საქორთუოს გომორძგუა, ჩემო, ჯიმა, სისხლცრემლდარდო, სიყვარული ცრემლი თუა, ცრემლიც უნდა სულში ბარდნო.
გამოწვდილი გულით თასი, ბეღლის ჩრდილი ალმაცერი, დოქით ღვინო, ცოტა პრასი, დილა ცისკრით ანაცერი.
ჩავიმუხლე, მზე წაიქცა, მომიშვირა მტერმა ბრანწი, მტკივა, ჯიმა, კოდორის ცა, ამიკივლა მტერმა თვალწინ.
გზას მოველი ეკლესიურს, ეშმას დარჩეს ყველა ვერცხლი, დაცლილ ამ სულს დეპრესიულს, შემოუნთე შენი ცეცხლი. უდებოშოდ გული გასკდა, ვზივარ შენ წილ არყით ვთრები, აგამღვრია? იმ შლეგ ახვარს მივუნგრიოთ, ძმაო, ყბები.
მიწაზე ხომ მოვილიეთ, ცაში გვრჩება სამოსახლო, არც დავბერდეთ, არც სიკვდილმა ვერ იანგლოს ჩვენთან ახლო.
სხვა ჩვენ წილს ვინ იმარხულებს, ქარონიც რომ ყვირის! _ დროზე! ნაინფარქტალს დავდებთ გულებს პოეზიის სამსჯავროზე. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ...ჩვენი თაობის ჭრილობა გვიხმობს, ხედავ?! სველ ნისლებს სული ელევა, წამო გოდერძის საფლავზე, იმო, ძმის სათუთ გულზე მოსაფერებლად.
იყო ომი და ავგულთ ზვაობა, გულჩამარხული სარდაფში ხმაო, ეს დაკარგული ჩემი თაობა, რომელ ნანგრევში ვეძებო, ძმაო!
ნიშნიანიძე...ინანიშვილი... წლები ნასიზმრალ ხილვებ-ველებად, ჩვენაც იქ წავალთ ტკივილაშლილი, მამების სულის მოსაფერებლად.
რამდენიც გინდა, ათასი შესვი... ცაში ხმალს ლესავს სიტყვის კაფია, ჩვენს თბილ საფლავებს შერჩება ლექსი, ატირებული ეპიტაფია..
P.S. მაგრამ მზე ისევ ბარბაცებს სხვენზე, მთვრალმა დღემ ნდომით გამოიხედა, დავლევთ!.. ბევრ დიაცს ავამღვრევთ ჩვენზე... სიკვდილამდე შორს ჩემო, იმედა!.. 26 ივლისი.2009წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. გზას მოველი ეკლესიურს, ეშმას დარჩეს ყველა ვერცხლი, დაცლილ ამ სულს დეპრესიულს, შემოუნთე შენი ცეცხლი.
მეგობრების მიერ შემონთებული ცეცხლი არ მოგკლებოდეთ, დავით-ბატონო, დეპრესიაზე მტერი იზრუნებს. გამარჯვებით გევლოთ ორივეს გზას მოველი ეკლესიურს, ეშმას დარჩეს ყველა ვერცხლი, დაცლილ ამ სულს დეპრესიულს, შემოუნთე შენი ცეცხლი.
მეგობრების მიერ შემონთებული ცეცხლი არ მოგკლებოდეთ, დავით-ბატონო, დეპრესიაზე მტერი იზრუნებს. გამარჯვებით გევლოთ ორივეს
18. მიძღვნაც და პასუხიც ძალიან მომეწონა :) მიძღვნაც და პასუხიც ძალიან მომეწონა :)
16. ბატონო დავით, ისე განვიცადე ეს ლექსი...... ღმერთმა დაგლოცოთ...და ბატონი იმოს პასუხიც ისეთი მართალია, ისეთი გულიანი...საოცარი.... როგორსაც ეს თქვენი ლექსი იფერებს.... გაიხარეთ თქვენი ალალი გულებითა და ძმობით.....;):):):) ბატონო დავით, ისე განვიცადე ეს ლექსი...... ღმერთმა დაგლოცოთ...და ბატონი იმოს პასუხიც ისეთი მართალია, ისეთი გულიანი...საოცარი.... როგორსაც ეს თქვენი ლექსი იფერებს.... გაიხარეთ თქვენი ალალი გულებითა და ძმობით.....;):):):)
15. მადლობა, მეგობრებო თბილი კომენტარებისათვის. იმედო!,შიგ გულში რომ ურტყამს ისეთი საპასუხო ლექსია, ჩვენი გარდასული მეგობარი მწერლების სულებიც რომ გაიხარებენ...
მაინც რამდენი მოგვერდი!.. სიკვდილმა რა არ იკადრა!.. _ გადავიფიქრე სიკვდილი!!! _ გადავიფიქრე სიბერე!!!
მადლობა, მეგობრებო თბილი კომენტარებისათვის. იმედო!,შიგ გულში რომ ურტყამს ისეთი საპასუხო ლექსია, ჩვენი გარდასული მეგობარი მწერლების სულებიც რომ გაიხარებენ...
მაინც რამდენი მოგვერდი!.. სიკვდილმა რა არ იკადრა!.. _ გადავიფიქრე სიკვდილი!!! _ გადავიფიქრე სიბერე!!!
14. მომეწონა, დავითის ლექსი ძალიან და იმოს პასუხიც მშვენიერია... გაიხარეეეთ!!! მომეწონა, დავითის ლექსი ძალიან და იმოს პასუხიც მშვენიერია... გაიხარეეეთ!!!
13. სალამი პოეტებს! მომწონს თქვენი შემოქმედება! წარმატებები! სალამი პოეტებს! მომწონს თქვენი შემოქმედება! წარმატებები!
12. დასტური გავროშას!.. დასტური გავროშას!..
11. გაიხარეთ...პასუხიც მაგარი იყო...მიყვარხართოოოო!!!!!! გაიხარეთ...პასუხიც მაგარი იყო...მიყვარხართოოოო!!!!!!
10. დათოს - ძმას და სულის ზიარებას!..
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოსდინდების!.. ჩვენ ძმობას თავს მზე რაც ადგას, იმით ვართ ასე მდიდრები!..
გზები მოვუჭრათ სიბერეს!.. - ე მაგის წკრუნიც არ იყოს!.. მერე ათასი სიმღერა მუზებში ჩამოვარიგოთ!..
რამდენს ვიხსენებთ ნაძმობს და ცრემლიც არ შრება თვალთაგან… სვეწერამ - ტყავს რო გვაძრობდა, გული მაინც ვერ გათანგა!..
გუშინაც ვხვრიპე წყალცეცხლი ცოცხლებისად და მკვდრებისად… სიკვდილმა ისე მოცოცხა, შანსი არ მომცა ძებნისა…
ძმები ძმებადვე დავრჩებით, უძმოს გავკარი სუყველას!.. არცა ვართ ლექსის ჩარჩები, ბოლოს სურომ რო გვიყელოს!..
სარკმლიდან გავცქერ დაფნარებს - არცა რტო მისი არ მინდა!.. ქვა-ლოდი გადამაფარეთ, როცა იმ ძმებთან წავიდე!..
ჩვენი ღვიღვა და გოდერძი… ჩვენი უშო და მიკა და… მაინც რამდენი მოგვერდი!.. სიკვდილმა რა არ იკადრა!..
მკერდჩალეწილი დავდივარ… - კერძიმც გავმხდარვარ ახვრისა, თუკი გამტეხეს ადვილად… - დედასაც მივუსახნისებ!..
და კვლავაც გონარმიხდილნი კვლავ ჩვენს ჭკუაზე ვიმღერებთ: - გადავიფიქრე სიკვდილი!!! - გადავიფიქრე სიბერე!!!
27. 07. 2009 წ. 07.00 სთ. დათოს - ძმას და სულის ზიარებას!..

27. 07. 2009 წ. 07.00 სთ.
9. გაიხარეთ პოეტებო. გაიხარეთ პოეტებო.
8. დავლეეევ, დავლევ აბა რას ვიზამ?!
მოკითხვა ორივეს! :) დავლეეევ, დავლევ აბა რას ვიზამ?!
მოკითხვა ორივეს! :)
7. ჩემი მოკითხვები და მოწონება ამ მიძღვნას ჩემი მოკითხვები და მოწონება ამ მიძღვნას
6. მოგიკითხეთ დავით. ლექსიც მომეწონა :) +2 მოგიკითხეთ დავით. ლექსიც მომეწონა :) +2
5. გაიხარეთ, ბატონებო!.. გაიხარეთ, ბატონებო!..
4. ძალიან თბილი , მეგობრული :) 555555555555555555555 ძალიან თბილი , მეგობრული :) 555555555555555555555
3. P.S. მაგრამ მზე ისევ ბარბაცებს სხვენზე, მთვრალმა დღემ ნდომით გამოიხედა, დავლევთ!.. ბევრ დიაცს ავამღვრევთ ჩვენზე... სიკვდილამდე შორს ჩემო, იმედა!..
P.S. მაგრამ მზე ისევ ბარბაცებს სხვენზე, მთვრალმა დღემ ნდომით გამოიხედა, დავლევთ!.. ბევრ დიაცს ავამღვრევთ ჩვენზე... სიკვდილამდე შორს ჩემო, იმედა!..
2. მართლა საააღოლ!მაგარ!
უდებოშოდ გული გასკდა, ვზივარ შენ წილ არყით ვთრები, აგამღვრია? იმ შლეგ ახვარს მივუნგრიოთ, ძმაო, ყბები.
ჯიგრული!
მოკითხვა ბატონ დავითს და ბატონ იმოს! მართლა საააღოლ!მაგარ!
უდებოშოდ გული გასკდა, ვზივარ შენ წილ არყით ვთრები, აგამღვრია? იმ შლეგ ახვარს მივუნგრიოთ, ძმაო, ყბები.
ჯიგრული!
მოკითხვა ბატონ დავითს და ბატონ იმოს!
1. მიწაზე ხომ მოვილიეთ, ცაში გვრჩება სამოსახლო, არც დავბერდეთ, არც სიკვდილმა ვერ იანგლოს ჩვენთან ახლო.
გაიხარეთ ბატონო დავით... გაიხარეთ ძია იმო... ჩემი პატივისცემა და სიყვარული ავტორსაც და ადრესატსაც... მიწაზე ხომ მოვილიეთ, ცაში გვრჩება სამოსახლო, არც დავბერდეთ, არც სიკვდილმა ვერ იანგლოს ჩვენთან ახლო.
გაიხარეთ ბატონო დავით... გაიხარეთ ძია იმო... ჩემი პატივისცემა და სიყვარული ავტორსაც და ადრესატსაც...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|