ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2009


ვერცხლის ქორწილის მოლოდინისა


მოგვიახლოვდა  ვერცხლის  ქორწილიც...
გაცოცხლდა  ხსოვნაც  შორი  აპრილის...
არ  მოვალ  მე  იქ  ჩამოძონძილი...
ეს  მოლოდინიც  ტკბება  თაფლივით...

წერს  ქუჩა-ქუჩა  გული  მოცლილი
ლექსებს  შენთვის  და  აწყობს  დასტებად...
და  სუსტი  მკერდიც  -  ერთხელ  მოწვდილი
დღითიდღე  უფრო  ეძვირფასება...

ჯერ  არც  გული  მაქვს  ცეცხლგამოცლილი,
კვლავ  რომ  ახარებს  დილა  მთიებით...
წუხელ  შენს  პირველ  კოცნას  ვკოცნიდი
( თუკი  ეს  ცოდვა  მეპატიება!..)...

რა  ვარსკვლავთ  ისხამს  ეს  დალოცვილი
ცაც...  და  მეც  თვალი  კვლავ  ცად  გამირბის...
აპრილიც  ჩვენი  ვერცხლის  ქორწილის
მოდის  და  არ  მსურს  შევხვდეთ  ღარიბად...

ვიდრე  გულს  ვინმე  ჰყავს  საკოცნელი,
რის  მწუხარება,  რა  მწუხარება!..
იქ,  შორს  -  ოქროსიც  გვიხმობს  ქორწილი...
მასაც  გადვიხდით,  სად  გვეჩქარება!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები