ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი7464
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2009


მისაბაძი მაგალითი

იცი რა მახარეებს? ქვეყნად შენ რომ მყავხარ.
იცი რა მაკვირვეებს? დილის მზეს რომ გავხარ.
ჩემი სიხარულის ნათელი გზა ხარ.
მუდამ წყნარი, ლურჯი, კამკამა ზღვა ხარ.

ხან ელვა ხარ ცაზე,
ხან მზის სხივი დილის.
ხან თოვლი ხარ მთაზე,
ხან წყვდიადი ბინდის.

გაზაფხულის მოსვლას გავხარ და იების სილურჯეს,
ვარდის გაყვავებას გავხარ სიყვარულს რომ მიუძღვნეს.
იმედი ხარ მომავლის, ანგელოზი სიწმინდის,
მისაბაძი მაგალითი, განშტოება სიმშვიდის.

შევსებული მთვარე ხარ, გალერეა სიმდიდრის,
ფრთებ გაშლილი თეთრი გედი, მუზარადი სინდისის.
უკვდავების ბაღში მდგარი უეკლო ვარდი ხარ,
ვისთვის წმინდა სიყვარული, ვისთვის მწარე დარდი ხარ.


          ავტ:    გ.  სესიკელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები