ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი7464
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2009


ვიცი ალბათ გული დაგწყდებათ

მე რომ მოვკვდები ჩემს საფლავზე მოვლენ გმირები.
მე რომ მოვკვდები იტირებს ყველა ვისაც ვუყვარვარ.
მე რომ მოვკვდები იტირებს ყველა გულწრფელი გულით.
მე რომ მოვკვდები ცრემლი არავის დაენანება.

გმირებს ვუწოდებ იმათ ვისაც ძმად მივაჩნივარ.
გმირებს ვუწოდებ იმათ ვისაც კიდევ ვახსოვარ.
გმირებს ვუწოდებ იმათ ვისაც, არ დაუკარგავთ ის ძველი ძმობა
და კიდევ ახსოვთ სიწმინდე და პატიოსნება.

მე წავალ იქით სადაც მიდის ყველა ვაჟკაცი.
მე წავალ რადგან ჩამიქრება ჩემი ლამპარი.
ვიცი ოდესღაც მომენატრება მე ალბათ ყველა,
გამახსენდება სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერა.

მე სიყვარულზე ბევრი არასდროს არ მიკითხია.
არა ვყოფილვარ არც ბიბლია და არც მაგია.
თუ რამეს ვხედავ ყველაფერი კამკამა ცაა.
თუ რამე ვიცი ჩემი ცხოვრების განვლილი გზაა.

მაგრამ იცოდეთ არ მავიწყდება ჩემი ცხოვრება,
არ მავიწყდება თუ რამ აქამდე მიკეთებია.
წყნარი და მშვიდი სიცოცხლე იყო ჩემი ოცნება,
ალბათ მოვა დრო, მოვა წლები ასეც იქნება.

აბათ მოვა დრო, სიცოცხლე, ხომ უსასრულოა?!
ბუნების ძალა სასტიკი და უმოწყალოა.
მე ჩემს ცხოვრებას გავიხსენებ როგორც ზღაპარი
და გამოვარჩევ როგორც ცაზე დიდი ვარსკვლავი.


            ავტ:    გ.  სესიკელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები