წიგნიდან ,,მცირე პოემები"
რა დღეს, რა ხვალ - უნდა ითქვას ყელთან მობჯენილი სიტყვა… უსიკვდილოდ პასუხს ითხოვს ცალად მოწრიალე კითხვა!..
ყველაფერი უკან დარჩა - გზა გაკემსა ბეწვის ხიდმა… ხან დუმილმა უღვთომ გტანჯა, ხან ხმაურმა გაგარინდა…
ზოგჯერ ეჭვმა დაგიურვა, ზოგჯერ ღვთის თუ კაცის რიდმა… ზოგჯერ - დიდმა სიხარულმა, ზოგჯერ ურვამ უფრო დიდმა…
მოგატარა ცა-მთა-ბარი გულმა - განუყრელმა გიდმა… გვიან აგეხილა თვალი… გვიან მოდის ცოდვის კითხვა…
სით მოსული აწ სით წახვალ, რა გზას დაადგები, მითხარ?!.. - ვისმა შეგიფაროს სახლმა, სულ ღვთის მოიმედედ ვით ხარ?!.
ჟამი დის და გიხმობს ზარი… ღამეს - ღამე, დღე დღეს მიჰყვა… ჩივის სული განაბზარი - - გულმა როგორ გამაბრიყვა?!.
ხმა სიცოცხლის სისხლს გინედლებს, ხმა სიკვდილის ძვალ-რბილს გიხრავს… და ყრუდჩაჟამებულ კედლებს სივრცეც შენი მოუტიხრავს…
არსით ხსნა და არსით შველა - მინდობილხარ ბედს და იღბალს… მაინც გჯერა - უეჭველად მოვა, ვინც უსაზღვროდ გიყვარს!..
ამ ერთი და ერთადერთი რწმენითა და იმედით ხარ… გწამს, რომ აგიცხადებს ღმერთი, რაც შენს შუბლზე წაუკითხავს!..
სულის რომ გსურს მობრუნება, კვლავ ლექსადვე ამოითქვამ… წყლულზეც მოგესალბუნება, თუ რამ სადმე ამო ითქვა…
ბედი შენი სხვისას არ ჰგავს - არ გაჰყვება გვალვა დიდხანს… შენს ზვარ-ბაღს და ნათეს-ნარგავს ცით ცვარ-ნამი გადახვითქავს…
შენი ხილიც დამწიფდება, შენი ყანაც გვირგვინს იდგამს!.. ვიდრე გათოვ-გაწვიმდება, ღვინობისთვეც მოგაკითხავს!..
გაწყვეტილი გაგიკემსა გზა რამდენგზის ბეწვის ხიდმა1.. გამწყდარ ნერვის მწარე კვნესაც კვლავაც ლექსად ამოითქვა…
ვინც დაგბადა ხატად თვისად, არ დაგაგდებს განუკითხავს, რადგან ერთხელ უნდა ითქვას გულს ამობჯენილი სიტყვაც!..
რადგან ერთხელ ხამს დაბზაროს გულიც - ნაგიჟარმა რიტმმა!.. და ერთხელვე დაჰკრას ზარმაც - ცოდვისსოფლის გასაკითხმა!..
რადგან ერთხელ უნდა გატყდეს ნავსიც, პურიც, ციხეც… თვით ქვაც!.. რადგან ერთხელ უნდა აღდგეს, ვინც ცოდო-მადლს განიკითხავს!..
რადგან ერთხელ უნდა დაწდეს წყალიც, სისხლიც, მოთქმა-მითქმაც!.. რადგან ერთხელ უნდა გაწყდეს და გიმუხთლოს ბეწვის ხიდმაც!..
რადგან ერთხელ - უნდა უხმოს სულსაც იდუმალმა ცით ხმამ!.. და ცალს თვისას შეეუღლოს ცალად მოწრიალე კითხვა!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. არსით ხსნა და არსით შველა - მინდობილხარ ბედს და იღბალს… მაინც გჯერა - უეჭველად მოვა, ვინც უსაზღვროდ გიყვარს!..
ამ ერთი და ერთადერთი რწმენითა და იმედით ხარ… გწამს, რომ აგიცხადებს ღმერთი, რაც შენს შუბლზე წაუკითხავს!..
სულის რომ გსურს მობრუნება, კვლავ ლექსადვე ამოითქვამ… წყლულზეც მოგესალბუნება, თუ რამ სადმე ამო ითქვა…
არსით ხსნა და არსით შველა - მინდობილხარ ბედს და იღბალს… მაინც გჯერა - უეჭველად მოვა, ვინც უსაზღვროდ გიყვარს!..
ამ ერთი და ერთადერთი რწმენითა და იმედით ხარ… გწამს, რომ აგიცხადებს ღმერთი, რაც შენს შუბლზე წაუკითხავს!..
სულის რომ გსურს მობრუნება, კვლავ ლექსადვე ამოითქვამ… წყლულზეც მოგესალბუნება, თუ რამ სადმე ამო ითქვა…
18. გაიხარეთ! გილოცავთ შობა-ახალ წელს! თქვენს ლექსებში, სევდიანშიც კი ანკარა ნაკადულის რაკრაკი ჩამესმის. გაიხარეთ! გილოცავთ შობა-ახალ წელს! თქვენს ლექსებში, სევდიანშიც კი ანკარა ნაკადულის რაკრაკი ჩამესმის.
17. გაიხარე ძმა! გაიხარე ძმა!
16. თქვენ ამ საიტში ყველაზე კარგად წერთ. ასეა ეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!) თქვენ ამ საიტში ყველაზე კარგად წერთ. ასეა ეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!)
15. არსით ხსნა და არსით შველა - მინდობილხარ ბედს და იღბალს… მაინც გჯერა - უეჭველად მოვა, ვინც უსაზღვროდ გიყვარს!..
გაიხარე, იმედა! რასაც მე შენ გლოცავ ამ ლამაზი ლექსებისთვის! 5 არსით ხსნა და არსით შველა - მინდობილხარ ბედს და იღბალს… მაინც გჯერა - უეჭველად მოვა, ვინც უსაზღვროდ გიყვარს!..
გაიხარე, იმედა! რასაც მე შენ გლოცავ ამ ლამაზი ლექსებისთვის! 5
14. ვერცერთი სტროფი ვერ გამოვარჩიე – ყველა თანაბრად ძლიერია... ვერცერთი სტროფი ვერ გამოვარჩიე – ყველა თანაბრად ძლიერია...
13. კაი მუსიკაა......... კაი მუსიკაა.........
12. ლამაზია ..... :) და ფიქრს გამოგადევნებს...... უსასრულო ფიქრს.....:) ლამაზია ..... :) და ფიქრს გამოგადევნებს...... უსასრულო ფიქრს.....:)
11. კარგი ძალიან...5555555 მ. ლებანიძე გამახსენდა: ამ ცხოვრებამ რთულმან, კრულმან, აქეთურმან, იქითურმან ხომ არ გამოგჭამა გული, ხომ არ დაიღალე მურმან...? კარგი ძალიან...5555555 მ. ლებანიძე გამახსენდა: ამ ცხოვრებამ რთულმან, კრულმან, აქეთურმან, იქითურმან ხომ არ გამოგჭამა გული, ხომ არ დაიღალე მურმან...?
10. ძალიან მომეწონა ძია იმო... :) მოგიკითხეთ... :) ძალიან მომეწონა ძია იმო... :) მოგიკითხეთ... :)
9. მოგატარა ცა-მთა-ბარი გულმა - განუყრელმა გიდმა…
რა ლამაზი პოეტური სახეებია თქვენს ლექსებში!..
მშვენიერია მთლიანად. მოგატარა ცა-მთა-ბარი გულმა - განუყრელმა გიდმა…
რა ლამაზი პოეტური სახეებია თქვენს ლექსებში!..
მშვენიერია მთლიანად.
8. კარგი პოეტი, კრიალოსანივით დამარცვლული სიტყვებით ;;) კარგი პოეტი, კრიალოსანივით დამარცვლული სიტყვებით ;;)
7. გაიხარე ძია იმო! ლამაზებია. 5 :) გაიხარე ძია იმო! ლამაზებია. 5 :)
6. მაგრებია..:) მაგრებია..:)
5. გაიხარე, ჩემო იმედო! :) გაიხარე, ჩემო იმედო! :)
3. ზოგჯერ ეჭვმა დაგიურვა, ზოგჯერ ღვთის თუ კაცის რიდმა… ზოგჯერ - დიდმა სიხარულმა, ზოგჯერ ურვამ უფრო დიდმა…
მოგიკითხეთ ძია იმო... ზოგჯერ ეჭვმა დაგიურვა, ზოგჯერ ღვთის თუ კაცის რიდმა… ზოგჯერ - დიდმა სიხარულმა, ზოგჯერ ურვამ უფრო დიდმა…
მოგიკითხეთ ძია იმო...
2. რა ლამაზია,აქაც ნაკადულივითაა სიტყვათა წყობა... რა ლამაზია,აქაც ნაკადულივითაა სიტყვათა წყობა...
1. გილოცავ ჩემო იმო ლექსსაც და გამარჯვებასაც! გაიხარე კეთილო კაცო! გილოცავ ჩემო იმო ლექსსაც და გამარჯვებასაც! გაიხარე კეთილო კაცო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|