 | ავტორი: ეკა-ლი ჟანრი: პროზა 22 ივლისი, 2009 |
(ეძღვნებათ ჩემს დაქალებს)
*ვერ ვეგუები ყელზე ვარდისფერშარფიანს, ჭრელკაბიანს, სახეზე ღიმილიანს, მაგრამ შიგნიდან ცრემლიანს. ისეთი მახსოვს,ეზოში რომ საათობით გვაყურყუტებდა იმ ერთის,თუ ორის,ანდა სამის დანახვის სურვილის მიზეზით. ახლა მგონია,ვეღარავის ხედავს მეტყველი თვალებით. მუსიკას უსმენდა ყოველთვის, თან ღიღინებდა. ისევ უსმენს და აღარ აჰყვება რიტმებს- ტუჩის კუთხეები მოეკუმება,შეეკუმშება,ბრაზიან ნაოჭებად დაეკეცება. თვალები უღრმავდება და პატარა გოგოა მრუმეგადაკრული,ფერდაკარგული. კაბა უმუქდება და მტკივა. უბრალოდ,თქვი,რომ მოგწყინდა სევდა!
* მსუბუქი თმით. ბავშვის კბილებითა და ტუჩით. სხვებთან წყნარი და სერიოზული. ჩემთან ბრძენი და შტერი. რომ არ ვიცოდე,უპრობლემო მეგონებოდა. როცა ვარიგებ,გული სტკივა აუტანელი სიმართლის გამო და თვალები იქით მიაქვს,"ფიქრი როა იმ ფიქრის იქით,"-ცრემლი რომ აქვს ამიტომ. ბავშვის უპეები უწითლდება და ეხრჩობა სევდით. კაშნეს აწვალებს... გელაპარაკება საკუთარ ტკივილზე ფრაზებით:"საერთოდ...,ზოგადად...,სხვები..."-მოკლედ,მორცხვია და მხარზე შემხტარი ცოდვის ლუციფერიც ვერ აიძულებს,გაცხადებულად ისაუბროს თავისზე,საკუთარზე... ჩადრჩაცმული არ დადის.მაინც თვალები უჩანს მხოლოდ. ფეხს ადგამს მიწას, მაგრამ მაინც იქაა,სადღაც,უფრო ზევით. იასამნისფერია. მერე რა,რომ სველია?!---სიყვარული მინდა აწვიმდეს! წმინდაა-ეშმაკშემჯდარი!
* მღერის სულ. გულწრფელია სულ. ხან ჩუმად ვუყვარვარ,ხან ღიად. მგონია,დამნაშავე ვარ:ჩვენ ჩვენს პრობლემებზე ვსაურობთ და არ გვიცდია,მისი მოთმინების ზედა ზღვარი დაგვედგინა. რომ არ მყავდეს,წვიმასთან ერთად მოვკვდებოდი. მამშვიდებს,რომ მასზე მაინც არ მაქვს სანერვიულო. უჰორმონო! ჩავეხუტებოდი!
*ემოციამ რომ არ დაახრჩოს,ვცდილობ, გავინაწილო მისი განცდები. ალბათ,მხოლოდ ვცდილობ... ვიცი,როგორ მოუხდებოდა სტაბილურობა.ის კი არ ვიცი,გაჩენილია თუ არა ამისთვის. დედამ მითხრა,კარგი ბუნების იქნებაო. ასე ბევრი ამბობს. არ იციან კი,რა ცოტას ამბობენ. გაუზვიადებლად,ბედნიერებაა,გყავდეს ადამიანი,ყველაფერს რომ ეტყვი თვალისდაუხამხამებლად. სულ კითხულობს,როგორ გამოიყურება.-ქალია და არც შეიძლება იცოდეს,მისი სული რომ ფასობს ყველაზე მეტად. ეძებს და არ იცის ვის, როგორს,ან რისთვის?! რატომ უნდა იცოდეს?! ესაა ცხოვრება. მისი და ჩვენი ცხოვრება.
პ.ს. ჩვენ ერთად გავუყვებით იმ ვიწრო ქუჩას,სადაც ისეთი სასურველია წვიმა და ქალი, როგორც არსად,არასდროს დედამიწაზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ჩადრჩაცმული არ დადის.მაინც თვალები უჩანს მხოლოდ. ფეხს ადგამს მიწას, მაგრამ მაინც იქაა,სადღაც,უფრო ზევით. იასამნისფერია. მერე რა,რომ სველია?!---სიყვარული მინდა აწვიმდეს! წმინდაა-ეშმაკშემჯდარი!
სად იყო ეს ავტორი აქამდე, ან მე სად ვიყავი? :)
ვიპოვე და დღესვე წავიკითხავ ყველას :)
თან ისეთ ხასიათზე ვარ... ზუსტად დროული იყო დღეს ჩემთვის თქვენი აღმოჩენა, ეკა-ლი :)
+5 ჩადრჩაცმული არ დადის.მაინც თვალები უჩანს მხოლოდ. ფეხს ადგამს მიწას, მაგრამ მაინც იქაა,სადღაც,უფრო ზევით. იასამნისფერია. მერე რა,რომ სველია?!---სიყვარული მინდა აწვიმდეს! წმინდაა-ეშმაკშემჯდარი!
სად იყო ეს ავტორი აქამდე, ან მე სად ვიყავი? :)
ვიპოვე და დღესვე წავიკითხავ ყველას :)
თან ისეთ ხასიათზე ვარ... ზუსტად დროული იყო დღეს ჩემთვის თქვენი აღმოჩენა, ეკა-ლი :)
+5
27. ვყოფილვარ აქ..ახლა წავადღიურებ:| :( ვყოფილვარ აქ..ახლა წავადღიურებ:| :(
26. მომწონს რაღაცნაირად ძალიან :) მომწონს რაღაცნაირად ძალიან :)
25. აი, კოცნა ასე იწერება : - * ოღონდ ერთად (ზუსტად ასე მასწავლეს მეც) :-* შენი ერთ-ერთი დაქალი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადამიანია. მომეწონა ძალიან ) აი, კოცნა ასე იწერება : - * ოღონდ ერთად (ზუსტად ასე მასწავლეს მეც) :-* შენი ერთ-ერთი დაქალი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადამიანია. მომეწონა ძალიან )
24. პ.ს. ჩვენ ერთად გავუყვებით იმ ვიწრო ქუჩას,სადაც ისეთი სასურველია წვიმა და ქალი, როგორც არსად,არასდროს დედამიწაზე.
აი ამას ვამბობ მეც, :) ეკა ჩემი მოსწავლეა, ძალიან ნიჭიერი.
ეკა, გიწერ ფრიადს შენი მასწი :) პ.ს. ჩვენ ერთად გავუყვებით იმ ვიწრო ქუჩას,სადაც ისეთი სასურველია წვიმა და ქალი, როგორც არსად,არასდროს დედამიწაზე.
აი ამას ვამბობ მეც, :) ეკა ჩემი მოსწავლეა, ძალიან ნიჭიერი.
ეკა, გიწერ ფრიადს შენი მასწი :)
23. ეძებს და არ იცის ვის, როგორს,ან რისთვის?! რატომ უნდა იცოდეს?! ესაა ცხოვრება. მისი და ჩვენი ცხოვრება.
პ.ს. ჩვენ ერთად გავუყვებით იმ ვიწრო ქუჩას,სადაც ისეთი სასურველია წვიმა და ქალი, როგორც არსად,არასდროს დედამიწაზე. :):)კარგიაააოოოოო ეძებს და არ იცის ვის, როგორს,ან რისთვის?! რატომ უნდა იცოდეს?! ესაა ცხოვრება. მისი და ჩვენი ცხოვრება.
პ.ს. ჩვენ ერთად გავუყვებით იმ ვიწრო ქუჩას,სადაც ისეთი სასურველია წვიმა და ქალი, როგორც არსად,არასდროს დედამიწაზე. :):)კარგიაააოოოოო
22. მომეწონა რაღაც ძალიან საყვარელი ხარ... ასე მგონიაა 5 მომეწონა რაღაც ძალიან საყვარელი ხარ... ასე მგონიაა 5
21. ქვემოთა კომენტარს ნუ შეიმჩნევთ,ჩემმა დამ გაბრაზების ნიადაგზე დაწერა ჩემს გასაბრაზებლადაც :D ქვემოთა კომენტარს ნუ შეიმჩნევთ,ჩემმა დამ გაბრაზების ნიადაგზე დაწერა ჩემს გასაბრაზებლადაც :D
20. მიყვარხარ ეკა-ლი,ძალიან მსიამოვნებს ამის კითხვა მიყვარხარ ეკა-ლი,ძალიან მსიამოვნებს ამის კითხვა
19. მართლა ლამაზად წერ :) მომეწონა მართლა ლამაზად წერ :) მომეწონა
18. ემოციამ რომ არ დაახრჩოს,ვცდილობ, გავინაწილო მისი განცდები. ალბათ,მხოლოდ ვცდილობ...
ჩემი მეგობრებიც ცდილობენ ხოლმე ემოციებისაგან დახრჩობას გადამარჩნონ, ლამაზედ წერ და მადლობა შენ და მეგობრებს :) ემოციამ რომ არ დაახრჩოს,ვცდილობ, გავინაწილო მისი განცდები. ალბათ,მხოლოდ ვცდილობ...
ჩემი მეგობრებიც ცდილობენ ხოლმე ემოციებისაგან დახრჩობას გადამარჩნონ, ლამაზედ წერ და მადლობა შენ და მეგობრებს :)
17. კარგებია ნაღდად, რაღაც სხვანაირია :) 5 კარგებია ნაღდად, რაღაც სხვანაირია :) 5
16. საინტერესოდ წერთ...დაველოდები შემდეგს....მადლობა, თბილი კომენტარისათვის ლექსზე, რომ დამიტოვეთ :) საინტერესოდ წერთ...დაველოდები შემდეგს....მადლობა, თბილი კომენტარისათვის ლექსზე, რომ დამიტოვეთ :)
15. კარგია, კარგი :) კარგია, კარგი :)
14. უღრმესი მადლობა ყველას! არც კი ველოდი!:)
"უკვე საკუთარი ხელწერაც იგრძნობა..."elizaveta.... ეს იმაზე მეტს ნიშნავს ჩემთვის,ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.
ვეცდები,უკეთაც გავაგრძელო,მხოლოდ ვეცდები,ვერაფერს დაგპირდებით...:) კიდევ მადლობა კეთილი სურვილებისთვის!
(კოცნა, არ ვიცი, როგორ იწერება,მასწავლეთ:) ) უღრმესი მადლობა ყველას! არც კი ველოდი!:)
"უკვე საკუთარი ხელწერაც იგრძნობა..."elizaveta.... ეს იმაზე მეტს ნიშნავს ჩემთვის,ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.
ვეცდები,უკეთაც გავაგრძელო,მხოლოდ ვეცდები,ვერაფერს დაგპირდებით...:) კიდევ მადლობა კეთილი სურვილებისთვის!
(კოცნა, არ ვიცი, როგორ იწერება,მასწავლეთ:) )
13. კარგად წერ უკვე საკუთარი ხელწერაც იგრძნობა ასე გააგრძელე ვისიამოვნე :) კარგად წერ უკვე საკუთარი ხელწერაც იგრძნობა ასე გააგრძელე ვისიამოვნე :)
12. რომ არ ვიცოდე,უპრობლემო მეგონებოდა. როცა ვარიგებ,გული სტკივა აუტანელი სიმართლის გამო და თვალები იქით მიაქვს,"ფიქრი როა იმ ფიქრის იქით,"-ცრემლი რომ აქვს ამიტომ.
რა ნაცნობია ეს ყველაფერი იცი?ძალიან...აი ზუსტად დღეს გადამხდა ეგ ისტორია და მიხარია მარტო ჩვენ რომ არ ვართ მეგობრები,ერთმანეთს ვატირებთ ხოლმე...სიმართლე არავის უყვარს>>>გაიხარეეე!5 რომ არ ვიცოდე,უპრობლემო მეგონებოდა. როცა ვარიგებ,გული სტკივა აუტანელი სიმართლის გამო და თვალები იქით მიაქვს,"ფიქრი როა იმ ფიქრის იქით,"-ცრემლი რომ აქვს ამიტომ.
რა ნაცნობია ეს ყველაფერი იცი?ძალიან...აი ზუსტად დღეს გადამხდა ეგ ისტორია და მიხარია მარტო ჩვენ რომ არ ვართ მეგობრები,ერთმანეთს ვატირებთ ხოლმე...სიმართლე არავის უყვარს>>>გაიხარეეე!5
11. თბილია და ტკბილი ... 5555555555555555 :-) თბილია და ტკბილი ... 5555555555555555 :-)
10. კარგია, მომეწონა! ოღონდ ეს სათაურზე მინაწერი ფრჩხილებში ძალიან უხეშად ჟღერს, მგონი. კარგია, მომეწონა! ოღონდ ეს სათაურზე მინაწერი ფრჩხილებში ძალიან უხეშად ჟღერს, მგონი.
9. :) ძაან ლამაზად წერ :) ძაან ლამაზად წერ
8. მომეწონა ძალიან,ბავშური რწფელი სუნთქვაა აქ მეამა
ჩადრჩაცმული არ დადის.მაინც თვალები უჩანს მხოლოდ.
:):):)
მომეწონა ძალიან,ბავშური რწფელი სუნთქვაა აქ მეამა
ჩადრჩაცმული არ დადის.მაინც თვალები უჩანს მხოლოდ.
:):):)
7. გმადლობთ :) არც კი ველოდი...გამახარეთ...:) :* :* გმადლობთ :) არც კი ველოდი...გამახარეთ...:) :* :*
6. ძალიან კარგი :) გაგიმარჯოს შენ შენი დაქალებიანაად :) :-* ძალიან კარგი :) გაგიმარჯოს შენ შენი დაქალებიანაად :) :-*
5. და თუკი შენი მირაჟიც გაქრა,უბრალოდ, თქვი, რომ მოგწყინდა სევდა. ეკ, ასე გააგრძელე. ძალიან კარგად წერ და თუკი შენი მირაჟიც გაქრა,უბრალოდ, თქვი, რომ მოგწყინდა სევდა. ეკ, ასე გააგრძელე. ძალიან კარგად წერ
4. კარგი ხარ :) კარგი ხარ :)
3. უღრმესი მადლობა:) არ მიცნობთ,ძალიან ახალი ვარ აქ... :) უღრმესი მადლობა:) არ მიცნობთ,ძალიან ახალი ვარ აქ... :)
2. ბავშვის უპეები უწითლდება და ეხრჩობა სევდით. კაშნეს აწვალებს... გელაპარაკება საკუთარ ტკივილზე ფრაზებით:"საერთოდ...,ზოგადად...,სხვები..."-
კარგი ხარ, ვინც ხარ... ბავშვის უპეები უწითლდება და ეხრჩობა სევდით. კაშნეს აწვალებს... გელაპარაკება საკუთარ ტკივილზე ფრაზებით:"საერთოდ...,ზოგადად...,სხვები..."-
კარგი ხარ, ვინც ხარ...
1. გადასარევად წერ... არ გიცნობ ვითომ? 55555555555 გადასარევად წერ... არ გიცნობ ვითომ? 55555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|