ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაკი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 ივლისი, 2009


მეგობარს


             

მეიმედები,
მწამხარ და
მჯერა:
ჩვენს სალოცავებს
არ უდევთ ზღვარი;
თუმცა ტაძრისკენ მიდის ჩემი გზა,
შენ კი მოგელის მეჩეთის კარი,
გოლგოთის გზაზეც მეიმედები -
სარწმუნოებით ხარ მეგობარი...
ამ  საზღვარკუმშვად  ჩვენს სამშობლოში
მხოლოდ სიყვარულს არა აქვს ზღვარი...
მეიმედები,
მწამხარ და
მჯერა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები