ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციტატა
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2009


გულის ჩურჩული

ეს ჩემი გულია ბუდიდან ამომხტარი,
გამალებით რომ სცემს და ასე ფრთხიალებს,
ხშირი სუნთქვა მესმის ვით ცხელი ოხშივარი,
ცა გარინდულია,ტყე ჩუმად შრიალებს...
      გულო პატარა,ჭიდილში დაღლილო,
      ცხოვრების ფერხულში პატრონმა ჩაგაბა...
        ისეთი პაწაწა ვით მინდვრის ღიღილო
      შენს მამაცობას საზღვარი არა აქვს...
ხან კვნესი უმწეოდ,ხანაც იცინი,
თუმცა განაგრძობ ბრძოლას ბოლომდე.
გაქვს ჩირაღდანი,როგორც ვიკინგი,
შენი ვალია ყველგან ქორობდე...
        არც დღე ისვენებ,თუმცა ღამეა,
        შენ სულ ფუთფუთებ სიმღერ-სიმღერით,
        ცხოვრების გზებზე ხტუნვა მწარეა
        აღმართს მიჰყვები სწრაფი დინებით...
ეჰ,გულო,გულო სავსე იმედით,
ქარიშხალივით მძაფრად იქროლე,
ვერ შეგაშინებს გიჯური ტემპით
მწვერვალისაკენ მანძილთ სიშორე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები