 | ავტორი: მამუი ჟანრი: პოეზია 11 ივლისი, 2009 |
საუკუნეთა ცეცხლით გათანგულ ევროპაში მოვლინებოდი ცოდვილ სამყაროს: - თვის უმწეობით გატანჯული ინკვიზიტორნი ჯადოქრის მზერად შეგირაცხავდნენ ზურმუხტის თვალებს, და ბროლად ასხმულ უზადო სხეულს გაოგნებულნი მიანდობდნენ კოცონის ალებს. ძე ელადელებს რომ ეხილათ, მზით ანატყორცნი დალალთოცნება, - ქაფიდან ფერქმნილ აფროდიტად მოგნათლავდნენ, და ფიდიასის ხელით კვართული შენი ქანდაკი ზევსის მაგივრად დაამშვენებდა შვიდ საოცრებას. შობილიყავი შირაზის ბაღის ვარდთა ალერსში, - ირანის შაჰნი განაცვალებდნენ მთელ იმპერიას, და უბრძანებდნენ ჰაფეზს, საადის, თუნდაც ხაიამს; - დაეწვათ მთელი შემოქმედება, გარადესახეთ ერთადერთ ლექსში; მთელ ინდოეთში მოგიძღვნიდნენ ოქროსფერ ტაძრებს, ტაჯმაჰალიც კი ვერ ედრებოდა მათ სიდიადეს, აულვარებდი მუზათა ამბორს ქვეყნის გენიას, შენ ლამაზ სახელს ამოუწნავდი ლურჯ სილაჟვარდეს. ლეონარდოსი იქნებოდი ჯოკონდა, ლიზა, რემბრანდტი უმალ დაგლანდავდა სასკიად, ფლორად, მიქელანჯელო მარმარილოდ გარდაგსახავდა; სიქსტის კაპელის უმანკო კედლებს დაუფიქრებლად გაჰკვეთდა ორად. . . . შენ დაიბადე საქართველოში, გალაკტიონის მერის ალერსში, ძველი ტფილისის ბოჰემის გვერდთა ქარვისფერ ნავარდ მზის სავანეში. ყარაჩოღელთა მუხამბაზები აჟღერებულან სანთლის ნაღვენთთან, ატირებულან მარტში ვაზები, კეკლუც ქურციკებს ჩაუფრენიათ გედ ალავერდთან . . . ფიროსმანი ხომ მოგიხატავდა ღაწვზე ალმურებს, ლადო ჩიხტიკოპს დაგინთებდა თავთუხ დალალთან, ობოლი გურჯი აგიკვნესებდა ბზის სალამურებს, შენის მშვენებით მოხიბლული მეფე პოეტი დაგიჩოქებდა ქვის გალავანთან . . . შენ დაიბადე საქართველოში; . . . მე არ ვარ ვინმე უცხო პოეტი, არ ვარ მხატვარი, არა ვარ მეფე . . . ნაზი გრძნობებით შთაგონებული სტრიქონებს გიწნავ, ღამით კი სადღაც უცხო ძაღლები ეულად ყეფენ . . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. კაია +++++5 :] კაია +++++5 :]
15. კარგი მიგნებებია...+ კარგი მიგნებებია...+
14. ჩემმა ემილიმ - არ ინანებთო და...არ ვინანე... :) 5 ჩემმა ემილიმ - არ ინანებთო და...არ ვინანე... :) 5
12. შენ დაიბადე საქართველოში; . . . მე არ ვარ ვინმე უცხო პოეტი, არ ვარ მხატვარი, არა ვარ მეფე . . . ნაზი გრძნობებით შთაგონებული სტრიქონებს გიწნავ, ღამით კი სადღაც უცხო ძაღლები ეულად ყეფენ . . .
მომეწონა.... შენ დაიბადე საქართველოში; . . . მე არ ვარ ვინმე უცხო პოეტი, არ ვარ მხატვარი, არა ვარ მეფე . . . ნაზი გრძნობებით შთაგონებული სტრიქონებს გიწნავ, ღამით კი სადღაც უცხო ძაღლები ეულად ყეფენ . . .
მომეწონა....
11. ძალიან მომეწონა ეს სონეტი. ჰო, მეორე ნაწილს დამოუკიდებლადაც შეუძლია არსებობა, მაგრამ ერთადაც მშვენიერლოგიკურად ხმატკბილობენ... დ. ძალიან მომეწონა ეს სონეტი. ჰო, მეორე ნაწილს დამოუკიდებლადაც შეუძლია არსებობა, მაგრამ ერთადაც მშვენიერლოგიკურად ხმატკბილობენ... დ.
10. . . შენ დაიბადე საქართველოში, გალაკტიონის მერის ალერსში, ძველი ტფილისის ბოჰემის გვერდთა ქარვისფერ ნავარდ მზის სავანეში. ყარაჩოღელთა მუხამბაზები აჟღერებულან სანთლის ნაღვენთთან, ატირებულან მარტში ვაზები, კეკლუც ქურციკებს ჩაუფრენიათ გედ ალავერდთან . . . ფიროსმანი ხომ მოგიხატავდა ღაწვზე ალმურებს, ლადო ჩიხტიკოპს დაგინთებდა თავთუხ დალალთან, ობოლი გურჯი აგიკვნესებდა ბზის სალამურებს, შენის მშვენებით მოხიბლული მეფე პოეტი დაგიჩოქებდა ქვის გალავანთან . . . შენ დაიბადე საქართველოში; . . . მე არ ვარ ვინმე უცხო პოეტი, არ ვარ მხატვარი, არა ვარ მეფე . . . ნაზი გრძნობებით შთაგონებული სტრიქონებს გიწნავ, ღამით კი სადღაც უცხო ძაღლები ეულად ყეფენ . . .
ეს კარგია . . შენ დაიბადე საქართველოში, გალაკტიონის მერის ალერსში, ძველი ტფილისის ბოჰემის გვერდთა ქარვისფერ ნავარდ მზის სავანეში. ყარაჩოღელთა მუხამბაზები აჟღერებულან სანთლის ნაღვენთთან, ატირებულან მარტში ვაზები, კეკლუც ქურციკებს ჩაუფრენიათ გედ ალავერდთან . . . ფიროსმანი ხომ მოგიხატავდა ღაწვზე ალმურებს, ლადო ჩიხტიკოპს დაგინთებდა თავთუხ დალალთან, ობოლი გურჯი აგიკვნესებდა ბზის სალამურებს, შენის მშვენებით მოხიბლული მეფე პოეტი დაგიჩოქებდა ქვის გალავანთან . . . შენ დაიბადე საქართველოში; . . . მე არ ვარ ვინმე უცხო პოეტი, არ ვარ მხატვარი, არა ვარ მეფე . . . ნაზი გრძნობებით შთაგონებული სტრიქონებს გიწნავ, ღამით კი სადღაც უცხო ძაღლები ეულად ყეფენ . . .
ეს კარგია
9. ნეტა შენ მაინც იცოდე რა შუაში იყო 60-70 წლები და მე სენდვიჩი მინდა :( ნეტა შენ მაინც იცოდე რა შუაში იყო 60-70 წლები და მე სენდვიჩი მინდა :(
8. მომეწონაა!!! კარგი ჩემგან!!! მომეწონაა!!! კარგი ჩემგან!!!
6. მშვენიერია
5 ქულა უსიტყვოდ
"გაიღვიძეთ, 21 -ე საუკუნეა!" მე კი ასე მივმართავდი ამ კომენტარის ავტორს: - გაიღვიძე, უკვე გავცდით მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებს მშვენიერია
5 ქულა უსიტყვოდ
"გაიღვიძეთ, 21 -ე საუკუნეა!" მე კი ასე მივმართავდი ამ კომენტარის ავტორს: - გაიღვიძე, უკვე გავცდით მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებს
5. მე მომეწონა :) მე მომეწონა :)
4. საუკუნეთა ცეცხლით გათანგულ ევროპაში მოვლინებოდი ცოდვილ სამყაროს: - თვის უმწეობით გატანჯული ინკვიზიტორნი ჯადოქრის მზერად შეგირაცხავდნენ ზურმუხტის თვალებს
აქ მორჩა, ანუ რათქმაუნდა არ მომეწონა.
გაიღვიძეთ, 21 -ე საუკუნეა! საუკუნეთა ცეცხლით გათანგულ ევროპაში მოვლინებოდი ცოდვილ სამყაროს: - თვის უმწეობით გატანჯული ინკვიზიტორნი ჯადოქრის მზერად შეგირაცხავდნენ ზურმუხტის თვალებს
აქ მორჩა, ანუ რათქმაუნდა არ მომეწონა.
გაიღვიძეთ, 21 -ე საუკუნეა!
3. კარგია, ოღონდ ძალიან დატვირთულია მხატვრულად, მე ვფიქრობ. კარგია, ოღონდ ძალიან დატვირთულია მხატვრულად, მე ვფიქრობ.
2. ძალიან მაგარია, ძალიან!!!! :) ძალიან მაგარია, ძალიან!!!! :)
1. ძალიან მაგარია.წაიკითხეთ,არ ინანებთ.+2 ძალიან მაგარია.წაიკითხეთ,არ ინანებთ.+2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|