ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2009


ზღვა

ზღვა, ხელგაწვდილი პალმის რტოებით,
ცა მოლივლივე ბამბის ქულები,
ტალღები, ლურჯი მწკრივი პოემის
ნაპირს აწყდება ხელისგულებით...

კვლავ სიჩუმეში განმარტოვდები,
საკუთარ თავთან რჩები სრულებით
და შრიალებენ ლერწმის ტოტები,
როგორც ბულბულის სალამურები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები