სულში შემოდის თბილი აისი, როგორც ალერსის ნელი პიანო, სიზმრად ნაპოვნი ედელვაისი ცხადთან არ მომყვა და ვდარდიანობ... დრომ წარიტაცა ცისფერი ღამე და მოსასვლელი ფიქრიც დანისლა, მაინც წარსულში გაქცეულ წამებს ვერაუხსნელი შერჩათ ქარიზმა... მოგონებებიც დამცხრალან ურჩნი, და ფიქრებს დავსდევ, დამფრთხალ ფასკუნჯებს, ეს, მე გხატავდი ოცნების ფუნჯით, თორემ რა იყო შენში საფუნჯე... ვამბობ და ჩემში მოგძახის ქალი, წყენავ, ტკივილით შემორკალულო, ისე, ვით მკლავზე აჭრილი ხალი, საშიშიც ხარ და სასინალულოც.... თუკი ამ ტკივილს ვეღარ ავიტან, და შიშის აჩრდილს ავედევნები, უნდა იზიდას გული ჩავიდგა და გამოვიბა მისი მტევნები... თბილი აისი სულში შემოდის დავიწყებული ძველი პიანო, თუ შენ არა ხარ, ვისაც ველოდი, არც რა მქონია სადარდიანო....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ise martla kargi leqsia (am leqsis shinaarsi ert megobar gogos maxsenebs isic egrea) 2 chemgan meti ar shemilia ise martla kargi leqsia (am leqsis shinaarsi ert megobar gogos maxsenebs isic egrea) 2 chemgan meti ar shemilia
16. მოგონებებიც დამცხრალან ურჩნი, და ფიქრებს დავსდევ, დამფრთხალ ფასკუნჯებს, ეს, მე გხატავდი ოცნების ფუნჯით, თორემ რა იყო შენში საფუნჯე...
ლამაზია! 5 მოგონებებიც დამცხრალან ურჩნი, და ფიქრებს დავსდევ, დამფრთხალ ფასკუნჯებს, ეს, მე გხატავდი ოცნების ფუნჯით, თორემ რა იყო შენში საფუნჯე...
ლამაზია! 5
15. მეც მომწონს აქ... მეც მომწონს აქ...
14. როგორც ყოველთვის, აქ მომწონს. :) როგორც ყოველთვის, აქ მომწონს. :)
13. +2 ;;) მოგიკითხე ;;) +2 ;;) მოგიკითხე ;;)
12. რაღაცნაირი ლექსები გაქვთ :)
მომეწონა რათქმაუნდა რაღაცნაირი ლექსები გაქვთ :)
მომეწონა რათქმაუნდა
10. იფ, იფ, იფ! მორაკრაკებს - რა! იფ, იფ, იფ! მორაკრაკებს - რა!
9. უმაგრესია :) 5555555 უმაგრესია :) 5555555
8. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
7. ეს ლექსი თითქოს ადრე მაქვს სადღაც წაკითხული....
კარგი ძალიან! :) ეს ლექსი თითქოს ადრე მაქვს სადღაც წაკითხული....
კარგი ძალიან! :)
6. თბილი აისი სულში შემოდის დავიწყებული ძველი პიანო, თუ შენ არა ხარ, ვისაც ველოდი, არც რა მქონია სადარდიანო.... თბილი აისი სულში შემოდის დავიწყებული ძველი პიანო, თუ შენ არა ხარ, ვისაც ველოდი, არც რა მქონია სადარდიანო....
5. უჰ, გენაცვალე, რა... ოღონდ, სულ სხვა კონტექსტშია, მაგრამ, ნელი პიანო გალას "მწუხარე- ფორტე, ნელო-პიანო"-ს მახსენებს. კიდევ ვამბობ, ეს გახსენება აქ არაფერ შუაშია. გაიხარე, ძალიან კარგი პოეტი ხარ. უჰ, გენაცვალე, რა... ოღონდ, სულ სხვა კონტექსტშია, მაგრამ, ნელი პიანო გალას "მწუხარე- ფორტე, ნელო-პიანო"-ს მახსენებს. კიდევ ვამბობ, ეს გახსენება აქ არაფერ შუაშია. გაიხარე, ძალიან კარგი პოეტი ხარ.
4. სვეტიცხოვლობას გილოცავთ, მშვენიერო ქალბატონო როენა! უღრმესი მადლობა ამ უმშვენიერესი ლექსისთვის, ყოველ სტრიქონში რომ ეტყობა ლექსოლოგების ხელოვნური ჩასახვის სინჯარაში რომ არ არის გენმოდიფიცირების ულტრათანამედროვე კოსმოპოლიტურ-ანტიეროვნული მეთოდებით გამოყვანილი!!! გაიხარეთ თქვენა!!! - როგორც ჩვენი საამაყო გიგო იტყვის ხოლმე!!! ამის თაობაზე წუხელის ერთი ნაკლული სონეტი შთამაგონა არსთაგამრიგემ და მიიღეთ იგი თქვენდამი მოძღვნილად ასეთი ხალასი ლექსებისადმი ჩემი უღრმესი და უღალატო პატივისცემის ნიშნად!
ნაკლული სონეტი ორი მაზალო მებაღისა
ანუ მინაწერი როენას ლექსზე ,, ძველი პიანო "
ორ გადასარევ მებაღეს ვიცნობ მაზალოს, ერთი აღმერთებს მედვედს, მეორე - პანდას. პირველი ამყნობს თურაშაულზე მაჟალოს და ხეჭეჭურზე ამყნობს მეორე პანტას.
ჯერ ხილი იგი არ უგემნია არავის და ვინც იგემებს, მან თუ გაუგო გემო, დავშთეთ მარადის მისთვის მსურველად არ ავის და ცად გავფრინდეთ ჩემო მთამსვლელო გემო!..
ჩემი მიწის და ჩემი სისხლხორცის მპარავი დღეს სულსაც ჩემსას ავაზაკურად ჩემობს...
13. 7. 2009 წ.ქ.შ.
სვეტიცხოვლობას გილოცავთ, მშვენიერო ქალბატონო როენა! უღრმესი მადლობა ამ უმშვენიერესი ლექსისთვის, ყოველ სტრიქონში რომ ეტყობა ლექსოლოგების ხელოვნური ჩასახვის სინჯარაში რომ არ არის გენმოდიფიცირების ულტრათანამედროვე კოსმოპოლიტურ-ანტიეროვნული მეთოდებით გამოყვანილი!!! გაიხარეთ თქვენა!!! - როგორც ჩვენი საამაყო გიგო იტყვის ხოლმე!!! ამის თაობაზე წუხელის ერთი ნაკლული სონეტი შთამაგონა არსთაგამრიგემ და მიიღეთ იგი თქვენდამი მოძღვნილად ასეთი ხალასი ლექსებისადმი ჩემი უღრმესი და უღალატო პატივისცემის ნიშნად!
ნაკლული სონეტი ორი მაზალო მებაღისა
ანუ მინაწერი როენას ლექსზე ,, ძველი პიანო "
ორ გადასარევ მებაღეს ვიცნობ მაზალოს, ერთი აღმერთებს მედვედს, მეორე - პანდას. პირველი ამყნობს თურაშაულზე მაჟალოს და ხეჭეჭურზე ამყნობს მეორე პანტას.
ჯერ ხილი იგი არ უგემნია არავის და ვინც იგემებს, მან თუ გაუგო გემო, დავშთეთ მარადის მისთვის მსურველად არ ავის და ცად გავფრინდეთ ჩემო მთამსვლელო გემო!..
ჩემი მიწის და ჩემი სისხლხორცის მპარავი დღეს სულსაც ჩემსას ავაზაკურად ჩემობს...
13. 7. 2009 წ.ქ.შ.
3. სულში შემოდის თბილი აისი, როგორც ალერსის ნელი პიანო, სიზმრად ნაპოვნი ედელვაისი ცხადთან არ მომყვა და ვდარდიანობ... დრომ წარიტაცა ცისფერი ღამე და მოსასვლელი ფიქრიც დანისლა, მაინც წარსულში გაქცეულ წამებს ვერაუხსნელი შერჩათ ქარიზმა... მოგონებებიც დამცხრალან ურჩნი, და ფიქრებს დავსდევ, დამფრთხალ ფასკუნჯებს, ეს, მე გხატავდი ოცნების ფუნჯით, თორემ რა იყო შენში საფუნჯე... ... ძალიან ლამაზია. დ. სულში შემოდის თბილი აისი, როგორც ალერსის ნელი პიანო, სიზმრად ნაპოვნი ედელვაისი ცხადთან არ მომყვა და ვდარდიანობ... დრომ წარიტაცა ცისფერი ღამე და მოსასვლელი ფიქრიც დანისლა, მაინც წარსულში გაქცეულ წამებს ვერაუხსნელი შერჩათ ქარიზმა... მოგონებებიც დამცხრალან ურჩნი, და ფიქრებს დავსდევ, დამფრთხალ ფასკუნჯებს, ეს, მე გხატავდი ოცნების ფუნჯით, თორემ რა იყო შენში საფუნჯე... ... ძალიან ლამაზია. დ.
2. მოგონებებიც დამცხრალან ურჩნი, და ფიქრებს დავსდევ, დამფრთხალ ფასკუნჯებს, ეს, მე გხატავდი ოცნების ფუნჯით, თორემ რა იყო შენში საფუნჯე...
თბილი აისი სულში შემოდის დავიწყებული ძველი პიანო, თუ შენ არა ხარ, ვისაც ველოდი, არც რა მქონია სადარდიანო....
მომეწონა ძალიან... მოგონებებიც დამცხრალან ურჩნი, და ფიქრებს დავსდევ, დამფრთხალ ფასკუნჯებს, ეს, მე გხატავდი ოცნების ფუნჯით, თორემ რა იყო შენში საფუნჯე...
თბილი აისი სულში შემოდის დავიწყებული ძველი პიანო, თუ შენ არა ხარ, ვისაც ველოდი, არც რა მქონია სადარდიანო....
მომეწონა ძალიან...
1. ეს, მე გხატავდი ოცნების ფუნჯით, თორემ რა იყო შენში საფუნჯე...
აი,როგორია პოეტური მიდგომა! ეს, მე გხატავდი ოცნების ფუნჯით, თორემ რა იყო შენში საფუნჯე...
აი,როგორია პოეტური მიდგომა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|