწონა ეს ლექსი :) :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|