| ავტორი: ცირა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 7 აგვისტო, 2009 |
გამარჯობა მაჰათმა, (ყველა განდის გიძახით, ამიტომაც გავკადნიერდი და გადავწყვიტე სახელით მოგმართოთ :) )
პირველი, რაც მინდა გითხრათ, ის არის, რომ არ მსურს ქვემოთ გამოთქმულ ხუმრობანარევ კრიტიკას შევუერთდე. მასალა, რა თქმა უნდა, ზედაპირულად არის დამუშავებული და ტერმინებიც მთლად ზუსტად არ არის მოყვანილი, მაგრამ მერე რა? განა, ამაზე წინასწარ თავად არ გვაფრთხილებთ???
როდესაც თქვენი სტატია წავიკითხე, თავიდან მინდოდა მოკლე კომენტარით გამოგხმიანებოდით, მაგრამ შემდეგ კომენტარებს გადავავლე თვალი და აზრი შემეცვალა. ასე რომ, მაპატიეთ, ამის შემდეგ თქვენზე მეტად კომენტარის ავტორებს მივმართავ.
ჩემთვის უცნობო მეგობრებო, ერთ-ერთმა თქვენთაგანმა ავტორს კითხვა დაუსვით, ეს სტატია საერთოდ რატომ დაწერეო? რატომ? მოუნდა და დაწერა. ეს განა დასაძრახია? (ID, ასეთ ახსნას შეუსაბამებდა ალბათ თავად ფროიდი :) გამგონმა გაიგოს.)
ჰმ, უზნაძე და მასთან ერთად ბევრი ღირსეული და ნათელგონიერი მეცნიერი... არ ვიცი, არ ვიცი...
მსოფლიო აღიარება, ე.ი. პოპულარობა და აღიარებულის ჭეშმარიტი ღირებულება სამწუხაროდ ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა, მეგობრებო. ასეა მეცნიერებაში, ხელოვნებაში, კინოში, თუნდაც ამ საიტზეც... განა ასე არ არის?
ღირდა ამ სტატიის დაწერა? ნამდვილად ღირდა.
მახსოვს, ჩემი სტუდენტობის პერიოდში ფროიდი, იუნგი, კანტი ზეკაცის თეორია, კომპლექსების თეორია, და ვინ იცის კიდევ რამდენი CRAP ყველას პირზე გვეკერა, გვაბოდებდა. იგივე მეორდება დღესაც, ოღონდ ახლა უკვე ჩვენი შვილების ყმაწვილობაში.
თავად მე ფროიდის მხოლოდ ერთი ნაშრომი მაქვს წაკითხული, ისიც ოცი წლის წინ და იცით რა მინდა გაგიზიაროთ? ბევრი გადასახარში იდეა კი მომაწოდა, მაგრამ რაიმეზე პასუხი არ მიმიღია. პასუხები დაღვინების მერე მოდიან. (თუკი პიროვნება საერთოდ მოახერხებს დაღვინებას, რა თქმა უნდა.)
მაჰათმა, ამ საკითხზე საკუთარი სუბიექტური აზრის გამოთქმას რატომ იბოდიშებთ? ყოველ შემთხვევისათვის, კომენტარებზე თქვენი პასუხების წაკითხვის შედეგად მე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა. მე არც ერთი საქმიანი კომენტარი, (გარდა ცალკეულ სიტყვებზე ფუჭი გამოკიდებისა, რაზეც წინასწარ მოგვიბოდიშე, by the way), არ წამიკითხავს. თემატურ, კბილ-კბილა გარჩევამდე თუ მივიდოდა საქმე, იცოცხლე, მე ჩემდათავად ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ოპონენტი ვიქნებოდი. მაგრამ თავად სტატია სუბიექტურ-მეგობრულ-აზრთა გაცვლითია, თანაც სრულიად უპრეტენზიო!!!
თქვენ უბრალოდ გვეუბნებით, მე ფროიდს ამაში და ამაში არ ვეთანხმებიო და მიზეზსაც, ასე თუ ისე, ნათლად გვისახელებთ. ოპონენტები კი გპასუხობენ, ტერმინები უფრო ზუსტად გამოიყენეო, თავად ნაშრომის დედააზრი კი რატომღაც იგნორირებულია. რატომ, მეგობრებო??? პასუხად არა ღირს?
არაუშავს,მე ჩემს აზრს მოკლედ მოგახსენებთ. (ასევე უპრეტენზიოს და სუბიექტურ-მეგობრულს).
ფროიდი, ეტყობა, ძალიან მგრძნობიარე, ხშირად მერყევი, თანაც ავადმყოფურად პატივმოყვარე და ეჭვიანი კაცი იყო. აქედან გამომდინარეობს მისი ურთიერთგამომრიცხველი თეორიებიც. ბევრი მისი აზრი უდაოდ მცდარია, ზოგი დამაფიქრებელი, ალბათ რაღაცაში მართალიც იყო.
თქვენ ამ ნაშრომში ყურადღებას ფროიდისეულ ერთ კონკრეტულ საკითხზე ამახვილებთ: სექსუალური ლტოლვის (ცნობიერისაც და ქვეცნობიერისაც), მნიშვნელობა ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში.
ყველა დეტალს არ ჩამოვუყვები, ეს უამრავ დროს წაიღებდა, თანაც ტექსტის სიდიდის გამო ბევრს წაკითხვის სურვილიც გაუქრებოდა. ამიტომ მოკლედ გიპასუხებთ: თქვენს აზრს ძირითადად ვეთანხმები და აი რატომ.
მოდით, ფროიდისავე მეთოდს მივმართოთ და 'ფსიქოთერაპიულ' სეანსზე თითოეულმა ჩვენთაგანმა ერთადერთ კითხვას გავცეთ პასუხი.
(მამაკაცებისათვის): - ყოფილო ბიჭუნებო, გიგრძვნიათ თუ არა ოდესმე საკუთარი დედისადმი სექსუალური ლტოლვა? (ქალბატონებისათვის): - გოგონებო, შეგყვარებიათ თუ არა ოდესმე საკუთარი მამა, როგორც მამაკაცი?
პასუხები ყველაზე გულახდილი საუბრების დროსაც კი უმრავლეს (უკიდურესად უმრავლეს!!!) შემთხვევაში უარყოფითი იქნება.
მაშ რაზეა საერთოდ ლაპარაკი? იმაზე, ჩემო მეგობრებო, რომ ფროიდი, როგორც თავად აღნიშნავდა, დასკვნებს საკუთარ გამოცდილებებსა და შეგრძნებებზე დაყრდნობით აკეთებდა. ჩვენც შეგვიძლია ჩვენი დასკვნა გავაკეთოთ: სამწუხაროდ საცოდავ ფროიდს თავად ჰქონდა სერიოზული პრობლემები, (რაც ცხოვრებაში ხდება ხოლმე). მას ერთ რამეში მაინც გაუმართლა: მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სცდებოდა, იგი დღემდე ბევრ სხვა, მეტად ღირებულ მეცნიერზე უკეთ ახსოვთ.
რას ვიზამთ? ასეთი უსამართლოა ცხოვრება...
რაც შეეხება მის აზრს, რომ სექსუალური ლტოლვა კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ძალაა, ამაში ფროიდი, შესაძლოა, ნაწილობრივ მაინც მართალი იყოს. სიტყვა 'ნაწილობრივს' ერთი დელიკატური დეტალის გამო ვხმარობ. საქმე იმაში გახლავთ, რომ გამორჩეულად ნიჭიერ პიროვნებათა საკმაოდ დიდი ნაწილი სექსუალურად ინერტულია, ზოგჯერ იმპოტენტიც კი. გონებრივად აშლილ ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა კი ზედმეტად აქტიური. ამას როგორი ახსნა უნდა შევუსაბამოთ? იქნებ, თვითგანადგურების ინსტინქტი? (რომელზეც სხვათა შორის, ადრეულ პერიოდში ფროიდიც ბევრს საუბრობდა!)
ღირს თუ არა დღეს ფროიდზე საუბარი?
გპასუხობთ: - აუცილებლად ღირს, მეგობრებო. იმიტომ რომ თითოეული ფილოსოფიური თეორია, თუნდაც მცდარი, (და მითუმეტეს პოპულარული!) განხილვად და დასაბუთებულ მიღებად ან უარყოფად ყოველთვის ღირს.
განვითარებისა და თვითგანათლების საკუთარ ეტაპს თითოეული თაობა თავიდან გაივლის. ჩვენმა ბაბუა-ბებიებმა იფიქრეს, იკითხეს და ყველა საჭირბოროტო საკითხზე თავიანთი აზრებიც დაგვიტოვეს. დღეს ამას ჩვენ ვაკეთებთ. ხვალ და ზეგ ზიგმუნდ ფროიდისა და სხვათა და სხვათა წიგნებს ჩვენი შვილიშვილები წაიკითხავენ და შემდეგ გათენებამდე იკამათებენ ამაზე. აბა, როგორ გინდათ? მაფიქრალი კაცი არ მოუშალოს ჩვენს ქვეყანას მამა-ღმერთმა.
ასე რომ, მოდით ნუ გავღიზიანდებით და თუნდაც არაპროფესიონალურ-სუბიექტურ აზრის გამოთქმაზე ერთმანეთს ნუ გავქილავთ, მეგობრებო. ბოლო-ბოლო, ყველა ჩვენგანი, განა, სიტყვის თავისუფლებაზე არა ვდებთ თავს?!
პატივისცემით
ცირა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. კარგი, კარგად წერ და საღად აზროვნებ. გაიხარე :) კარგი, კარგად წერ და საღად აზროვნებ. გაიხარე :)
12. სიამოვნებით გადავინაცვლებდი ფორუმში სასაუბროდ, თუკი ამიხსნი ეს როგორ გავაკეთო. ამას წინათ შევიარე და ვერაფერიც ვერ წავიკითხე :) სიამოვნებით გადავინაცვლებდი ფორუმში სასაუბროდ, თუკი ამიხსნი ეს როგორ გავაკეთო. ამას წინათ შევიარე და ვერაფერიც ვერ წავიკითხე :)
11. რაც შეეხება მის აზრს, რომ სექსუალური ლტოლვა კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ძალაა, ამაში ფროიდი, შესაძლოა, ნაწილობრივ მაინც მართალი იყოს. სიტყვა 'ნაწილობრივს' ერთი დელიკატური დეტალის გამო ვხმარობ. საქმე იმაში გახლავთ, რომ გამორჩეულად ნიჭიერ პიროვნებათა საკმაოდ დიდი ნაწილი სექსუალურად ინერტულია, ზოგჯერ იმპოტენტიც კი. გონებრივად აშლილ ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა კი ზედმეტად აქტიური. ამას როგორი ახსნა უნდა შევუსაბამოთ?
ამის ახსნა ისევე მარტივია, როგორც 2 X 2 = 4... მაგრამ ასახსნელად ჩაკრებს უნდა მივმართოთ... ბლაგვმა არაჩვეულებრივად დაიწყო ახსნა და... რატომღაც გაჩუმდა...
ყველა ჩაკრას, და აქედან გამომდინარე, - ყველა ადამიანს ტავის ბიოველი აქვს. ამ ბიოველის ფორმაზეა დამოკიდებული ზემოთმოყვანილი მაგალითი, , კერძოდ კი ის, "რომ გამორჩეულად ნიჭიერ პიროვნებათა საკმაოდ დიდი ნაწილი სექსუალურად ინერტულია, ზოგჯერ იმპოტენტიც კი. გონებრივად აშლილ ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა კი ზედმეტად აქტიური."
ფორუმში გვაქვს არაჩვეულებრივი თემა, - "ყველაფერი შეუცნობლის შესახებ"... იქ ხომ არ გადაგვენაცვლა სასაუბროდ? რაც შეეხება მის აზრს, რომ სექსუალური ლტოლვა კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ძალაა, ამაში ფროიდი, შესაძლოა, ნაწილობრივ მაინც მართალი იყოს. სიტყვა `ნაწილობრივს` ერთი დელიკატური დეტალის გამო ვხმარობ. საქმე იმაში გახლავთ, რომ გამორჩეულად ნიჭიერ პიროვნებათა საკმაოდ დიდი ნაწილი სექსუალურად ინერტულია, ზოგჯერ იმპოტენტიც კი. გონებრივად აშლილ ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა კი ზედმეტად აქტიური. ამას როგორი ახსნა უნდა შევუსაბამოთ?
ამის ახსნა ისევე მარტივია, როგორც 2 X 2 = 4... მაგრამ ასახსნელად ჩაკრებს უნდა მივმართოთ... ბლაგვმა არაჩვეულებრივად დაიწყო ახსნა და... რატომღაც გაჩუმდა...
ყველა ჩაკრას, და აქედან გამომდინარე, - ყველა ადამიანს ტავის ბიოველი აქვს. ამ ბიოველის ფორმაზეა დამოკიდებული ზემოთმოყვანილი მაგალითი, , კერძოდ კი ის, "რომ გამორჩეულად ნიჭიერ პიროვნებათა საკმაოდ დიდი ნაწილი სექსუალურად ინერტულია, ზოგჯერ იმპოტენტიც კი. გონებრივად აშლილ ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა კი ზედმეტად აქტიური."
ფორუმში გვაქვს არაჩვეულებრივი თემა, - "ყველაფერი შეუცნობლის შესახებ"... იქ ხომ არ გადაგვენაცვლა სასაუბროდ?
10. ზოგ რამეში გეთანხმები, ზოგში კი ვერა, ეკა-ლი. თუკი ავტორი წინასწარ გაფრთხილებს, ტერმინები და საკითხის ჩემეული ინტერპრეტაცია შესაძლოა არაზუსტი იყოსო, ასეთი ნაშრომიდან აკადემიური ცოდნის მიღებას არ უნდა შევეცადოთ. ამიტომაც, ჩემი აზრით, დეზინფორმაციად არ ჩაითვლება. ამ შემთხვევაში დეზინფორმაცია ცოტათი ზედმეტად მკაცრი შეფასებაა. განდის ეს ნაშრომი და მისი მსგავსი წერილები, ალბათ, უფრო მივიწყებული თემის გახსენებად უნდა აღვიქვათ და თუკი ინტერესი მართლაც გაგვიღვივდება, პირველწყაროებს მივმართოთ.
ერთ რამეში კი ნამდვილად თქვენს გვერდზე მიგულეთ: საფუძვლიანად და კომპეტენტურ დონეზე დამუშავებულ ნაშრომებს მეც დიდად ვაფასებ. მადლობა გამოხმაურებისათვის. :) ზოგ რამეში გეთანხმები, ზოგში კი ვერა, ეკა-ლი. თუკი ავტორი წინასწარ გაფრთხილებს, ტერმინები და საკითხის ჩემეული ინტერპრეტაცია შესაძლოა არაზუსტი იყოსო, ასეთი ნაშრომიდან აკადემიური ცოდნის მიღებას არ უნდა შევეცადოთ. ამიტომაც, ჩემი აზრით, დეზინფორმაციად არ ჩაითვლება. ამ შემთხვევაში დეზინფორმაცია ცოტათი ზედმეტად მკაცრი შეფასებაა. განდის ეს ნაშრომი და მისი მსგავსი წერილები, ალბათ, უფრო მივიწყებული თემის გახსენებად უნდა აღვიქვათ და თუკი ინტერესი მართლაც გაგვიღვივდება, პირველწყაროებს მივმართოთ.
ერთ რამეში კი ნამდვილად თქვენს გვერდზე მიგულეთ: საფუძვლიანად და კომპეტენტურ დონეზე დამუშავებულ ნაშრომებს მეც დიდად ვაფასებ. მადლობა გამოხმაურებისათვის. :)
9. განდის ნაწერს მეც გავეცანი და პრეტენზია არ გამჩენია,რატომ დაწერა-მეთქი,მაგრამ გარკვეული შენიშვნები მქონდა და აქაც მინდა აღვნიშნო და შეგედავოთ ერთში: თქვენ თქვით:"მე არც ერთი საქმიანი კომენტარი, (გარდა ცალკეულ სიტყვებზე ფუჭი გამოკიდებისა....), არ წამიკითხავს." იცით,ხშირად ხდება ხოლმე,რომ პირადად მე მხოლოდ ნაწერს ვკითხულობ და კომენატარების კითხვაზე დროის დაკარგვას ვერიდები. ამდენად, მას,ვინც არ იცნობს ფროიდის თეორიებს,თუნდაც ზედაპირულად,თანაც ჩემსავით მხოლოდ ნაწერს კითხულობს,ის არაერთ ტერმინს არასწორად დაიმახსოვრებს და გამოდის,ავტორის წყალობით შეცდომაში შევა,მცდარ ცოდნას მიიღებს. მოკლედ,იმის თქმა მინდა,რომ სიტყვისა და გამოხატვის კანონით მონიჭებული უფლება ხელშეუვალია,მაგრამ სხვათა დეზინფორმირების ხარჯზე არა! ჩემი პატივისცემა განდის ნაწერებისადმი არაერთხელ დამიფიქსირებია,მაგრამ ავტორს,ვინც არ უნდა იყოს ის, გარკვეული პასუხისმგებლობა ყოველთვის აკისრია იმ აუდიტორიის წინაშე,სადაც თვითპრეზენტაციას ახდენს. ზრდილობიანი შენიშვნა კი მხოლოდ გასათვალისწინებელია,ან უნდა იყოს.:) გმადლობთ:) განდის ნაწერს მეც გავეცანი და პრეტენზია არ გამჩენია,რატომ დაწერა-მეთქი,მაგრამ გარკვეული შენიშვნები მქონდა და აქაც მინდა აღვნიშნო და შეგედავოთ ერთში: თქვენ თქვით:"მე არც ერთი საქმიანი კომენტარი, (გარდა ცალკეულ სიტყვებზე ფუჭი გამოკიდებისა....), არ წამიკითხავს." იცით,ხშირად ხდება ხოლმე,რომ პირადად მე მხოლოდ ნაწერს ვკითხულობ და კომენატარების კითხვაზე დროის დაკარგვას ვერიდები. ამდენად, მას,ვინც არ იცნობს ფროიდის თეორიებს,თუნდაც ზედაპირულად,თანაც ჩემსავით მხოლოდ ნაწერს კითხულობს,ის არაერთ ტერმინს არასწორად დაიმახსოვრებს და გამოდის,ავტორის წყალობით შეცდომაში შევა,მცდარ ცოდნას მიიღებს. მოკლედ,იმის თქმა მინდა,რომ სიტყვისა და გამოხატვის კანონით მონიჭებული უფლება ხელშეუვალია,მაგრამ სხვათა დეზინფორმირების ხარჯზე არა! ჩემი პატივისცემა განდის ნაწერებისადმი არაერთხელ დამიფიქსირებია,მაგრამ ავტორს,ვინც არ უნდა იყოს ის, გარკვეული პასუხისმგებლობა ყოველთვის აკისრია იმ აუდიტორიის წინაშე,სადაც თვითპრეზენტაციას ახდენს. ზრდილობიანი შენიშვნა კი მხოლოდ გასათვალისწინებელია,ან უნდა იყოს.:) გმადლობთ:)
8. ''იმიტომ რომ თითოეული ფილოსოფიური თეორია, თუნდაც მცდარი, (და მითუმეტეს პოპულარული!) განხილვად და დასაბუთებულ მიღებად ან უარყოფად ყოველთვის ღირს.''
რატომაც არა! გეთანხმებით...
``იმიტომ რომ თითოეული ფილოსოფიური თეორია, თუნდაც მცდარი, (და მითუმეტეს პოპულარული!) განხილვად და დასაბუთებულ მიღებად ან უარყოფად ყოველთვის ღირს.``
რატომაც არა! გეთანხმებით...
7. ჭკვიანი და აზრიანი ავტორი...ყოველთვის მინდა რომ მოვეფერო... ჭკვიანი და აზრიანი ავტორი...ყოველთვის მინდა რომ მოვეფერო...
6. ცირა საფუძვლიანი კრიტიკის დაწერას ბევრი დრო სჭირდება, მე კი არ მცალია. გავიგოს? :D ცირა საფუძვლიანი კრიტიკის დაწერას ბევრი დრო სჭირდება, მე კი არ მცალია. გავიგოს? :D
5. მაფიქრალი კაცი არ მოუშალოს ჩვენს ქვეყანას მამა-ღმერთმა. ვეთანხმები ცირას. დ. მაფიქრალი კაცი არ მოუშალოს ჩვენს ქვეყანას მამა-ღმერთმა. ვეთანხმები ცირას. დ.
4. ცირა, მოვედი და კიდევ ერთხელ მოგესალმები :)
პირველ რიგში მადლობას გეტყვი, იმსათვის რომ გამოყავი დრო ამ წერილის დასაწერად, საინტერესოდ ჩავედი ბოლომდე, არა იმიტომ, რომ განდი იყო ნახსენები სათაურში და ტექსტშიც, არა იმიტომ, რომ შენი სტატის მიზეზი იყო გუშინ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ფროიდის თეორიების შესახებ,
არამედ, შენი საუბრის მიზანმიმართულობა, გამართული წინადადებები, და საინტერესო ანალიზი,,
გუშინ ჩემს მიერ დაწერილი წერილი, გამოწვეული იყო ერთი მიზეზის გამო, კიდევ ერთხელ დავბრუნებოდით ფროიდს და გვესაუბრა მისი თეორიების შესახებ.
ჩემი მიზანი არ იყო დამტკიცება იმის, რომ მე საფუძვლიანად ჩავწვდი მის ტექსტებს და რომ ექსპერტი ვარ ფროიდის მიმართულებების განხილვისას. (შენ აღნიშნე კიდევაც, რომ სუბიექტურ აზრს ვაფიქსირებდი)
ამის დასტური არის ის შეცდომები რაც შესაძლებელია დაშვებული ყოფილიყო ტექსტზე მუშაობისას. (ანუ, დარედაქტირებისთვის არ მქონდა დრო, ასევე შემედარებინა ჩემს მიერ დაწერილი ქართული ტერმინოლოგია საზოგადოებაში უკვე დამკვიდრებულ ქართულ ტერმინოლოგიას).
თუმცა, ჩემს 26-ე კომენტარში ფორუმთმავლის საპასუხოდ დაწერილში, ავღნიშნე:
" და შენ შეცდომებს ეძებ ტექსტში , თუ შენს დამოკიდებულებას აფიქსირებ თეორიების მიმართ ? მეორე უფრო საინტერესო იქნებოდა პირველთან ერთად, რა თქმა უნდა "
ანუ, მე თავიდანვე ვიცოდი რომ ჩემი ტექსტი არ იყო ფსიქოლოგისა თუ ფსიქიატრის თვალით დანახული. (ისე, სიმართლე რომ გითხრა, ფსიქიატრმა რომ დაწეროს თავისი აზრები და გაშალოს ეს დამოკიდებულება, ისეთი რთული წასაკითხი იქნებოდა, ისეთი ტერმინებით გადატვირთული, რომ არ ვიცი პროფესიონალის გართ თუ ვინმე ახლო მიეკარებოდა).
ჩემი მიზანი ამ წერილის დაწერისა , იყო საზოგადოების აზრის გაგება ფროიდის თეორიების შესახებ. თუ ვინმე ეთანხმება მის იდეებს, რატომ? თუ ვინმე არ ეთანხმება მის იდეებს , რატომ?
თუმცა, მე მაინც ყველას მადლობელი ვარ იმისათვის, რომ თუნდაც გრამატიკული თუ ტერმინოლოგიური თუ სხვა სახის შეცდომებზე მიმითითეს,,
ამით, ერთხელ კიდევ აღინიშნა ფაქტი, რომ მე არ ვარ სრულყოფილი და განვითარება მჭირდება, განვითარება, მათ შორის უფრო მეტი წიგნების კითხვა.
ვეთანხმები შენს დამოკიდებულებას ფროიდის საკითზე საუბრისას. მისი ბიოგრაფიის კარგად წაკითხვის შემდეგ (განსაკუთრებით მისი წერილების წაკითხვა მეგობრების მიმართ) ჩანს მისი ხასიათის თავისებურებები, მისი მოტივაციები და ქმედების მიზეზები.
თუმცა, ფაქტია დაწერილი აქვს 30-მდე სქელტანიანი შრომა, (იმ დროს, არც ტელევიზორი იყო, არც ნეტი, აბა რა უნდა ეკეთებინა მეტი?? წერდა და წერდა :D) :შუტკა:
და, ის მოვლენა, რომ საუბარი სჯობია, (მათ შორის ასეთ თემებზე) არ საუბარს, ფაქტია რომლის უარყოფა ძნელია.
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი.
ცირა, მოვედი და კიდევ ერთხელ მოგესალმები :)

3. მეც შენნარი განცდები დამეუფლა განდის წაკითხვის შემდეგ......:):):) მეც შენნარი განცდები დამეუფლა განდის წაკითხვის შემდეგ......:):):)
2. პრინციპში ზუსტად აღწერ განდის პულიცისტიკის მიზანს.......
ისე ფროიდის გარდა სექსუალურ ენერგიებსა და თვით სექსის პროცესს განიხილავდა და პრაქტიკაში მედიტაციის სახით აკეთებდა "ოშო შრი რაჯნიში" რომელიც ამბობდა რომ ადამიანს გააჩნია 8 ჩაკრა და მეცხრე არის სხეულს გარეთ... ის აკეთებდა ტანტრის მედიტაციებს რასაც შემდეგნაირად ხსნიდა რომ ჩაკრების გახსნა უნდა დაიწყოს სექსუალური ჩაკრიდან და ამის ყველაზე საუკეთესო დასაწყისი ტანტრაა......... ანუ ორალური სექსი.......მედიტაციის სახით....... (იმის გამო რომ ძალიან ბევრმა ვერ გადალახა ეს ეტაპი სულიერი სიმტკიცის გამო გამოყარა ისინი კომუნებიდან და შესაბამისად სახელიც გაუტყდა რომ ოშო საშინელებებს აკეთებს.....) პრინციპში ზუსტად აღწერ განდის პულიცისტიკის მიზანს.......
ისე ფროიდის გარდა სექსუალურ ენერგიებსა და თვით სექსის პროცესს განიხილავდა და პრაქტიკაში მედიტაციის სახით აკეთებდა "ოშო შრი რაჯნიში" რომელიც ამბობდა რომ ადამიანს გააჩნია 8 ჩაკრა და მეცხრე არის სხეულს გარეთ... ის აკეთებდა ტანტრის მედიტაციებს რასაც შემდეგნაირად ხსნიდა რომ ჩაკრების გახსნა უნდა დაიწყოს სექსუალური ჩაკრიდან და ამის ყველაზე საუკეთესო დასაწყისი ტანტრაა......... ანუ ორალური სექსი.......მედიტაციის სახით....... (იმის გამო რომ ძალიან ბევრმა ვერ გადალახა ეს ეტაპი სულიერი სიმტკიცის გამო გამოყარა ისინი კომუნებიდან და შესაბამისად სახელიც გაუტყდა რომ ოშო საშინელებებს აკეთებს.....)
1. დილა მშვიდობისა , ცირა :)
ახლა შემოვირბინე რამოდენიმე წუთით და ბოლომდე და გულისყურით ვერ მოვასწარი სტატიის წაკითხვა. მოვალ რამოდენიმე საათში და ჩემს აზრსაც დავაფიქსირებ კომენტარში:)
მანამდე კი მადლობას გადაგიხდი და მშვიდობიან დილას გისურვებ :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
პი.ეს. ონ ლაინ ურთიერთობისას, შენობით საუბარი ჩემთვის უფრო მისაღებია, ვიდრე თქვენობით. ამიტომ ჩემთვის უპრიანი თუკი საიტის წევრები განდით, ანდა მაჰათმათი, თუნდაც არწივით მომართავენ, ვიდრე ბატონობით :D ასევე ჩემგანაც არ გეწყინოს რომ შენობით გესაუბრო და სახელით მოგმართო, ცირა - მირჩევნია, მოკლედ და კონკრეტულად,, დროებით :)
დილა მშვიდობისა , ცირა :)

| მონაცემები არ არის |
|
|