 | ავტორი: ციტატა ჟანრი: პოეზია 27 ივლისი, 2009 |
მოწმენდილ ცაზე მთვარე გამოჩნდა, ქალაქს გადავხედე უტყვი თვალებით, შენი სახელი ჩურჩულად აღმომხდა, ბრაზი ჩავახშვე ურჩი წვალებით... თოვლის ფანტელებად სიმშვიდე მოფარფატდა, ზეწარში გაახვია მძინარე სარკმელი, სპეტაკი საბურველით გარემო მომაქმანდა, ღამემ ჩუმად მითხრა უთქმელი სათქმელი... შუაღამისას ზამთრის სუსხს ვებრძვი, ერთმანეთს ცვლიან ნათელი ბნელი, წარმოსახვაში შენს სახეს ვეტრფი, რეალობაში მჩხვლეტენ ეჭვები... სული ძიებას ისევ განაგრძობს, თამამი ფიქრი გამკენწლავს გულში, ალბათ კაეშანი ზღვასავით დამახრჩობს, გულს დავუხურავ დარაბებს უწინ... სპეტაკ თოვლივით ჩემს ჩვილ სიყვარულს დნობა დაეწყო იქცა მდინარედ, მარწუხებივით მოედო მთელ გულს ყინულის ბურთებს ყელში ვიკავებ... წამება,ტანჯვა,იმედი,შვება ჯოჯოხეთურად ებრძვის ერთმანეთს, ყველაფერს შენი სახელი ერქვა, წყვდიადში ვარჩევ თითქმის ვერაფერს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ყველაფერს შენი სახელი ერქვა...:) ყველაფერს შენი სახელი ერქვა...:)
6. მე რომ ვერც გრძნობით დაწერილი დავინახე?
კარგად ნაფიქრი და ნაჯახირევია რომ როგორმე გაერითმა.
მე რომ ვერც გრძნობით დაწერილი დავინახე?
კარგად ნაფიქრი და ნაჯახირევია რომ როგორმე გაერითმა.
5. მთავარია გულით და გრძნობით არის დაწერილი... ჩემთვის მთვარი ესაა :) მოგიკითხე ნინო ;) მთავარია გულით და გრძნობით არის დაწერილი... ჩემთვის მთვარი ესაა :) მოგიკითხე ნინო ;)
4. ციტატ, უკეთესები მახსოვს შენი. ეს ლექსი არ არის... ციტატ, უკეთესები მახსოვს შენი. ეს ლექსი არ არის...
3. სუსტია 1 ქულა სუსტია 1 ქულა
1. თვალებით--------->წვალებით, კიდევ ერითმება ერთმანეთს რამდენად კარგი რითმაა ეგ ცალკე საკითხია.
ქალაქი ---------->სათქმელი. საერთოდ არაა რითმა. ასევეა:
გულში -----------> უწინ
იგივეს ვიტყვი სხვა რითმებზეც...
რიტმიც დარღვეულია ლექსში, გისურვებ წარმატებას ამაში კი 3-ს დავწერ ....:) თვალებით--------->წვალებით, კიდევ ერითმება ერთმანეთს რამდენად კარგი რითმაა ეგ ცალკე საკითხია.
ქალაქი ---------->სათქმელი. საერთოდ არაა რითმა. ასევეა:
გულში -----------> უწინ
იგივეს ვიტყვი სხვა რითმებზეც...
რიტმიც დარღვეულია ლექსში, გისურვებ წარმატებას ამაში კი 3-ს დავწერ ....:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|