ზღვა ცხელ ქვიშაზე ილოკავს ენებს, შემთვრალ პალმებსაც ერევათ რული, იწვის ქალაქი და მშიერ ვნებებს არ აქვთ საწყისი ან დასასრული.
"თელების" შეშლილ თეთრ რესტორანში, ცეკვავ და მწველი ირწევა წელი, ელვა ალივით იელვებს ტანში, საცაა უნდა შეგახონ ხელი.
ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია ისე მაშინებს შენი ღალატი...
ევა...
დღემ მზერა ჟინით გაილამაზა, მზემ ზღვის ზვირთი რომ გაინაპიროს, ჰგავხარ მწველ ხვატში დაბმულ ავაზას, როცა თვალებით მამრზე ნადირობ.
ლავა, ო, არა, უფრო მწველია, შენი თმების და ტანის ალმური, მზე თითქოს ზეცის სავარცხელია, სხივის თოკებით ჩემ წინ დაბმული.
ახლა მე ვიცი ვინ არის ევა, ბორგვები... ღამე ვნებამიხდილი... ეს ზღვის მოქცევა და უკუქცევა, სულში ამოცლილ ნეკნის კივილი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. დღემ მზერა ჟინით გაილამაზა, ..
ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია ისე მაშინებს შენი ღალატი....
ეს ზღვის მოქცევა და უკუქცევა, სულში ამოცლილ ნეკნის კივილი.. .....
ვტოვებ ჩემს მოწონებას აქ !!
5+++ დღემ მზერა ჟინით გაილამაზა, ..
ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია ისე მაშინებს შენი ღალატი....
ეს ზღვის მოქცევა და უკუქცევა, სულში ამოცლილ ნეკნის კივილი.. .....
ვტოვებ ჩემს მოწონებას აქ !!
5+++
27. ლექსი ძალიან მომეწონა,თუ არ ჩავთვლით ბოლო სტროფის ბოლო ტაეპს. ++ :) ლექსი ძალიან მომეწონა,თუ არ ჩავთვლით ბოლო სტროფის ბოლო ტაეპს. ++ :)
26. ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია ისე მაშინებს შენი ღალატი... კარგია! ნაღდზე ნაღდია... 5555555 ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია ისე მაშინებს შენი ღალატი... კარგია! ნაღდზე ნაღდია... 5555555
24. დღემ მზერა ჟინით გაილამაზა, მზემ ზღვის ზვირთი რომ გაინაპიროს, ჰგავხარ მწველ ხვატში დაბმულ ავაზას, როცა თვალებით მამრზე ნადირობ.
......................... დღემ მზერა ჟინით გაილამაზა, მზემ ზღვის ზვირთი რომ გაინაპიროს, ჰგავხარ მწველ ხვატში დაბმულ ავაზას, როცა თვალებით მამრზე ნადირობ.
.........................
21. ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია ისე მაშინებს შენი ღალატი...
ჰგავხარ მწველ ხვატში დაბმულ ავაზას, როცა თვალებით მამრზე ნადირობ.
ეს ფრაზები გამორჩეულად მომეწონა!
ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია ისე მაშინებს შენი ღალატი...
ჰგავხარ მწველ ხვატში დაბმულ ავაზას, როცა თვალებით მამრზე ნადირობ.
ეს ფრაზები გამორჩეულად მომეწონა!
20. რატი ქართველიშვილი. ისე რა მაინტერესებს, ტრიკოტაჟის მაგივრად სარგის ჯაყელი რომ მიდგომას აზრს შეიცვლიდი? გულღრძო და ბეცი-ამაზე გამეცინა, ხომ არ მიცნობ ისე საიდანმე ა? :))))))))
ისე მაინტერესებს თქვენი აზრი რატომ არის ეს ლექსი მაგარი. კი დამუშავებულია, ერთი ორი კარგი მეტაფორაა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც არ ტოვებს შთაბეჭდილებას რომ თქვა რომ ეს არის მაგარი ლექსი. ასეთია ჩემი აზრი
თქვენ აზრსაც დიდი სიამოვნებით მოვისმენდი :) რატი ქართველიშვილი. ისე რა მაინტერესებს, ტრიკოტაჟის მაგივრად სარგის ჯაყელი რომ მიდგომას აზრს შეიცვლიდი? გულღრძო და ბეცი-ამაზე გამეცინა, ხომ არ მიცნობ ისე საიდანმე ა? :))))))))
ისე მაინტერესებს თქვენი აზრი რატომ არის ეს ლექსი მაგარი. კი დამუშავებულია, ერთი ორი კარგი მეტაფორაა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც არ ტოვებს შთაბეჭდილებას რომ თქვა რომ ეს არის მაგარი ლექსი. ასეთია ჩემი აზრი
თქვენ აზრსაც დიდი სიამოვნებით მოვისმენდი :)
19. თუ ასეთი ლექსები საქართველოში "დასტა-დასტა" იწერება, ავშენებულვართ, და ეგაა... :) საოცარია პირდაპირ, - ამდენი გულღრძო და ბეცი, რა ინკუბატორმა შვა?! თუმცა, პოეზია ხომ, ადამიანებისთვის იქმნება და არა ტრიკოტაჟის ამპულებისთვის... თუ ასეთი ლექსები საქართველოში "დასტა-დასტა" იწერება, ავშენებულვართ, და ეგაა... :) საოცარია პირდაპირ, - ამდენი გულღრძო და ბეცი, რა ინკუბატორმა შვა?! თუმცა, პოეზია ხომ, ადამიანებისთვის იქმნება და არა ტრიკოტაჟის ამპულებისთვის...
18. ულამაზესი ლექსია მოგიკითხეთ ბატონო დავით! ულამაზესი ლექსია მოგიკითხეთ ბატონო დავით!
17. მაგრად მომეწონა დავით ბატონო!
5! მაგრად მომეწონა დავით ბატონო!
5!
16. ჰგავხარ მწველ ხვატში დაბმულ ავაზას, როცა თვალებით მამრზე ნადირობ.
ჰგავხარ მწველ ხვატში დაბმულ ავაზას, როცა თვალებით მამრზე ნადირობ.
15. ცეცხლოვანი ლექსებია...5555555555555 ცეცხლოვანი ლექსებია...5555555555555
14. ახალგაზრდებიდან ბექა ახალაიას, ხოლო საშუალო თაობიდან განსაკუთრებით ენერგიულად ჩემს ლექსებს აკრიტიკებთ ბატონო ამპულა, რას ვიზამთ კაცია და გემოვნება! გაიხარეთ!
ახალგაზრდებიდან ბექა ახალაიას, ხოლო საშუალო თაობიდან განსაკუთრებით ენერგიულად ჩემს ლექსებს აკრიტიკებთ ბატონო ამპულა, რას ვიზამთ კაცია და გემოვნება! გაიხარეთ!
13. ლექსი მომწონს! :)
ლექსი მომწონს! :)
12. ახლა მე ვიცი ვინ არის ევა, დაგიჯეროთ? :) ახლა მე ვიცი ვინ არის ევა, დაგიჯეროთ? :)
11. ჩვეულებრივი კონვენციური ლექსია, დამუშავებული ჯვარედინი რითმებით, თუმცა არაფრით არის გამორჩეული, ისეთი ლექსია, დასტა დასტა რომ იწერება საქართველოში, არანაირი სიახლის მატარებელი და არანაირი სიახლის შემცველი. ჩვეულებრივი კონვენციური ლექსია, დამუშავებული ჯვარედინი რითმებით, თუმცა არაფრით არის გამორჩეული, ისეთი ლექსია, დასტა დასტა რომ იწერება საქართველოში, არანაირი სიახლის მატარებელი და არანაირი სიახლის შემცველი.
10. კარგიააააააააააააა. საუკეთესოა კარგიააააააააააააა. საუკეთესოა
9. ალბათ ქუთაისი... :) ალბათ ქუთაისი... :)
8. მომწონს!.. 5!.. მომწონს!.. 5!..
7. ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია ისე მაშინებს შენი ღალატი...
აი ნამდვილი კაცის სიტყვები... ძალიან მომეწონა! ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია ისე მაშინებს შენი ღალატი...
აი ნამდვილი კაცის სიტყვები... ძალიან მომეწონა!
6. ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია ისე მაშინებს შენი ღალატი...
ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია, დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი, ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია ისე მაშინებს შენი ღალატი...
5. ...ცეკვავ და მწველი ირწევა წელი, ელვა ალივით იელვებს ტანში...
ალბათ ამიტომ ;) მართლა კარგია! 10 ...ცეკვავ და მწველი ირწევა წელი, ელვა ალივით იელვებს ტანში...
ალბათ ამიტომ ;) მართლა კარგია! 10
4. ევა ვნებებთან უნდა ასოცირდებოდეს კიდეც; იმიტომ რომ მართლაც ვნებაა და თუ არაა, ძალიან ცუდი. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ვნებაა, ისევე, როგორც ეს ლექსი არ არის მარტო ჟინი. მაგალითისათვის:
"თელების" შეშლილ თეთრ რესტორანში, ცეკვავ და მწველი ირწევა წელი, ელვა ალივით იელვებს ტანში, საცაა უნდა შეგახონ ხელი.
მე მომწონს ევა ვნებებთან უნდა ასოცირდებოდეს კიდეც; იმიტომ რომ მართლაც ვნებაა და თუ არაა, ძალიან ცუდი. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ვნებაა, ისევე, როგორც ეს ლექსი არ არის მარტო ჟინი. მაგალითისათვის:
"თელების" შეშლილ თეთრ რესტორანში, ცეკვავ და მწველი ირწევა წელი, ელვა ალივით იელვებს ტანში, საცაა უნდა შეგახონ ხელი.
მე მომწონს
3. ეხლა მე ვიცი ვინ არის ევა... ეხლა მე ვიცი ვინ არის ევა...
2. ნინო, ძვირფასო, ქალი ისეთი იდუმალი და საოცარი გვირგვინია სამყაროსი, რომ არა მგონია მხოლოდ ვნებასთან ასოცირდებოდეს პოეტებთან. მსოფლიო პოეზიის შედევრებია ამის მაგალითი. თუ მწერლის მთელ შემოქმედებაში ან თუნდაც ერთ წიგნში მხოლოდ ვნებაა ქალი ეს მართლაც სამწუხაროა. ხოლო კონკრეტული ლექსი ან ლექსები, წამიერი, იმაჟისტრური განწყობილების აღქმა და მიტანაა მკითხველთან. წმინდა ბერებიც კი წამიერად,ზოგჯერ მხოლოდ ვნებას ხედავდნენ ქალში და პოეტებთან რაღა გასაკვირია. თუმცა ეს მარტივი აქსიომა, რაც ახლა დავწერე, შენთვის დარწმუნებული ვარ რომ ცხადზე ცხადია. ნინო, ძვირფასო, ქალი ისეთი იდუმალი და საოცარი გვირგვინია სამყაროსი, რომ არა მგონია მხოლოდ ვნებასთან ასოცირდებოდეს პოეტებთან. მსოფლიო პოეზიის შედევრებია ამის მაგალითი. თუ მწერლის მთელ შემოქმედებაში ან თუნდაც ერთ წიგნში მხოლოდ ვნებაა ქალი ეს მართლაც სამწუხაროა. ხოლო კონკრეტული ლექსი ან ლექსები, წამიერი, იმაჟისტრური განწყობილების აღქმა და მიტანაა მკითხველთან. წმინდა ბერებიც კი წამიერად,ზოგჯერ მხოლოდ ვნებას ხედავდნენ ქალში და პოეტებთან რაღა გასაკვირია. თუმცა ეს მარტივი აქსიომა, რაც ახლა დავწერე, შენთვის დარწმუნებული ვარ რომ ცხადზე ცხადია.
1. ძალიან კარგი ლექსები :)
მაგრამ სამწუხაროა რომ ევა ვნებებთან ასოცირდება ხოლმე პოეტებში :) ძალიან კარგი ლექსები :)
მაგრამ სამწუხაროა რომ ევა ვნებებთან ასოცირდება ხოლმე პოეტებში :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|