ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოგან ეული
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2009


აი_R_ია

აი-ია
მარტივია
აი თითი
არათითი..
ქვეყანაში დადის მითი:
-ჩვენ აქა  ვართ, თქვენ კი მიდით!
-ჩვენ ბევრნი ვართ,თქვენ კი ცოტა...
მოგვაჩვენეს ფესვი ტოტად.
-ჩვენ წინა ვართ, თქვენ კი უკან
არ იკრავენ ღილს და დუქანს...
-ეს მზე არი, ეს კი მთვარე ,
ვარსკვავებიც დავითვალე,
სიზმარეთის მოსახლეებს
უკანასკნელ ხბოს ართმევენ...
წაკუზულა მთელი ერი,
ქვეყანაა მშვენიერი,
ბადენ ბადენ ბაიდენი
ფული არის კიკუს მტერი.
ლარისა და ანგელინა
ოდნოს მხსნელად მოგვევლინა,
დამამატე, ხუთი პლუსიი...
აღარ გვინდა აღარც ტრუსი!
სილიკონი, მეტადონი,
ეროვნული სტადიონი
აირია დაირია
სიტყვები და ორიენტი
კაცი კაცთან , კატა ძაღლთან
დადგა ერი ცოდვის დახლთან...

ამოვიდა კიდევ ია
აქ ცოტაა იქ ბევრია









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს