ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი7464
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2009


სხვას ვეღარაფერს გაიგებ ჩემგან

ღამეა. სიბნელემ მოიცვა ირგვლივ სამყარო.
დაისადგურეს ღამის ფერებმა.
აღარსად ისმის ჭრიჭინის ხმები
და სუსხი იგრძნეს თითქოს ხეებმა.

პატარა ბუდე შემორჩა აივანს,
ჩანს მიატოვეს ალბათ მერცხლებმა.
აღარ ბიბინებს მწვანედ ბალახი,
ძირი მოუხმეს ცივმა თვეებმა.

მე ჩემს გრძნობებთან სულ მარტო დავრჩი.
ცხელ გულზე მთაწმინდის ნიავი მირტყავს.
ჭრელ შემოდგომას გაყვა სიტყვები,
შენთვის აქამდე თუ რამე მითქვამს.

ვფიქრობ და ფიქრით ვიშორებ ფიქრებს,
ჩუმად ვიხსენებ შენს ნათქვამ სიტყვებს.
გტოვებ და უსიტყვოდ მივდივარ შენგან.
სხვას ვეღარაფერს გაიგებ ჩემგან.

ასე გაივლის წლები უშენოდ.
ასე ვიქნებით ერთად და კენთად.
ასე შევწირავ შენს თავს სიყვარულს,
ერთ დროს ნაპოვნ და ნანატრ სიხარულს.

ასე წავალ და დაგტოვებ მარტო,
ოღონდ ნუ მკითხავ, ნუ მკითხავ,,,! -რატო!
ჩავიკეტები ჩემთვის ფიქრებში,
გადავეშვები ბოღმის ზვირთებში.

შიში არ გქონდეს, შორს არსად წავალ!
წასვლით, ხომ მხოლოდ, მხოლოდ შენ წახვალ?!
სადმე უეცრად სუსხი, რომ იგრძნო,
შენი ერთგული მოყმე რომ იხმო.


      ავტ:  გ.  სესიკელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები