ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Salome...
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2009


მომენატრება შენგან ნათქვამი "შენი ჭირიმე" (ჩემს ბაბუს)

ტკივილიანი გრძელი წუთები, მაინც ბედნიერი,
მოწყენილი თვალები და მაინც სითბოთი სავსე,
ვერ წარმოთქმული სიტყვები, ჩვენთვის გასაგები,
    რატო დაგვეტანჯე ასე...
ჩემს უნებურად ალბათ ატასჯერ ნატკენი გული,
ჩვენს მონატრებას სიმწრით იტევდა,
ალბათ ამდენი ნაგროვები თან გაიყოლე_
დარდი, ფიქრები,ტკივილი, სევდა....
და ახლა ვნანობ, რატო უფრო არ გაგიფრთხილდი,
რატო მეტი სიყვარული არ მოგაფერე,
არ დაგიკოცნე თბილი ხელები უფრო გულიანად,
რატო უფრო მეტად არ მოგეფერე...
ახლა რას გიშველის ჩემი ეს ცრემლები,
გული აძგერილი, ტკივილით სავსე,
ეს სინანულის მღვრიე ნაკადული,
    რატო დაგვეტანჯე ასე?!....
წახვედი, დანაკლისი გაუჩნდათ თვალებს,
გულში უქრობი დარდი დაგვიტოვე,
რა ვქნა თუ არ მეყო შენი მოფერება,
დავრჩი უმაძღარი შენი სიყვარულით,
შენ მიგვატოვე....
როცა გვაკლდება, შესაფერად მაშინ ვაფასებთ,
მაშინღა ვხვდებით როგორ გვყვარებია,
თურმე რა ძვირფასი ყოფილხარ ჩემთვის,
თურმე რა დიდი სიყვარული მიტარებია...
        ..........................
სიკვდილამდე ჩემს გულში გაცოცხლებ, ვფიცავ,
მუდამ ვილოცებ შენთვის, ბაბუკო,
მომენატრება შენგან ნათქვამი: "შენი ჭირიმე",
"ჩემო ჭუჭულო",      "ჩემო ბაბუკო"...


ჩვენი ნაცხოვრი, კვალად დატყობილი, ცხოვრება წარსულად აწმყოს დარჩება, და მაშინ გაქრება, როცა შვილიშვილები დაგვივიწყებენ.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს