 | ავტორი: ეკა-ლი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 6 აგვისტო, 2009 |
ილია წერდა:" აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა", ამიტომაც, მომავლის განჭვრეტის საუკეთესო გზად წარსულის გახსენება და აწმყოს გაანალიზება მესახება. ესაა საშუალება, ვუპასუხოთ კითხვებს:"რანი ვართ? რანი ვიყავით? რანი ვიქნებით?" საქართველოს,როგორც სახელმწიფოს,მრავალსაუკუნოვანი ისტორიის თითქმის ყველა ფურცელი სამაგალითო და საამაყო შეიძლება იყოს ჩვენი ერისათვის: უამრავი სახელოვანი მეფე, სანატრელი ეპოქა თუ ოქროს ხანა, არაერთი მოუგებელი ბრძოლიდან გამარჯვებით გამოსული ქართველი მეომრები, უთვალავი გმირი და მაგალითი და ამ, დღეისათვის პატარა, ქვეყნის საზღვრები-გადაჭიმული "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ოვსეთიდან არეგაწადმდე. " დღეს, როცა ამ ყველაფერს ვკითხულობთ, დაჯერებაც კი გვიჭირს იმისა, რომ იმ ქვეყანაზეა საუბარი, სადაც ახლა ვცხოვრობთ; ვინაიდან, ადამიანური ბუნების კარნახით, არსებულ რეალობასთან ვავლებთ პარალელს და იქნებ ვერც ვხვდებით, თუ რატომ იქცა მე-12 საუკუნეში რენესანსის ქვეყანა 21-ეში მესამე მსოფლიოს განვითარებად ქვეყნად ჩამორჩენილი ეკონომიკითა და ინერტული საზოგადოებით?! 1,5 საუკუნის წინ გრ.ორბელიანი ქართველობაზე წერდა: "ერი პურადი, გულადი, მებრძოლი შავის ბედისა", რომლის ანდამატივით მტკიცე გული ვერანაირმა ტრაგედიამ თუ გაჭირვებამ ვერ გატეხა, და დარჩა: "იგივ მხნე, იგივ მდიდარი, მოყვარე თავის ქვეყნისა" ეს მაშინ იყო და დღეს?- არის ვინმე, ვინც იმავეს იტყვის დღევანდელ საქართველოზე?- მესმის, რთულია ილაპარაკო საკუთარ წარუატებლობაზე, დამარცხებასა თუ არაერთ დამცირებაზე, მაგრამ მდგომარეობის გამოსასწორებლად აჯობებს, თვალი გავუსწოროთ რეალობას და "მოყვარეს პირში ვუძრახოთ". და როგორია რეალობა?- მტკივნეულია,მაგრამ ჩვენ გამოგვივლია გზა დიდგორიდან- ცხინვალამდე, აფხაზთა სამეფოდან- აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკამდე (მიუხედავად იმისა,ვაღიარებთ თუ არა!), ხოლო ნიკოფსია-დარუბანდის საზღვრები "წარმატებით" შეგვიკვეცავს ენგურსა და ალაზანს შორის. ჩვენ გამოვიარეთ 1795 წელიც, 1801ც, 1924, გადავიტანეთ აფხაზეთის ომის ტრაგედია, 9 აპრილი, გავიმეორეთ "ბაზალეთი" და სხვა არაერთი, მაგრამ აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს მაინც ვერ აღვუდექით წინ. და დღეს ვართ საქართველო- უსაინგილოდ, უფერეიდნოდ, უაფხაზეთოდ, უცხინვალოდ. ჩვენ აღარ გვეკუთვნის: "ოშკი და ზარზმა, ბებერი ტაო..." და არც ქართული ცაა ისე "მაღალი", ქართველი ერი კი ისეთი ამაყი, როგორც ოდესღაც... ალბათ ამ ყველაფრის მიზეზი გვაინტერესებს, იქნებ კიდევ დარჩა ჩვენს მიწაზე ჭეშმარიტი ჭირისუფალი, რომელიც იკითხავს-"რამ მოგვიყვანა აქამდე?...". მოგახსენებთ: წელს, ე.წ. აგვისტოს მოვლენების დროს გორის მახლობლად, ერთ-ერთ იმ ქალაქში მომიხდა დარჩენა, რომელსაც ასევე მისწვდა რუსული დათვის ტორი. რამდენიმე კვირის განმავლობაში ქუჩაში ოკუპანტთა ტანკები დასეირნობდნენ და რუსულ დროშებს აფრიალებდნენ. რას აკეთებდა ამ დროს ადგილობრივი მოსახლეობა?- სტუმარმასპინძლობის ტრადიციის სრული დაცვით, დილით ყავას სთავაზობდა დაუპატიჟებელ სტუმრებს, საღამოს ცხვრის ხინკალსა და ჭიქა (ან ბოთლი, ან რამდენიმე ბოთლი) არყით უმასპინძლდებოდა! ეს იქნებ არც არაფრად მიმეჩნია, ბავშვობიდან რომ არ მესმოდეს: "საქმემან შენმან გამოგაჩინოსო". ხოლო სიტყვიერი განწობა იქაური მოსახლეობის დიდი ნაწილისა ამგვარი იყო:"თუგინდ ზიმბაბვემ დაგვიპყროს, ოღონდ ცოცხლები გადავრჩეთ" საინტერესო აქ ისაა, თუ საიდან მოვიდა ქართველის ცნობიერებაში ამგვარი დამოკიდებულება მამულისადმი?.. ეს ფენომენი ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის ინსტინქტის გამძაფრებასთანაა დაკავშირებული, თუ უბრალოდ, ისტორიისა და გენეზისის ღალატი უნდა დავარქვათ?! მე თუ მკითხავთ, ამ ყველაფრის მიზეზი დღევანდელი დამახინჯებული წარმოდგენაა სამშობლოზე. ჩანს, ძველად, ქართველს უკეთ ესმოდა საქართველოს, როგორც მამულის არსი. ვგულისხმობ იმას, რომ ადრე, ჩვენი წინაპარი უკეთ აცნობიერებდა, თუ რამდენად იყო დამოკიდებული პირადად მისი და მთელი მისი ოჯახის კეთილდღეობა ქვეყნის ყოფაზე . მტკიცება იმისა, რომ ომში წასული რაინდი მხოლოდ იმიტომ აკლავდა თავს მტერს, რომ გმირობა მისი მოწოდება და დიადი მიზანი იყო, ან სამშობლოს ფანატიკური სიყვარული ამოძრავებდა, აბსურდია. ადამიანი ბუნებით ეგოისტია, ქართველმა კაცმა მოხერხებულად თქვა კიდეც: "ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო",ანუ ყველა საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის,ასეთია ბუნების კანონი და ეს არცაა დასაძრახი. მაგრამ თავგანწირული ბრძოლა ოჯახისა და საკუთარი თავისათვის უკვე გულისხმობს ერისა და სამშობლოს ერთგულ სამსახურს.ნებისმიერი სახელმწიფოს სტაბილურობა ოჯახის კეთილდღეობაზე დგას. დღევანდელ გათითოკაცებულ საზოგადოებაში კი ადამიანი საკუთარი თავის გადასარჩენადაც აღარ იბრძვის, ის ან გაურბის მწვავე რეალობას, ან ინერციით "იქნევს ხმალს". ჩვენ აღარ გვაქვს ამბიცია, რომ "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს", ალბათ აღარც ვფიქრობთ და არ გვაღელებს, რა იქნებოდა დღეს საქართველო, "ზიმბაბველ" თანამედროვეთა დარად მხოლოდ სიცოცხლის სიტკბოებაზე რომ ეფიქრათ 200 უსახელო რაინს დიდგორის ველზე, 9 ძმა ხერხეულიძესა და 7 მაჩაბელს მარაბდის ომში, 300 არაგველს კრწანისის სასაკლაოზე, 10 000 ქართველ მოწამეს მეტეხის ხიდზე და კიდევ არაერთს საქართველოს ისტორიის მანძილზე. არ იფიქროთ, რომ გზად- ბედნიერი მომავლისაკენ "საქმენი საგმირონი" მიმაჩნია; პირიქით, ჰეროიკა შუა საუკუნეების ხიბლი უფროა და მეტიც, დღეს აღარ უნდა დაგვჭირდეს გმირები, თითოოროლა ადამიანი, რომელთა მხრებზეც იდგება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. ვფიქრობ, გადარჩენისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იმის გააზრება იქნება, რომ ჩვენი ქვეყანაა არაა არც მხოლოდ -"მთები, შემკული სხივების სირმით" და არც ორ ზღვას შუა მდებარე აწ გადარჩენილი (?) საომარი ლელო... საქართველო მამულია, რომელიც მართლაც რომ არ უნდა გაიცვალოს "სხვა ქვეყნის სამოთხეზედა", მაგრამ არც ჩვენი მიწა უნდა მივყიდოთ სხვებს. არავის გაქილიკებას არ მივიჩნევ მართებულად, მაგრამ რეალობის ვარდისფერი სათვალის მიღმა დანახვა უნებურად გვიჩენს პესიმისტურ ნოტებს ხმაში. რას აკეთებს,რას მოქმედობს დღეს ქართველი კაცი?-რას და დედაკაცს ემსგავსება თანდათან- წუწუნი, წყევლა-კრულვა და ლანძღვა-გინება თავის მართლების საუკეთესო ხერხად გავიხადეთ ქართველებმა: მხართეძოზე წამოგდებულებმა იოლად მოვირგეთ "შემოდგომის აზნაურთა" როლი და პროფესიული ოსტატობით ვასრულებთ ამ როლს დღემდე. ვსხედვართ ჩამქრალ კერასთან და ვსვამთ კითხვას-"გვეშველება რამე?..."-საინტერესოა,ან ვის ვეკითხებით, ანდა რა უნდა გვეშველოს?-მიწა მივატოვეთ: აღარ ვხნავთ, არ ვთესავთ, ვენახსაც აღარ ვინდობთ და ვჩეხავთ, მიწას ან ვყიდით, ან მეზობლებს ვჩუქნით ძალითა თუ ნებით, ქვეყნიდან უკანმოუხედავად გავრბივართ ოქროს მიწის საპოვნელად და ამის მერე, ერთი ნაწილი საზოგადოებისა იმაზე "სწუხს" და წუწუნებს, რომ ჩინელები ლამის სვანეთის ტყეებს დაეპატრონნენ. და ამ დროს ის არავის აღელვებს , აზებაიჯანელის მიერ ქართულ მიწაზე(!) მოყვანილ მწვანილს რომ მივირთმევთ, სომეხის შეკერილ ფეხსაცმელს ვიცვამთ და თურქული სამოსით ვიწონებთ თავს. თუმცა,აქვე ისიც უნდა აღვნიშნო,რომ -მთელი ერი როდი იზიარებს ამგვარ განწყობას. ჩვენს ქვეყანაში არის ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც პროგრესად მიიჩნევს უცხოელთა თვალისასავევად მათგანვე ნასესხები კრედიტის ხარჯზე შეღებილ ფასადს და კრიტიკულად განწყობილ ნაწილს რეტროგრადობაში, ხან კი მოღალატეობაში სდებს ბრალს. მე კი, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, რომლისთვისაც სულერთია, თუ რა სტიგმით "დამაჯილდოვებს" მასა, უბრალოდ მიმაჩნია, რომ სანამ ქართველის ცნობიერებაში გარდატეხა არ მოხდება, სანამ "ცვრიან ბალახზე ფეეხშიშველა გავლის" სურვილი არ დაგვიბრუნდება, ვიდრე არ მივხვდებით, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა " ერთი ბატონის მეორეთი შეცვლასთან" არ უნდა გავაიგივოთ,მანამდე ჩვენი ქვეყანა იქნება სახელმწიფო უამრავი მოუგვარებელი კონფლიქტით, არა ოთხი, არამედ ექვსი მეზობელი ქვეყნით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების ჩათვლით, მილიონობით ემიგრანტით, ასე "სანატრელი" ზიმბაბვეს ეკონომიკური მაჩვენებლით, დავიწყებული ისტორიით, დაკარგული მემკვიდრეობით და საერთაშორისო ბაზარზე გასაყიდად გატანილი:"პატარ-პატარა ნაჭრებათ, ვისაც რამდენი ჰსურს და როგორც უნდა; ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოდ; ბანკის საშუალებითა და ჩვენის დახმარებით" " გავიბითურეთ სამშობლო,მართლაც სამოთხის სადარი, სხვა საქართველო კი არა, თვით საქართველო სად არის?" ბარემ გავწიწკნოთ და გავგლიჯოთ უჭირისუფლოდ დარჩენილი მიწა, ოდესღაც რომ საქართველო ერქვა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ჭეშმარიტება ავტორო და იანგულო!!! ჭეშმარიტება!!! გაიხარე შენა!!! ჭეშმარიტება ავტორო და იანგულო!!! ჭეშმარიტება!!! გაიხარე შენა!!!
22. ხო კიდევ. ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი ჭირი ზუსტად ჩვენი კანონები და კონსტიტუციაა. ეს კანონები, მეტნაკლები განსხვავებით, დგევანდელთან შედარებით, რუსეთის იმპერიამ შემოიტანა. ეს კონსტიტუცია გათვალისწინებული იყო რუს ხალხზე რომელსაც ასე ვიტყვი, ქართველ ხალხთან შედარებით, საერთოდ არ გააჩნია კულტურა. კულტურას ბევრი ტექნოლოგიურ მიღწევასა და ''თავისუფლებასთან'' აიგივებს. კულტურაა ის რომ, ქალის თანდასწრებით უწმაწური საუბარი არ შეიწლება. კულტურაა ის რომ, წყალი პატარას მიაწოდო, ის რომ მანდილოსნის შემოსვლისთანავე ფეხზე წამოდგე, ამაში მისდამი პატივისცემა გამოიხატება. ზემოთ ჩამოთვლილიდან არც ერთი არ გააჩნუა რუსეთს, არც ევროპას. ანუ ისინი (ჩემი პირადი აზრია) უკულტუროები არიან. ამიტომ თუ ქართული კულტურა ქალის წინ გინებისათვის კაცს სჯიდა, მიდით და აუხსენით მოსამართლეს, ამას იმიტომ გავულამაზე სიფათი რომ ქალის წინ უზნეოდ მოიქცაო. ეს ყველაზე მსუბუქი მაგალითი. ''კანონები გვაქვს ისეთი რომ, კაცს ძალით გაააბრაგებს''ო! ამან გამოიწვია ქართული სულის დაკნინება, ბევრის გაქცევა. ბევრის დარბევა. და გადავგვარდით. დღესაც ევროპას ვბაძავთ. გამოიხედეთ თვალებიდან ხალხო. აქეთ უნდა გვბაძავდნენ. ხო კიდევ. ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი ჭირი ზუსტად ჩვენი კანონები და კონსტიტუციაა. ეს კანონები, მეტნაკლები განსხვავებით, დგევანდელთან შედარებით, რუსეთის იმპერიამ შემოიტანა. ეს კონსტიტუცია გათვალისწინებული იყო რუს ხალხზე რომელსაც ასე ვიტყვი, ქართველ ხალხთან შედარებით, საერთოდ არ გააჩნია კულტურა. კულტურას ბევრი ტექნოლოგიურ მიღწევასა და ``თავისუფლებასთან`` აიგივებს. კულტურაა ის რომ, ქალის თანდასწრებით უწმაწური საუბარი არ შეიწლება. კულტურაა ის რომ, წყალი პატარას მიაწოდო, ის რომ მანდილოსნის შემოსვლისთანავე ფეხზე წამოდგე, ამაში მისდამი პატივისცემა გამოიხატება. ზემოთ ჩამოთვლილიდან არც ერთი არ გააჩნუა რუსეთს, არც ევროპას. ანუ ისინი (ჩემი პირადი აზრია) უკულტუროები არიან. ამიტომ თუ ქართული კულტურა ქალის წინ გინებისათვის კაცს სჯიდა, მიდით და აუხსენით მოსამართლეს, ამას იმიტომ გავულამაზე სიფათი რომ ქალის წინ უზნეოდ მოიქცაო. ეს ყველაზე მსუბუქი მაგალითი. ``კანონები გვაქვს ისეთი რომ, კაცს ძალით გაააბრაგებს``ო! ამან გამოიწვია ქართული სულის დაკნინება, ბევრის გაქცევა. ბევრის დარბევა. და გადავგვარდით. დღესაც ევროპას ვბაძავთ. გამოიხედეთ თვალებიდან ხალხო. აქეთ უნდა გვბაძავდნენ.
21. მართალი ხარ დაიკო. სამწუხაროა მაგრამ მართალია. ''გაიხრწნა ერის ზნეობა''! შეეჩვია ხალხი უსაქმურობას, მათ შორიც მეც ვარ, მეც ამ ხალხის შვილი ვარ. მაგრამ ვიტყვი ერთს, ქართველმა ხალხმა დაკარგა სიამაყე, სიამაყე იმისა რომ არის ქართველი. ან ამაყობს რომ არის ქართველი, მაგრამ არ ესმის სიტყვა ქართველი. ქართველი ვაჯკაცის ერთ-ერთი კანონი იყო რომ, ქართველს ქართველი, სასიკვდილოდ არ უნდა დაეჭრა. რაც არ უნდა მომხდარიყო! თუ ქართველის სიკვდილს და მის ''არაქართველობას'' ჯგუფურად არ გადაწყვეტდნენ. ეს კანონი დღეს უბრალოდ სასაცილოდ არ ყოფნით. მეორე, ქართველ ვაჟკაცს ეკრძალებოდა მინდობილად ჯდომაც კი, ევალებოდა მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა. და ზურგში დაჭრილებს დედაც არ ტიროდა. აი როგორ მოვედით დღემდე. დღეს? თქვენც კარგად იცით რა და როგორ, ხდებოდა. ერთობა აღარ არსებობს. ''ვისთვის ვიბრძოლო? მტავრობისთვის?'' აი ტრადიციული კიტხვა რომელიც ბევრს აწუხებდა და ომს თავისად არ თვლიდა. როცა, ერთი მუჩა ქართველი მეომრები, იხოცებოდნენ სამშობლოს, ისევ ამ ხალხის დასაცავად. მერე გამოვა ''დედიკოს ბიჭი'' და იტყვის რომ ეს ომი, უაზრობა იყო. იმ გმირების ფასად ვარ მეც ცოცხალი დღეს. დაიკო მე შენ უდიდეს პატივს გცემ. დიდი მადლობა, არ ვიცოდი აქამდე ამ საიტზე შენი ნაწარმოებები. +555555555555555555555 მართალი ხარ დაიკო. სამწუხაროა მაგრამ მართალია. ``გაიხრწნა ერის ზნეობა``! შეეჩვია ხალხი უსაქმურობას, მათ შორიც მეც ვარ, მეც ამ ხალხის შვილი ვარ. მაგრამ ვიტყვი ერთს, ქართველმა ხალხმა დაკარგა სიამაყე, სიამაყე იმისა რომ არის ქართველი. ან ამაყობს რომ არის ქართველი, მაგრამ არ ესმის სიტყვა ქართველი. ქართველი ვაჯკაცის ერთ-ერთი კანონი იყო რომ, ქართველს ქართველი, სასიკვდილოდ არ უნდა დაეჭრა. რაც არ უნდა მომხდარიყო! თუ ქართველის სიკვდილს და მის ``არაქართველობას`` ჯგუფურად არ გადაწყვეტდნენ. ეს კანონი დღეს უბრალოდ სასაცილოდ არ ყოფნით. მეორე, ქართველ ვაჟკაცს ეკრძალებოდა მინდობილად ჯდომაც კი, ევალებოდა მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა. და ზურგში დაჭრილებს დედაც არ ტიროდა. აი როგორ მოვედით დღემდე. დღეს? თქვენც კარგად იცით რა და როგორ, ხდებოდა. ერთობა აღარ არსებობს. ``ვისთვის ვიბრძოლო? მტავრობისთვის?`` აი ტრადიციული კიტხვა რომელიც ბევრს აწუხებდა და ომს თავისად არ თვლიდა. როცა, ერთი მუჩა ქართველი მეომრები, იხოცებოდნენ სამშობლოს, ისევ ამ ხალხის დასაცავად. მერე გამოვა ``დედიკოს ბიჭი`` და იტყვის რომ ეს ომი, უაზრობა იყო. იმ გმირების ფასად ვარ მეც ცოცხალი დღეს. დაიკო მე შენ უდიდეს პატივს გცემ. დიდი მადლობა, არ ვიცოდი აქამდე ამ საიტზე შენი ნაწარმოებები. +555555555555555555555
20. 5555555555555555555555555 5555555555555555555555555
19. ისედაც ნატკენი კიდევ უფრო მეტკინა. გაიხარე შენ ისედაც ნატკენი კიდევ უფრო მეტკინა. გაიხარე შენ
18. tkven ra migachniad saqartvelostvis yvelaze prioritetulad? tkven ra migachniad saqartvelostvis yvelaze prioritetulad?
17. "შეუძლებელია ეს ყველაფერი შექმნილიყო 18 წელიწადში მრავალსაუკუნეობრივი მონობის შემდეგ"-ვიცი,შეუძლებელია,მაგრამ ამ ეტაპზე იმის თქმაც შეუძლებელია,რომ თითო ოროლა კაცის გარდა ვინმე ცდილობდეს ამის შეცვლას,ამიტომაცაა ჩემი წერილი ასე პესიმისტური (უფრო კი რეალისტური). არაოკუპირებული ვახსენე,რადგან ეს დღევანდელი საქართველოს მთავარ პრობლემად და სატკივრად მიმაჩნია. თქვენსავით,მხოლოდ თაობათა ცვლის იმედი მაქვს.მაგრამ ამ თაობების სწორად ჩამოყალიბებას დღეიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი და ასევე, ნიადაგი უნდა შევქმნათ მომავალი მოქმედებებისთვის. გასულ აგვისტოს აფხაზეთს სამაჩაბლოს დარჩენილი ნაწილიც მივაყოლეთ; თუ ასე გაგრძელდა,აღარაფერი დარჩება ქართული-არც მიწა,არც სული,არც ენა.....
"სისულელეა ამ ყველაფერზე საუბარი როცა დღესაც არის შემორჩენილი სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანში მონური ხასიათის თვისებები..."- მეც,თუნდაც ამ პატარა წერილით მხოლოდ იმას ვცდილობ,რომ ვინმეს მაინც დავანახო ჩვენი მდგომარეობის სიმძიმე,კიდევ ერთხელ ვთქვა,რომ "თავისუფლება ერთი ბატონის მეორეთი შეცვლასთან არ უნდა გავაიგივოთ",ანუ დავივიწყოთ "მონური ხასიათის თვისებები" თუ სწორად მივხვდი,მხოლოდ იმას მედავებით, რომ ჩემი პესიმისტი უადგილოა. მე კი მგონია,რომ დროულია,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ მომავლის იმედი არ მაქვს. მართლმადიდებელს არც აქვს სასოწარკვეთის უფლება. უბრალოდ,მოქმედება ახლავე უნდა დაიწყოს სრულიად საქართველომ,განსაკუთრებით მომავალმა თაობამ! ამისთვის ფიქრი,განსჯა, ცოდნის მიღებაა აუცილებელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ,ერთხელ და სამუდამოდ განვსაზღვროს ქართველმა ერმა სახელმწიფოებრივი პრიორიტეტები!
"შეუძლებელია ეს ყველაფერი შექმნილიყო 18 წელიწადში მრავალსაუკუნეობრივი მონობის შემდეგ"-ვიცი,შეუძლებელია,მაგრამ ამ ეტაპზე იმის თქმაც შეუძლებელია,რომ თითო ოროლა კაცის გარდა ვინმე ცდილობდეს ამის შეცვლას,ამიტომაცაა ჩემი წერილი ასე პესიმისტური (უფრო კი რეალისტური). არაოკუპირებული ვახსენე,რადგან ეს დღევანდელი საქართველოს მთავარ პრობლემად და სატკივრად მიმაჩნია. თქვენსავით,მხოლოდ თაობათა ცვლის იმედი მაქვს.მაგრამ ამ თაობების სწორად ჩამოყალიბებას დღეიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი და ასევე, ნიადაგი უნდა შევქმნათ მომავალი მოქმედებებისთვის. გასულ აგვისტოს აფხაზეთს სამაჩაბლოს დარჩენილი ნაწილიც მივაყოლეთ; თუ ასე გაგრძელდა,აღარაფერი დარჩება ქართული-არც მიწა,არც სული,არც ენა.....
"სისულელეა ამ ყველაფერზე საუბარი როცა დღესაც არის შემორჩენილი სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანში მონური ხასიათის თვისებები..."- მეც,თუნდაც ამ პატარა წერილით მხოლოდ იმას ვცდილობ,რომ ვინმეს მაინც დავანახო ჩვენი მდგომარეობის სიმძიმე,კიდევ ერთხელ ვთქვა,რომ "თავისუფლება ერთი ბატონის მეორეთი შეცვლასთან არ უნდა გავაიგივოთ",ანუ დავივიწყოთ "მონური ხასიათის თვისებები" თუ სწორად მივხვდი,მხოლოდ იმას მედავებით, რომ ჩემი პესიმისტი უადგილოა. მე კი მგონია,რომ დროულია,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ მომავლის იმედი არ მაქვს. მართლმადიდებელს არც აქვს სასოწარკვეთის უფლება. უბრალოდ,მოქმედება ახლავე უნდა დაიწყოს სრულიად საქართველომ,განსაკუთრებით მომავალმა თაობამ! ამისთვის ფიქრი,განსჯა, ცოდნის მიღებაა აუცილებელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ,ერთხელ და სამუდამოდ განვსაზღვროს ქართველმა ერმა სახელმწიფოებრივი პრიორიტეტები!
16. ჩემთვის შემდგარია სახელმწიფო: დამოუკიდებელი,არაოკუპირებული, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით,ეროვნული მთავრობით,ძლიერი ჯარით,კანონის უზენაესობით, კონკრეტულად განსაზღვრული ეროვნული პრიორიტეტებით
შეუძლებელია ეს ყველაფერი შექმნილიყო 18 წელიწადში მრავალსაუკუნეობრივი მონობის შემდეგ, სისულელეა ამ ყველაფერზე საუბარი როცა დღესაც არის შემორჩენილი სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანში მონური ხასიათის თვისებები, თუმცა მე როგორც ოპტიმისტი ვფიქრობ რომ თაობათა ცვლა ამ ყველაფერს გამოასწორებს და ჩემი მომავალი შვილების თუ არა შვილისშვილების თაობა მაინც იცხოვრებს ნორმალურ სახელმწიფოში.
მთლიანად ერის ჯაჟკაცობას რაც შეეხება კი, სამწუხაროდ ჩვენ არ დაგვყვა ის ხასიათი რაც აქვთ ებრაელებს, ირლანდიელებს და კიდევ ბევრ სხვა ჩვენნაირ ერებს რომლებიც ჩვენსავით იყვნენ ძალმომრეობის მსხვერპლნი საუკუნეთა განმავლობაში...ქართველს ერთი ცუდი თვისება აქვს, ადვილად იხრწნება ადვილად იყიდება და ერთხელ უკვე გაყიდული მეორედაც იყიდება თან უფრო იაფად. რომელი სამოქალაქო საზოგადოება უნდა შევქმნათ როცა უფროს თაობაში დღესაც ბევრი მისტირის 37 მანეთიან გადაფრენ-გადმოფრენას დედა რუსეთში. თაობათა ცვლა და კიდევ ერთხელ თაობათა ცვლა! ჩემთვის შემდგარია სახელმწიფო: დამოუკიდებელი,არაოკუპირებული, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით,ეროვნული მთავრობით,ძლიერი ჯარით,კანონის უზენაესობით, კონკრეტულად განსაზღვრული ეროვნული პრიორიტეტებით
შეუძლებელია ეს ყველაფერი შექმნილიყო 18 წელიწადში მრავალსაუკუნეობრივი მონობის შემდეგ, სისულელეა ამ ყველაფერზე საუბარი როცა დღესაც არის შემორჩენილი სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანში მონური ხასიათის თვისებები, თუმცა მე როგორც ოპტიმისტი ვფიქრობ რომ თაობათა ცვლა ამ ყველაფერს გამოასწორებს და ჩემი მომავალი შვილების თუ არა შვილისშვილების თაობა მაინც იცხოვრებს ნორმალურ სახელმწიფოში.
მთლიანად ერის ჯაჟკაცობას რაც შეეხება კი, სამწუხაროდ ჩვენ არ დაგვყვა ის ხასიათი რაც აქვთ ებრაელებს, ირლანდიელებს და კიდევ ბევრ სხვა ჩვენნაირ ერებს რომლებიც ჩვენსავით იყვნენ ძალმომრეობის მსხვერპლნი საუკუნეთა განმავლობაში...ქართველს ერთი ცუდი თვისება აქვს, ადვილად იხრწნება ადვილად იყიდება და ერთხელ უკვე გაყიდული მეორედაც იყიდება თან უფრო იაფად. რომელი სამოქალაქო საზოგადოება უნდა შევქმნათ როცა უფროს თაობაში დღესაც ბევრი მისტირის 37 მანეთიან გადაფრენ-გადმოფრენას დედა რუსეთში. თაობათა ცვლა და კიდევ ერთხელ თაობათა ცვლა!
15. სახელმწიფო სიმბოლიკა რომ გვაქვს და აღიარებულიც ვართ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან,ეს კარგია,კი ბატონო!უარესადაც რომ ვყოფილვართ?!- ალბათ ვყოფილვართ, მაგრამ მე,ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს,ზოგჯერ მგონია,რომ სულაც არ ვცხოვრობ შემდგარ,ჩამოყალიბებულ სახელმწიფოში,ვინაიდან,ჩემთვის სახელმწიფო უფრო მეტია,ვიდრე იურისდიქცია და კანონმდებლობა. ჩემთვის შემდგარია სახელმწიფო: დამოუკიდებელი,არაოკუპირებული, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით,ეროვნული მთავრობით,ძლიერი ჯარით,კანონის უზენაესობით, კონკრეტულად განსაზღვრული ეროვნული პრიორიტეტებით, არა "ურა პატრიოტებით",არამედ ჭეშმარიტი გულშემატკივრებით (მესვეურებით) და რა ვიცი,აღარ გავაგრძელებ ბევრს. ვაჯკაცობა კი მაშინ გვმართებს,როცა გარემო პირობებთან ბრძოლაა საჭირო, პირობები თუ ხელისშემწყობია,ნებისმიერი,ყველაზე მშიშარაც ივაჟკაცებს.
სახელმწიფო სიმბოლიკა რომ გვაქვს და აღიარებულიც ვართ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან,ეს კარგია,კი ბატონო!უარესადაც რომ ვყოფილვართ?!- ალბათ ვყოფილვართ, მაგრამ მე,ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს,ზოგჯერ მგონია,რომ სულაც არ ვცხოვრობ შემდგარ,ჩამოყალიბებულ სახელმწიფოში,ვინაიდან,ჩემთვის სახელმწიფო უფრო მეტია,ვიდრე იურისდიქცია და კანონმდებლობა. ჩემთვის შემდგარია სახელმწიფო: დამოუკიდებელი,არაოკუპირებული, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით,ეროვნული მთავრობით,ძლიერი ჯარით,კანონის უზენაესობით, კონკრეტულად განსაზღვრული ეროვნული პრიორიტეტებით, არა "ურა პატრიოტებით",არამედ ჭეშმარიტი გულშემატკივრებით (მესვეურებით) და რა ვიცი,აღარ გავაგრძელებ ბევრს. ვაჯკაცობა კი მაშინ გვმართებს,როცა გარემო პირობებთან ბრძოლაა საჭირო, პირობები თუ ხელისშემწყობია,ნებისმიერი,ყველაზე მშიშარაც ივაჟკაცებს.
14. რა სისულელეა მე არ ვამბობ რომ საქართველოში დღეს კარგი და მით უმეტეს აყვავებული მდგომარეობაა, მე ვთქვი რომ ძალიან ბევრ პერიოდთან შედარებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დღეს უკეთესობაა და მგონი ეს სინამდვილეა, ბოლოს და ბოლოს საქართველო არსებობს ბუნებაში ქვეყაან თავისი ჰიმნით, დროშით, იურისდიქციით, კანონმდებლობით. (ცუდით თუ კარგით ეს ცალკე განხივლის თემაა) ხოლო რაც შეეხება იმას რომ: შელამაზების გარეშე რო ვთქვათ, "ადრე ვაჟკაცები ვიყავით და ეხლა რას ვგავართ " არ მიმაჩნია სწორედ, ეს შეუძლებელია, ქართველი რაც იყო ადრე დარჩა იმად, არ არსებობს ვაჟკაცობის დონის გაზრდა არსებობენ ვაჟკაცობის ხელის შემშლელი და ხელის შემწყობი პირობები.
რა სისულელეა მე არ ვამბობ რომ საქართველოში დღეს კარგი და მით უმეტეს აყვავებული მდგომარეობაა, მე ვთქვი რომ ძალიან ბევრ პერიოდთან შედარებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დღეს უკეთესობაა და მგონი ეს სინამდვილეა, ბოლოს და ბოლოს საქართველო არსებობს ბუნებაში ქვეყაან თავისი ჰიმნით, დროშით, იურისდიქციით, კანონმდებლობით. (ცუდით თუ კარგით ეს ცალკე განხივლის თემაა) ხოლო რაც შეეხება იმას რომ: შელამაზების გარეშე რო ვთქვათ, "ადრე ვაჟკაცები ვიყავით და ეხლა რას ვგავართ " არ მიმაჩნია სწორედ, ეს შეუძლებელია, ქართველი რაც იყო ადრე დარჩა იმად, არ არსებობს ვაჟკაცობის დონის გაზრდა არსებობენ ვაჟკაცობის ხელის შემშლელი და ხელის შემწყობი პირობები.
13. ბევრი ფურცელი ჩვენი ისტორიისა გაზვიადებული რომ არის,ამაზე არ შეგეკამათებით,მაგრამ იმედი მაქვს,თქვენი სიტყვები იმას არ გულისხმობს,რომ მთელი ქართული ისტორია გაყალბებულია. რაც შეეხება დღევანდელობას, გულწრფელად მინდა,თქვენსავით ოპტიმისტურად ვხედავდე მას,მაგრამ რა ვქნა,რომ გარემოება არ მაძლევს ამის საშუალებას?! ისე,საინტერესოა,საიდან მოდის ეს თქვენეული სინამდვილე,მართლა მაინტერესებს,რა გაძლევთ საფუძველს, დღევანდელ საქართველოში ძლიერება დაინახოთ?-მოგებული ომი, დასაქმებული მოსახლეობა... ან იქნებ დემოკრატიის შუქურამ მოგჭრათ თვალი?!
პი.ეს. მადლობა კრიტიკული აზრისთვის,გამომეხმაურეთ,საინტერესო იქნება,ვფიქრობ........:) ბევრი ფურცელი ჩვენი ისტორიისა გაზვიადებული რომ არის,ამაზე არ შეგეკამათებით,მაგრამ იმედი მაქვს,თქვენი სიტყვები იმას არ გულისხმობს,რომ მთელი ქართული ისტორია გაყალბებულია. რაც შეეხება დღევანდელობას, გულწრფელად მინდა,თქვენსავით ოპტიმისტურად ვხედავდე მას,მაგრამ რა ვქნა,რომ გარემოება არ მაძლევს ამის საშუალებას?! ისე,საინტერესოა,საიდან მოდის ეს თქვენეული სინამდვილე,მართლა მაინტერესებს,რა გაძლევთ საფუძველს, დღევანდელ საქართველოში ძლიერება დაინახოთ?-მოგებული ომი, დასაქმებული მოსახლეობა... ან იქნებ დემოკრატიის შუქურამ მოგჭრათ თვალი?!
პი.ეს. მადლობა კრიტიკული აზრისთვის,გამომეხმაურეთ,საინტერესო იქნება,ვფიქრობ........:)
12. სამწუხაროდ ჩვენი უბედურება ისაა რომ ყოველთვის მემატიენის მიერ შექმნილი ისტორიით ვხელმძღვანელობთ. ჩემი აზრით არ არის რეალური ვიღაცის პოეზიის ან ჟამთააღწერობის დღევანდელ სიტუაციასთან შედარება. ეგ ლირიკაა და ყოველთვის იმას წერდნენ როგორი საქართველო უნდოდათ ენახათ და არა ისეთს როგორიც იყო. სინამდვილეში ქვეყანა დღეს ბევრად უფრო ძლიერად დგას ვიდრე ძალიან ძალიან ბევრი წლების განმავლობაში იყო ბევრჯერ სამწუხაროდ ჩვენი უბედურება ისაა რომ ყოველთვის მემატიენის მიერ შექმნილი ისტორიით ვხელმძღვანელობთ. ჩემი აზრით არ არის რეალური ვიღაცის პოეზიის ან ჟამთააღწერობის დღევანდელ სიტუაციასთან შედარება. ეგ ლირიკაა და ყოველთვის იმას წერდნენ როგორი საქართველო უნდოდათ ენახათ და არა ისეთს როგორიც იყო. სინამდვილეში ქვეყანა დღეს ბევრად უფრო ძლიერად დგას ვიდრე ძალიან ძალიან ბევრი წლების განმავლობაში იყო ბევრჯერ
11. ემოციურია და კარგად დაწერილი.....
გეთანხმები რომ სანამ ცნობიერება არ შეიცვლება ქართველობაში (უფრო სწორედ სანამ არ დაბრუნდება ძველი ქართული ცნობიერება) მანამდე არაფერი არ გვეშველება........ ემოციურია და კარგად დაწერილი.....
გეთანხმები რომ სანამ ცნობიერება არ შეიცვლება ქართველობაში (უფრო სწორედ სანამ არ დაბრუნდება ძველი ქართული ცნობიერება) მანამდე არაფერი არ გვეშველება........
10. ეკა-ლი, შენს ამ ბოლო კომენტარზე მეც სიამოვნებით მოვაწერდი ხელს. გეთანხმები ასი პროცენტით. :) :) :)
ეკა-ლი, შენს ამ ბოლო კომენტარზე მეც სიამოვნებით მოვაწერდი ხელს. გეთანხმები ასი პროცენტით. :) :) :)
9. მოგესალმებით,გმადლობთ სტუმრობისა და თქვენი დამოკიდებულების გამოხატვისათვის.: )ცირას (ან ქალბატონ ცირას) განსაკუთრებული მადლობა გარკვეულწილად კრიტიკული აზრისათვის,უბრალოდ,დავაზუსტებ,რომ ანდაზას მაინც და მაინც პირაპირი მნიშვნელობით ნუ გავიგებთ,აკი აღვნიშნე კიდეც: "ნებისმიერი სახელმწიფოს სტაბილურობა ოჯახის კეთილდღეობაზე დგას. " უბრალოდ,ჩემი თვალით დანახული ქართველები კაცების დიდი ნაწილი (და არამარტო კაცების) საკუთარ კეთილდღეობაზეც აღარ ზრუნავს, სამოქმედო ბიძგის მომცემად ეგოიზმიც კი აღარ შემოგვრჩენია,არც ოჯახი აღელვებს ბევრს,აპათიის,დაღლილობის,თავმობეზრების,ასეთი მძიმე,თითქმის დამამცირებელი ყოფის გამო. დღეს,აშკარად წარსულისაგან განსხვავებით,ბევრი ფიქრობს,რომ სამშობლოს ბედისა და მომავლის განმკარგველი ის ვერ იქნება და მისი ოჯახის კეთილდღეობას არანაირად არ უკავშირდება სახელმწიფოს სოციალ-პოლიტიკური მდგომარეობა. არადა,როგორ მინდა,ხალხი მიხვდეს,რომ ოჯახი ბაზისია,საძირკველია ქვეყნისა და მის მორალურ,სულიერ,მატერიალურ სტაბილურობაზეა დამყარებული მთელი სახელმწიფოს კეთილდღეობა და არა პირიქით,როგორც ეს ხშირად გვგონია.
პი.ეს. ესეც ჩემი ვრცელი სიტყვა ტრადიციულად:D მოგესალმებით,გმადლობთ სტუმრობისა და თქვენი დამოკიდებულების გამოხატვისათვის.: )ცირას (ან ქალბატონ ცირას) განსაკუთრებული მადლობა გარკვეულწილად კრიტიკული აზრისათვის,უბრალოდ,დავაზუსტებ,რომ ანდაზას მაინც და მაინც პირაპირი მნიშვნელობით ნუ გავიგებთ,აკი აღვნიშნე კიდეც: "ნებისმიერი სახელმწიფოს სტაბილურობა ოჯახის კეთილდღეობაზე დგას. " უბრალოდ,ჩემი თვალით დანახული ქართველები კაცების დიდი ნაწილი (და არამარტო კაცების) საკუთარ კეთილდღეობაზეც აღარ ზრუნავს, სამოქმედო ბიძგის მომცემად ეგოიზმიც კი აღარ შემოგვრჩენია,არც ოჯახი აღელვებს ბევრს,აპათიის,დაღლილობის,თავმობეზრების,ასეთი მძიმე,თითქმის დამამცირებელი ყოფის გამო. დღეს,აშკარად წარსულისაგან განსხვავებით,ბევრი ფიქრობს,რომ სამშობლოს ბედისა და მომავლის განმკარგველი ის ვერ იქნება და მისი ოჯახის კეთილდღეობას არანაირად არ უკავშირდება სახელმწიფოს სოციალ-პოლიტიკური მდგომარეობა. არადა,როგორ მინდა,ხალხი მიხვდეს,რომ ოჯახი ბაზისია,საძირკველია ქვეყნისა და მის მორალურ,სულიერ,მატერიალურ სტაბილურობაზეა დამყარებული მთელი სახელმწიფოს კეთილდღეობა და არა პირიქით,როგორც ეს ხშირად გვგონია.
პი.ეს. ესეც ჩემი ვრცელი სიტყვა ტრადიციულად:D
8. მოგესალმები ეკა-ლი:) მოგესალმები ცირა :) ყველას მოგესალმებით მეგობრებო :)
ეკა-ლის, წერილი რომ საინტერესოა ეს უდავოა, ასევე ცირას კომენტარი შეიცავს მნიშვნელოვან ფაქტორებს, რაც ანალიზის საფუძველს იძლევა.
სიყვარული გამოხატული საქმეში, იქნება ის დიდი ძალა რომელიც ჩვენ როგორც ხელებდაკაპიწებულ მშენებლებს , შეგვაძლებინებს რთული კონსტრუქციის მქონე, ფურცელზე არსებული ნახაზების -- რეალობად ქცევას.
ახლაც გავიმეორებ "ჩვენი თავი, უნდა გვეკუთვნოდეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ"!
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მოგესალმები ეკა-ლი:) მოგესალმები ცირა :) ყველას მოგესალმებით მეგობრებო :)
ეკა-ლის, წერილი რომ საინტერესოა ეს უდავოა, ასევე ცირას კომენტარი შეიცავს მნიშვნელოვან ფაქტორებს, რაც ანალიზის საფუძველს იძლევა.
სიყვარული გამოხატული საქმეში, იქნება ის დიდი ძალა რომელიც ჩვენ როგორც ხელებდაკაპიწებულ მშენებლებს , შეგვაძლებინებს რთული კონსტრუქციის მქონე, ფურცელზე არსებული ნახაზების -- რეალობად ქცევას.
ახლაც გავიმეორებ "ჩვენი თავი, უნდა გვეკუთვნოდეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ"!
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
7. გულწრფელი და მართალი წერილია, ყველა ჩვენგანის სატკივარის მთქმელი. 'ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო', წერილის ამ ნაწილში ვერ დაგეთანხმები. ქართველ მამას ჯერ ცოლო და შვილო უჭირს, (ხშირად შემდეგ მეზობელო და ნათესავო), საკუთარი თავი კი ბოლოში. ჩვენი უბედურება სიყვარულისა და ერთგულების დეფიციტზე მეტად უთაობა, ინერტულობა, გაუგონარი სიზარმაცე და ყოვლად უსაფუძვლო კუდაბზიკობაა. თუ დაგვჭირდა, ქართველი ბიჭების დიდი ნაწილი ჩვენს გადასარჩენად, იცოცხლე, თავს არ დაზოგავს, მაგრამ საქმე ჩვენს დაპურებამდე როდესაც მიდგება, მაშინ ნურას უკაცრავად, თითის განძრევა არავის სურს.(უფრო ასაკოვნები ხელებს უძლურად შლიან, ჩვენ რა შეგვიძლია, ზევიდან მოგვხედონო.) 'ჩვეულებრივ მოკვდავთა' შორის უსაქმურობა, ნარკომანია, აპათია... 'ელიტაში' - უსაქმურობა, ნარკომანია + ცინიზმი, პოლიტიკური პროსტიტუცია, სიბეცე, არაკომპეტენტურობა, თვალში ნაცრის შეყრა... ზოგჯერ მეშინია-ხოლმე, მართლა 'ცისფერი ვირები' ხომ არა ვართ? რატომ გვჭირს ეს? მიზეზების ჩამოთვლა რომ დავიწყო, მეორე წერილი გამოვა და მაინც ვერ იქნება ამომწურავი. რა გადაგვარჩენს? მამა ღმერთი და კიდევ ჩვენივე საკუთარი სისხლის და ოფლის ღვრა. მე მორწმუნე ვარ და გულწრფელად მჯერა, მამაზეციერმა სადაც აქამდე მოგვიყვანა, აწიც არ გაგვწირავს. (საკუთარი თავი გვარიანად კი გავთათხეთ, მაგრამ მაინც ღვთისნიერი ხალხი ვართ). არ ვიცი როდის, არ ვიცი როგორ, მაგრამ აუცილებლად გავმთლიანდებით, იარებსაც მოვიშუშებთ და უწინდელზე მეტად გავბრწყინდებით. მომიტევეთ, რომ ამხელა კომენტარი გამომივიდა. მოკლედ წერა ვერაფრით ვისწავლე და რა ვქნა? :)
გულწრფელი და მართალი წერილია, ყველა ჩვენგანის სატკივარის მთქმელი. `ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო`, წერილის ამ ნაწილში ვერ დაგეთანხმები. ქართველ მამას ჯერ ცოლო და შვილო უჭირს, (ხშირად შემდეგ მეზობელო და ნათესავო), საკუთარი თავი კი ბოლოში. ჩვენი უბედურება სიყვარულისა და ერთგულების დეფიციტზე მეტად უთაობა, ინერტულობა, გაუგონარი სიზარმაცე და ყოვლად უსაფუძვლო კუდაბზიკობაა. თუ დაგვჭირდა, ქართველი ბიჭების დიდი ნაწილი ჩვენს გადასარჩენად, იცოცხლე, თავს არ დაზოგავს, მაგრამ საქმე ჩვენს დაპურებამდე როდესაც მიდგება, მაშინ ნურას უკაცრავად, თითის განძრევა არავის სურს.(უფრო ასაკოვნები ხელებს უძლურად შლიან, ჩვენ რა შეგვიძლია, ზევიდან მოგვხედონო.) `ჩვეულებრივ მოკვდავთა` შორის უსაქმურობა, ნარკომანია, აპათია... `ელიტაში` - უსაქმურობა, ნარკომანია + ცინიზმი, პოლიტიკური პროსტიტუცია, სიბეცე, არაკომპეტენტურობა, თვალში ნაცრის შეყრა... ზოგჯერ მეშინია-ხოლმე, მართლა `ცისფერი ვირები` ხომ არა ვართ? რატომ გვჭირს ეს? მიზეზების ჩამოთვლა რომ დავიწყო, მეორე წერილი გამოვა და მაინც ვერ იქნება ამომწურავი. რა გადაგვარჩენს? მამა ღმერთი და კიდევ ჩვენივე საკუთარი სისხლის და ოფლის ღვრა. მე მორწმუნე ვარ და გულწრფელად მჯერა, მამაზეციერმა სადაც აქამდე მოგვიყვანა, აწიც არ გაგვწირავს. (საკუთარი თავი გვარიანად კი გავთათხეთ, მაგრამ მაინც ღვთისნიერი ხალხი ვართ). არ ვიცი როდის, არ ვიცი როგორ, მაგრამ აუცილებლად გავმთლიანდებით, იარებსაც მოვიშუშებთ და უწინდელზე მეტად გავბრწყინდებით. მომიტევეთ, რომ ამხელა კომენტარი გამომივიდა. მოკლედ წერა ვერაფრით ვისწავლე და რა ვქნა? :)
6. კარგად წერ! საინტერესოდ და გააზრებულად, დიდი სითბოთი გადმესცემ სათქმელს შენსას და ხვასაც აძლევ გასაქანს იაზროვნოს. მოკლეთ ნიჭიერი ადამიანი ხარ და აქ ბევრჯერ დავბრუნდები. 5 :) კარგად წერ! საინტერესოდ და გააზრებულად, დიდი სითბოთი გადმესცემ სათქმელს შენსას და ხვასაც აძლევ გასაქანს იაზროვნოს. მოკლეთ ნიჭიერი ადამიანი ხარ და აქ ბევრჯერ დავბრუნდები. 5 :)
5. ეჰ, ეკა-ლო.....ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო, შენა სთქვი ეს ლამის 150 წლის წინ გენიოსის ნათქვამი სიტყვა და მე გავიგონე...გავიგონე, გავჩუმდი და გულში ტკივილლად დამრჩა , ოღონდ კითხვა როდემდის?.... კვლავ არ შეცვლილა და როდემდის?....... მგონი მანადე, სანამ ყველას იგივე არ შეაწუხებს და ეს სანატრელი დრო კი როდის იქნება, ეს უფალმა უწყის..... არის დრო ქვების დაგროვებისა და არის დრო ქვების სროლისაო..... ღმერთმა ხელი მოგიმართოს და სიტყვა მართალი კვლავ მოგანიჭოს..... :):):):) ეჰ, ეკა-ლო.....ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო, შენა სთქვი ეს ლამის 150 წლის წინ გენიოსის ნათქვამი სიტყვა და მე გავიგონე...გავიგონე, გავჩუმდი და გულში ტკივილლად დამრჩა , ოღონდ კითხვა როდემდის?.... კვლავ არ შეცვლილა და როდემდის?....... მგონი მანადე, სანამ ყველას იგივე არ შეაწუხებს და ეს სანატრელი დრო კი როდის იქნება, ეს უფალმა უწყის..... არის დრო ქვების დაგროვებისა და არის დრო ქვების სროლისაო..... ღმერთმა ხელი მოგიმართოს და სიტყვა მართალი კვლავ მოგანიჭოს..... :):):):)
4. მოგესალმები ეკა-ლი, :)
საინტერესო წერილია, ვარდისფერი სათვალის მოხსნა კარგა ხანია გვმართებს,,
თUმცა, საქმე უფრო რთულადაა ვიდრე თუნდაც ერთი შეხედვით ჩანს,,
ილიას მეორე შესანიშნავი ფრაზაც აქვს გამოთქმული საკუთავი თავის კუთვნილებაზე.
მე ფორმულას ვეძახი ამ გამოთქმას. რა შუაშია ფორმულა და მხატვრული სიტყვა?? არის,,
ისევე როგორც, 2 X 2 არის ოთხი, მანამ სანამ არ მოხდება ჩვენი თავის კუთვნილების განსაზღვრა, მანამდე გაგვიჭირდება მართალ გზაზე სიარული.
ამიტომაცაა ფორმულა "ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთვნოდეს".
ფორუმულა 2X2 = 4
თუ დრომ საშუალება მომცა, დავბრუნდები ამ ნაწერში, აქ სიყვარული და სითბოა :)
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მოგესალმები ეკა-ლი, :)
საინტერესო წერილია, ვარდისფერი სათვალის მოხსნა კარგა ხანია გვმართებს,,
თUმცა, საქმე უფრო რთულადაა ვიდრე თუნდაც ერთი შეხედვით ჩანს,,
ილიას მეორე შესანიშნავი ფრაზაც აქვს გამოთქმული საკუთავი თავის კუთვნილებაზე.
მე ფორმულას ვეძახი ამ გამოთქმას. რა შუაშია ფორმულა და მხატვრული სიტყვა?? არის,,
ისევე როგორც, 2 X 2 არის ოთხი, მანამ სანამ არ მოხდება ჩვენი თავის კუთვნილების განსაზღვრა, მანამდე გაგვიჭირდება მართალ გზაზე სიარული.
ამიტომაცაა ფორმულა "ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთვნოდეს".
ფორუმულა 2X2 = 4
თუ დრომ საშუალება მომცა, დავბრუნდები ამ ნაწერში, აქ სიყვარული და სითბოა :)
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
3. უღრმესი მადლობა, ქალბატონო თამარ! არ ვიცი,რამდენად ვარდის:D უბრალოდ,მიხარია,თუკი თქვენ ასე დამინახეთ :)
დრო მოვიდა, დრო მოვიდა,ჩვენ მაინც ვიხილოთ ამგვარი საქართველო,იმედია,მალე მოხდება ეს. ჯერჯერობით მხოლოდ იმედია:( უღრმესი მადლობა, ქალბატონო თამარ! არ ვიცი,რამდენად ვარდის:D უბრალოდ,მიხარია,თუკი თქვენ ასე დამინახეთ :)
დრო მოვიდა, დრო მოვიდა,ჩვენ მაინც ვიხილოთ ამგვარი საქართველო,იმედია,მალე მოხდება ეს. ჯერჯერობით მხოლოდ იმედია:(
2. 5!სხვა საქართველო კი არა, თვით საქართველო სად არის?"
მართალი იყო ამის ავტორი,სამწუხაროდ ვერ მოესწრო თვით საქართველო ენახა...ყველაფერი კარგად იქნება 5!სხვა საქართველო კი არა, თვით საქართველო სად არის?"
მართალი იყო ამის ავტორი,სამწუხაროდ ვერ მოესწრო თვით საქართველო ენახა...ყველაფერი კარგად იქნება
1. გაიხარე, ეკა-ლო! შენ ვარდის ეკალი იქნები, უეჭველია! 5 გაიხარე, ეკა-ლო! შენ ვარდის ეკალი იქნები, უეჭველია! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|