ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
17 აგვისტო, 2009


წუთით-წვეთი

ოჰო,რა გულზვიადია,მკაცრი და მაინც რა თბილად შემხვდა:გულში ჩამიკრა და გამაქროლა.იმ წუთიდან ქვეყნიერებისთვის თვალი არ მომიშორებია.ერთი პირი წყალსაც ეძინებაო,მე ფხიზლად ვარ მუდამ,რადგან მაინტერესებს გარშემო რა ხდება.ისედაცდიდ ხანს ვიყავი ნისლში,თვალთახედვადაბინდული,მიმართულებაარეული.
  რა ტემპით მიმაქანებს დალოცვილი,მგონი დაავიწყდა პაწაწუნა და თოთო რომ ვარ.თვითონ რა უჭირს,აა,ამხელაა!კიდევ კარგი,გულთან მიმიკრა,თორემ სადღაც მიმაკარგავდა,მჯერა.
  თავის ძალაში დარწმუნებული მიქრის...რა ნაცნობი მელოდიაა.ჰო,მიიმღერის კიდეც.სად ეჩქარება ნეტა?გავიფიქრე და სწორედიმ წუთს ისეთი წაიბორძიკა,ხელი გაეშვა.ვიმარჯვე დაისევ გულთან ახლოს მივეხალე და მივეახლე.არ მსურს მარტო ვიყო და დავიკარგო.ისევ მირჩევნია მას ჩავეკრა.
    რა დაემართა? დიდი ლოდი დახვდა დ თავისი სიჩქარის გამო შეეჩეხა.ესეც პირველი დაბრკოლება.რას გადამიდგა გზაზე!ახლაც ვთრთი შიშისგან.კიდევ კარგი,დამიჭირა!რამხელა იმედი ყოფილა,როდესაც არ გკარგავენ.ე.ი.საჭირო ხარ,სასურველი ხარ.
    ვატყობ, უხარია ჩემი გადარჩენა.გზას ვაგრძელებთ.ჟივილ-ხივილი მესმის.ბალღები მოსდევენ დედას.რა მიკვირს?პირველად ვხედავ ასეთ ბედნიერ სახეებს.გაფოფინდა და შეუჩერდა,აცალა ხელების შევლება ჩემმა მკაცრმა.ბავშვის პეშვმა სახესთან მიმიყვანა,თვალებში ჩამხედა და ისევ უბეში დამაბრუნა. დედისმაგიერმა                გვეჩქარებაო და სილაში ნაკვალევი დატოვა.გზა გავაგრძელეთ.უკან მოვიხედე-ჩვენი გაკვალული აღარ იყო.არ მწყენია:ჩემნაირი რამდენია...
  ხევი-ხევ მივდივართ.თურმე რა საოცარი ყოფილა სამყარო.ხის ფესვებს,ბალახს,ქვებს,ყველაფერს ვცდილობ შევეხო და შევიგრძნო.აბა, აქ თუ გავძვრებით ერთად? რა სივიწროვეა,თან ბნელა.აჰა,სინათლეც გამოჩნდა.ზღართანი გავადინე გამჭირვალე სხეულში.მისი ფსკერისაკენ დავეშვი.დაგუბებულ ყურს ხმა მოწვდა:"წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა!".სრიალა კედელზე ფეხი მისხლტება და დაღმართისკენ მივექანები.მთელი ძალ-ღონით ვეკვრი გამჭირვალებას. საყრდენი,იმედი მეცლება.სად მიშვებს და რატომ_ვერ ვხვდები.ჩემი მარტო დატოვება იქნება?ეს ღალატია?სად გამიქრა და გამეპარა?
  ვიგრძენი,ისე აღარ ვირყევი,მაგრამ მანამდე სკუპი გავადინე სიპ ქვაზე.რა უსიამო შეგრძნებაა,თითქოს ვიწვი...ვპატარავდები..გავშრი... და გავქრი.
    ვიღაცამ წყურვილი დაიოკა.დაილოცა-"იხაროს შენმა გამჩენმაო."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები