ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2009


ახლა ღამეა...

ახლა ღამეა, ბინდები თრთიან,
მე უნდა შენთან ღამე ვათიო,
არ მაპატიო სიკვდილი გვიან,
ადრე სიკვდილიც არ მაპატიო...
ქარია, შენი სუნთქვა ჩამესმის
და როიალი მინდა ვატირო,
არ მაპატიო შენი ალერსი,
შენი გაკიცხვაც არ მაპატიო...
გაცრეცილ დუმილს ვეღარ ვიშორებ
და შენგან მინდა გავინაპირო,
არ მაპატიო შენგან სიშორე,
შენს გვერდით ყოფნაც არ მაპატიო...
გარბიან წლები, რაცა ვარ - ეს ვარ,
რაც არ ვარ, ისიც არ მაპატიო,
მე მოვალ ფიქრით გათოშილ ლექსად,
რომ ჩემთან  ერთად ღამე ათიო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები