ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომეო
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2009


სილამაზეა სიგიჟეა ქარია

თოვლი არ სუსხავდა
მზე აღარ ათბობდა
ქარიც აღარ ქროდა
რომ მოალერსებოდა
ღრუბელი დასდგომოდა
ჩრდილში მოემწყვრია
ნამის წვეტებიც
ფოთლებს ასცდენია
გრძნობებისგან გამომშრალს
ცრემლიც არა ჰქონდა
ფაქიზი ია უცრემლოდ... სტიროდა.
---------------------------------------
ია ფაქიზია და თან ამაყია
მომხიბვლელია თანაც სასტიკია
ლამაზია  საყვარელია,
ხანაც მორცხვი და თავმდაბალია.
ქარი უბრალოა თავისუფალია,
ძველი ბიჭია სულ დაბოლილია
სადაც მოუნდაება იქით გამქროლია
მისი გაჩერება  შეუძლებელია.
ია დაინახა "რა სილამაზეა"
გაიფიქრა და იქვე ჩაუქროლა
გარს შემოეხვია  შემოეალერსა
-მოდი ვიხუმაროთ, მოდი ვითამაშოთ
მოდი ეს წუთები გრძნობებით გადავტვირტოთ
-გინდა დამალობანას გავითამაშებთ?
მერე გიპოვნი და გაგიტაცებ
გაშლილ მდელოზე შემოგატარებ
შენს სილამაზეს ყველას ვანახვებ
ყველა ყვავილებში შენ გამოგარჩევ.
-გინდა გაბრაზობანას გეთამაშები
ბუტე-ბუტესაც გეთამაშები
კენჭობანასაც გეთამაშები
ფლირტობანასაც გეთამაშები
-გინდა თბილი ტუჩებიდან ამოსუნტქვას
შენს ცისფერ ტვალებთან ახლოს გაგრძნობინებ
-გნდა?...სურვილობანას გეთამაშები
და თუ წავაგე კიდეც აგისრულებ
ნაზ ნიავს გავიხდი დაგღონებ
ქარიშხალს გავიხდი დაგაწყნარებ
ქარბორბალაში ჩაგიხვევ და ცაში აგიტაცებ
დაგაბზრიალებ და თავბრუს დაგახვევ
ღრუბელში ჩაგაწვენ და ჩვილივით დაგარწევ
ყველგან შეგეხები და აგავნებიანებ
გრძნობებით გადაგტვირთავ აღგაფრთოვანებ
წუთების უკვდავებას განატრებინებ.
.....მერე დაამება და მოალერსება
სიხარულის ცრემლი თვალზე მოგადგება
თვალებს დაგიკოცნი ცრემლი შეგაშრება
პატარა გული სიკვარულით ამღერდება...
     
-გინდა დამალობანას გეთამაშები?


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს