 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 14 ივლისი, 2009 |
ღიმილით ჩუმით.....
ჩურჩულით ჩუმით.....ვერ ვიგებ მაინც, რატომ ჩურჩულით? მერე ჭორიკანებმა ატეხეს ერთი აჟიოტაჟი... და ნეტა, რატომ? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთად დაგვინახეს?..... ჰო, ერთად დაგვინახეს! ჩვენ კი, ვითომც აქ არაფერიაო, ნელი ნაბიჯით გადავჭერით ქუჩა, გავაჩერეთ ტაქსი და წავედით თეატრში. შენ უფრო ღელავ, ვიდრე მე. მე კი მეღიმება.... მეღიმება შენს ღელვაზეც, ჭორზეც, ტაქსებზეც და.... და მენატრება კაფე: მყუდრო მაგიდა თეთრი სუფრით, შენი ღიმილით, ზურგსუკან ვიღაც ენაჭარტალას გაუთავებელი ჩურჩულით და თვალების ჭუტვით, ნაცნობები კი თვალარიდებით გვესალმებიან.... მე მეღიმება.... ვიხურავ შლაპას, ვაჩერებ ტაქსს და ვბრუნდები შინ. იქ, ფარდებსუკან ჩასაფრებული, ეჭვიანი ჭორი მითვალთვალებს..... მე კი კვლავ მეღიმება, მსუბუქად ავირბენ კიბეს, გავაღებ კარს, ერთი-ორჯერ დავბზრიალდები სარკის წინ, აწითლებულ სახეზე ხელებს ჩამოვისვამ, მივუჯდები მაგიდას და..... და ვიწყებ წერას..... ჩვენზე .... ტაქსებზე....კაფეებსა და..... ჭორებზე?...ჭორებზე არა! მეჭორეთა ჯინაზე.... ვწერ მოუღლელი...გიჟივით... ღიმილით ჩუმით..... თავდავიწყებით....
მოულოდნელი
ის თითქმის სულ დუმდა, მე კი ვლაპარაკობდი და ვლაპარაკობდი...... ჩვენ ნება-ნება ვსვამდით და ვერ ველეოდით ჭიქის კუთხეებს, იმიტომ რომ ძლიერ გვიყვარდა არა სასმელი, არამედ ნებე-ნება სმა და ჭიქის კუთხეები... ......ყურადღებას არ მივაქცევ შენს უნდო ღიმილს და ამ რეპლიკასაც ყურს არ დავუგდებ! ვაგრძელებ.... მე გავიქეცი, ფეხშიშველი და შეცბუნებული, ის კი მოულოდნელად გაუბედავი და ფიქრიანი დავტოვე თეთრ სუფრასთან. მე არ მეშინოდა ალმაცერი მზერებისა, რადგან ნარინჯისფერი უსახელო საფრიალო მეცვა და გიჟივით გავრბოდი ქუჩის ბოლოს ჩამავალი მზისაკენ..... ......არც კი ვიხედები...არ მაინტერესებს, შენ როგორი აღწერები მოგწონს და რას ვერ ამუღამებ...გაჩუდი!.... მიყურონ და მიყურონ...მე მაინც მასზე ვფიქრობდი და სულაც არ მერიდებოდა ამ ჩემი ფიქრების. ისინი კი ნარინჯისფრად ცეკვვავდნენ ქუჩის მოსახვევში გასაპარად დახრილ მზესთან და ისე ელავდნენ, რომ ვერავინ გვისწორებდა თვალს...... ღიმილიანი სახეები მორიდებულად დაბნეულნი მესალმებოდნენ და გვერდზე გადახრილნი,სადღაც უჩინარდებოდნენ...იქ, ჩემს უხაზო ჰორიზონტსვერმიღწეულნი..... ო, როგორ მინდოდა მასთან ყოფნა..... ......და სულაც არ არის ეს ბანალური! მომეშვი, რა! გთხოვთ...არ არის საჭირო ეს ირონია.....მოგწონს, არ მოგწონს, არ მიკითხავს!.... მინდოდა მასთან და რა მექნა?..... და მაინც რა მოულოდნელი იყო მისი გამოჩენა. მე არ ველოდი, ჰო, მინდოდა მასთან, მაგრამ არ ველოდი! .......რა არის აქ საღიმილო.?... დროს ნუ მართმევ..... გეყო...... ჰო, ვაგრძელებ..... არ ელოდა ჩემი ნარინჯისფერი ფრიალა უსახელოც და დამფრთხალი, ისე შემომეტმასნა ტანზე, თითქოს მე უნდა დამეფარა მისი დარცხვენა და არა ჩემი მას..... .........ო, არა,არა! ვეღარ ვუძლებ ამ მზერას! რა იყო, განა ასე არ ხდება? ...განა რაიმეა აქ ისეთი?... დიახაც, მოვყვები ამ ბანალურ ისტორიას სიყვარულზე და არ დავტვირთავ უაზრო თვითანალიზითა და ცნობიერების ნაკადების უშნო ნადენით.... და მერე მოდექი და გამირჩიე! სულერთია!!! არ მაინტერესებს, რომ სხვას ფიქრობ...... და არც მოგისმენ! აი, ყურებში თითგარჭობილი, სანამ არ დავასრულებ, შენსკენ არც კი გამოვიხედავ.... ბეეეეეე.... მე გამეღიმა ჩემი კაბის შეცბუნებაზე.... გამეღიმა უმოლოდინო მოლოდინზე და თამამად მივედი მასთან. ეს სითამამე ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის, როგორც მისი გამოჩენა ჩემი ნარინჯისფერი უსახელო ფრიალასათვის...... .......არაფერიც არ მესმის , მაინც არ მესმის....რაც გინდა ის ილაყბე.... დამცინი და დამცინე...... მე ახლა ასე მინდა!..... ის მომაჩერდა. მომაჩერდა ქუჩა, სახლი, მზე და ფარდებსუკან მიმალული მზერები ეჭვიანები.... .......შენ ეჭვიანობ! ჰო, ახლა მივხვდი, ეჭვიანობ და იმიტომ გამიწყალე, ამ ბანალურ-გარჩევ-გამორჩევიან უაზრო ცნობიერების ნაკადზე ფიქრით, ტვინი და გული....შენ ეჭვიანობ და მერე ვისზე, სულელო?.....ვისზე?.... არა! ყურადღებას ახლა მართლა აღარ მოგაქცევ, სანამ ბოლომდე არ დავწერ!.....დამღალე, ამდენი სისულელით..... მე შევღიმილე ქუჩას, სახლს, მზეს და ეჭვიანი ფარდებით შენიღბულ ფანჯრების მზერებს და.... გაკოცე!...... ჰო, შენ გაკოცე და.... არ მითხრა ახლა, რომ ეს კოცნა შენთვის მოულოდნელი იყო.
1994წ. გადამუშავებული 2009წ. 14 ივნისს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ძალიან მომეწონა.... მუსიკალური პროზა გაქვთ ნამდვილად... თანაც შეგრძნებები ძალიან მახლობელია ჩემთვის ეს პირველი რაღაც არის თქვენი, რაც წავიკითხე... +2 ჩემი მაქსიმუმია:)
ძალიან მომეწონა.... მუსიკალური პროზა გაქვთ ნამდვილად... თანაც შეგრძნებები ძალიან მახლობელია ჩემთვის ეს პირველი რაღაც არის თქვენი, რაც წავიკითხე... +2 ჩემი მაქსიმუმია:)
21. ai, es, sxvebtan shedarebit, ufro tavisufalia. shedarebit ubralo siujetia agwerili da galamazebuli sheneburad. :) ai, es, sxvebtan shedarebit, ufro tavisufalia. shedarebit ubralo siujetia agwerili da galamazebuli sheneburad. :)
20. "ქუჩის მოსახვევში გასაპარად დახრილ მზესთან...."
"მოგწონს, არ მოგწონს, არ მიკითხავს!.... მინდოდა მასთან და რა მექნა?..... " "ქუჩის მოსახვევში გასაპარად დახრილ მზესთან...."
"მოგწონს, არ მოგწონს, არ მიკითხავს!.... მინდოდა მასთან და რა მექნა?..... "
19. ამას მოგვიანებით წავიკითხავ:) ამას მოგვიანებით წავიკითხავ:)
18. ძალიან საყვარელია... ძალიან საყვარელია...
16. მომენატრე-ჩესნა! მომენატრე-ჩესნა!
15. ძალიან საყვარელი,სათუთი და თბილი. მიყვარხარ მათე-ბიჭო:) არ მინდოდა ამის თქმა,მაგრამ მათქმევინე მაინც.
ისე შემომიძვერი სულში,რომ:)არც მკითხე.
გულწრფელი და ბავშვური ნაწერია.
და სლიშკომ სლადკო რომ არ იყოს-მრავალწერტილები შეკვეცე და ''გარტულდი''ანუ უფრო რთული გახდი:)
ძალიან საყვარელი,სათუთი და თბილი. მიყვარხარ მათე-ბიჭო:) არ მინდოდა ამის თქმა,მაგრამ მათქმევინე მაინც.
ისე შემომიძვერი სულში,რომ:)არც მკითხე.
გულწრფელი და ბავშვური ნაწერია.
და სლიშკომ სლადკო რომ არ იყოს-მრავალწერტილები შეკვეცე და ``გარტულდი``ანუ უფრო რთული გახდი:)
14. რა საყვარელი ხარ მაიი :) გაკოცე ბევრიი :) ძალიან მეამაა :) რა საყვარელი ხარ მაიი :) გაკოცე ბევრიი :) ძალიან მეამაა :)
13. და ვიწყებ წერას..... ჩვენზე .... ტაქსებზე....კაფეებსა და..... ჭორებზე?...ჭორებზე არა! მეჭორეთა ჯინაზე.... ვწერ მოუღლელი...გიჟივით... ღიმილით ჩუმით..... თავდავიწყებით....
... თავდავიწყებით ქეიფის სურვილი გამიჩნდა ... გავს ეს ტექსტი რაღაცით ბახუსთან ღიღინს :) და ვიწყებ წერას..... ჩვენზე .... ტაქსებზე....კაფეებსა და..... ჭორებზე?...ჭორებზე არა! მეჭორეთა ჯინაზე.... ვწერ მოუღლელი...გიჟივით... ღიმილით ჩუმით..... თავდავიწყებით....
... თავდავიწყებით ქეიფის სურვილი გამიჩნდა ... გავს ეს ტექსტი რაღაცით ბახუსთან ღიღინს :)
12. რა თბილი და სათუთი სულის ადამიანი ხარ, რა სხივებიანი ნაწერი გაქვს! რა თბილი და სათუთი სულის ადამიანი ხარ, რა სხივებიანი ნაწერი გაქვს!
11. რა თბილი და სათუთი სულის ადამიანი ხარ, რა სხივებიანი ნაწერი გაქვს! რა თბილი და სათუთი სულის ადამიანი ხარ, რა სხივებიანი ნაწერი გაქვს!
10. რა თბილი და სათუთი სულის ადამიანი ხარ, რა სხივებიანი ნაწერი გაქვს! რა თბილი და სათუთი სულის ადამიანი ხარ, რა სხივებიანი ნაწერი გაქვს!
9. ვწერ მოუღლელი...გიჟივით... მომწონს!....
ვწერ მოუღლელი...გიჟივით... მომწონს!....
8. უთბილესოოოოო, მაგრად წერ! გაკოცე! :) უთბილესოოოოო, მაგრად წერ! გაკოცე! :)
7. მე არ მეშინოდა ალმაცერი მზერებისა, რადგან ნარინჯისფერი უსახელო საფრიალო მეცვა და გიჟივით გავრბოდი ქუჩის ბოლოს ჩამავალი მზისაკენ.....
როგორ მიყვარს ეს ფრიალა ქალბატონი...ანდა შეიძლება ვინმეს არ უყვარდეს...?5555555555555 მე არ მეშინოდა ალმაცერი მზერებისა, რადგან ნარინჯისფერი უსახელო საფრიალო მეცვა და გიჟივით გავრბოდი ქუჩის ბოლოს ჩამავალი მზისაკენ.....
როგორ მიყვარს ეს ფრიალა ქალბატონი...ანდა შეიძლება ვინმეს არ უყვარდეს...?5555555555555
6. საოცრად სუფთა სული გაქვს, მაიკო! და ასეთივე სიო ქრის შენი ნაწერებიდან! ძალიან მიყვარხარ. 5 საოცრად სუფთა სული გაქვს, მაიკო! და ასეთივე სიო ქრის შენი ნაწერებიდან! ძალიან მიყვარხარ. 5
5. კარგიააააააა :) 5 კარგიააააააა :) 5
4. და ვიწყებ წერას..... ჩვენზე .... ტაქსებზე....კაფეებსა და..... ჭორებზე?...ჭორებზე არა! მეჭორეთა ჯინაზე.... ვწერ მოუღლელი...გიჟივით... ღიმილით ჩუმით..... თავდავიწყებით....
გამეღიმა...მომეწონა ძალიან... :) და ვიწყებ წერას..... ჩვენზე .... ტაქსებზე....კაფეებსა და..... ჭორებზე?...ჭორებზე არა! მეჭორეთა ჯინაზე.... ვწერ მოუღლელი...გიჟივით... ღიმილით ჩუმით..... თავდავიწყებით....
გამეღიმა...მომეწონა ძალიან... :)
3. მართლააც!!!! :) მოგიკითხე ჭირიმე.... მართლააც!!!! :) მოგიკითხე ჭირიმე....
2. მაი უკარგესი ხარ :-* მაი უკარგესი ხარ :-*
1. ბევრი რამე საინტერესო დავიჭირე ნაწერში, აი ისეთი საკუთარის გახსენებით რომ გაგაღიმებს :)
მოგიკითხეთ თბილო ქალბატონო :-*
ბევრი რამე საინტერესო დავიჭირე ნაწერში, აი ისეთი საკუთარის გახსენებით რომ გაგაღიმებს :)
მოგიკითხეთ თბილო ქალბატონო :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|