ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასასი
ჟანრი: იუმორისტული
16 აგვისტო, 2009


ავოიეეეეეეე..


მოკლედ, ერთ მშვენიერ საღამოს, მაკამ (ნათლობის სახელი მანონი), თიკამ და ლიკამ გდაწყვიტეს, დრო კარგად გაეტარებინათ. ვინაიდან, სამზარეულოში ტრიალი არც ერთს არ ეხერხებოდა (გამონაკლისი იყო მანონი, ანუ იგივე მაკა, რომელიც ვაგზალზე მდებარე ერთ მეტად პრესტიჟულ საფუნჩულეში, უფრო სწორად, “საპონჩიკეში” მუშაობდა, თუმცა მის მოვალეობაში მხოლოდ ტაფაზე ზეთის დასხმა და აბლაბუდების ჩამოწმენდა შედიოდა), გადაწყვიტეს, სადმე ვაგზლის რესტორანში მოელხინათ. დათქმულ დროს დანიშნულების ადგილზე გამოცხადდნენ თიკა და ლიკა. ამ უკანასკნელს თავზე დაქალის მიერ გაკეთებული უკანასკნელი მოდის მოხისური ვარცხნილობა ედო, დანიშნულების ადგილზე კი ზეთის სუნად აქოთებული მანონი (მაკა) დახვდათ, რომელსაც ლარიანი “ტუალეტის წყალი” მხოლოდ წითლად შეღებილ თმებთან ესხურებინა.

დაქალები შევიდნენ სახინკლეში, რადგან ვაგზლის რესტორნებში ყველა მაგიდა დაკავებული გახლდათ. თიკამ მაშინვე მებუფეტეს მიაშურა და რადგან ისიც მოხისიდან იყო, თანასოფლელობის ხათრით 40 თეთრიან ხინკალს 37 თეთრში აძლევდა. მოკლედ, დასხდნენ ჩვენი დაქალები. აქეთ_იქით გაიხედ_გამოიხედეს, ხომ არავინ გვიყურებს ჭამის პროცესშიო და როცა უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ, მამაპაპურად შემოუსხდნენ სამი დღის წინანდელ, გაცხელებულ ხინკალს.
უცებ ლიკას ზურგს უკან ნაბიჯების ხმა მოესმა. სკამიანად მიტრიალდა და ჰოი, საოცრებავ! სამი ახალგაზრდა ყმაწვილი დაინახა. სამივე ისეთი მომხიბლავი იყო, კვაზიმოდოს სილამაზე შემირცხვენია მათთან. განსაკუთრებით მიმზიდველად მარჯვნიდან მეორე გამოიყურებოდა. არა, განა დიდი რამე, უბრალოდ, ცალ ხელში წითელბანტიანი გიტარა ეჭირა, მეორეში კი ხინკლითYსავსე სინი და უხერხულად იღიმებოდა.

ქართული სტუმართმოყვარეობის წესი ხომ იცით? ჰოდა, ეს სამი ყმაწვილი ქალიშვილებმა სუფრასთან მიიპატიჟეს. მალე ახალგაზრდებამ ერთმანეთი გაიცნეს. ყმაწვილებს ერქვათ: სიკო, ავთო და პარმენი. მანონის, უკაცრავად, მაკას, განსაკუთრებით ავთო მოეწონა. მერე რა, რომ წინა ორი კბილი აკლდა! სამაგიეროდ ორი ბოთლი არაყი იყიდა!.. ცოტა ხნის შემდეგ, შეზარხოშებულმა ხუთეულმა და ლიკამ (ლიკა თავიდან არ სვამდა, რადგან მეორე დღეს გამოცდა ჰქონდა და ბახუსი, უკაცრავად, “პახმელია” ნამეტანი ცუდი იცოდა) გდაწყვიტეს, სახლში გაეგრძელებინათ მოლხენა და მაკას ოროთახიანი ევრორემონტიანისკენ გასწიეს. ბინა ვაგზალზე, ნახევრადდანგრეული თხუთმეტსართულიანი შენობის ბოლო სართულზე გახლდათ.  გაგიკვირდებოდათ, დანგრეულ შენობაში რა ევრორემონტი იქნებაო?! დამიჯერეთ, ნამდვილად ჰქონდა მაკას ევრორემონტი. მის ბინაში ვანა და ტუალეტი ცალ_ცალკე იყო.

შესვლისთანავე ჩართეს მაკას 120 ლარიანი შავ_თეთრი ტელევიზორი “იმედზე” (ეს არხი ხომ უანტენოდაც იჭერს) და სახინკლედან ამოტანილი ნარჩენები გაშალეს. ე.ი. რაც  უფრო მეტს სვამდნენ, მით უფრო იჩოჩებოდნენ ერთმანეთისაკენ მანონი და ავთო. ბოლოს, ერთმანეთის კალთაში აღმოჩნდნენ (რომელი ზემოთYდა რომელი ქვემოთ ეს თავად განსაჯეთ), სიკომ კი (წითელბანტიანი გიტარის ავტორმა) ისე დაუკრა და დაამღერა, “აბობოქრებულ ზღვაში გატარებო”, რომ თიკამ ნიანგის ცრემლებით დაიწყო და საკუთარით დაამტავრა. როგორც მანონის და ავთოს შემთხვევაში, ამ წყვილის ურთიერთობასაც ლოგიკური დასასრული ჰქონდა და, ვინაიდან საძინებელი ავთოსა და მანონის ეკავათ, ხოლო სამზარეულო იმდენად პატარა იყო, რომ გაზქურაზე სექსი დისკომფორტს შეუქმნიდათ, წყვილმა აბაზანას მიაშურა.

დარჩნენ პარმენი და ლიკა მარტო. ხმას არც ერთი არ იღებდა. განსაკუთრებით, პარმენი მორცხვობდა, სახეზე ცისარტყელას ყველა ფერმა გადაუარა და როცა ლიკა თავის ბნედიან თვალებს შეანათებდა, ხინკლის კუჭს კუჭზე იტენიდა პირში! ამ ჟესტზე ლიკა არაყს არაყზე ხუხავდა პარმენის გასაგონად ამბობდა, დაიწვას ჩემი ბედი, დაიწვასო! ამაზე პარმენი უხერხულად ახველებდა.

ერთი საათის შემდეგ “შორით კვდომა” ვეღარ მოითმინა ლიკამ  და ისე ეცა პარმენს, რომ საწყალმა ბიჭმა თავი ვეღარ შეიკავა და ძირს გაიშხლართა. როცა მიხვდა რაც ხდებოდა, ისეთი ხმით იღრიალა, მიშველეთ, მაუპატიურებენო, რომ საძინებლიდან ნახევრადშიშველი მანონი_მაკა და მთლად შიშველი ავთო გამოვარდნენ. არანაკლებ შეშფოთებულები ჩანდნენ აბაზანიდან გამოცვენილი სიკო და თიკაც (კოლეგებისაგან განსხვავებით, ბოლომდე გახდა ჯერ ვერ მოესწროთ).

როცა საქმის ვითარებას ჩასწვდნენ, ავთოს და სიკოს ჩვენი ლიკა მაგრად შემოელანძღათ. თურმე ნუ იტყვით, ჩვენს 17 წლის პარმენს ცოლის მოყვანამდე უბიწოების აღთქმა დაუდია. ამის გაგებისთანავე ლიკამ უფრო ხმამაღალი ღრიალი მორთო, დაიწვას ჩემი ბედი, დაიწვასო! შეშინებულმა ნახევრადშიშველმა მანონიმ კი ჯერ მხოლოდ კაბაშემოხეულ თიკას სთხოვა დაქალის გაჩუმება. თიკას არ დაემორჩილა ლიკა, რის გამოც თავში სიკოს წითელბანტიანი გიტარა მიიღო პარმენისაგან...

ლიკა დარეტიანდა, მიტრიალდა ხუთეულისაკენ, ამდენი ხნის მანძილზე ძლივს შეკავებული შადრევანი ამოაფრქვია პირიდან და შიშველი თუ ნახევრადშიშველი მეგობრები კრემისფრად შეაბათქასა.

ნუ, იქ ჩხუბი ატყდა!... დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. ჯერ იყო და სიკო გაუნაწყენდა პარმენს, ჩემს გიტარასთან რა გესაქმებოდაო, შემდეგ დარეტიანებულ ლიკას მიადგა და ისეთი სიტყვებით ლანძღა, ლიკას ადგილზე სხვა კდემამოსილი ქალიშვილი არ მოითმენდა. ამ ჩხუბს შეეწირა სიკოს წითელბანტიანი გიტარა, მაკას 120 ლარიანი შავ_თეთრი ტელევიზორი და რაც მთავარია, პარმენის საყვარელი ხინკლის კუჭები. კიდევ კარგი, ქვედა სართულზე არავინ ცხოვრობდა, თორემ პატროლს გამოიძახებდნენ სავარაუდოდ და ამ საღამოს უფრო ტრაგიკული ფინალი ექნებოდა.

როგორ დამთავრდა სექს_ფართი მეთხუთმეტე სართულზე? შეხვეული სისხლიანი თავებით, შებათქაშებული ტანსაცმლის ელემენტებით და მანონის დამტვრეული, 120 ლარიანი შავ_თეთრი ტელევიზორით!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები