 | ავტორი: ვასასი ჟანრი: პროზა 9 აგვისტო, 2009 |
ეძღვნება თათო რევიშვილის ხსოვნას
მე თავს მოვიკლავ.. ყელს გამოვიღადრავ, ხარაკირს ჩავიტარებ ან ჩამოვეკიდები...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ყოველდღე უნივერსიტეტში დავდივარ, სადაც ოთხ, ექვს საათს ქარს ვატან...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ 19 წლის ასაკში არ მესმის დოსტოევსკი...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ გაუნათლებელი და ხეპრე ვარ!
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ დადაიზმი და ფუტურიზმი არსებობს...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ადამიანმა ასეთი მარაზმი ხელოვნების მიმდინარეობად არ უნდა აქციოს..
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ხშირად ვხმარობ სიტყვა “მარაზმს”...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ მან იმედები გამიცრუა, ადამიანმა, რომელსაც მეგონა, რომ ვუგებდი, რომელსაც ვენდობოდი... ახლა კი მეზიზღება...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ცოცხალი ვარ..
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ საკუთარი შემოსავალი ჯერ არ მაქვს და მეთაკილება ჩემი ოჯახის წევრებისათვის ყოველდღე სამი ლარის თხოვნა...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ვიყო!..
P.შ. დამოუკიდებლობა ნიშნავს ყველანაირი ვალდებულებებისა და მოვალეობებისაგან გათავისუფლებას, რასაც, დიდი მცდელობის მიუხედავად, ამქვეყნიურ ცხოვრებაში ვერ მოვახერხებ.
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით დავდივარ და აზრად არ მომდის მათი გაწმენდა...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ გარშემომყოფებს უცნაური ვგონივარ....
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ თქვენ არ გგავდეთ!...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ საკუთარ თავს არ ვიცნობ...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ჩემში არსებულ უზარმაზარ, უმართავ ძალას ვგრძნობ და მეშინია, ერთ დღესაც კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანი დანაშაული არ ჩავიდინო...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ვერავინ მიგებს (თუმცა ამის არანაირი სურვილით არ ვკვდები)...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ინტერესები და სამყაროსადმი დამოკიდებულება კვარტალში ერთხელ მეცვლება...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ამბიციური ვარ, რომ უკეთესს ვიმსახურებ, რომ მბრძანებელი ვარ და თქვენ არ მაღიარებთ...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ არ იცით ჩემი სახით ვისთან გიწევთ ურთიერთობა...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ არავინ მიყვარს...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ არც ქრისტესი მწამს და არც ლუციფერის...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ზემოთთქმული მოვიტყუე...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ვმარხულობ..
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ინტერესები არ გამაჩნია..
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ არჩევანის უფლება არ მაქვს!...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ “ობივატელების” გარემოში ვცხოვრობ, რომლებიც გამუდმებით იტყუებენ საკუთარ თავს...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ისინი გამუდმებით ცდილობენ მათ დავემსგავსო... მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ 13 ივნისს ნორვეგიაში იდიოტების დღეს აღნიშნავენ...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ქართველებმა ილია ჭავჭავაძის ახლოს ზვიად გამსახურდია დაკრძალეს...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ არ მაფასებთ...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ მოდილიანს ვგავარ მასაც ჩემსავით უჭირდა სათქმელისა და თავისი შინაგანი სამყაროს გადმოცემა...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ “The Beatles”_ის ეპოქაში არ ვცხოვრობდი და ახალგაზრდა პოლ მაკარტნის ფანობის შანსი დავკარგე...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ არც ერთი არ გაგხადოთ ჩემთან ურთიერთობის ღირსი!...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ სიყალბეში ვერ ვიცხოვრებ, სამსახურში ვერ ავიტან უსამართლობას და უმუშევარი დავრჩები...
მერე?..
მერე მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში აღარ გამიჩნდეს ეს კითხვა...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ქართველები ადვილად ივიწყებენ წარსულს....
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ არსებობს რაღაცები რისი გაკეთებაც არ შეიძლება და მაინც აკეთებენ...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ქართველების 95% მზად არის საკუთარი სამშობლო პირადი ინტერესების გამო ლარ_ნახევრად გაყიდოს...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ კოელიო თანამედროვეობის უდიდესი მწერალი ჰგონიათ.. და ამელი ნოტომი კიდევ...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ვიცნობ ადამიანს, რომელიც შეუმდგარი პიროვნებაა, უფრო სწორად, პირია...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ცხოვრება ერთი წამის გაელვებაა...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ იმას ბაძავო, მეუბნებიან...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ რომ ბუნებაში დადგენილ წესებს გადავახტე, ბუნებას შევებრძოლო და ჩემი სიძლიერე დავუმტკიცო!...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ არ მეღირსა უიცილოპოჩტლის პატივსაცემად გამართულ მსხვერპლშეწირვაზე დასწრება...
P.S. კორტესის დედაც, ჯეკ!...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ ლადო ასათიანზე და მერე კოშმარები მესიზმრება...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ოთხივე კიდურით ვეთანხმები ნიცშეს, ღმერთი მოკვდაო, რომ ამბობს..
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ამის ხმამაღლა თქმის შემთხვევაში ანათემას გადამცემენ..
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ მშიშარა ვყოფილვარ!...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ მეორედ მოსვლას ვერ მოვესწრო!...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ კვდომის პროცესიის ინტერესით ვკვდები...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ რომ ადამიანს ცხოვრებაში ორი ზეიმი აქვს: დაბადება და გარდაცვალება...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ძალიან მინდა შავ, თეთრსარჩულიან კუბოში ჩადონ ჩემი ხრწნადი გვამი და ფეხით წამასვენონ თოვლიან სასაფლაოზე...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ შავ, თეთრსარჩულიან კუბოში ჩადებულ ჩემს ხრწნად გვამთან დაჩოქება გაიძულოთ..
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ის აღარ მეკონტაქტება; იმიტომ, რომ არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ არასოდეს მეღირსება მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში ცხოვრება...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ჰებელსის თეორიები მომწონს და რომ ვთქვი, მითხრეს, ფაშისტური იდეოლოგიის მომხრე ხარო...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ჩრდილოეთ იტალიის ფანი ვარ...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ვგიჟდები მილანსა და “მილანზე”...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ქართული ფოლკლორი მიყვარს...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ 50 ახალგაზრდა ადამიანიდან მხოლოდ ხუთს ჰქონდა “ჩაკრულო” მოსმენილი...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ანანურსა და მლეთასთან მიახლოებისას სისხლის ყივილს ვგრძნობ...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ თიანეთში ყოველი მოგზაურობისას სურვილი მიჩნდება მანქანიდან გადმივიდე და ჩემი წინაპრების მიწა ვკოცნო..
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ იქ დასახლების შანსი არ მაქვს...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ზემოდან დავინახო ჩემო ახლობლების ცხოვრება ჩემს შემდეგ...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ მილევიჩმა დახატა “შავი კვადრატი”...
მე ჰარაკირს ჩავიტარებ იმიტომ, რომ იაპონელი სამურაის მიმართ ჩემი პატივისცემა გამოვხატო...
მე ჩამოვეკიდები, რათა თითოეული ჩამოხრჩობილის განცდა შევიგრძნო...
მე ყელს გამოვიღადრავ იმიტომ, რომ თანადგომა გამოვუცხადო თითოეულ ზვარაკს, ღვთისათვის შეწირულს...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ძალიან გულახდილი ვარ და არ მრცხვენია ჩემი ნაკლისა...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ არც ერთი ადამიანი არ არის ჩემი ღირსი!...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ თქვენ დაგსაჯოთ, იმიტომ, რომ არ აფასებთ იმ განძს, თქვენს გვერდით რომ დაიარება შესამჩნევად..
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ თქვენ დაგცინოთ, შეგიბრალოთ და პანღური ამოგკრათ...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ დროსა და ენერგიას ფუჭად ვხარჯავ...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ არ მაქვს ჩემი შესაძლებლობების გამოყენების ნიჭი... მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ რადიომანი ვარ...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ თვითკმაყოფილი იდიოტი ვარ...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ჩემს ირგვლივ არსებულ გარყვნილებაში ვიხრჩობი...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ბორჯიები არსებობდნენ და ეკატერინე მედიჩის დაბადებამდე 21 წლით ადრე სავონაროლა მოღვაწეობდა...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ხალხი ბრძენი კი არა, ლენჩი ცხოველების ბრბოა...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ირგვლივ საშინელი დაძაბულობა და აგრესიაა...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ აღდგომის დღესასწაული და გალობა მიყვარს...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ სომხები არსებობენ და მიშლიან...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ შავ, თეთრსარჩულიან კუბოში ჩასვენებულ ჩემს ხრწნად გვამს ჩემი სულის საცხოვნებლად “სულთათანა” უგალობონ...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ გარდავისახო..
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ დეპრესიაში ვარ.. . მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ აჯაჯული დადის, საკუთარ თავს პატივს არ სცემს და მის გვერდით ქუჩაში გავლის მრცხვენია...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ისტორიაში შევიდე ჰეროსტრატესავით...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს ვცემ პატივს...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ გოცირიძეს უდიდესი შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა ის ამას ვერ მიხვდება...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ სუიციდი ერთადერთი გამოსავალია...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ევთანაზიას დავუჭირო მხარი...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ 25 დეკემბერს კათოლიკები შობას აღნიშნავენ...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მანქანა გამიტანს...
მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ეს ჩემი გასაკეთებელია...
მე თავს მოვიკლავ და საკუთარ სხეულს დავსჯი...
მე თავს მოვიკლავ და ისევ მიწად ვიქცევი...
მე თავს მოვიკლავ და ყველა ღირსეულ თვითმკვლელს გამოვუცხადებ თანადგომას სუიციდის გამო...
მე თავს მოვიკლავ და არ დავტოვებ წერილს დანარჩენი თვითმკვლელების მსგავსად იმიტომ, რომ სხვებს არ ვგავარ...
მე თავს მოვიკლავ და სისხლის ცრემლებით გატირებთ...
მე თავს მაინც მოვიკლავ იმის მიუხედავად, რომ ბევრ მტერს გავახარებ.. . მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ... მე თავს არ მოვიკლავ...
მაგრამ მე თავს მაინც მოვიკლავ, იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებს ჩქარა გავიგო რა ხდება იქ!..
მე ჩემი სუიციდით შეურაცხგყოფთ თქვენ!..
მე ჩემი თვითმკვლელობით დაგსჯით თქვენ და შურს ვიძიებ ჩემი თითოეული წუთის ტანჯვის გამო...
და რამდენიც არ უნდა მარწმუნოთ ჩემი გადაწყვეტილების აბსურდულობაში, მე თავს მაინც მოვიკლავ!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ვასასი პირველ რიგში მინდოდა მეთხოვა თავი არ მოგეკლა, მაგრამ ვნახე შენი კომენატრაი 3 წლი ს წინ დაწერილიაო და გადავრჩით მოკლედ, კარგია რომ ძველია და კარგია რომ არსებობ, რა თქმა უნდა არის ამ ნაწერშიც მეტისმეტად ბანალური ფრაზებიც, მაგრამ არის ისეთი მიგენებებიც კვდომის პროცესს ვგულისხმობ, რომელიც მართლაც რომ შესანიშნავია, ეკა-ლის ვეთანხმები ამაში, საერთო ჯამში მშვენივრად გიფიქრია, სიკვდილი მაინც არ იქნება გამრთლებული, მიუხედავად მიზეზებისა, გაკოცე და მოგიკითხე სიყვარულით :):):):) ვასასი პირველ რიგში მინდოდა მეთხოვა თავი არ მოგეკლა, მაგრამ ვნახე შენი კომენატრაი 3 წლი ს წინ დაწერილიაო და გადავრჩით მოკლედ, კარგია რომ ძველია და კარგია რომ არსებობ, რა თქმა უნდა არის ამ ნაწერშიც მეტისმეტად ბანალური ფრაზებიც, მაგრამ არის ისეთი მიგენებებიც კვდომის პროცესს ვგულისხმობ, რომელიც მართლაც რომ შესანიშნავია, ეკა-ლის ვეთანხმები ამაში, საერთო ჯამში მშვენივრად გიფიქრია, სიკვდილი მაინც არ იქნება გამრთლებული, მიუხედავად მიზეზებისა, გაკოცე და მოგიკითხე სიყვარულით :):):):)
11. ჯოვანინი: არ ვიცი რომელი საიტიდან მიცნობ. სფია-ლი რომელია არ ვიცი და მიმითითე ზუსტად. ლიბზეც წავიკითხავ მის ჩანაწერს..
ჰო, რაც შეეხება პლაგიოატორობას... არ ვარ ის ტიპი ვიღაცის რაღაცები ვაკოპირო..
ეს რაღაც სამი წლის წინ დავწერე...
ჯოვანინი: არ ვიცი რომელი საიტიდან მიცნობ. სფია-ლი რომელია არ ვიცი და მიმითითე ზუსტად. ლიბზეც წავიკითხავ მის ჩანაწერს..
ჰო, რაც შეეხება პლაგიოატორობას... არ ვარ ის ტიპი ვიღაცის რაღაცები ვაკოპირო..
ეს რაღაც სამი წლის წინ დავწერე...
10. ვასასი.მე შენ სხვა საიტიდანაც გიცნობ.იქ გაცილებით ბუნებრივი მეჩვენე და საინტერესო. აქ რაც გიწერია,მაპატიე ობიექტური აზრისთვის,მაგრამ ამბიციური პლაგიატის ამაო მცდელობას ვხედავ.გაიხსენე სფია-ლი,ერთ-ერთ ფორუმზე და ნანახი გექნება მისი ჩანაწერები ლიბ.გეზე ;) კიდევ რა გაქვს წაკითხული ისიც გეხსენებინა :D მაგალითად რობინზონ კრუზო დაგავიწყდა,ჰეკლბერი ფინი...გავიგეთ რომ ნაკითხი გოგო ხარ და ეს ძალიან კარგია. მიუხედავად მშვენიერი ,,ენისა'' მე მაინც მინუს შეფასებას დავუწერდი ამ ნაწარმოებს.
ვასასი.მე შენ სხვა საიტიდანაც გიცნობ.იქ გაცილებით ბუნებრივი მეჩვენე და საინტერესო. აქ რაც გიწერია,მაპატიე ობიექტური აზრისთვის,მაგრამ ამბიციური პლაგიატის ამაო მცდელობას ვხედავ.გაიხსენე სფია-ლი,ერთ-ერთ ფორუმზე და ნანახი გექნება მისი ჩანაწერები ლიბ.გეზე ;) კიდევ რა გაქვს წაკითხული ისიც გეხსენებინა :D მაგალითად რობინზონ კრუზო დაგავიწყდა,ჰეკლბერი ფინი...გავიგეთ რომ ნაკითხი გოგო ხარ და ეს ძალიან კარგია. მიუხედავად მშვენიერი ,,ენისა`` მე მაინც მინუს შეფასებას დავუწერდი ამ ნაწარმოებს.
9. საინტერესოა... საინტერესოა...
8. იცი, მომეწონა...ძალიან გულახდილი საუბარია...5555 მაგრამ ერთი შენიშვნა: პირველივე წინადადების მერე თუ თავს მოიკლავ, იმდენ დანარჩენს რაღას უშვები...?მხოლოდ ერთხელ შეგიზლია მოიკლა თავი... ამიტომ " მე თავს მოვიკლავ" შეცვალე..." მე ვიცოცხლებ იმიტომ რომ"... და ყველაფერი თავის ადგილას ჩაჯდება... იცი, მომეწონა...ძალიან გულახდილი საუბარია...5555 მაგრამ ერთი შენიშვნა: პირველივე წინადადების მერე თუ თავს მოიკლავ, იმდენ დანარჩენს რაღას უშვები...?მხოლოდ ერთხელ შეგიზლია მოიკლა თავი... ამიტომ " მე თავს მოვიკლავ" შეცვალე..." მე ვიცოცხლებ იმიტომ რომ"... და ყველაფერი თავის ადგილას ჩაჯდება...
7. არ მომწონს.................................................................................................... არ მომწონს....................................................................................................
6. ეკა-ლი: მადლობა, არა, არაფერია საწყენი. პირიქით, გამიხარდა რაც დაწერე.. რაღაცებს მიმიხვდი.. :))
მაადლობა კიდევ ერთხელ.. :$ ეკა-ლი: მადლობა, არა, არაფერია საწყენი. პირიქით, გამიხარდა რაც დაწერე.. რაღაცებს მიმიხვდი.. :))
მაადლობა კიდევ ერთხელ.. :$
5. ვიცი, ძალიან გამიგრძელდება და პატიებას გთხოვ წინასწარ:)
"მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ის აღარ მეკონტაქტება; იმიტომ, რომ არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი... მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ დეპრესიაში ვარ.. . მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ აჯაჯული დადის, საკუთარ თავს პატივს არ სცემს და მის გვერდით ქუჩაში გავლის მრცხვენია..." - - - ან ჩემი დაქალი ხარ,ან უბრალოდ 19-ის ხარ და ამიტომ... და კიდევ იმიტომ,რომ "ის აღარ გეკონტაქტება":) ბევრი ადგილი მომეწონა და შევინახე ჩემი დაქალისთვის... არ გამიბრაზდე,მაგრამ გადაგივლის,გინდა თუ არა ეს შენ,რადგან დროთა განმავლობაში შენი დამოკიდებულება სამყაროსადმი კვარტალში ერთხელ აღარ შეიცვლება. ბევრი განცდა ნაცნობი იყო,ამიტომ შინაგანად დამაინტერესდი. რაღაც ისტორიას მალავს მთელი ეს ამოძახილი.
მართლა,დოსტოევსკიზე გამეცინა,მეც ახლა ვცდილობ მის გაგებას:D
ჰო,კიდევ ვფიქრობ, ვფიქრობ კი არა,ღრმად ვარ დარწმუნებული,რომ "ღირსეული თვითმკვლელი" არ არსებობს! ამაზე ნუ ვიკამათებთ,ბევრთან მიკამათია და ჩემი სუბიექტური აზრი ჩემადვე რჩება,ჭეშმარიტება კი არ არსებობს. კიდევ რაღაც მინდა გითხრა გულწრფელად და ნუ მიწყენ თუ შეძლებ,მაგრამ მგონია,იყო მომენტები,სადაც შენი ცოდნის აფიშირებას ცდილობდი. ეს შეიძლება კარგიც იყოს,რადგან ახლა მეც გავიგებ იმას, რაც შენ იცოდი და მე არა,მაგრამ ამიერიდან მეცოდინება,რადგან უკვე "დავგუგლე":)) მაგრამ სხვა დროს შეიძლება გააღიზიანოს ვინმე.
ახლა პოზიტივი: "მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ მან იმედები გამიცრუა, ადამიანმა, რომელსაც მეგონა, რომ ვუგებდი, რომელსაც ვენდობოდი... ახლა კი მეზიზღება..."-ეს მგონი ყველაზე ნაცნობი განცდა იყო..... "მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ კვდომის პროცესიის ინტერესით ვკვდები..."- უძლიერესი მიგნებაა,ყველას უნდა,მაგრამ ჯერ არსად წამიკითხავს
"მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ თიანეთში ყოველი მოგზაურობისას სურვილი მიჩნდება მანქანიდან გადმივიდე და ჩემი წინაპრების მიწა ვკოცნო"-მარტო ამ ფრაზის გამო შეგიყვარებს კაცი(ადამიანი:) )
"მე ჩამოვეკიდები, რათა თითოეული ჩამოხრჩობილის განცდა შევიგრძნო..." და ა.შ. ყველა ეს ჩემი განცდაცაა და გულს მოხვდა მოკლედ,კიდევ წერე..... მე ყოველთვის წავიკითხავ. იმედია,თავი არ მოგაბეზრე:D უბრალოდ,ისეთი მრავალწახნაგოვანი საკითხია,უნდა დაჯდე და ილაპარაკო კაცმა:D დროებით!
ვიცი, ძალიან გამიგრძელდება და პატიებას გთხოვ წინასწარ:)
"მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ის აღარ მეკონტაქტება; იმიტომ, რომ არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი... მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ დეპრესიაში ვარ.. . მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ აჯაჯული დადის, საკუთარ თავს პატივს არ სცემს და მის გვერდით ქუჩაში გავლის მრცხვენია..." - - - ან ჩემი დაქალი ხარ,ან უბრალოდ 19-ის ხარ და ამიტომ... და კიდევ იმიტომ,რომ "ის აღარ გეკონტაქტება":) ბევრი ადგილი მომეწონა და შევინახე ჩემი დაქალისთვის... არ გამიბრაზდე,მაგრამ გადაგივლის,გინდა თუ არა ეს შენ,რადგან დროთა განმავლობაში შენი დამოკიდებულება სამყაროსადმი კვარტალში ერთხელ აღარ შეიცვლება. ბევრი განცდა ნაცნობი იყო,ამიტომ შინაგანად დამაინტერესდი. რაღაც ისტორიას მალავს მთელი ეს ამოძახილი.
მართლა,დოსტოევსკიზე გამეცინა,მეც ახლა ვცდილობ მის გაგებას:D
ჰო,კიდევ ვფიქრობ, ვფიქრობ კი არა,ღრმად ვარ დარწმუნებული,რომ "ღირსეული თვითმკვლელი" არ არსებობს! ამაზე ნუ ვიკამათებთ,ბევრთან მიკამათია და ჩემი სუბიექტური აზრი ჩემადვე რჩება,ჭეშმარიტება კი არ არსებობს. კიდევ რაღაც მინდა გითხრა გულწრფელად და ნუ მიწყენ თუ შეძლებ,მაგრამ მგონია,იყო მომენტები,სადაც შენი ცოდნის აფიშირებას ცდილობდი. ეს შეიძლება კარგიც იყოს,რადგან ახლა მეც გავიგებ იმას, რაც შენ იცოდი და მე არა,მაგრამ ამიერიდან მეცოდინება,რადგან უკვე "დავგუგლე":)) მაგრამ სხვა დროს შეიძლება გააღიზიანოს ვინმე.
ახლა პოზიტივი: "მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ მან იმედები გამიცრუა, ადამიანმა, რომელსაც მეგონა, რომ ვუგებდი, რომელსაც ვენდობოდი... ახლა კი მეზიზღება..."-ეს მგონი ყველაზე ნაცნობი განცდა იყო..... "მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ კვდომის პროცესიის ინტერესით ვკვდები..."- უძლიერესი მიგნებაა,ყველას უნდა,მაგრამ ჯერ არსად წამიკითხავს
"მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ თიანეთში ყოველი მოგზაურობისას სურვილი მიჩნდება მანქანიდან გადმივიდე და ჩემი წინაპრების მიწა ვკოცნო"-მარტო ამ ფრაზის გამო შეგიყვარებს კაცი(ადამიანი:) )
"მე ჩამოვეკიდები, რათა თითოეული ჩამოხრჩობილის განცდა შევიგრძნო..." და ა.შ. ყველა ეს ჩემი განცდაცაა და გულს მოხვდა მოკლედ,კიდევ წერე..... მე ყოველთვის წავიკითხავ. იმედია,თავი არ მოგაბეზრე:D უბრალოდ,ისეთი მრავალწახნაგოვანი საკითხია,უნდა დაჯდე და ილაპარაკო კაცმა:D დროებით!
4. ძალიან მაგარი ნაწერია.იმედია რაც აქ წერია რეალურად ასე არ ფიქრობ.წარმატებები,მაგრამ ტავი არ მოიკლა:) ძალიან მაგარი ნაწერია.იმედია რაც აქ წერია რეალურად ასე არ ფიქრობ.წარმატებები,მაგრამ ტავი არ მოიკლა:)
3. იქნებ, არც მთლად ეგრეა საქმე... რა ვიცი, რა გითხრა.
''მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ არავინ მიყვარს...'' _ ვერ დავიჯერებ:)
წარმატებები, ოღონდ არა თავის მოკვლაში. საინტერესოდ წერ! იქნებ, არც მთლად ეგრეა საქმე... რა ვიცი, რა გითხრა.
``მე თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ არავინ მიყვარს...`` _ ვერ დავიჯერებ:)
წარმატებები, ოღონდ არა თავის მოკვლაში. საინტერესოდ წერ!
2. მადლობა დიდი.. :)
ახალი ვარ.. :) მადლობა დიდი.. :)
ახალი ვარ.. :)
1. ვაიმეეეეეეეე არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ ძალიან მაგარი ხარ და თვს ნუ მოიკლავ......555 მომეწონაააა აქ ჯერ ასე არაფერი მომწონებიააა,ასეთ ნაწერში ?ჩადო იუმორი ეს ადვილი არ არიიიის.5 ვაიმეეეეეეეე არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ ძალიან მაგარი ხარ და თვს ნუ მოიკლავ......555 მომეწონაააა აქ ჯერ ასე არაფერი მომწონებიააა,ასეთ ნაწერში ?ჩადო იუმორი ეს ადვილი არ არიიიის.5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|