(აცა-ბაცა ლექსი…)
ჰა-რა-ლეს და ყველას, ვისაც ჩემთან ქეიფი ევასება…
დღესაც დავთვრები უთავ- ბო- ლოდ… ძმე- ბო, ლო- თე- ბო!.. სიფხიზლე ძნელადასატანი სენი გამიხდა… მსურს გაიყოლონ ეს სნეული გული შფოთვებმა!.. რაღაც ცხრაუცხოს ველოდები სიზმრის ახდენად…
ბინდბუნდებიდან თანშეზრდილნი ხელებს მიქნევენ… აქ კი ვიღაცა გვირგვინს მითხზავს მინდვრის ყვავილთა… სულ სადღაც მივალ რა ხანია… და კვლავ იქვე ვარ… ერთი ვარსკვლავი (უკუნ ცაზე!..) ჯერ ვერ ავინთე…
ალკოჰოლების ხარბად ვიკლავ შლეგურ წყურვილებს… შორს კი კოლხური მელოდება კვლავ თ უ თ ა რ ჩ ე ლ ა … და ვერცა ვტვინავ ჯერ - წასვლა სჯობს იქ თუ დარჩენა… სულ ერთი ყლუპიც როს მეყოფა წამლად წყურგილე!..
შელოცვასავით მომიხდება ახლა ბოჰემა!.. ძმათაგან ველი გახსენებას მივიწყებული… - ძმებო!.. უთქვენოდ უბადრუკი სიმარტოვე ვარ!.. თქვენთან შეხვედრით ჩემთვის სულ სხვა დღე დაიწყება!..
26. 07. 2009 წ.ქ.შ.
*********************************************************************************************************** დაუმთავრებელი ლექსი-გოდება…
სნეულმა ხსოვნამ კაკალ გულში ისევ დამკოდა… არც სკლეროზში ჩანს ხსნა და აღარც ა მ ნ ე ზ ი ა შ ი !.. რაც მე დავკარგე… დასაკარგი კიდევ რა მქონდა?!. რად არის ჩემზე გაბუტული და ამრეზილი ნეტავ, სვეწერა… ლამის ჩამყვეს კუდის რიკამდე… გათვალული ვარ სატანური თვალით - ელამით… ისე ვარ ზოგჯერ - უკადრები ლამის ვიკადრო… ისე ვარ ზოგჯერ - ჯოჯოხეთში გაქცევას ვლამობ!.. ,,მიდიან წლები… ყველა იმედს ყავლი გაუდის…” ჩემივ ლექსიდან მოვიპარო ლამის სტრიქონი… ჩემს მიწადქცეულ სიყვარულს და ყრმობას ვიგონებ… და ამგვარ წყლულის არ ჭაჭანებს ქვეყნად მალამო… სპირტში ვინახავ გულს დაგლეჯილს ხუთი ინფარქტით… ვიღაცას კიდევ ცხრა ნომერი ლოთი ვგონივარ… მიმატანინა ეს მჭლე მძორი ოღონდ იქამდის, სადაც ყოველი ჭირთათმენა მონაგონია…
26. 07. 2009 წ.ქ.შ…
საღამოსპირის ექსპრომტი
ქაღალდი მინდა და კალამი… - ასწორებს ლექსებად ღადავი!.. არც მინდა უქონელს სხვა რამე… - ჭკუიდან ჩემ თვითონ გადავალ!..
როგორმე გავქაჩავ ამ ივლისს (ვისკუპე რიტმებში გალასი!..)… აგვისტო ჯანში რომ დამივლის, ადესაც მომისწრებს ავანსად…
და მერე… ბახუსის სტუმრობა იქნება ზეიმი როგორი!.. თუ ვინმეს ჰგონია ხუმრობა, სისხლში რო გრ5ადუსი მოგორავს!..
და ძმები… და მერე რა ძმები!.. დიდებიც და შვილისტოლებიც!.. თუ ჯავრი რამ შემოგვაწვება, ჩემზე კარგს ვის ნახავთ ტოლუმბაშს?!.
ეს თავიც, ეს გულიც - ფეშქეშად!.. თქვენ ოღონდ მოდით და… - იალა!!! მიგულეთ ბოჰემის ლაშქარში!.. ასს დავცლი ფრჩხილებზე ფიალას!!!
26. 07. 2009 წ.ქ.შ. 17. 40…სთ…
მეგობრებს
ნაკლული სონეტი
- თქვენ რა გგონიათ, ძამებო?!. ჯანებზე ახლა მე რო ვარ, ას წელს გავუძლებ წამებას, თუ ბედიც გადამერევა!..
სამ-ოთხ სირჩას რო გადავკრავ, ქეიფის ხოშზეც მერე ვარ!.. გინდ ქვად მაქციოს, ქანდაკად, სიკვდილი ვერ მომერევა!..
რა ვქნა, რომ მიყვარს გადაკვრა და საყვარლისაც ფერება!..
26. 07. 2009 წ. ქ. შ. 18. 00 სთ
დაუმთავრებელი პორტრეტი…
ე….ს
თმები - ნოტიო ქარში ნაწეწი… ღიმილი - ბავშვის, სევდით - ზრდასრულით (ვცდილობ ხსოვნაში შევაკოწიწო პორტრეტი - უღვთოდ ფერგადასული…)…
ასაკი - ნორჩი - მხოლოდ თორმეტის… მე - დიდი ბიჭი - ერთით უფროსი… ბავშვურ კრძალვასთან მარტოს რომ ტოვებ მარტის მტირალა ცის საუფლოში…
თვალები - მაყვლის… წამწამთ ჩეროებს რომ ეხიზნება მზისებრ მალიმალ… მერე უძილო ღამის არჩივი დილამდე გნატრობ პეშვი წყალივით…
და უფრო მერე… იყო, რაც იყო!.. - შორით წვანი და შორით დაგვანი… მიცვალებულ გულს რა ამიჩუყებს, შენ მისი კარი ისე დაგმანე!..
მერე… მუსრს ვავლებ მინდვრის ყვავილებს და მიმაქვს… არსად… მივალ არსაით… ო, რა საბრალო სანახავი ვარ, მარტოსული რომ ოდენ ვარსებობ!..
27. 07. 2009 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. მაგარი ხარ პოეტო და რა ვქნაა555555 მაგარი ხარ პოეტო და რა ვქნაა555555
23. შორს კი კოლხური მელოდება კვლავ თ უ თ ა რ ჩ ე ლ ა …
ვნახე გუშინ და ჩამოვიტანე :) შორს კი კოლხური მელოდება კვლავ თ უ თ ა რ ჩ ე ლ ა …
ვნახე გუშინ და ჩამოვიტანე :)
21. აი.. იმის თქმა მინდა.. რომ.. თქვენ ყველაზე მაგრად წერთ.. ძველებიდან.. ეს "ძველები" ყველაზე კარგი და სუფთა გაგებით ჩემგან.. ამ "ძველში" ყველა ახალგაზრდული სიკეთე ჩანს.. გადავიფიქრე სიკვდილიო და ეგრე.. აი.. იმის თქმა მინდა.. რომ.. თქვენ ყველაზე მაგრად წერთ.. ძველებიდან.. ეს "ძველები" ყველაზე კარგი და სუფთა გაგებით ჩემგან.. ამ "ძველში" ყველა ახალგაზრდული სიკეთე ჩანს.. გადავიფიქრე სიკვდილიო და ეგრე..
20. სააააააააააღოლ იმო ძია!მაგარ!
შარაფის ვაუჯგუ მუთუნი ქიანას! სააააააააააღოლ იმო ძია!მაგარ!
შარაფის ვაუჯგუ მუთუნი ქიანას!
19. მე ერთიანად დავაჭაშნიკე და ძალიანაც მოვიწონე!.. მე ერთიანად დავაჭაშნიკე და ძალიანაც მოვიწონე!..
18. წარმატებული პოეტი .....
წარმატებას გისურვებ!!! წარმატებული პოეტი .....
წარმატებას გისურვებ!!!
17. აი, კაცი რომელიც პოეტის განსაზღვრების ყველა პარამეტრში ზუსტად ჯდება! შენი მტკივანი გულის ჭირიმე, ჩემო ძმაო! აი, კაცი რომელიც პოეტის განსაზღვრების ყველა პარამეტრში ზუსტად ჯდება! შენი მტკივანი გულის ჭირიმე, ჩემო ძმაო!
16. მიყვარხარ! ძია იმო! მიყვარხარ! ძია იმო!
15. გინდ ქვად მაქციოს, ქანდაკად, სიკვდილი ვერ მომერევა!..
სიკვდილი ვერასდროს მოერევა თქვენისთანა ხალხს...ეგ უკვე ძლეული გაქვთ... ჩვენც ხომ გვინდა რომ გიყუროთ ცოტახანს... მიყვარხართ...55555555 გინდ ქვად მაქციოს, ქანდაკად, სიკვდილი ვერ მომერევა!..
სიკვდილი ვერასდროს მოერევა თქვენისთანა ხალხს...ეგ უკვე ძლეული გაქვთ... ჩვენც ხომ გვინდა რომ გიყუროთ ცოტახანს... მიყვარხართ...55555555
14. ჩემს მიწადქცეულ სიყვარულს და ყრმობას ვიგონებ… და ამგვარ წყლულის არ ჭაჭანებს ქვეყნად მალამო… სპირტში ვინახავ გულს დაგლეჯილს ხუთი ინფარქტით… ვიღაცას კიდევ ცხრა ნომერი ლოთი ვგონივარ… მიმატანინა ეს მჭლე მძორი ოღონდ იქამდის, სადაც ყოველი ჭირთათმენა მონაგონია…
რატომ გინდათ, რომ სულ გვატიროთ...5555555555555 ჩემს მიწადქცეულ სიყვარულს და ყრმობას ვიგონებ… და ამგვარ წყლულის არ ჭაჭანებს ქვეყნად მალამო… სპირტში ვინახავ გულს დაგლეჯილს ხუთი ინფარქტით… ვიღაცას კიდევ ცხრა ნომერი ლოთი ვგონივარ… მიმატანინა ეს მჭლე მძორი ოღონდ იქამდის, სადაც ყოველი ჭირთათმენა მონაგონია…
რატომ გინდათ, რომ სულ გვატიროთ...5555555555555
13. ჩემივ ლექსიდან მოვიპარო ლამის სტრიქონი… ჩემს მიწადქცეულ სიყვარულს და ყრმობას ვიგონებ… და ამგვარ წყლულის არ ჭაჭანებს ქვეყნად მალამო… სპირტში ვინახავ გულს დაგლეჯილს ხუთი ინფარქტით… ვიღაცას კიდევ ცხრა ნომერი ლოთი ვგონივარ… მიმატანინა ეს მჭლე მძორი ოღონდ იქამდის, სადაც ყოველი ჭირთათმენა მონაგონია…
ეს გამოვარჩიე დამატებულიდან, თლიანადაც მომეწონა მეორე! 5555555555555555555 სამწუხაროდ მეტ ქულას ვერ დავწერ აქ:) ჩემივ ლექსიდან მოვიპარო ლამის სტრიქონი… ჩემს მიწადქცეულ სიყვარულს და ყრმობას ვიგონებ… და ამგვარ წყლულის არ ჭაჭანებს ქვეყნად მალამო… სპირტში ვინახავ გულს დაგლეჯილს ხუთი ინფარქტით… ვიღაცას კიდევ ცხრა ნომერი ლოთი ვგონივარ… მიმატანინა ეს მჭლე მძორი ოღონდ იქამდის, სადაც ყოველი ჭირთათმენა მონაგონია…
ეს გამოვარჩიე დამატებულიდან, თლიანადაც მომეწონა მეორე! 5555555555555555555 სამწუხაროდ მეტ ქულას ვერ დავწერ აქ:)
12. ეს თქვენ ხართ.... ეჭვ გარეშეა! ;) 5555555555555555555555 ეს თქვენ ხართ.... ეჭვ გარეშეა! ;) 5555555555555555555555
11. მოგიკითხეთ ბატონო იმო. :) ლექსი კარგია... ლოთიანი... :D მოგიკითხეთ ბატონო იმო. :) ლექსი კარგია... ლოთიანი... :D
10. - ძმებო!.. უთქვენოდ უბადრუკი სიმარტოვე ვარ!..
:):):)მოგიკითხეეეეთ - ძმებო!.. უთქვენოდ უბადრუკი სიმარტოვე ვარ!..
:):):)მოგიკითხეეეეთ
9. მოგიკითხე იმო ძია! :)
დავლიოთ მაგის დედაც ავატირე! :) :) :) მოგიკითხე იმო ძია! :)
დავლიოთ მაგის დედაც ავატირე! :) :) :)
8. ბატონო იმო ამ ლექსზე ერთი სიტყვა შეიძლება ითქვას თუ არ მიწყენთ :) ( საკაიფოა ) :))) 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 ბატონო იმო ამ ლექსზე ერთი სიტყვა შეიძლება ითქვას თუ არ მიწყენთ :) ( საკაიფოა ) :))) 5 5 5 5 5 5 5 5 5 5 5
6. და ვერცა ვტვინავ ჯერ - წასვლა სჯობს იქ თუ დარჩენა… სულ ერთი ყლუპიც როს მეყოფა წამლად წყურგილე!..
ძმათაგან ველი გახსენებას მივიწყებული… - ძმებო!.. უთქვენოდ უბადრუკი სიმარტოვე ვარ!..
გულიანი და სევდით გაჯერებული როგორც ყოველთვის... მოგწერეთ ძია იმო ჩემი აქაური ტელეფონის ნომერი და გადაეცით ალეკოს... მოგიკითხეთ კიდევ ერთხელ...
და ვერცა ვტვინავ ჯერ - წასვლა სჯობს იქ თუ დარჩენა… სულ ერთი ყლუპიც როს მეყოფა წამლად წყურგილე!..
ძმათაგან ველი გახსენებას მივიწყებული… - ძმებო!.. უთქვენოდ უბადრუკი სიმარტოვე ვარ!..
გულიანი და სევდით გაჯერებული როგორც ყოველთვის... მოგწერეთ ძია იმო ჩემი აქაური ტელეფონის ნომერი და გადაეცით ალეკოს... მოგიკითხეთ კიდევ ერთხელ...
5. მაიკო! ,,მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული!.." ახლა გავალ და შენს სადღეგრძელოს ავწევ (და რა თქმა უნდა - ფრჩხილზეც დავიცლი!), ერთი წუთით შემოვირბინე, პატარა თათასთვის რომ დამეხედა!.. ასევე ყველას სადღეგრძელოს, ვინც ჩემს ნაჯღაბნებს თავს უყადრებს! სულ ჩემი ჯიგრები ხართ! ჩემზე მდიდარი როკფელერი კი არა, ბილ გეიტსი ვერ გახდება მიდღემჩი!... მაიკო! ,,მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული!.." ახლა გავალ და შენს სადღეგრძელოს ავწევ (და რა თქმა უნდა - ფრჩხილზეც დავიცლი!), ერთი წუთით შემოვირბინე, პატარა თათასთვის რომ დამეხედა!.. ასევე ყველას სადღეგრძელოს, ვინც ჩემს ნაჯღაბნებს თავს უყადრებს! სულ ჩემი ჯიგრები ხართ! ჩემზე მდიდარი როკფელერი კი არა, ბილ გეიტსი ვერ გახდება მიდღემჩი!...
4. :D ბატონო იმო.....ცოტა გულსაც მიეცით შვება......;) :D ბატონო იმო.....ცოტა გულსაც მიეცით შვება......;)
3. ძმური სალამი ,აქაურ ლოთებისგან,გაიხარე ბატონო იმო. ძმური სალამი ,აქაურ ლოთებისგან,გაიხარე ბატონო იმო.
2. მოგიკითხეთ ბატონო იმო :D
5 მოგიკითხეთ ბატონო იმო :D
5
1. კარგია ბატონო იმო,როგორც ყოველთვის ;;) +2 კარგია ბატონო იმო,როგორც ყოველთვის ;;) +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|