 | ავტორი: mr-men ჟანრი: პოეზია 1 აგვისტო, 2009 |
მე შენი თვალები სამუდამოდ დავიმახსოვრე. ისეთი, როგორიც მზის საოცარი ამონათება... და თითო წამი საუკუნედ მიღირდა მაშინ, თუმც, საუკუნედ გადამექცა ახლა, წამება. შენ მოგონების წამს მიხანგრძლივებ, დრო კი, არ ჩქარობს, გულს მწუხარების წვავს ნაპერწკალი, ვერ დაგივიწყა... და სიცოცხლის ხე იყო მწვანე, თუმცა ახლა კი, ხეს სცვივა ფოთლები და ფარფატით ეკვრიან მიწას. შენი თვალების ელვარება თვით ზეცას სწვდება. გთხოვ, ნუღარ დაღვრი, შეინახე, ცრემლები წმინდა. როცა წვეთები, შენი ცრემლის, მაგ ლოყებს სწყდება, მე ამ ცრემლების შეგროვებით ვიტანჯო მინდა. ქარს მოაქვს ღრუბელი, მზის სხივები სადღაც ქრებიან და შენი თვალები ღრუბლებს მიღმა იმალებიან. ხმება ხე უშენოდ, ფოთლები კი მშვიდად ჭკნებიან. იზრდება ქარი და ხის ფოთლები ქარს მიჰყვებიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ნორმალურია,მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა...რითმები მარტივია.წარმატებებს გისურვებ! ნორმალურია,მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა...რითმები მარტივია.წარმატებებს გისურვებ!
6. მეც 3 დაგიწერ. გეტყობა რომ ნიჭი გაქვს და შენ იცი დახვეწე. მეც 3 დაგიწერ. გეტყობა რომ ნიჭი გაქვს და შენ იცი დახვეწე.
5. გულით კია, კი :)
3 ქულა ჩემგანაც ველით უკეთესებს გულით კია, კი :)
3 ქულა ჩემგანაც ველით უკეთესებს
4. ქარს მოაქვს ღრუბელი, მზის სხივები სადღაც ქრებიან და შენი თვალები ღრუბლებს მიღმა იმალებიან. ხმება ხე უშენოდ, ფოთლები კი მშვიდად ჭკნებიან. იზრდება ქარი და ხის ფოთლები ქარს მიჰყვებიან
რაც ყველაზე მთავარია გულით არის დაწერილი :) წარმატებები ავტორს ;) ქარს მოაქვს ღრუბელი, მზის სხივები სადღაც ქრებიან და შენი თვალები ღრუბლებს მიღმა იმალებიან. ხმება ხე უშენოდ, ფოთლები კი მშვიდად ჭკნებიან. იზრდება ქარი და ხის ფოთლები ქარს მიჰყვებიან
რაც ყველაზე მთავარია გულით არის დაწერილი :) წარმატებები ავტორს ;)
3. გაიხარეთ! უკეთესი იქნება, თქვენი ხათრით! ;)) გაიხარეთ! უკეთესი იქნება, თქვენი ხათრით! ;))
1. მგრძნობიარე ლექსი...3 უკეთესის მოლოდინში... მგრძნობიარე ლექსი...3 უკეთესის მოლოდინში...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|