(ზ ღ ა პ ა რ ი)
ორი გოჭი მყავს,პატარებო, უნდა გაგაცნოთ ისინიო, რა ჰქვიათ? როგორ დაგიმალავთ: ჭყვიტინიო და ჭყიპილიო. ხათრიანი ტყუპები არიან, არ უყვართ ენის ტლიკინიო, უხარიათ თივაში კოტრიალი და ლეკვთან ერთად სირბილიო, მწვანე მინდორზე სეირნობა, ღრუტუნგარეული ღიღინიო, მაგრამ მოიწყენენ თუ დაუგვიანე საჭმელი ტკბილი და თბილ-თბილიო.
როდესაც კარგი ამინდია, აპრეხილ კუდებით დააქვთ საკუთარი ქუდები.
ერთხელაც ინდაურს (პენსიონერს) დღე ჰქონდა დაბადების (რა საჩუქრები და რა ვარდები!) და მერცხალს ფრთებითა და ნისკარტით მოჰქონდა მოსალოცი ბარათები.
მომრავლდნენ სტუმრები_ იხვი,ქათამი თუ მელია (მათი ერთად გამოჩენა არავის სწყენია), შავსათვალიანი ჩხიკვები (ჭორაობით ენა რომ სტკენიათ) და ვირთხა უზრდელი, ყველას ვერ გაიხსენებ_ ძნელია…
ერთმანეთს გადაება ხმები სიმღერის და გარმონის, დოლის და ტაშის, ჭყვიტინიომ და ჭყიპილიომ ყველა გააოცეს მაშინ: გიტარას უკრავდნენ, ცეკვავდნენ,ბუქნავდნენ, ამბობდნენ გამოცანებს, ყანწები გამოცალეს, ღრუბლები ადღეგრძელეს ცაში, ბურთივით აგორავეს ვაშლი და ღვინო აუვარდათ თავში!
ორივე გამოშტერდა და გზა აერიათ ბნელში, მერე მდინარესთან ცივი წყალი იპკურეს პეშვით, ყანწის ბრალიაო (ოხრავდნენ), აღარ ავიღებთო ხელში.
ცივმა წყალმა ვერ გამოაფხიზლა_ სიჭრელე უცნაური პატარა თავებში აქანდა,დაქანდა, ბოლოს დაღლილები წამოწვნენ სოფლის შუაგულში, ბაქანთან…
ჰალსტუხებითა და ბაფთებით მოვიდნენ ბატები_ ყიყინა,ვიყინა და სისინა, რომ ნახეს, თავდაყირა ეძინათ გოჭებს, სამივემ გულიანად იცინა! და მერე მგზავრებმაც იცინეს, მეტისმეტი კისკისისაგან ფერი დაეკარგათ წიწილებს.
სიცილ-კისკისმა გააღვიძა ჭყვიტილიო და ჭყიპილიო, ხიდან კაჭკაჭი იძახოდა: სირცხვილი, სირცხვილი და სირცხვილიო!
გოჭები წამოწითლდნენ, იტირეს,წავიდნენ და ერთმანეთისაკენ გადახრილ კუდებით მიჰქონდათ კოპლიანი ქუდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ორი გოჭი მყავს,პატარებო, უნდა გაგაცნოთ ისინიო, რა ჰქვიათ? როგორ დაგიმალავთ: ჭყვიტინიო და ჭყიპილიო.
ბედნიერი პატარები :)
ორი გოჭი მყავს,პატარებო, უნდა გაგაცნოთ ისინიო, რა ჰქვიათ? როგორ დაგიმალავთ: ჭყვიტინიო და ჭყიპილიო.
ბედნიერი პატარები :)
20. ვიკისკისე,მიყვარს ბავშვური ყველაფერი,ჯერ ვერ გავიზარდე ეტყობა :)) ვიკისკისე,მიყვარს ბავშვური ყველაფერი,ჯერ ვერ გავიზარდე ეტყობა :))
19. და ერთმანეთისაკენ გადახრილ კუდებით მიჰქონდათ კოპლიანი ქუდები.
:) და ერთმანეთისაკენ გადახრილ კუდებით მიჰქონდათ კოპლიანი ქუდები.
:)
18. ერთხელაც ინდაურს (პენსიონერს) დღე ჰქონდა დაბადების (რა საჩუქრები და რა ვარდები!) და მერცხალს ფრთებითა და ნისკარტით მოჰქონდა მოსალოცი ბარათები.
მოგესალმებით ! ერთხელაც ინდაურს (პენსიონერს) დღე ჰქონდა დაბადების (რა საჩუქრები და რა ვარდები!) და მერცხალს ფრთებითა და ნისკარტით მოჰქონდა მოსალოცი ბარათები.
მოგესალმებით !
17. ვიხალისე...:):): :):):) ვიხალისე...:):): :):):)
16. :) ღიმილიანი გავდივარ ხოლმე აქედან :) ღიმილიანი გავდივარ ხოლმე აქედან
15. ჭკუის სასწავლებელი!!! კაიხარე ძამია!!! კარგი ჩემგან!!! ჭკუის სასწავლებელი!!! კაიხარე ძამია!!! კარგი ჩემგან!!!
14. მეტისმეტი კისკისისაგან ფერი დაეკარგათ წიწილებს... -გათეთრდნენ ალბათ,,,წიწილები მიყვარს ღუნღულები...5555555555 მეტისმეტი კისკისისაგან ფერი დაეკარგათ წიწილებს... -გათეთრდნენ ალბათ,,,წიწილები მიყვარს ღუნღულები...5555555555
12. საწყალი გოჭები. აქედან მორალი, დალიეთ ზომიერად. ძალიან კარგია. საწყალი გოჭები. აქედან მორალი, დალიეთ ზომიერად. ძალიან კარგია.
11. არაჩვეულებრივია ! არაჩვეულებრივია !
10. ჰეჰ,საყვარელი... მარა კაწალხეველმა ჯალალი რომ დაივიწყა, სულ არ მომწონს ეგ ფაქტი მაგალითად მე...:)
ჰეჰ,საყვარელი... მარა კაწალხეველმა ჯალალი რომ დაივიწყა, სულ არ მომწონს ეგ ფაქტი მაგალითად მე...:)
9. ძალიან საყვარელია.... ძალიან საყვარელია....
8. ძალიან კარგი :)
საინტერესო, იოლად გასაგები და სახალისო :) :) :)
მე განსაკუთრებით მომწონს ასაკიდან გამომდინარე ;;) ;;) :D:D:D ძალიან კარგი :)
საინტერესო, იოლად გასაგები და სახალისო :) :) :)
მე განსაკუთრებით მომწონს ასაკიდან გამომდინარე ;;) ;;) :D:D:D
7. მართლაც რომ..... ხალისი მოიტანა... მართლაც რომ..... ხალისი მოიტანა...
6. ძალიან ვიხალისე, კარგია დილა კარგი განწყობით დაიწყო:) ძალიან ვიხალისე, კარგია დილა კარგი განწყობით დაიწყო:)
5. 555 საოცრად საბავშვო, თუმცა დიდებსაც გვიყვარს გოჭები... 555 საოცრად საბავშვო, თუმცა დიდებსაც გვიყვარს გოჭები...
4. შეიძლება მეშლება, მაგრამ სათაურით "ჭყვიტინიო და ჭყიპილიო" საბავშვო ანთოლოგიაში შესატანი ლექსი მგონია. შეიძლება მეშლება, მაგრამ სათაურით "ჭყვიტინიო და ჭყიპილიო" საბავშვო ანთოლოგიაში შესატანი ლექსი მგონია.
3. უფ,ვიხალისე ამ დილაუთენია ;;) მართლა კარგი იყო ;;) +2 ;;) უფ,ვიხალისე ამ დილაუთენია ;;) მართლა კარგი იყო ;;) +2 ;;)
2. მიხარია, საბავშვო ნაწარმოებები რომ მომრავლდა საიტზე... 5 მიხარია, საბავშვო ნაწარმოებები რომ მომრავლდა საიტზე... 5
1. მგონი, შედევრია! მგონი, შედევრია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|