ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სურამელი
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2009


მარტი

გუშინღამ თბილისს თოვლი ეწვია,
იბუზებოდა ნაძვქვეშ მზეწვია,
მარტობდა მარტი, ნაადრევ ყვავილთ
ანადგურებდა თოვლით და ქარით.

კვდებოდა ადრე გამსკდარი კვირტი,
დროის არსაფერს თავად დრო სპობდა,
ვერაგი იყო რაღაცით მარტი
მაინც სიცოცხლე,სითბო მოჰქონდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები