ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე
ჟანრი: პროზა
23 მაისი, 2008


პირიქით

თქვენთან ვაპირებ ცხოვრებას მამაო _ვეუბნები დაბალი ტანის და თეთრი სახის მქონე ბერს _შეიძლება?


---------------------------------


-დაო. მარიამი სად არის? - ვეკითხები მონასტრის წინამძღვარს და ცუდი წინათგრძნობის მოლოდინში თვალებს ვერ ვუსწორებ
- არ ცალია - ცივად მპასუხობს სევდიანთვალება მონაზონი, ოდნავ ზიზღით მიყურებს და მიდის
მონასტერს მწვანე ხავსი მოდებია და მისი სიჩუმე კლასიკურ მუსიკას წარმოშობს, სიგარეტი მინდება, იქვე თავმოყრილი ხუთ მაღალ ხეს ვუახლოვდები და ვეწევი, სევდა მღრღნის სულს და გულში დარტყმების რაოდენობას მიმატებს, მონასტრიდან წინამძღვარი ილანდება, სასწრაფოდ ვაგდებ სიგარეტს და სწრაფი ნაბიჯით ვუახლოვდები
- არ ცალია - მასწრებს პასუხს ის- ხომ გითხარი
- მაინც ვნახავ - ჯიუტად ვყვირი მე და მონასტერსი შევდივარ
- არ გირჩევ - მეწევა უკნიდან ხმა
სიცივეს ვგრზნობ შიგნით, სიბნელეა, კუთხეში ქალის ხმადაბალი ლოცვა მესმის, მილიონ ხმაში გავარჩევ ამ ხმას
- მარიამ აქ ხარ? - ხმადაბლა ვიძახი მე
არავინ მპასუხობს, ლოცვა კი გრძელდება
-მარიამ - ხმას ვუმატებ მე
ისევ სიჩუმე, ლოცვის ხმა და ახლაღა შენიშნული პატარა ბეღურას ფრთხილი მოძრაობა მხოლოდ
- მარიამ - უკვე ვბღავი მე და კუთხისკენ აჩქარებული ნაბიჯებით მივიწევ
ლოცვა წყდება, სიბნელესი ლანდი ირხევა და ჩემსკენ მოდის
- მაკა, მაკა ჩემო სიცოცხლე - ვეუბნები მოახლოვებულ ლანდს და მოხვევას ვცდილობ,
მარიამი უხეშად მიშორებს და ჩემი საქციელს საზარელ უხეშობად აქცევს, თავი მეზიზღება და ტუჩს ვიჭამ
- არ გაბედო მაკას დაძახება - მესმის მტკიცე ხმა - ახლა კი გადი აქედან და ნახევარ საათში მოვალ იქ
გარეთ გამოვდივარ, და ”იქ” მივდივარ, პატარა მდინარე თავისთვის ხმაურობს, მისი ქაფის სუნი მცემს, ხეები ლოგიკის შესაბამისად ხან მარცნივ იხრებიან ხან მარჯვნივ, ყველაფერი რაგაც ხმას გამოსცემს და მაინც სიჩუმედ მეჩვენება გარემო , ბოროტ სიჩუმედ
გზას ვუყურებ, თვალს არ ვაცილებ აქლემის კუზივით მახინჯ გზას, ბოლოს თვალები სასურველ შედეგს აღწევენ,შავ კაბაში გამოწყობილი მარიამი ფრთხილად მოდის, ცალი ხელი მუხლზე უდევს და აღმართს იიოლებს
- მაკა 2 წელი გავიდა- ვამბობ მე და მრცხვენია
მარიამი რომელსაც მაკა ვუწოდე სახეში ხელს მირტყამს, მერე ჩემს თმებზე შენიშნულ პატარა ხის ნაჭერს მაცილებს, ლოყაზე ხელს ჩემს სტილში მიცაცუნებს და აშკარად ამ სიტუაციისათვის საჭირო ღიმილით მეუბნება:
-მარიამი ,ხომ გითხარი უკვე ადამიანო
- წავედით მაკა- ამომდის ხმა საიდანღაც
მარიამი თავს აქნევს და მე მის თვალებსი აშკარად ვხედავ დიდი სიბრძნეს, რომელზეც ადრე ვეჭვიანობდი, ახლა კი ვხვდები ამას აზრი არა აქვს, რადგან ჩემს წინ მდგარი ქალი უკვე მთლიანად ამ სიბრძნისაა
-მაპატიე მარიამ -ვამბობ მე და პირველად ცხოვრებასი ცრემლი თავისთვის მომდის სახეზე
- პირიქით მადლობა შენ. არა არას უფრო დიდი სიყვარული ვიდრე ღმერთი-მეუბნება ქალი და მიდის, ზუსტად იმ ადგილად სადაც თვალს უნდა მოეფაროს ტრიალდება და მიძახის
- ხო მაკა - ვეჭიდები ბოლო იმედს მე და სწრაფად  მივიწევ მარიამისკენ
- აქედან 2 კილომეტრსი მამათა მონასტერიცაა -ამბობს ის და მეჩვენება რომ ხარხარებს
- ვიცი - ვეუბნები ჩემ თავს, ვჩერდები და ხეზე შემომჟდარ სრულიად უდანაშაულო ჩიტს ქვას გამეტებით ვესვრი


,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

- ახლა? - მეკითხება ძალიან ლამაზი ქალი და თვალებს არ მისწორებს,სადღაც ფიქრებში არის გასვრილი, ამ კითხვასაც თითქოს ამ ფიქრებიდან მიგდებს სამადლოდ
-რა ახლა? - ვეკითხები მე, თუმცა მშვენივრად ვგრძნობ რაც იგულისხმება 4 ასოსგან შემდგარ ამ მოკლე შეკითხვაში
-ბედნიერი ხარ?
-არვიცი
ქალი ჩემსკენ ტრიალდება. დიდ ლურჯ თვალებს ცინიკურ ღიმილს უერთებს და ტუჩის ზედა ნაწილს ბოროტ მოხაზულობას აძლევს
- ეგოისტი ხარ
ქალს ხელზე ხელს ვკიდებ და ჩემსკენ ვიზიდავ, არ მიძალიანდება, ვთამამდები, კისერზე ხელს ვხვევ და ტუჩებს სახესთან ახლოს ვუტრიალებ
-მეზიზღები - მესმის ხმა
- ეს შენი გადაწყვეტილება იყო - ვპასუხობ მე და ტუჩებში ძალით ვკოცნი
-ალბათ ჩემი ტანსაცმელი აღგაზნებს კიდეც - მეუბნება ქალი და ხარხარს იწყებს
მე და მარიამი მინდორზე ვწევართ, მარიამი მონასტერსი ცხოვრობს უკვე ერთი წელია, მონაზვნის შავი კაბა აცვია და მინდორზე არის წამოწოლილი, ქვევით პატარა მდინარე ხმაურობს და ფონს გვიკეთებს, მე მარიამი მიყვარს, მასაც ვუყვარვარ, მარიამს სახე გათეთრებია, ყმაწვილური სიცელქეც მოშორებია, დიდ, ჭაობისწყლისფერ თვალებსი სიბრძნე  აქვს ჩამდგარი და დამცინის
-მე წავედი ერთ თვესი მაქსიმუმ ორში გნახავ - ვამბობ მე და ფეხზე ვდგები
მარიამი ტირილი უვარდება, ის სიბრძნე რომელზეც უკვე ვეჭვიანობ კიდეც სახიდან უქრება, სწრაფად დგება ფეხზე და კისერზე მეხვევა
-მიყვარხარ, მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ - დიდხანს იმეორებს ამ სიტყვებს და ყოველ თქმაზე სახეს მიკოცნის
- გეყოს - ვიძახი ბოლოს მე და მივდივარ
მალე მოდი - მესმის  ტირილში არეული ხმა უკნიდან
არაფერს ვამბობ უხმოდ ვაგრძელებ აქლემის კუზივით მახინჯ გზას,

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,


- ჩემო სიცოცხლე იქნებ არ გვინდა წასვლა, ვერ გავძლებ უშენოდ იქ,ხომ იცი ისედაც მიყვარხარ, არა რა, გთხოვ რა, ისე მაპატიე რა -მეუბნება მაკა და ძალის შესაბამისად მეხვევა
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ- ვუხეშობ მე და მის ხელებს ვიშორებ
მონასტრამდე 1 საათის გზაა, მანქანას სწრაფად მივაქროლებ, პირში სიგარეტი მაქ გაჩრილი, სახეზე კი დაუნდობელი იერი მიმხატვია
-მიყვარხარ - მესმის უკნიდან ხმა
- მეც - ვპასუხობ ამ ხმას - მაგრამ პატივსაც მინდა გცემდე
- ხო კარგი, ოგონდ შემპირდი , რომ ხშირად მნახავ- მესმის ტირილი უკნიდან და სახეზე ცრემლიან ლოყას ვგრძნობ
არაფერს ვამბობ, მანქანას სიჩქარეს  ვუცვლი და ამჯერად მაკას ლოყას ვიშორებ
- მაკა ეს მონასტერია - ვარგვევ სიჩუმეს ერთი საათის შემდეგ და მონასტრის გუმბათზე ვანიშნებ
- ვიცი ნამყოფი ვარ  ერთხელ - მეუბნება ქალი და ტირის
- დრო მალე გავა - ვამშვიდებ მე და მონასტერს შევცქერი, რომელიც ისე ლამაზად ერწყმის მთას რომ მასთან ერთად შექმნილი მგონია
მანქანით რამოდენიმე მოსახვევეს ვუხვევ და ვჩერდები, მაკა უკან ზის, პირველად ვიხედები მისკენ, ქალი კანკალებს და მთლიანად ერთი დიდი ცრემლია. მანქანიდან გამოვდივარ  და მაკას კარებს ვუღებ, მონასტრიდან წინამძღვარი გამოდის და გვიახლოვდება
- ეს არის ?- მეკითხება ის
-ხო ეს არის - ვეუბნები მე - ხომ კარგი გოგოა ?- ხუმრობასაც ვამატებ
არავის ეცინება, წინამძგვარი მაკას ხელს კიდებს და მიყავს, თუმცა იგი ხელიდან უსხლტება და ჩემსკენ მორბის,
-მალე მოდი. მიყვარხარ და მალე მოდი - რატომღაც მშვიდად ამბობს ის
მე მაკას ვეხვევი და ვკოცნი
-გეყოთ- გვესმის წინამძღვრის ხმა
- კარგად იყავი,... მარიამ -ისევ ვხუმრობ მე და ისევ არავის ეცინება
- ძალზე დიდ წარმოდგენა გაქვს შენ თავზე და არაკაცურად იქცევი - მეუბნება წინამძღვარი და მაკა აწ უკვე მარიამი მიყავს

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<


-დაო შენთან ერთი გოგო მინდა მოვიყვანო
- რისთვის ?
- თვითონ უნდა ასე
- შენი რაა?
-ჩემი?. მიყვარს ის
- და აქ რატომ მოგყავს?
- თვითონ გეტყვის რომ მოვიყვან
- შენ გინდა რომ მოიყვანო თუ მისი სურვილია, სიმართლე მითხარი
- მე მინდა და მისი სურვილიცაა
-ძალიან დიდ რამე ხომ არ იღებ შენს თავზე?
- მე ამას მისი სიკეთისთვის და ბედნიერებისათვის ვაკეთებ
- სიკეთე ხანდახან ბოროტების რეკლამა
- მიიღებთ თუ არა?
-ჩემი ნება რომ იყოს არა, მაგრამ მე აქ ღმერთის ნებას ვასრულებ
- როდის მოვიყვანო?
- როცა გინდა
- 2 წელი იქნება და მერე წავიყვან
- მგონი შენ უფრო გჭირდება აქ მოსვლა, ამპარტავნობა კაცთაგან უდიდესი ცოდვაა
- ნუ მაწამებთ დაო, ეს ჩვენ ორივეს გვჭირდება
- ეს მარტო შენ გჭირდება. პატივმოყვარეობისათვის, და ღმერთიც მხოლოდ მისთვის გაიგებს მოწყალებას შენთვის არა
- მე მართალი მგონია თავი დაო.
-უგუნურებს სულ მასე ჭირთ, თქვენთან საუბარი დამთავრებულია, მოიყვანე და შენც ილოცე შენთვის,
- კარგად დაო
- ილოცე დღე და ღამე, კარგად იყავით


.,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

საწოლზე ვწევართ მე და მაკა, ჩვენ შორის არაფერი ხდება. უბრალოდ მონასტერში უნდა წავიყვანო ორ დღეში,სატიკად მიყვარს მაკა და გულში მყავს ჩაკრული, ქალს თავი ჩემს იღლიასი აქვს დამალული  და ცხელი სუნთქვით მაგიჟებს,
- მერე?- მეკითხება ის
-მერე გრძელთმიანი კაცი მიუახლოვდა ამ ხალხას და უთხრა რომ თქვენ შორის უცოდველმა ესროლოს პირველად ქვაო
- წავიდნენ მერე ის ხალხი?- იგლიის ქვეშიდან მეკითხება მაკა
- ხო წავიდნენ,ცოდვილი მარიამი კი გრძელთმიანს მიუახლოვდა და ფეხებზე ეამბორა
- მორჩა?
- არა. რამოდენიმე ხნის შემდეგ კაცი ჯვარს აცვეს, ქალი კი გათხოვდა და პირველივე ღამეს ლოცვად დაემხო
- რატო?
-საქორწილო ზეწარი ქალიშვილობის სისხლიტ იყო მოსვრილი - ვამბობ მე და ასე მგონია ვმსახიობობ
მაკა იღლიიდან ძვრება და ლოგიკურად თვალებიც ეცრემლება, მერე ცრემლებს სახეზე მაწვეტებს და თავისივე ცრემლზე გიჟივით მკოცნის
- წავალ _ იზახის ის - შენთვის და ჩვენი სიყვარულისთვის წავალ
- შენთვის უნდა წახვიდე - ვამბობ მე და მაკას გულში ვიკრავ
_ხვალ მოვემზადები და ზეგ წამიყვანე, სენ წამიყვანე კარგი?
_კარგი_ ვეუბნები მე და თითებს ვუკოცნი

................,,,,,,....,....,,,,,,,,,,,,,,,,,
რატომ დადიხარ აქ, რატომ გინდა გცემო?
_მივდივარ
-სად გაგიჟდი?
_მაშინ რომ ვილაპარაკეთ მის მერე სულ მაგაზე ვფიქრობ. მინდა რომ მაპატიო
-კარგი რა მაკა არ ღირს ჩემთვის ამხელა მსხვერპლის გაწირვა, თან შენ თავს ვფიცავარ შენ ჩემზე კარგი ხარ
- ეს რა შუაშია?
- არის
- მიყვარხარ ყველაფრისთვის მზად ვარ. სულ ვილოცებ - ეს არაფერს ნიშნავს?_არაფერს,ადამიანები გაჭირვების ჟამს გულწრფელად ლოცულობენ
- მითხარი რა ვქნა?
- დაუფიქრდი ყველაფერს
- ვერ ვფიქრობ არ მაქვს მაგის თავი, შენთვის წარმოუდგენელია ჩემთან ყოფნა?
-ის ცხოვრება რასავ შენ ოცნებობ ჩემთან არ გექნება ვერ გავიგე რატომ გინდა თავი დაიტანჯო?
-მინდა
- შენ გიჟი ხარ
-მე მიყვარხარ, ყველაფერს ვიზამ შენთვის
- ვინ ვარ მე რომ ასეთი რამ გთხოვო
- შენ ჩემი ღმერთი ხარ
-მეორედ დამირეკავ და შეიძლება მოგკლა, აგარ თქვა არაფერი შენ მართლა გიჟი ხარ


.,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
_შენ ჩემს ადგილზე რას იზამდი?
_ მე მონასტერსი წავიდოდი 2 წლით
_ მერე მაპატიებდი?
_ალბათ, ახლა კი წადი, ხომ გთხოვე არ მნახო მეთქი


-----------------------------------------------------------
მაკას თვალებსი ვუყურებ და ბედნიერებას ვსუნთქავ, ქალს ნაღვლიანი თვალები აქ, ჭაობისფერი სიცელქით ამოტენილი თვალები
_ჩემი სიცოცხლე ხარ _ვეუბნები მე
_ რას იზამ ჩემთვის _ მეკითხება მაკა
_ყველაფერს სიცოცხლე 
მაკა მეხვევა, ვნება მადუღებს და ქალს გაცოფებული ვკოცნი
_ მე ყველაფერი არ მითქვამს შენთვის_ მეუბნება ქალი და თავს ჩემი გულიდან არ იღებს
გული ტანჯვისგან თვალებისკენ მოიწევს და უნდა ცრემლად გადაიქცეს
_ახლავე წადი აქედან და არასოდეს მომიახლოვდე, არანაირად

----------------------------------------------------------------
მეც როგორც ყველას ძალიან მინდა ღმერთი ვიყო, პატარა მაინც





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები