 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 5 აგვისტო, 2009 |
როგორ მინდოდა, რომ ასეთი არვის ვენახე: მყიფე ქალ-თიხა, შიგ - ოქროს მტვერში არეული რუხი ნაცარი...
მე ავადა ვარ, ალბათ ვბოდავ, მაგრამ, ძვირფასო, შენ არ დაიბნე! მე ვიცი ჩემი ავადობის თავი-წამალი:
იალნოს ქედის ნისლაკრეფილ იალაღებზე, იალტიალში, მისხის მისხამდე მომაგროვე და თან იფრთხილე, სიტყვა “ნინო” არ მომაშორო, რადგან წამალი უსახელო - - საწამლავია.
გამომიწოდე ვერცხლის თასით ნინო-ნაჯერი, მწარე მიქსტურა, გულისწვერის ჩამტკბილებელი, შემომახვიე ყელზე თავშლით ნინო-სალბუნი, დამკარი ნინო-ინექცია, თავთით დამიჯექ!
თავთით დამიჯექ, და თუ გინდა, კიდეც გამსაჯე, რომ თავი ჩემი, ასე მარგი, უქმად ვაბნიე. რა მიტყუებდა, თავდაკარგვით რას ვეწვდებოდი, ბოლომდე ვის რა შეუცნია, რომ მე შემეცნო? გათანგული ვარ და თან მაინც გეთამაშები. შენ კი უცხო ხარ, შორეული, მაგრამ ამგვარი უფრო მჭირდები და აღარც მინდა, რომ ბოლომდე არსგადახსნილნი ერთ მთელად ვიქცეთ. დაე, ბორგავდეს ჩვენორშუა მთელი სამყარო!
ალნი დამქრალან? ჩემო დაღლილო, ნაღვლიანად გაღიმებულო! თუ ვერ გადავრჩი, აქ ნუ დამტოვებ, სადმე, მივარდნილ ნაპირზე დამწვი და მეცხრე ტალღას გამატანე მეცხრე სკნელისკენ, ბროლკრიალა მეცხრე ცისაკენ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ძალიან ლამაზია! მომეწონა. დ. ძალიან ლამაზია! მომეწონა. დ.
6. ეს ძალიან ლამაზია...უსიტყვოდ მომწონს....:):):) ეს ძალიან ლამაზია...უსიტყვოდ მომწონს....:):):)
4. უმაღლესი შეფასება ჩემგან, როგორც მაღალ დონეზე ბრწყინვალე ქართულით შესრულებულ მონოლოგს. არა ლექსს, არამედ როგორც მშვენიერ რიტმულ პოეტურ პროზას, ლექსს რიტმზე არანაკლებ სჭირდება რითმა და ამის უარყოფას არა მგონია ვინმე შეეცადოს. უმაღლესი შეფასება ჩემგან, როგორც მაღალ დონეზე ბრწყინვალე ქართულით შესრულებულ მონოლოგს. არა ლექსს, არამედ როგორც მშვენიერ რიტმულ პოეტურ პროზას, ლექსს რიტმზე არანაკლებ სჭირდება რითმა და ამის უარყოფას არა მგონია ვინმე შეეცადოს.
3. ეს ნინოების საყვარელი ლექსი თქვენი წაკითხული მახსოვს და მომწონს. ეს ნინოების საყვარელი ლექსი თქვენი წაკითხული მახსოვს და მომწონს.
2. გ ე ნ ა ც ვ ა ლ ე!
ეს ლექსი ისე,ისე მიიიიიყვააააააააააააარს! აუ როგორ მიყვარს ეს ლექსი...:) ვგიჯდები! :) გ ე ნ ა ც ვ ა ლ ე!
ეს ლექსი ისე,ისე მიიიიიყვააააააააააააარს! აუ როგორ მიყვარს ეს ლექსი...:) ვგიჯდები! :)
1. მოგესალმებით ქალბატონო, ნინო. გულწრფელად გეტყვით, მიხარია ხოლმე, თქვენს სახელსა და გვარს რომ გადავაწყდები სადმე, წინასწარ ვგრძნობ და ვიცი, რაღაც განსაკუთრებულისა და განსხვავებულის წაკითხვა მომიწევს. ასეა ეხლაც. ლამაზი ლექსია. აზრით, განცდით, ფორმით, შინაარსით. მე ერთხელ კიდევ მადლობა მინდა გითხრათ, ჩემი ლექსების ციკლს შესანიშნავი სათაური თქვენ რომ მოუძებნეთ მოხდენილად და მორგებულად. გაიხარეთ. მოგესალმებით ქალბატონო, ნინო. გულწრფელად გეტყვით, მიხარია ხოლმე, თქვენს სახელსა და გვარს რომ გადავაწყდები სადმე, წინასწარ ვგრძნობ და ვიცი, რაღაც განსაკუთრებულისა და განსხვავებულის წაკითხვა მომიწევს. ასეა ეხლაც. ლამაზი ლექსია. აზრით, განცდით, ფორმით, შინაარსით. მე ერთხელ კიდევ მადლობა მინდა გითხრათ, ჩემი ლექსების ციკლს შესანიშნავი სათაური თქვენ რომ მოუძებნეთ მოხდენილად და მორგებულად. გაიხარეთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|