ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატო
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2009


* * *

ავი ამბავი აქვს ღოჯებში გაჩრილი,
თავზე თმის მაგივრად მავთულხლართს იწონებს,
დორბლიან ღრიალით დარაბებს მილეწავს,
სარკმელსაც მიწუნებს!
ხელის გაწვდენამდეც არ მიახლოვდება...
გამიღეთ გალია!
დამპალი ხახიდან, იქნებ, ამოვგლიჯო ამბავი ბინძურ ყბებს,
დორბლიან ღრიალით წელში გავტეხო და
დავაკვდე ბითურ ძვლებს!
გამიღეთ გალია!
გამიღეთ გალია!!!
გამიღეთ გალია?
მზე რატომ ანათებს?
აქ ყვავლის რა უნდა?
ქარიც ჩამდგარია...
ჩემი ამბავია წამწამზე რომ მწვეთავს,
ვგლოვობ რა ხანია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები