 | ავტორი: ეკა-ლი ჟანრი: პროზა 8 აგვისტო, 2009 |
I. დუღდა და ორთქლი ასდიოდა ქალაქს.მარტო სიცხისგან-არა,-ჩქეფდა ცხოვრება ირგვლივ: უკანასკნელ ძალებს ხარჯავდა "ნაღები" საზოგადოება თბილისის მიწაზე. იმ სეზონზე ბოლოჯერ ცეკვავდნენ დედაქალაქის ღამის კლუბებში,უკანასკნელად ისხდნენ ელიტურ რესტორნებში,ბოლო ოფლს იდენდნენ ფინურ საუნებსა თუ გოგირდის აბანოებში. აგვისტო დამდგარიყო და აქ დახარჯული ენერგიის აღსადგენად საზაფხულო კურორტებს უნდა სწვეოდა ელიტა.
II. ჭიანჭველების ბუდეს დამსგავსებოდა მთელი ქართლი- სოფლითა და ქალაქით,ბაღითა თუ ბოსტნით. "როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,ქართლის ხეობებს ასდით ნისლები..." ქართული სულის სურნელი ავარდნოდა ჯერ მოსავალაუღებელ ქართლის მიწას. ეწვოდა ლოყები გორულ ვაშლს,ფერდები შეწითლებოდა სახლეჩ ატამს. სიცხე და გვალვა არ აშინებდა ძირძველ პროვინციას,საქართველოს გულსა და მშობელს-ყველა ფუსფუსებდა შეუსვენებლად.
I. ბოლო ჩემოდანიც ჩაალაგა,მაგრამ საკეტი აღარ ემორჩილებოდა, პირდაფჩენილი მისჩერებოდა პატრონს და ბარგის შემსუბუქებას სთხოვდა. გარუჯული გოგონა დაფიქრებული და შუბლშეჭმუხნული იდგა,ვერაფრით გადაეწყვიტა,კიდევ რა დაეტოვებინა,მაგრამ ჩემოდანი სულ არ იზიარებდა მის დარდს და ჯიუტად შეჰყურებდა გოგონას ხელოვნურ ნამზეურს,თან ვერ მიმხვდარიყო,რატომღა მიდიოდა საზღვაო კურორტზე?!- თვითონ თბილისშიც მშვენივრად გრძნობდა თავს,-ბნელ კარადაში ცივად შენახული.
II. 6 აგვისტო. დღეს პირველი მანქანა დატვირთეს ბეღელურებმა ვაშლით. წელს არც მოსავალი იყო დიდი უწყლობის გამო და უამისოდაც გაჭიანურდა საქმე:საწვავის ფასმაც მოიმატა,აღარც ჩამბარებელი ჩანდა ბევრი. არადა,ამით უნდა გაეტანათ თავი მთელ წელიწადს.
I. შემთხვევით ჩართო ტელევიზორი,თუმცა ისევ გადაშლილ ჩემოდანს დაჰყურებდა. "დილიდან ორმხრივი ცეცხლია გახსნილი კონფლიქტის ზონაში.ამ დროისათვის დაჭრილია 2 ქართველი ჯარისკაცი და 1 ადგილობრივი მცხოვრები.ხელისუფლების განცხადებით..." ტელეფონი აწკრიალდა ამ დროს.მამა ურეკავდა ოკეანის გაღმიდან. ბევრჯერ დაუდასტურა რაღაც თავის დაქნევით,ბოლოს,მივდივარო,-უთხრა და გათიშა. ....აეროპორტში ფრენა დროებით გადადებულიყო,ბილეთების გაყიდვაც შეჩერებულიყო. ისევ დაურეკა მამამ. ისევ დაუდასტურა რაღაც. სახლში დაბრუნდა აკანკალებული. კარი ჩაკეტა,სავარძელში გაინაბა თვალდახუჭული. ცისფერი სანაპირო ეზმანებოდა მხოლოდ. წყნარი მუსიკის ნაცვლად საკუთარი გულის სუსტი ცემა ესმოდა, თრთოლაშეპარული გამომწვევად რომ ეკითხებოდა,-დიდი ხნით ხომ არ გადაიდოო ჩვენი ვოიაჟი?!
II. გუშინ შუაღამიდან ძალუმად მოდიოდა ალისფერი სეტყვა მათი სოფლის თავზე. მიჩვეული იყვნენ გაყინული ომის მწველ დღეებსაც,მაგრამ ასეთი რამ არ ახსოვდათ. ტელევიზორიც ხომ გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებდა:"ორმხრივი ინტენსიური სროლა მიმდინარეობს..." ბნელ სარდაფში ჩაიყუჟნენ. ათასი ფიქრით გაბრუვდა ოთახი. ღელავდნენ თანასოფლელებზე,ნათესავებზე,ლოყებდაბერილ ვაშლებზეც,შვილივით ნაზარდ ხეხილზე, წუხდნენ ბედსა და მომავალზე. სიო უბერავდა აჭარხლებულ ბაღებს... თრთოლვის სურნელითა და მოლოდინით გაბერილიყო კონფლიქტის ზონა.
- - - პირდაპირ ეთერში გადმოსცეს,რუსული არმიის შენაერთები და ოსი სეპარატისტები თბილისისაკენ დაიძრნენ,სამ საათში ქალაქში იქნებიანო. განგაშის ალი ავარდა დედაქალაქს. შეშინდა ყველა. შეშინდნენ ყველგან. ხელისუფალნი ტელევიზორის ეკრანს მიეჯაჭვნენ და დაბნეული თვალებითა და ფერწასული სახეებით თბილისელებს დაჟინებით უმტკიცებდნენ,რომ მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ. მაგრამ კულისებს მიღმა "ომის ფრონტი" უფრო ფართო იყო,ვიდრე ნამდვილი ომის ეპიცენტრში: ჩინოვნიკთა,პარლამენტართა,ხელისუფალთა ტელეფონები "გილიოტინებად" იქცნენ მათთვისვე. თბილისური ელიტა მათგან,საკუთარ ბიზნეს-პარტნიორთაგან,მათ მფარველთაგან ითხოვდა პასუხს. იმედი ჰქონდათ,ამ სპექტაკლის სცენარის წერისას რუხ კარდინალთა არმიის როლი არ გამორჩებოდათ სცენარისტებს. არც გამორჩენიათ!..,-მაგრამ ამ რთულ სპექტაკლში ზოგს სიტყვა დაავიწყდა,ზოგს ქცევა შეეშალა და აირია მონასტერი. დაბნეული ელიტა ჯერ ბანკებს მიაწყდა დაგროვილი ანაბრების გამოსატანად,მაგრამ აღმოჩნდა,რომ ეს შეუძლებელი იყო შექმნილი სიტუაციის გამო. დიდხანს კი აპროტესტეს,მაგრამ რომ ვერაფერი გააწყვეს,სახლში დარჩენილი ფული და ოქრო საგულდაგულოდ გადაახვიეს და გულის ჯიბეში შეინახეს. ...თბილისის აეროპორტი ამჯერად მრავალათასიან საპროტესტო მიტინგს დაემსგავსა. აქაც რომ არაფერი გამოუვიდათ,სასწრაფოდ წითელ ხიდთან გადაინაცვლა "ვირთხების რბოლამ." * * ამ მდგომარეობაში ხელისუფლებაც გრძნობდა თავის წილ პასუხისმგებლობას "ელიტის" მიმართ...
* "ბედნიერი" დასასრული: არასდროს დამავიწყდება იმ ქალბატონის სახე,მთელი სამთავრობო სპექტრის ემოცია სახეზე რომ აღბეჭდვოდა ერთბაშად. მაშინ ვნახე,როგორი გამომეტყველება აქვს ადამიანს,რომელიც ზურგიდან მძიმე ტვირთს ჩამოიღებს და ღრმად ამოისუნთქებს. ტუჩებთან ღიმილი გაუკრთა და... და ისიც კი გავიფიქრე,ომი ხომ არ დამთავრდა-მეთქი?! მეგონა,გვილოცავდა რაიმეს: "მინდა დავამშვიდო თბილისელები, აბსოლუტურად არანაირი საფრთხე არ ემუქრება თბილისს,ორჭოსანთან გადაუხვიეს!" დავიბენი ერთბაშად. დაიბნენ,ალბათ,თბილისშიც,გორშიც. რუკას მივვარდი. მაშინვე მივვარდი და ვიგრძენი,-მშობლის გარეშე დარჩენილი ბავშვივით სლუკუნებდა ორჭოსანი. გულის ჯიბიდან ამოღებული ფულით აღნიშნავდა თბილისური "ელიტა" სრულიად საქართველოს "გადარჩენას!(?)"
http://www.myvideo.ge/?video_id=246124
* * შესაძლოა,ეს ფრაზა შეურაცხმყოფელია და ამდენად,უადგილო,მაგრამ თავს ამის უფლებას ვაძლევ ჩემი პოზიციისა და განწყობიდან გამომდინარე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. "ბედნიერი" დასასრული: არასდროს დამავიწყდება იმ ქალბატონის სახე,მთელი სამთავრობო სპექტრის ემოცია სახეზე რომ აღბეჭდვოდა ერთბაშად. მაშინ ვნახე,როგორი გამომეტყველება აქვს ადამიანს,რომელიც ზურგიდან მძიმე ტვირთს ჩამოიღებს და ღრმად ამოისუნთქებს. ტუჩებთან ღიმილი გაუკრთა და... და ისიც კი გავიფიქრე,ომი ხომ არ დამთავრდა-მეთქი?! მეგონა,გვილოცავდა რაიმეს: "მინდა დავამშვიდო თბილისელები, აბსოლუტურად არანაირი საფრთხე არ ემუქრება თბილისს,ორჭოსანთან გადაუხვიეს!" დავიბენი ერთბაშად. დაიბნენ,ალბათ,თბილისშიც,გორშიც. რუკას მივვარდი. მაშინვე მივვარდი და ვიგრძენი,-მშობლის გარეშე დარჩენილი ბავშვივით სლუკუნებდა ორჭოსანი. გულის ჯიბიდან ამოღებული ფულით აღნიშნავდა თბილისური "ელიტა" სრულიად საქართველოს "გადარჩენას!(?)"
უუუჰ!!! მიხარია, რომ ვიპოვე ეს ავტორი! მოდით აქ... +5 "ბედნიერი" დასასრული: არასდროს დამავიწყდება იმ ქალბატონის სახე,მთელი სამთავრობო სპექტრის ემოცია სახეზე რომ აღბეჭდვოდა ერთბაშად. მაშინ ვნახე,როგორი გამომეტყველება აქვს ადამიანს,რომელიც ზურგიდან მძიმე ტვირთს ჩამოიღებს და ღრმად ამოისუნთქებს. ტუჩებთან ღიმილი გაუკრთა და... და ისიც კი გავიფიქრე,ომი ხომ არ დამთავრდა-მეთქი?! მეგონა,გვილოცავდა რაიმეს: "მინდა დავამშვიდო თბილისელები, აბსოლუტურად არანაირი საფრთხე არ ემუქრება თბილისს,ორჭოსანთან გადაუხვიეს!" დავიბენი ერთბაშად. დაიბნენ,ალბათ,თბილისშიც,გორშიც. რუკას მივვარდი. მაშინვე მივვარდი და ვიგრძენი,-მშობლის გარეშე დარჩენილი ბავშვივით სლუკუნებდა ორჭოსანი. გულის ჯიბიდან ამოღებული ფულით აღნიშნავდა თბილისური "ელიტა" სრულიად საქართველოს "გადარჩენას!(?)"
უუუჰ!!! მიხარია, რომ ვიპოვე ეს ავტორი! მოდით აქ... +5
25. მეც მოგიკითხე, თორნიკე, გამიხარდა შენი გამოჩენა.. მეც მოგიკითხე, თორნიკე, გამიხარდა შენი გამოჩენა..
24. "მინდა დავამშვიდო თბილისელები, აბსოლუტურად არანაირი საფრთხე არ ემუქრება თბილისს,ორჭოსანთან გადაუხვიეს!"
ნერვები მტკივდება რომ გავიფიქრებ - არსებობს ასეთი ხალხი...
მოგიკითხე ეკა. "მინდა დავამშვიდო თბილისელები, აბსოლუტურად არანაირი საფრთხე არ ემუქრება თბილისს,ორჭოსანთან გადაუხვიეს!"
ნერვები მტკივდება რომ გავიფიქრებ - არსებობს ასეთი ხალხი...
მოგიკითხე ეკა.
23. დღეს მაქვს ეთერი ომთან დაკავშირებით და რატომღაც მომინდა ეს წამეკითხა. დღეს მაქვს ეთერი ომთან დაკავშირებით და რატომღაც მომინდა ეს წამეკითხა.
22. სერიოზული მიზეზია იმისთვის, რომ გაქცევა არ მოგინდეს.. აი, ჩემთვის ე.წ "პივასაც" გააჩნია... თუ მას 'zibert' ჰქვია არ გავცვლი პირად კეთილდღეობაზე, სამშობლოსაზე- მით უფრო.. das ist fantastisch... სერიოზული მიზეზია იმისთვის, რომ გაქცევა არ მოგინდეს.. აი, ჩემთვის ე.წ "პივასაც" გააჩნია... თუ მას `zibert` ჰქვია არ გავცვლი პირად კეთილდღეობაზე, სამშობლოსაზე- მით უფრო.. das ist fantastisch...
21. აი მე მაგ დროს რომ გადმოსცემდნენ ჩემს მეზობელ ამირანასთან ერთად ვსვავდი პივებს პადიზედთან და არსადაც არ ვაპირებდი გაქცევას.... არა განა იმიტომ რომ ჰაიტ და ჰუიტ..... არა ჰექტორი მე არ ვარ მაგრამ, ბარგის ჩალაგება, მერე ჩამოსვლა მეცხრე სართულიდან.. უჰ კაი რა : ))) აი მე მაგ დროს რომ გადმოსცემდნენ ჩემს მეზობელ ამირანასთან ერთად ვსვავდი პივებს პადიზედთან და არსადაც არ ვაპირებდი გაქცევას.... არა განა იმიტომ რომ ჰაიტ და ჰუიტ..... არა ჰექტორი მე არ ვარ მაგრამ, ბარგის ჩალაგება, მერე ჩამოსვლა მეცხრე სართულიდან.. უჰ კაი რა : )))
20. ეკა, ამეტირა მართლა. ძალიან მაგრად გიწერია ყველაფერი და დასასრულია კვანძიც კულმინაციაც და საერთოდ ყველაფერი რა ვიცი... ის რბლოა კიდევ მართლა ვირთხების იყო და საერთოდაც არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას. და რა ვიცი ემოცია მაქვს ახლა და ვერ ვწერ ვერაფერს. ეკა, ამეტირა მართლა. ძალიან მაგრად გიწერია ყველაფერი და დასასრულია კვანძიც კულმინაციაც და საერთოდ ყველაფერი რა ვიცი... ის რბლოა კიდევ მართლა ვირთხების იყო და საერთოდაც არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას. და რა ვიცი ემოცია მაქვს ახლა და ვერ ვწერ ვერაფერს.
19. ეს წავიკითხე წიგნში, და აქ სიტყვები ზედმეტად მიმაჩნია. ბრავო +10 ეს წავიკითხე წიგნში, და აქ სიტყვები ზედმეტად მიმაჩნია. ბრავო +10
18. მწარე რეალობა. გაიხარე დაიკო. მიხარია რომ შენნარები კიდევ არიან. ამას მე უბრალოდ ვერ შევაფასებ. მწარე რეალობა. გაიხარე დაიკო. მიხარია რომ შენნარები კიდევ არიან. ამას მე უბრალოდ ვერ შევაფასებ.
16. სრულიად გაბედული ავტორი!!! პატივისცემა ჩემგან!!! გაიხარე შენაა!!! ძლიერი ხუთი აქ!!! სრულიად გაბედული ავტორი!!! პატივისცემა ჩემგან!!! გაიხარე შენაა!!! ძლიერი ხუთი აქ!!!
15. "ბედნიერი" დასასრული არასდროს დამავიწყდება იმ ქალბატონის სახე,მთელი სამთავრობო სპექტრის ემოცია სახეზე რომ აღბეჭდვოდა ერთბაშად.
მთელი უბედურება ის არის, რომ სამთავრობო სპექტრის ემოცია ერთი წლის შემდეგაც ზუსტად იგივეა.
"მშობლის გარეშე დარჩენილი ბავშვივით სლუკუნებდა ორჭოსანი." და მასთან ერთად ჩვენც ყველანი. მშობელი კი არსად არა სჩანს.
გაიხარე, შიგ გულში გარტყმული ფრაზები გაქვს.
პარალელურ რაჟიმში ნაჩვენები კადრების იდეა ძალიან მომეწონა. თემას არაჩვეულებრივად მოუხდა და, რაც მთავარია, თითქოს ეკრანიდან დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება ადამიანები გეოგრაფიულად ერთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და სხვადასხვა განზომილებებში კი არსებობდნენ. მართლაც მისტიური 'პარალელური განზომილებების' სამყაროში ხომ არ გადავსახლდით?
შარშან აგვისტოში მოზრდილი წერილი დავწერე ამ ომთან დაკავშირებით ინგლისურ ენაზე. იგი ამერიკელ მკითხველებზე იყო გამიზნული. მგონი, ქართული ვერსია ჯერ კიდევ შემომრჩა. თუკი ვიპოვნი, იქნებ ურაკზეც დავდო. ამ თემაზე აქ ბევრს არ წერენ.
ავტორს წარმატებები.
"ბედნიერი" დასასრული არასდროს დამავიწყდება იმ ქალბატონის სახე,მთელი სამთავრობო სპექტრის ემოცია სახეზე რომ აღბეჭდვოდა ერთბაშად.
მთელი უბედურება ის არის, რომ სამთავრობო სპექტრის ემოცია ერთი წლის შემდეგაც ზუსტად იგივეა.
"მშობლის გარეშე დარჩენილი ბავშვივით სლუკუნებდა ორჭოსანი." და მასთან ერთად ჩვენც ყველანი. მშობელი კი არსად არა სჩანს.
გაიხარე, შიგ გულში გარტყმული ფრაზები გაქვს.
პარალელურ რაჟიმში ნაჩვენები კადრების იდეა ძალიან მომეწონა. თემას არაჩვეულებრივად მოუხდა და, რაც მთავარია, თითქოს ეკრანიდან დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება ადამიანები გეოგრაფიულად ერთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და სხვადასხვა განზომილებებში კი არსებობდნენ. მართლაც მისტიური `პარალელური განზომილებების` სამყაროში ხომ არ გადავსახლდით?
შარშან აგვისტოში მოზრდილი წერილი დავწერე ამ ომთან დაკავშირებით ინგლისურ ენაზე. იგი ამერიკელ მკითხველებზე იყო გამიზნული. მგონი, ქართული ვერსია ჯერ კიდევ შემომრჩა. თუკი ვიპოვნი, იქნებ ურაკზეც დავდო. ამ თემაზე აქ ბევრს არ წერენ.
ავტორს წარმატებები.
14. მე,გულწრფელად რომ გითხრათ mer@biko, უფრო მებრალება ისიც და ყველა მისნაირი,ზუსტად იმიტომ,ხალხის სიძულვილს რომ იმსახურებენ პირადი კეთილდღეობისა თუ თვითდაბრმავების გამო,ანუ არაფრისათვის! მე,გულწრფელად რომ გითხრათ mer@biko, უფრო მებრალება ისიც და ყველა მისნაირი,ზუსტად იმიტომ,ხალხის სიძულვილს რომ იმსახურებენ პირადი კეთილდღეობისა თუ თვითდაბრმავების გამო,ანუ არაფრისათვის!
13. მეც მომეწონა ნაწერი...ეს ომი მართლაც საშინელება იყო... ვიდეოსაც ვუყურე...ვერ ვიტან ეკა ზღულაძეს თავის უფროსიანსამინისტროიანად... მეც მომეწონა ნაწერი...ეს ომი მართლაც საშინელება იყო... ვიდეოსაც ვუყურე...ვერ ვიტან ეკა ზღულაძეს თავის უფროსიანსამინისტროიანად...
12. მომწონს.............................................. მომწონს..............................................
11. მომწონს.............................................. მომწონს..............................................
10. ომში რომ მიდიოდა ქართველი მეომარი ამას მღეროდა... კაი ყმის ცოლობა, ნუ გიხარია ქალაუ... მოკვდება ლასქარში...დამრცები ცარიალაუ... ომში რომ მიდიოდა ქართველი მეომარი ამას მღეროდა... კაი ყმის ცოლობა, ნუ გიხარია ქალაუ... მოკვდება ლასქარში...დამრცები ცარიალაუ...
9. უღრმესი მადლობა ყველას ამგვარი შეფასებებისთვის,არ შემიძლია გადმოქცეთ,როგორ მიხარია ამგვარი რეაქცია:) მინდა,ყველამ მიიტანოს გულთან და ბოლომდე გაიაზროს აქ წამოჭრილი პრობლემის რეალურობა და სიმწვავე. რაც შეეხება მუსიკას,ის უბრალოდ დავდე იმიტომ,რომ ამ ტკივილიანი დღეების განმავლობაში ამეკვიატა და მამხნევებდა რამდენადაც ეს შესაძლებელია:) (პი.ეს.ჰამლეტ გონაშვილის სიმღერაა) უღრმესი მადლობა ყველას ამგვარი შეფასებებისთვის,არ შემიძლია გადმოქცეთ,როგორ მიხარია ამგვარი რეაქცია:) მინდა,ყველამ მიიტანოს გულთან და ბოლომდე გაიაზროს აქ წამოჭრილი პრობლემის რეალურობა და სიმწვავე. რაც შეეხება მუსიკას,ის უბრალოდ დავდე იმიტომ,რომ ამ ტკივილიანი დღეების განმავლობაში ამეკვიატა და მამხნევებდა რამდენადაც ეს შესაძლებელია:) (პი.ეს.ჰამლეტ გონაშვილის სიმღერაა)
8. ხო, ეს მეომრის სიმღერა ხომ...მეგონა ეს სიმღერა და ეს ტექსტი ერთად დაიბადნენ... ხო, ეს მეომრის სიმღერა ხომ...მეგონა ეს სიმღერა და ეს ტექსტი ერთად დაიბადნენ...
7. ბრწყინვალე ნაწერია...დახვეწილი...არაფერი ზედმეტი...კაი, ხანია მსგავსი არაფერი წამიკითხავს აქ...55555555555555555555
მთელი რელობა იმ ომისა წამოვიდა და ზვავივით დამეტაკა...თუმცა არა ერთი რამ დაწერილა ამ თემაზე, მაგრამ ასე მე მგონი არცერთს არ უმოქმედია...ავტორი უნიჭიერესია... ბრწყინვალე ნაწერია...დახვეწილი...არაფერი ზედმეტი...კაი, ხანია მსგავსი არაფერი წამიკითხავს აქ...55555555555555555555
მთელი რელობა იმ ომისა წამოვიდა და ზვავივით დამეტაკა...თუმცა არა ერთი რამ დაწერილა ამ თემაზე, მაგრამ ასე მე მგონი არცერთს არ უმოქმედია...ავტორი უნიჭიერესია...
6. კარგი ნაწერია,
აუდიო კი ვერ მოვისმინე, კომპიუტერი არ ხსნის ჩემთან,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
კარგი ნაწერია,
აუდიო კი ვერ მოვისმინე, კომპიუტერი არ ხსნის ჩემთან,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
5. რა კარგად გადმოსცემთ ტკივილს, ყველას რაც გვტკივა. 5 რა კარგად გადმოსცემთ ტკივილს, ყველას რაც გვტკივა. 5
4. ღრმა ნაწერია! მძაფრად გადმოცემული მწვავე და შიშველი სიმართლეები... ეს სოფლის და ქალაქის კონტრასტები მოხვედრილია პირდაპირ... კარგია ძალიან! დ.
მთელი სამთავრობო სპექტრის ემოცია სახეზე რომ აღბეჭდვოდა ერთბაშად
მშობლის გარეშე დარჩენილი ბავშვივით სლუკუნებდა ორჭოსანი
ღრმა ნაწერია! მძაფრად გადმოცემული მწვავე და შიშველი სიმართლეები... ეს სოფლის და ქალაქის კონტრასტები მოხვედრილია პირდაპირ... კარგია ძალიან! დ.
მთელი სამთავრობო სპექტრის ემოცია სახეზე რომ აღბეჭდვოდა ერთბაშად
მშობლის გარეშე დარჩენილი ბავშვივით სლუკუნებდა ორჭოსანი
3. eh ra droa mosuli?! carmatebebi. gaixare eh ra droa mosuli?! carmatebebi. gaixare
2. გული დამიბუჟდა, ღმერთო, უჭერს კაპილარებს სისხლი!-როგორი ზუსტია! ტკივილიანი! როგორ დავიღალეთ ყველა!
თქვენივე კომენტარი დავაკოპირე.
და ჩემი პასუხიც - ჰო, როგორ დავიღალეთ...
რა საშინლად ნაცნობია ეს განცდები. მტკივა.
ვიდეო ვერ მოიძებნა ჩემთან.
გული დამიბუჟდა, ღმერთო, უჭერს კაპილარებს სისხლი!-როგორი ზუსტია! ტკივილიანი! როგორ დავიღალეთ ყველა!
თქვენივე კომენტარი დავაკოპირე.
და ჩემი პასუხიც - ჰო, როგორ დავიღალეთ...
რა საშინლად ნაცნობია ეს განცდები. მტკივა.
ვიდეო ვერ მოიძებნა ჩემთან.
1. სრულიად ცივი გონებით და ღელვადაღლილი გულით ვდგავარ და სუნთქვშეკრულს ხმა ვერ ამომიღია...... ზოგჯერ ამოღებულ ხმალზე მჭრელია კარგად მოქნეული სიტყვა და დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა ეს წავიკითხე.... ღმერთმა შეძლება მისცეს ავტორს...წარმატებები....:) სრულიად ცივი გონებით და ღელვადაღლილი გულით ვდგავარ და სუნთქვშეკრულს ხმა ვერ ამომიღია...... ზოგჯერ ამოღებულ ხმალზე მჭრელია კარგად მოქნეული სიტყვა და დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა ეს წავიკითხე.... ღმერთმა შეძლება მისცეს ავტორს...წარმატებები....:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|