ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2009


გაიღიმე,დავიღალე

                                                (ურცხვად მიყურებ,ხშირადაც მორცხვობ,
                                                  მაგიჟებს შენი ჩემთან თამაში,
                                                  ხან სიყვარულით მკვდარი მგონიხარ,
                                                  ხან კი ყველაზე დიდი თვალთმაქცი.)

გადაგიხსნი გულის ქარგას,
თავი მკერდზე დამაკარი,
ჩამეხუტე,ცოტა მენდე,
შენი დარდი გამაცანი.

თორემ მინდა გაგებუტო,
სამუდამოდ გაგეყარო,
ყინულივით ნუ იქცევი,
ნუ მაძულებ ამ სამყაროს.

ცოტა დატკბი,გაიღიმე,
ყველა ქალი ერთურთს არ ჰგავს.
მერე როცა შენ ინანებ
მე სხვას ვნახავ,სხვასთან წავალ.

მოდი ახლოს,ახლა გელი.
ღიმილს ტუჩს ნუ მიალეწავ,
(იცი?-ევამ ქალთა მოდგმას
ღალატი რომ გვიანდერძა?!)

..........................................

წავალ სხვის მკერდს ჩავეხვევი,
კაბის ღილებს ავიგლეჯავ,
და  ჩემს ბაგეს ჯერ უმანკოს
სხვისი კოცნით გავიცვეთავ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები