ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mari berdzenishvili
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2009


..................

გრგვინავს საღამო,ელვაა ცაზე
გული საგულეს აღარ ჩერდება.
შენმა თვალებმა ისევ იელვეს
და ისე მინდა შენი შეხება,
როგორც წვიმები შემოდგომისა თქეშად მოდიან...
და ვიქანცები...
შენი სითბო და კოცნა მომწყურდა
და მე ამ სურვილს ვეღარ ველევი...
გრგვინავს საღამო და ჩემი გული.
ისე თენდება,კიდევ არ მძინავს.
შენმა თვალებმა იელვეს ფიქრში
და შენს ღიმილებს ვკინძავ თავიდან.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები