 | ავტორი: tanit ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 12 აგვისტო, 2009 |
აკო, კიდე წაიკითხავ და მოგხვდება!
დიდი ხანია მონდოდა დამეწერა რამე, რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ კარგად გამომივიდოდა. ამბიციური არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ მეგონა ემოციების ქალღალდზე უფრო ადვილად გადატანა შემეძლო, ვიდრე ურთიერთობებში განხორციელება, ეს ალბათ ნაწილობრივ ცნობილი გამონათქვამის ბრალია -,,ქაღალდი ყველაფერს იტანს,, , ადამიანებისგან განსხვავებით.
სურვილი მეწერა, ალბათ იმიტომ გამიჩნდა, რომ არ ვიყავი თავისუფალი. თავისუფალი ქმედებებში, საუბარში, ურთიერთობებში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და აი ჩემში, ისევე როგორც ყველა მოაზროვნე ადამიანის სულის რომელიღაც ხველში ჩაბუდებულმა თავისუფლების, და მოდით სიგიჟე დავარქვათ ამ აუხსნელი გრძნობას რომელიც რაღაც მომენტში გაიძულებს დაარღვიო ყველანაირი სტერეოტიპი, მეც მაიძულა გამჩენოდა სურვილი გაამომეხატა ჩემი გრძნობები ამ ფორმით. თუმცა ვიცი შანსი იმისა, რომ ამ ნაწერს ოდესმე ვინმე იხილავს ძალიან მცირეა. მეც ვწერ, ვწერ და უარყოფის მიუხედავად, უკვე ვფიქრობ ჩემი მეგობრების რეაქციაზე როდესაც ამას წაიკითხავენ. ისინი ყველაზე მიმტევებლები არიან, ყოველ შემთხვევაში ჩემს მიმართ და აქედან გამომდინარე. თუგინდ მეცხოვრა გასულ საუკუნეებში ინკვიზიციას არაფრისდიდებით არ გადამცემდნენ.
ასე, რომ თქვენ ვინც კი ოდესმე იხილავთ ამ ნაწერს (სასურველია ჩემი სიკვდილის შემდეგ მოხდეს - ნაკლებად შემრცხვება, (თან მიცვალებულზე ცუდს არ ლაპარაკობენ) რომლის განადგურებას არამცდაარამც არ ვაპირებ რადგან მიუხედავად ჩემი დაუკვირვებლობისა, კარგად მახსოვს ჯერ კიდევ ბავშვობაში წაკითხული ფრაზა “სულელი თავის, ხოლო ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო” რომელიც შემდეგ სულელებზე დაკვირვების შედეგად ასე ჩამოვაყალიბე - ,, ჭკვიანი თავის შცდომებზეც სწავლობსო,,, რა იცი რაში გამომადგეს და მისი გადაკითხვის შემდეგ მივხვდე კაცობრიობის ინტელექტის წინსვლას და პროგრესს როგორი ტემპით ვუწყობ ფეხს. აქვე მოვიფიქრე, რომ ყოველ ღამეს (დღისით ამის დრო ნამდვილად არ მექნება) თითო თემა მივუძღვნა. ამით იმედია არ მიმამსგავსებენ შეჰრეზადას და არც რომელიმე რადიოს დიჯეის . .
• პრველი, ალბათ რაზეც ჩემი მდგომარეობის (სოციალურს ვგულისხმობ) ადამინმა უნდა ილაპარაკოს მეგობრებია, მათზე მართლაც დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი თუმცა არ ვაპირებ ამის განხილვას კონკრეტულ მომენტში. თუ ძალიან ყარაჩოღლურად არ გამომივა მეგობრები ჩემი სიმდიდრეა. • მეორე რაზეც ჩემი ასაკის ადმიანმა უნდა იფიქროს სიყვარულია, ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ამ გრძნობის სრულად გაცნობა თუ შეცნობა ჯერ ვერ მოვახერხე და ამის გამო ისედაც დილეტანტმა ადამიანმა თვითონაც რომ არ იცის ჯერ ისეთ რამეზე ილაპარაკოს, თავგასულობა იქნება და მეტი არაფერი (ისე ესე თუ მივყევი მე მარტო ბიოგრაფიის დაწერა მომიწევს). • თუმცა რატომ, ძალიან ბევრი რამ არის რაზეც შემიძლია ჩემს თავს ვესაუბრო, მაგალითად ის, თუ როგორ გამისწორდა (თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენლები თუ აძლევენ თავს უფლებას ბევრად უფრო არატრადიციული და არამშობლიური ტერმინოლოგია იხმარონ თავიანთ მარგალიტებში, მე ალბათ უფრო ნაკლები მომეთხოვება) ერთი დიდი ჭიქა ლუდი, რომელიც პატიოსნად მიწილადა საკუთარმა მამამ. ერთხელ მომიწია რაღაც გამოკითხვა შემევსო სადაც უნდა ამეხსნა რა არის ბედნიერება, მე მაშინ ასაკიც ხელს მიწყობდა და სულ ახალი წაკითხული ჰერმან ჰესეც, რომ საკმაოდ ფილოსოფიური და ციტატებით გაჯერებული ესე დამეწერა, მხოლოდ ახლა მივხდი, რომ ბედნიერება ჭიქა ყავა და საყვარელი სიმღერის მოსმენა შეიძლება იყოს. • კიდევ შემიძლია ვილაპარაკო ოჯახზე, ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართო და ჩემმა ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვარდისფერი სათვალე კარგახანს მეტარებინა, თუმცა ჩემს თანატოლებში ის უკვე მოდიდან გადასულად ითვლებოდა. მადლობელი ვარ მათი, რადგან მომცეს საშუალება თვითონ გამეკეთებინა არჩევანი დამეტოვებინა თუ გაცილებით მოდური მომერგო. • ვილაპარაკებ ყველა იმ ადამიანზე, რომლებმაც ხელი შეუწყეს ჩემი როგორც მოაზროვნე ადამიანის ჩამოყალიბებაში, მე არასოდეს არ მიცდია მათთვის შესაფერისი პატივი მიმეგო, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს არცერთი წუთი ცხოვრებისა გრძნობების გამოუმჟღავნებლად. • აქ რაღაც მინდოდა ჩამეწერა, მაგრამ დამავიწყდა . . . • და შეიძლება საქმეზე გადასვლად ჩაითვალოს ისიც, რომ დღევანდელი ჩემი გრძნობები გადმოვცე. განცვიფრებული, გაბრაზებული, აღშფოთებული და არ ვიცი კიდევ რა ეპიტეთი მოვიგონო სწორედ ასეთი ვიყავი დღეს, არ ვიცი სადამდე მიდის ადამიანის წარმოსახვა, რისი გაკეთება შეუძლია მაგრამ სამწუხაროდ უმეტესობა კარგს რომ არ აკეთებს თვალნათელია. რაც უფრო ვიზრდები (ცოტა უხერხულია 23 წლის ასაკში ამის დაწერა, მაგრამ ჩემი მშობლების სათბურის გამო თავი ჯერ კიდევ ბავშვი მგონია) უფრო მეტ საზიზღრობას (შეიძლება ასე ვუწოდოთ) ვაწყდები, სადამდე შეიძლება დაკარგოს ადამიანმა სახე, იქცეს მართლაც ცხოველად, რომლის აზროვნებაც აღარ გაინტერესებს. როგორ შეუძლიათ საკუთარ კეთილდღეობას მსხვერპლად სხვა ადამიანი შესწირონ. თუმცა დაზღვეული არავინაა, მე არ ვიცი როგორ მოვიქცევი ხვალ, ასე ფიქრი ყველაფერ იმის შემდეგ დავიწყე, რაც ვნახე როგორი შეიძლება იყოს ადამიანის ყველაზე დაცემული სახე. • რომ მისმენდეს ჩემი მეგობარი, უაზროდ ,,იგრუზებიო,, მეტყოდა და ღირსიც ვიქნებოდი აბა რა, ღამის თორმეტ საათზე, როცა ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელი და დღეს დილითაც ძლივს ავეფხიკე ლოგინს, კომპიუტერთან ვზივარ და თვალებს ხომ ვიღლი და ვიღლი, თან მშივდება კიდეც, თუ ეხლავე არ დავიძინე, ნახევარ პურს ისე შევჭამ უკან არ მოვიხედავ, მერე საკუთარი თავი შემზიზღდება 12 საათზე რომ გავსკდი ჭამით, და შავბნელი ფიქრებით მოცული და საკუთარ თავზე გაბრაზებული დავიძინებ. ... დილით ისევ გამიჭირდება ადგომა.
• დღეს ზაზა ბურჭულაძემ თქვა, რომ ,,მინდა ჩემი შვილები არ იყვნენ ისეთი განათლებულები, რომ იყვნენ დეპრესიულები და მირჩევნია სერიალებს და რეალითი შოუებს უყურონ ვიდრე კაფკა იკითხონო,,. მე დავეთანხმე, არ ვიცი რისი ბრალია, თავს ისეთ განათლებულად არ ვთვლი, რომ ამისგან დეპრესიაში ჩავვარდე მაგრამ, ეტყობა საკმარისი წიგნი მაქვს წაკითხული იმისთვის, რომ ცხოვრება ზებრასავით წარმოვიდგინო შავი და თეთრი ზოლებით და თან ვიფიქრო, რომ ჩემ ზებრას შავი ზოლები უფრო ფართო აქვს.
• ამ ბოლო დროს ამეკვიატა ფიქრი სიკვდილზე, მასზე ბავშვობიდან ვფიქრობდი ცოტას მაგრამ არა ღრმად, ეხლა კი ისე ნათლად წარმოვიდგენ ჩემს პანაშვიდებს თვალზე ცრემლი მომადგება ხოლმე, არც არავისთვის მითქვამს მერე რომ არ თქვან საცოდავი გრძნობდა, ასე ამბობდა, ისე ამბობდა და ა.შ. სიკვდილი გარდაცვალებაა მე გარდაცვალების მეშინია, რადგან არ ვარ მზად, ჩემი ცოდვილი სული ვერ გარდავა განსაწმენდელში, მეშინია კიდევ იმიტომ, რომ ძალიან ფერმკრთალი ვარ და მკვდარი რას დავემსგავსები წარმომიდგენია. მეშინია იმიტომ,რომ დედა დარჩება მარტო, მამას ასტკივა გული, სხვებს ვეხსომები ერთი წელი და მერე ოქტომბრის თვეში გავახსენდები ხოლმე მეგობრებს. ნანამ მითხრა ერთხელ შენი დაბადების დღე მთაწმინდაზე ავღნიშნოთ პანთეონში შევალთო, მე ყოველგვარი რომანტიკას მოკლებული პასუხი ვტკიცე მკვდრებში შენს დაბადების დღეზე იარე მეთქი.
• ცუდი არ იქნებოდა ჩემი ჩანაწერებისათვის თარიღები დამესვა ასე მაინც გავარკვევდი რომელ პერიოდში უფრო ძალიან ვაფრენ.
დ ა ვ ი ღ ა ლ ე ე ე ე ე ე ე!
პირველი დაიწყო, ეს ის დროა როცა უმეტეს შემთხვევაში მეშვიდე სიზმარს ვხედავ, მაგრამ არის გამონკლისებიც. ეს ის დროა როდესაც ადამიანების გარკვეული ტიპი აქტიურ ცხოვრებას იწყებს და შემოქმედებით მწვერვლებზე ადიან. ეს ის დროა როცა გინდა (უმეტეს შემთხვევაში მაინც) მხოლოდ საკუთარ თავთან დარჩე, ის დროა, როდესაც ხვდები რომ დაიღალე, დაიღალე ყველაფრით, გარშემომყოფებით, მიმდინარე მოვლენებით, შენი საყვარელი ადამიანებით, ასეთ დროს მართლაც და უკეთესია მარტო დარჩენა. არ ვიცი ღირს თუ არა დაწერა იმზე თუ როგორ გტკივა გული ყრუდ. გტკივა და მორჩა, არ გინდა გაუზიარო არავის არაფერი მაგრამ, ხვდები რომ თუ არ ამოხეთქე გაგიჟდები. რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის? რატომ არ უფრთხილდებიან ერთმანეთს, დრო ხომ ცოტაა. მგონი მაზოხისტი ვარ. ხანდახან მსიამოვნებს როცა ვნერვიულობ. ახლაც მთელი დღის ნერვებდაწყვეტილი იმის მაგივრად რომ ამიტრიპტილინს ვსვამდე და ვიძინებდე ტვინს ვბურღავ. ისე რა არ არის ტვინის ბურღვა ვინმემ მაინც მითხრას. ყველაფერს რომ ახსნას უძებნიან ასტრალებში რომ გადადიან და ყველა კითხვაზე ძალიანგრძელ მაგრამ გაუგებარ პასუხს რომ სცემენ ისეთ ბიძიებთან და დეიდებთან დალაპარაკებამ იქნებ მიშველოს მაგრამ, ისისნი მხოლოდ ჟურნალ გაზეთებში და ტელევიზორებში სხედან იქიდან იძლევიან ბედნიერი ცხოვრების რეცეპტებს, ნეტავ თვითონ თუ უცდიათ იმავე დოგმებს მიჰყვნენ სხვებს რომ უწესებენ. იქნებ უბრალოდ უნდა ი ც ხ ო ვ რ ო არ უნდა მოძენბო პასუხები კითხვებზე, მითუმეტეს რომ უმრავლესად ვერ იღებ პასუხს, არ უნდა იფიქრო სხვაზე, უბრალოდ უნდა იცხოვრო შენთვის ინსტიქტებით, ინტუიციით, ბოლოსდა ბოლოს ინერციით. მერე ნახშირგამოლეული კატარღასავით ნელნელა ჯერ დრეიფზე დადგები, ერთ წერტილზე გაიყინები, მერე კი ჩაიძირები, მერე მოვლენ, გაგიხსენებენ, ხაშლამას შეჭამენ და დააყოლებენ რა ლამაზად იცხოვრაო, ამ დროს კი შენ სულაც არ გიცხოვრია ლამაზად.
არ მიყვარს როცა ვფიქრობ და ისე ვწერ ხოლმე ანუ არ მიყვარს წინასწარ მოფიქრებული თემები მაგრამ, როგორც აღმოჩნდა ვწერ მაშინ როცა ცუდ ხასიათზე ვარ და აქედან გამომდინარე მინორულ ჟანრში გადაწყვეტილ ჩემს ჩანაწერს კარგ ხასიათზე მყოფი რომ გადავავლებ თვალს მაშინვე მეცვლება განწყობა,
ძალიან მინდა ეგვიპტეში, კიდევ ტიბეტში და იერუსალიმში. სასწაულები მართლა ხდება?
ყველაზე საშინელი გრძნობა ქვეყნად იმედგაცრუებაა, ამ დროს გემსხვრევა ყველაფერი რაც კი გაგაჩნია, რასაც ასე უფრთხილდები და რასაც როგორც აღმოჩნდა ვერ ამჩნევენ სხვები.
ჩემს მუზებს დაემსხვრათ ფრთები.............
ერთი რამე ძალიან ძალიან მინდა და გამაგებინოს ვინმემ სასწაულები ხდებააააააააააა?
ეეეეჰ ალბათ არა.
Eის რაღაც რომ მინდოდა უფრო ძალიან მინდააა!
ხომ შეიძლება მოხდეს სულ პაწაწინა სასწაული .. . . . ჩემთვის ძალიან დიდი იქნება . . . მთელი ცხოვრება. . .
ალბათ. . .
რაც მოგივა დავითაო . ..
რა მინდოდა ნეტა რათა რათა . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. xo, akos...:D xo, akos...:D
12. nu dasawyisi iyo, rac sheexeba ikas:D kargia... nu dasawyisi iyo, rac sheexeba ikas:D kargia...
11. სასწაული ხდება?? :)
მოდი ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რა არის სასწაული,, :)
ეგვიპტეში ვიყავი, იერუსალიმშიც,, (ტიბეტში არ ვყოფილვარ) ორივეგან სხვადასხვა გრძნობები მქონდა დაუფლებული,,
თუმცა, სასწაული არის ჩვენივე საზომით, საკუთარი ხელით აღმართული თამასა, ეს თამასა ისე მაღლად არის აწეული, რომ ვერ ვწვდებით, თუმცა იმაზე გვავიწყდება ფიქრი, რომ ეს თამასა, ჩვენივე ხელით ჩამოვწიოთ ცოტა ქვემოთ,,
ამავე დროს, თამასას ჩამოწევა ავტომატურად გამოიწვევს სასწაულის გარდაქმნას, ჩვეულებრივ მოვლენად,,
არსებობს ასეთი სიტყვა/მოვლენა ცხოვრებაში (არ ვიცი რამდენას შეგხვედრია შენ ეს მომენტი) - გადაფასება,, :)
ანუ, გადაფასება ნიშნავს, მოვლენაზე თუ ფაქტზე აზრის შეცვლას,, ანუ ადრე თუ ფიქრობდი ასე, ახლა ფიქრობ - ისე :)
და ხშირად გუშინ რომ სასწაულად ძალიან გვინდოდა სასწაული, დღეს ის სასწაული ცოტა გახუნდა და ახალი სასწაულის თამასა აღმართულია ჩვენს წინაშე,,
ჩემთვი, სასწაულზე უფრო საინტერესო არის ცხოვრებისეული გამოცდილება,, როცა გადავრჩენილვარ (გადარჩენა - პირობითI გაგებით ვიძახი) ეს იყო ჩემთვის სასწაული,,
დანარჩენი ყველაფერი მოვა და წავა, მოვა და წავა, გააჩნია ამინდს და განწყობას,, :)
tanit, შენი ნაწერში მსჯელობა ძალიან მომეწონა,, რაც კარგია კარგია, :)
,, კარგად აზროვნებ, გილოცავ :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
სასწაული ხდება?? :)
მოდი ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რა არის სასწაული,, :)
ეგვიპტეში ვიყავი, იერუსალიმშიც,, (ტიბეტში არ ვყოფილვარ) ორივეგან სხვადასხვა გრძნობები მქონდა დაუფლებული,,
თუმცა, სასწაული არის ჩვენივე საზომით, საკუთარი ხელით აღმართული თამასა, ეს თამასა ისე მაღლად არის აწეული, რომ ვერ ვწვდებით, თუმცა იმაზე გვავიწყდება ფიქრი, რომ ეს თამასა, ჩვენივე ხელით ჩამოვწიოთ ცოტა ქვემოთ,,
ამავე დროს, თამასას ჩამოწევა ავტომატურად გამოიწვევს სასწაულის გარდაქმნას, ჩვეულებრივ მოვლენად,,
არსებობს ასეთი სიტყვა/მოვლენა ცხოვრებაში (არ ვიცი რამდენას შეგხვედრია შენ ეს მომენტი) - გადაფასება,, :)
ანუ, გადაფასება ნიშნავს, მოვლენაზე თუ ფაქტზე აზრის შეცვლას,, ანუ ადრე თუ ფიქრობდი ასე, ახლა ფიქრობ - ისე :)
და ხშირად გუშინ რომ სასწაულად ძალიან გვინდოდა სასწაული, დღეს ის სასწაული ცოტა გახუნდა და ახალი სასწაულის თამასა აღმართულია ჩვენს წინაშე,,
ჩემთვი, სასწაულზე უფრო საინტერესო არის ცხოვრებისეული გამოცდილება,, როცა გადავრჩენილვარ (გადარჩენა - პირობითI გაგებით ვიძახი) ეს იყო ჩემთვის სასწაული,,
დანარჩენი ყველაფერი მოვა და წავა, მოვა და წავა, გააჩნია ამინდს და განწყობას,, :)
tanit, შენი ნაწერში მსჯელობა ძალიან მომეწონა,, რაც კარგია კარგია, :)
,, კარგად აზროვნებ, გილოცავ :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
10. ძალიან მინდა ეგვიპტეში, კიდევ ტიბეტში და იერუსალიმში. სასწაულები მართლა ხდება?
კი სასწაულები მართლა ხდება ძალიან მინდა ეგვიპტეში, კიდევ ტიბეტში და იერუსალიმში. სასწაულები მართლა ხდება?
კი სასწაულები მართლა ხდება
9. კარგია! ბევრი 5555 -შენ ჩემგან და წარმატებები ! კარგია! ბევრი 5555 -შენ ჩემგან და წარმატებები !
8. მარტალია ახლა წვიმს და ვფიქრობ მოუხდება ამ დღიურს, წავიკითხავ ახლავე მთვარის ღვთაებავ:) მარტალია ახლა წვიმს და ვფიქრობ მოუხდება ამ დღიურს, წავიკითხავ ახლავე მთვარის ღვთაებავ:)
7. აღმოვაჩინე, რომ სასწაული უკვე მოხდა :) იმიტომ, რომ ჩემი, ასე ვთქვათ "მარტოობის ჟამს ჩანაწერები" თქვენს წინაშეა და კომენტარების ღირსიც გახდა. :) უღრმესი მადლობა ყველას, ვინც დრო დამითმო. გაგრძელებას რაც შეეხება ალბათ კიდევ მოხდება კიდევ ერთი სასწაული :) და თუ მოხდება ნუ დამძრახავთ, თუნდაც ორთოგრაფიული შეცდომების გამო, რადგან მე მხოლოდ გოგონა ვარ რომელსაც ლიტერატურა უყვარს :) და არა შემოქმედი (ჩემდა სამწუხაროდ და ღვთის განგებით)
მე ველოდები ახალ სასწაულებს . . . და ყველას გისურვებთ იგივეს აღმოვაჩინე, რომ სასწაული უკვე მოხდა :) იმიტომ, რომ ჩემი, ასე ვთქვათ "მარტოობის ჟამს ჩანაწერები" თქვენს წინაშეა და კომენტარების ღირსიც გახდა. :) უღრმესი მადლობა ყველას, ვინც დრო დამითმო. გაგრძელებას რაც შეეხება ალბათ კიდევ მოხდება კიდევ ერთი სასწაული :) და თუ მოხდება ნუ დამძრახავთ, თუნდაც ორთოგრაფიული შეცდომების გამო, რადგან მე მხოლოდ გოგონა ვარ რომელსაც ლიტერატურა უყვარს :) და არა შემოქმედი (ჩემდა სამწუხაროდ და ღვთის განგებით)
მე ველოდები ახალ სასწაულებს . . . და ყველას გისურვებთ იგივეს
6. სასწაულები ხდება... !! მოვინდომოთ ძალიან... მთელი რწმენით და იმედით.. აუცილებლად მოხდება სასწაულები.. მე მჯერა .. ჩემს ცხოვრებაში დაბადების პირველი წუთებშივე მოხდა სასწაული...
გულწრფელობა ვიგრძენი შენს ნაწერში და მომეწონა.. წარმატებები.. სასწაულები ხდება... !! მოვინდომოთ ძალიან... მთელი რწმენით და იმედით.. აუცილებლად მოხდება სასწაულები.. მე მჯერა .. ჩემს ცხოვრებაში დაბადების პირველი წუთებშივე მოხდა სასწაული...
გულწრფელობა ვიგრძენი შენს ნაწერში და მომეწონა.. წარმატებები..
5. რა გულწრფელია. ვერ გავავლე ზღვარი...პროზაა ასე გამიზნული თუ მართლა დღიურია. თუ მეორეა-გისურვებდი თემა აგერჩია და დაგეწერა. აშკარად გამოგივა. პატივისცემით რა გულწრფელია. ვერ გავავლე ზღვარი...პროზაა ასე გამიზნული თუ მართლა დღიურია. თუ მეორეა-გისურვებდი თემა აგერჩია და დაგეწერა. აშკარად გამოგივა. პატივისცემით
4. საინტერესო თვითრეფლექსიაა. საინტერესო თვითრეფლექსიაა.
3. სასწაულები ხდება მაგრამ თავისით არრ...შენ უნდა მოახდინო,და თუ რამე მართლა ძაან გინდა გამოგივა ჩემს ჩხოვრებაში ეგრეა:)გამახსენე ჩემი ფიქრები:)სიკვდილზე კარგი იყო Fერმკრთალი ვარ და მერე რას ვემსგავსებიო:)გააგრძელე,მაგრამ იცოდე ქაღალდიც ვერ იტანს ყველაფერს სასწაულები ხდება მაგრამ თავისით არრ...შენ უნდა მოახდინო,და თუ რამე მართლა ძაან გინდა გამოგივა ჩემს ჩხოვრებაში ეგრეა:)გამახსენე ჩემი ფიქრები:)სიკვდილზე კარგი იყო Fერმკრთალი ვარ და მერე რას ვემსგავსებიო:)გააგრძელე,მაგრამ იცოდე ქაღალდიც ვერ იტანს ყველაფერს
2. საინტერესოა..კარგად გადმოსცემ :) საინტერესოა..კარგად გადმოსცემ :)
1. სასწაულები ხდება....... ოღონდ მათთვის ვინც იმსახურებს........ალბათ....... არ ვიცი,არ ვიცი.........
............................................................... კეთილი მომავლის სურვილით............ სასწაულები ხდება....... ოღონდ მათთვის ვინც იმსახურებს........ალბათ....... არ ვიცი,არ ვიცი.........
............................................................... კეთილი მომავლის სურვილით............
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|