| ავტორი: ცირა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 22 აგვისტო, 2009 |
ღია კომენტარი ბატონი ფლე-შის “თინეიჯერის პროტესტზე”
თუ დაგისვამთ საკუთარი თავისთვის შეკითხვა: “რა არის პირადად ჩემთვის პოეზია?” ალბათ, ხშირად დაგისვამთ და პასუხიც ყოველთვის სხვადასხვაგვარი მიგიღიათ. ადამის მოდგმის უდიდესი ნაწილისათვის პოეზია მშვენიერებასთან ზიარება, სულის განსპეტაკება, რაღაც მიუწვდომელი, არამიწიერი ჰარმონიისათვის თვალებში ჩახედვაა...უფრო ბანალურად რომ ვთქვათ, ადამიანს ყოველდღიური პრობლემები: მავანთა უსამართლობა, მოყვასის გაუტანლობა, ბიზნესსა თუ სიყვარულში ხელმოცარვა, ყველა სახისა და ჯურის გაუგებრობები ყელში როდესაც ამოგივა, აიღებ ხელში ყდაგაცრეცილ ლექსების წიგნს, ტახტზე წამოწვები და ამქვეყნიურ ამაოებას ცოტა ხნით ზღაპრულ სამყაროში გაეპარები. აი, იქ რა დაგხვდება, ეს უკვე შენს მიერ შერჩეულ წიგნზეა დამოკიდებული...
არის ადამის მოდგმაში ჩათესილი ერთი პაწაწინა სარკალური კასტა, მას მოკვდავთა ენაზე ‘პოეტების საძმოს’ ეძახიან. ამ კასტის ერთ-ერთმა უბრწყინვალესმა წარმომადგენელმა ჩვენ, დანარჩენ მოკვდავებს, თავისი კასტის უდიდესი საიდუმლო გაგვიმხილა, მე “არც მიწისა ვარ, არც ცისა”-ო, შეგვატყობინა. იქედან მოყოლებული ჩვენ ყველამ ვიცით, თუ ვინ არიან ჩვენსა და ზეცას შორის ჰაერში გამოკიდული იდუმალი არსებები.
მე ჩემდათავად თქვენ კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. იგი რაღაც ბაბილონის კოშკის მაგვარი ამბავია. ხომ გახსოვთ? ბაბილონის კოშკი პირამიდის მსგავს კიბეებს წარმოადგენდა. გაამაყებულმა ადამიანებმა მისი მხოლოდ 91 მეტრის სიმაღლემდე აღმართვა მოახერხეს. ამ პროექტის ჩაფუშვაზე განგებამ იზრუნა... მაგრამ ღმერთის ხატებად შექმნილი არსება ზეცაში დაუკითხავად აძრომის განზრახვაზე ხელს ასე ადვილად როგორ აიღებდა? ამჯერად ჯიუტმა ადამიანებმა ეშმაკურ ხრიკს მიმართეს და უხილავი კიბე შექმნეს. ვის მხრებზე დგას ზეცაში ასაძრომი ეს ახალი გამოგონება, ალბათ, უკვე მიმიხვდით. ვინ არიან ცასა და მიწას შორის გამოკიდებულები? ვინა და, ჩვენი ძვირფასი პოეტები, მეგობრებო!
ყველაფერი გადასარევად იქნებოდა, ერთი ნიუანსი რომ არა. კიბე უხილავია. მისი ყოველი საფეხური ლექსების მიერ გამოწვეული ემოციებისაგან შესდგება.ზოგიერთ მათგანს ზევით, ზეცისკენ ავყავართ, ზოგიერთს კი ქვევით, უფსკრულ-ჯოჯოხეთისაკენ. ერთი სიტყვით, სრული ქაოსია, მაგრამ რას ვიზამთ? ჰაერში მოფარფატე პოეტებს ლოგიკურ თანმიმდევრობასაც ხომ ვერ მოვთხოვთ? ჰოდა დავრჩით ადამის პირმშოები მამა-ზეციერის მიერ ბოძებული ჭკუის კოლოფების იმედათ. დიახ, ქალბატონებო და ბატონებო. თითოეულ ჩვენთაგანს ერთი ასეთი კოლოფი მხრებზე გვაქვს დამონტაჟებული, თანაც შიგ სხვადასხვა წონის ნაცრისფერ მასას ვატარებთ. თუკი ოდესმე იმ უხილავ კიბეებზე ფეხის შედგმას გავბედავთ, ეს ღვთის მიერ ნაბოძები ნაცრისფერი საუნჯე უნდა გამოვიყენოთ. არ ვიცი, მამა-ზეციერმა საქმე ასე რატომ გაგვირთულა. იქნებ იმიტომ, რომ მისი შვილები ვართ და ნების გამოვლინების, ე.ი. არჩევანის უფლება მოგვცა? (იცით, რომ ძველ აღთქმაში არის ერთი ადგილი, სადაც ღმერთი გვეუბნება, განა არ იცით, რომ თქვენ ღმერთები ხართო?) ანგელოზებს საქმე ბევრად უფრო გამარტივებული აქვთ, ისინი კონკრეტულ ბრძანებებს იღებენ, იმიტომ რომ მსახურები არიან და ზეციურ კიბეებზე თავისუფლად ადი-ჩამოდიან. ერთხელ ეს საოცარი სანახაობა იაკობმა იხილა.
ალბათ უკვე ფიქრობთ, ეს პატიოსანი ადამიანი ან თვითონ რისთვის ირჯება, ან ჩვენ ნაცრისფერ ტვინებს რისთვის გვაჭყლეტინებსო? ახლავე მოგახსენებთ, რისთვისაც. დღეს დილით ურაკპარაკზე შემოვირბინე და ბატონი ფლე-შის “თინეიჯერის პროტესტს” გადავეყარე. ცოდვა გამხელილი სჯობს და უნდა ვაღიარო: თავადაც ჯანყი სულის მატარებელი ვარ და უხილავ კიბეებზე უნებართვოდ ასეირნ-ჩამოსეირნება ძალიან მიყვარს. ახლა, ვდგავარ და ვჭოჭმანობ, შევადგა თუ არ შევადგა ბატონი ფლეშ-ის მიერ გადებულ საფეხურებზე ფეხი. მოდი, გავრისკავ და შევადგავ. თქვენც უკან გამომყევით. ვნახოთ, კიბეები საით წაგვიყვანს. ვკითხულობ:
თინეიჯერის პროტესტი
“შევეცი მაგ თქვენს შმორიან მორალს, უმორალოს და ამორალურს,” -- ვახ, ბატონო ფლეშ-ო, ამ ‘თქვენს’-ში ვის გულისხმობთ? მთელს კაცობრიობას თუ მის გარკვეულ ნაწილს? მგონი ვყანყალებ, მაგრამ ჯერ გაურკვეველია, საით მივდივარ.
“ათასწლეულების კეთილ დიქტატორს, ჩახჩუებულ და ჩაფსმულ ტირანს, მგლებისგან დაგლეჯილი კამეჩის ფაშვივით აქოთებულს, რომელიც ნებით კი არ გადადგა მარადიული საბრძანისიდან, დრომ დაამხო მისი მოჩვენებითი უბიწოება.”-- ვინ არის ეს კეთილი დიქტატორი, ჩაფსმული ტირანი, თანაც აქოთებული, რომელიც ნებით არ გადადგა, მაგრამ მისი მოჩვენებითი უბიწოება დრომ მაინც დაამხო? ამ საფეხურს ცუდი სუნი მართლაც უდის, მაგრამ მე ბუნებით სტალკერი ვარ და შემდეგ ნაბიჯს მაინცა ვდგამ.
“რკინის კედელზე მილეწილი მინის ბოთლივით თავზე გადაამსხვრია მოგონილი ზნეობა, მზის მესამე სოფლის მდგმურს რომ ედო ოქროს ბორკილად.”—საინტერესოა. ვინ არის მზის მესამე სოფლის მდგმური, რომელსაც მოგონილი ზნეობა ოქროს ბორკილად ედო? ვშიშობ, რომ კაცობრიობას ცნობისმოყვარეობა დაღუპავს, მაგრამ სწორედ ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი, შემდეგ საფეხურზე მაინც გადავდივარ.
“მორჩილ-მოშიშთა მეუფეო, ფარო და მეფევ, უჩინ-მაჩინო, უპიროვ და სამპიროვანო, ადამის ხელით ტახტშერყეულო, სინდის-ნამუსის პიედესტალი გამოგეცალა,”-- მგონი, უკვე ვხვდები ვისაც უწოდებს ავტორი მორჩილ-მოშიშთა მეუფეს, ფარს და მეფეს, უჩინ-მაჩინს, უპიროს და სამპირიანს. საითკენ მივაბიჯებ, იმასაც ვხვდები, მაგრამ მაინც მივაბიჯებ.
“მორალი-შენი კათედრების მთავარსარდალი, ძვირფას საქონელს რომ ეძახდა მიწიონელი, დაბერდა, დალპა, გაიხრწნა და გარდაიცვალა, წავიდა ისე, როგორც დღემდე ყველა წასული, წასავლეთიდან მოუსავლეთში, წავიდა და თან გაიყოლია ნაზირები და ვეზირები,- ეთიკების და ესთეტიკების დამპალი ნორმები, ქცევებისა და კოდექსების მყრალი წესები,”-- საინტერესოა. მორალი და მისი ‘ეთიკების და ესთეტიკების დამპალი ნორმები’, თანაც ეს ‘ქცევებისა და კოდექსების მყრალი წესები’ ყოფილა ყველა ბიწიერების თავი და თავი.. მე სულელს კი აქამდე მეგონა, რომ სიმყრალე და სიდამპლე მაშინ იწყებოდა, როდესაც პატიოსნების მორალს და მის სამართლიან წესებს არღვევდნენ!!! ვკითხულობ:
“უნაყოფო და უხარება-სახარება, დოგმატიკა და ჰომილეტიკა.”—აი, კიდევ ერთი ‘მარგალიტი’! თურმე სახარება ყოფილა უნაყოფო და უხარება. და არა ის, რომ სახარებით გახარების უუნარობა იწვევს უნაყოფობას. ლექსით გამოწვეული ემოციები ჩემთვის უკვე სრულიად გარკვეულია. გმირულად მივუყვები დაღმა ჩამავალ კიბეებს.
“მე-ელექტრონის ღვიძლი შვილი, ურჩი, უზრდელი, შენივე ნებით მოგონილი ზრდილობის პოზით,”-- “მე-ელექტრონის ღვიძლი შვილი, ურჩი, უზრდელი”. მგონი, ლექსში ეს ერთადერთი მართალი ადგილია. თურმე, თინეიჯერსაც ჰქონია თვითკრიტიკის უნარი. თუმცა არა. მე აქ ვცდები. თინეიჯერს ურჩობა და უზრდელობა კარგ საქმედ მიაჩნია. სამწუხარო სურათია.
“ფერფლის ფოთლით და ფიჩხის გვირგვინით, ვესწრები ათი მცნების პანაშვიდს.”—აქ ავტორის თეოლოგიური ცოდნა მოიკოჭლებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ახალი აღთქმის გინებას ვუსმენდით (უპიროვ, სამპიროვანო!), ახლა კი ათი მცნების პანაშვიდში გადაგვისროლეს. ათი მცნება და მასთან ერთად ყველა ებრაული კანონი ქრისტემ გააუქმა, ბატონო სანდრო; კანონი ჩემით შესრულებულიაო და დღეიდან მე ვარ (გადარჩენის) გზაო. თუმცა ამას არაუშავს, ამას ყველაფერს ჯომ თინეიჯერი ამბობს და მას უცოდინარობა ეპატიება. გავაგრძელოთ კითხვა, ე.ი. ქვევით დაშვება.
“ისე ვარ ახლა პროცესიით დამძიმებული, როგორც ეს შენი ერთგული და მოდური მრევლი, გულში მალულად ფარსი რომ უდევს, გულის გარეთ კი...ყალბი ფიცი და ყალბი ლოცვა.”—ამაში თინეიჯერი მართალია. სამყარო სიყალბითა და სიცრუით არის სავსე. ასე რომ, ვერ შევედავებით.
“არ დაიჯერო, რომ ეს შენი მორწმუნე მრევლი, ერთგულია და არ გაგიმეტებს,”-- იგივე სამართლიანი პათოსია.
“ბრბო ნუ გგონია ბლუ და ჰარიფი,”-- ეს ადგილი სრულიად გაურკვეველია. რომელ ბრბოზეა აქ ლაპარაკი? მოდურ მრევლზე თუ ეკლესიაში არ მოარულებზე? და რატომ “ნუ გგონია ბლუ და ჰარიფი”? იმიტომ, რომ ღმერთი ბრბოს ცრუ მორალით ატყუებს, არა-ბლუ და არა-ჰარიფი ბრბო კი ამას მიხვდება და გინებით უპასუხებს? გასაოცარი პასაჟია, ნამდვილი ‘მარგალიტი’.
“ამ პანაშვიდზე სამში- სამი აფერისტია, შენ კარგად იცი, მათი ხელიდან გაყიდული ხარ თხასავით და გამეტებული,” -- ამაზე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ვერ ჩავწვდი, რა ხალხია შეკრებილი ამ პანაშვიდზე.
“კი, იცი, მაგრამ არ შეიტეხავ, არ აღიარებ იმოტომ, რომ აღიარება შენივე ხელით შენი თავის დამარხვას უდრის.”—აქ კი, ნურას უკაცრავად, ვერ გავჩუმდები! თურმე ღმერთი ისეთი ფლიდი და მშიშარა ყოფილა, რომ სიმართლესაც ვერ აღიარებს!!! იმიტომ, რომ სიმართლე მას დამარხავს!!! (დასკვნები თავად გააკეთეთ).
“ორი ათასი წელიწადია, ხატს შენად შექმნილს, მზისქვეშეთი რომ ჩააბარე, მოძღვრავ ამაოდ, ჩასჩიჩინებ, ანჯღრევ, აფრთხილებ:”-- აქამდე მხოლოდ ვხვდებოდით, ახლა კი დანამდვილებით ვიცით, თინეიჯერი ქრისტეს გინებით ეჩხუბება (ორი ათასი წელიწადია). ვნახოთ, რას ედავება.
"არ იპაროო, შვილო ჩემო"...შენი შვილი კი... უფრო ბაცაცობს, უფრო იხვეჭს, უფრო იპარავს... "არ იმრუშოო, შვილო ჩემო"...შენი შვილი კი... უფრო ჩათლახობს, უფრო ბოზობს, სოდომ-გომორობს, რა სიწითლე და რისი სირცხვილი, მაგ შენმა შვილმა პროსტიტუცია შემოსავლიან პროფესიად გამოაცხადა, კაცის კაცთან და ქალის ქალთან დაქორწინება აღიარა და ზარ-ზეიმით დააკანონა. "არა კაც ჰკლაო, შვილო ჩემო"...შენი შვილი კი... ამდენი ომით, ქიშპითა და რევოლუციით, აწყობს და ახდენს გაუგონარ სასაკლაოებს...”—ისევ ძველი შეცდომა. თინეიჯერი ქრისტეს ისევ ათ მცნებაზე საყვედურობს, უფრო სწორად, მგონი, ათი მცნების შეუსრულებლობაზე. ჰო, ნამდვილად ასეა. მთელს ლექსში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც, ეტყობა, თინეიჯერი ნარკოტიკული გაბრუებიდან გამოფხიზლდა და იმას კი არ გაჰკივის, ბიბლიური მცნებები არიან დამპლებიო, არამედ იმას, რომ მცნებები არ სრულდება და ეს შენი, ქრისტეს ბრალიაო. ესეც მცდარი აზრია, მაგრამ ზემოთ თქმულთან შედარებით მაინც პროგრესია. რას ვიზამთ? გაბრაზებულ ბავშვთან გვაქვს საქმე. უხილავ კიბეებზე დაბლა აღარ მივექანებით. ადგილზე ვიტკეპნებით, თანაც ვყანყალებთ.
“დაძმარდა შენი შეუვალი ჭეშმარიტება, გუბეში ჩამდგარ წყალივით ლპება,”-- ისევ ძველი სიმღერა. რატომ ‘დაძმარდა’ შეუვალი ჭეშმარიტება და წყალივით რატომ ლპება? ჭეშმარიტება კი არ დაძმარდა, ჭეშმარიტების შეუსმენლობის გამო ღვთიური მოთმინების ფიალა ივსება. ეს არის და ეს. გავაგრძელოთ კითხვა.
“პირველყოფილი ტალახისაგან ამოყორილი შენი ხატის ზნე და ბუნება, როგორც ჯოგი და როგორც ნახირი, საწაღმართოდან მიბალახობს უკუღმართისკენ.”—ვინ მიბალახობს და ვინ არა. ზოგი უხილავ კიბეებს ზევით აუყვება და ზოგიც ქვევით. ჩვენ ჯერ-ჯერობით თინეიჯერთან ერთად ჯიუტად ქვევით ჩავუყვებით.
“დაფუტუროვდა შენი ყველა ქადაგ-მოძღვრება, როგორც მხსნელმა და როგორც მესიამ, ბოღმა და შური ვერ აქციე კეთილშობილად, სამყარო- შენი ღია ციხე და იმპერია, ვერ მოაწყე და ვერ გახადე უბოროტებო, ეს კი არა და, დროის მსვლელობამ, ხორცის ტალახით მოზელილი შენი ადამი, თანდათან უფრო მოყვითალო ლაფად აქცია.”—და მერე ვინ მოგახსენათ, რომ “მხსნელისა” და “მესიის” მიზანი ბოღმისა და შურის გაკეთილშობილება იყო? ეს ხომ ნონსენსია? ქრისტემ კაცობრიობის ცოდვები იტვირთა და ყველა ჩვენგანის მაგივრად ჯვარზე სიკვდილი მიიღო. (ყველა ქმედებას უკუქმედება მოჰყვება, დანაშაულს -- სასჯელი. ეს სამყაროს უცვლელი პრინციპია!) ქრისტე დაგვპირდა, თუკი ცოდვებს მოინანიებთ და მე მხსნელად მიმიღებთ, ჩემს მიერ უკვე გაღებული სისხლით ცოდვებისაგან გამოისყიდებით და დასჯას გადაურჩებითო. მოკლედ რომ ვთქვათ, გადარჩენის გზა გვიჩვენა, (მე ვარ გზა!), თანაც, არაფერს არ გვაძალებს. არჩევანი ჩვენზეა. ჩვენთვის ბოძებული თავისუფალი ნება არ დავივიწყოთ, მეგობრებო. (ჩვენ პატარა ღმერთები ვართ!) ასე რომ, ადამმა მოყვითალო ლაფად გადაქცევა ქრისტეს კი არა, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ვაგრძელებ კითხვას.
“იშლება ნელა ორი სიმართლის- ცისა და მიწის ზღვარდამდები ზღუდე-ტიხარი... მალე შედგება "პრო" და "კონტრას" ჭრელი ქორწილი.”—აი, როგორც იქნა ბოლოშიც გავედით. “ჭრელ ქორწილში” ბატონი სანდრო, ეტყობა, არმაგედონის ფინალურ ბრძოლას გულისხმობს, მაგრამ მე ვერაფერს დავიჩემებ. ეს ჩემეული ვარაუდია. ავტორს, შესაძლოა, იოანეს წინასწარმეტყველების საერთოდაც არ სჯეროდეს.
ახლა ავტორის მიერ აგებული კიბეების სულ ბოლო საფეხურზე ვდგავართ. აქედან დაბლა თუ გადავიხედავთ, შესაძლოა, ცეცხლის ენებიც კი დავინახოთ, მაგრამ თქვენ ამის ნუ შეგეშინდებათ, ჯოჯოხეთში ჯერ არ ჩავცვივდებით. ეს ხომ მხოლოდ პოეტური, წარმოსახვითი კიბეები იყო? ასე რომ, გადმოვაბიჯოთ გვერდზე და ისევ ჩვენ-ჩვენს ოთახებში აღმოვჩნდებით.
მე ამ ლექსზე ამდენ ყურადღებას არ გავამახვილებდი და არც თქვენ მოგაცდენდით, კიდევ ერთი საიდუმლო რომ არ ვიცოდე. ფიქრობთ, ერის მწყემსობა მხოლოდ მღვდლებსა აქვთ დაკისრებული? არა, ბატონებო და ქალბატონებო. ასე, შესაძლოა, მხოლოდ ეკლესიის მსახურნი ფიქრობდენ. პოეტებს, მწერლებს და საერთოდ ნებისმიერი სახისა და ჟანრის შემოქმედებს ფეხს უამრავი ადამიანი გვისწორებს. ემოციებით, რომლებსაც ჩვენ უხვად ვაფრქვევთ, ირგვლივ მყოფები საზრდოობენ. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ჩვენ მართლა ვქმნით უხილავ კიბეებს და საით წავაბრძანებთ ‘მრევლს’, ამაზე პასუხისმგებლობაც სრულად გვეკისრება.
დემაგოგია უძლიერესი ინსტრუმენტია და იგი საკმაოდ მარტივ პრინციპზეა აგებული. უნდა აიღო მართალი და ტყუილი და ერთმანეთში ჭკვიანურად გააზავო, ეს არის და ეს. სიმართლე მსხვერპლს ჯერ თვალებსა და გონებაზე უნდა გადაეფაროს, მხოლოდ ამის შემდეგ გადაყლაპავს გაბრიყვებული ადამიანი შხამიან დატყუილს ტკბილი კანფეტივით.
“თინეიჯერის პროტესტი” დემაგოგიის კლასიკური ნიმუშია. რა იყო მასში მართალი და რა ტყუილი? ის, რომ თანამედროვე საზოგადოება გაუსაძლის სიდუხჭირეში, თვალთმაქცობაში, გარყვნილებასა და სხვა უამრავ მანკიერებაში იხრჩობა, ეს სამწუხაროდ ჩვენი რეალობაა.
არის თუ არა ღმერთის მიერ დაწესებული კანონები (მე ამ შემთხვევაში ებრაულ-ქრისტიანულ კანონებს ერთიანობაში ვგულისხმობ!) მანკიერი და უვარგისი? პასუხი ერთგვაროვანია: არა და არა!!! ბატონი ფლე-ში კი სწორედ ამას გვიმტკიცებს: “მოგონილი ზნეობა”, “მორალი --... დაბერებული, დამპალი, გახრწნილი და გარდაცვლილი”, “ეთიკისა და ესთეტიკის დამპალი ნორმები”, ქცევებისა და კიდექსების მყრალი წესები”... ჩემი ‘ფავორიტი’ ლანძღვის ამ კორიანტელში “უნაყოფო და უხარება-სახარება”-ა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველა ჩვენს უბედურობებში (სიმართლე!) ღმერთის მიერ მოცემული კანონების მანკიერება(ტყუილი!) ყოფილა დამნაშავე. ხო, მართლა! ამას ყველაფერს ბატონი სანდრო კი არა, მოუმწიფებელ-ჩამოუყალიბებელი თინეიჯერი ამბობს! ასე რომ, შეგვიძლია შვებით ამოვისუნთქოთ.
ბატონ სანდროს ერთ-ერთმა პოეტმა ამ ლექსის კომენტარში ჩაუწერა, რა მაგარი პროტესტიაო. ეს პროტესტი კი არა, ბილწსიტყვიანი ლანძღვაა (შევეცი მაგ თქვენს შმორიან მორალს!!!!!) და ყველა იმ ადამიანის სულში ჩაფურთხებაა, ვინც ამ “შმორიან მორალში” სულ მცირედი ნუგეშის პოვნას თავგანწირვით ცდილობს. შედით ეკლესიებში და იმ ხალხს ჩახედეთ თვალებში, ვინც იქ რწმენამ მიიყვანა. რა იყო, ასეთები არ გეგულებიან?
იმისათვის, რომ მართალი კაცი გერქვას, მართლმადიდებლურ ეკლესიაში სიარული სულაც არ არის აუცილებელი. იქნებ, ვიღაც ბუდისტია ან მუსულმანი, ებრაელი ან იეღოველი, იქნებ სულაც ათეისტიც კი იყოს. (რწმენა ან ურწმუნოება ყველას პირადი საქმეა), მაგრამ ქრისტიანულ ქვეყანაში ქრისტე ღმერთის ისეთი უმსგავსო ეპითეტებით მოხსენიება, როგორიცაა: “კეთილი დიქტატორი”,”ჩაფსმული ტირანი”, “აქოთებული”, “უჩინ-მაჩინი”, “უპირო”, “სამპიროვანი”, ეს უკვე მეტისმეტია. ამას პროტესტი კი არა, საკუთარი ხალხის რწმენის შეურაცხყოფა ჰქვია!
წინასწარმწტყველ მუჰამედზე ვიღაცეებმა მულტფილმი გადაიღეს და მთელი მუსულმანური სამყარო მაშინვე ყალყზე შედგა. ჩვენ კიდევ ქრისტეს შეურაცხყოფას არ ვიმჩნევთ. ეს უხერხემლობაა!!! პატივი ეცი საკუთარ ხალხს და მხოლოდ ამის შემდეგ შესძლებ პატივი სცე სხვასაც!!! თუ არა და, მართლა ავტორისეული “მოყვითალო ლაფი” ვყოფილვართ და მეტი არაფერი!
ფინალად ავტორს ერთი ანეგდოტი მინდა გავახსენო. ათეიზმის ლექციაზე ლექტორმა სტუდენტებს ზეცისათვის ‘ფიგის’ ჩვენება უბრძანა. ყველამ სიამოვნებით შეკრა სამი თითის კომბინაცია და ხელი ჰაერში აიშვირა, ერთი სტუდენტის გარდა! -- შენ რაღას უცდი, აბრაამ? – იკითხა ლექტორმა. -- თქვენ თვითონ არ გვითხარით, პატივცემულო, ღმერთი არ არსებობსო? ჰოდა, თუკი არ არსებობს, მაშინ ‘ფიგი’ ვისღა ვაჩვენო? და თუკი ღმერთი მაინც არსებობს, რაში მაწყობს მასთან საქმის გაფუჭება?
ჭკვიანი ხალხია ებრაელები, ბატონო სანდრო! ჰოდა, ქრისტიანული სიყვარული და შემწყნარებლობა თუ არა გვყოფნის, იქნებ მათ თანდაყოლილ სიფრთხილეს მაინც მივბაძოთ?
კეთილი სურვილებით ცირა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ფლე-ში მაგარია :) ფლე-ში მაგარია :)
19. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ როდეაც ადამიანი არქმევს ჟანრსს კ_ბ_ს, ის უნდა მიახლოვებით მაინც პასუხობდეს ხსენებულ ჟანრს. რაც შეეხება თქვენს პასკვილს ფესვშივე გადასახედია თქვენს მიერ დღევანდელი ყოფიერების ვითარების გარემოება, რაც ხელს იქნებ შეგიწყობთ მოვლენათა ჭეშმარიტ აღქმაში..... მთელი რღვევა და შეუმდგარობა თქვენი ე. წ. წერილისა, კი მდგომარეობს იმაში , რომ თქვენ არაფერს ამბობთ, ან თუ ამბობთ, უარგუმენტოდ....ამდენად ჩავთვალე საჭიროდ "შეგხმიანებოდით" ამ ბრწყინვალე ლექსსთან დაკავშირებით.... ჯერ დავიწყოთ იმით, რომ როდეაც ადამიანი არქმევს ჟანრსს კ_ბ_ს, ის უნდა მიახლოვებით მაინც პასუხობდეს ხსენებულ ჟანრს. რაც შეეხება თქვენს პასკვილს ფესვშივე გადასახედია თქვენს მიერ დღევანდელი ყოფიერების ვითარების გარემოება, რაც ხელს იქნებ შეგიწყობთ მოვლენათა ჭეშმარიტ აღქმაში..... მთელი რღვევა და შეუმდგარობა თქვენი ე. წ. წერილისა, კი მდგომარეობს იმაში , რომ თქვენ არაფერს ამბობთ, ან თუ ამბობთ, უარგუმენტოდ....ამდენად ჩავთვალე საჭიროდ "შეგხმიანებოდით" ამ ბრწყინვალე ლექსსთან დაკავშირებით....
18. მე არ ვუყურებ ბრაზილიურ სერიალებს, ვერც ვლოთობ, დედექტივებსაც არ ვწყალობ. (თუმცა ვაღიარებ, რომ ეს ყველაფერი არსებებოს) აკი დასაწყისშივე მოგახსენეთ, პოეზია ჩემთვის ის არაა, რაც თქვენთვის ქალბატონო ცირა და იმათთვის, ვინც მხოლოდ იმიტომ აკითხავს პოეზიას, დაისვენოს და მოეშვას:)
მგონია კია არა, ზუსტად ვიცი, რომ ლექსში ღმერთს არავინ იხენიებს აუგად.
ავტორის ტექსტთან გაიგვება აქ ბრმისთვისაც ხილულია ქალბატონო ცირა:)
და ბოლოს, მე დამარწმუნეთ, რომ თქვენ, ჩინებულად იცით რაც არის დემაგოგია, რადგან, ის შესანიშნავად გამოგდით:)
მე მოვრჩი ამ თემაზე თქვენთან
კეთილი სურვილებით
სალომე მე არ ვუყურებ ბრაზილიურ სერიალებს, ვერც ვლოთობ, დედექტივებსაც არ ვწყალობ. (თუმცა ვაღიარებ, რომ ეს ყველაფერი არსებებოს) აკი დასაწყისშივე მოგახსენეთ, პოეზია ჩემთვის ის არაა, რაც თქვენთვის ქალბატონო ცირა და იმათთვის, ვინც მხოლოდ იმიტომ აკითხავს პოეზიას, დაისვენოს და მოეშვას:)
მგონია კია არა, ზუსტად ვიცი, რომ ლექსში ღმერთს არავინ იხენიებს აუგად.
ავტორის ტექსტთან გაიგვება აქ ბრმისთვისაც ხილულია ქალბატონო ცირა:)
და ბოლოს, მე დამარწმუნეთ, რომ თქვენ, ჩინებულად იცით რაც არის დემაგოგია, რადგან, ის შესანიშნავად გამოგდით:)
მე მოვრჩი ამ თემაზე თქვენთან
კეთილი სურვილებით
სალომე
17. არ ვიცი, ყველას თავისი აზრი აქვს...მე აქ ასე დავინახე და რაც დავინახე, ის ვთქვი. და ის, თუ რას და როგორ ვწერ მე, ეს სრულიად არ მართმევს იმის უფლებას, მომეწონოს ის, რაც ჩემგან სრულიად განსხვავებულია.... და ხელოვნების მშვერნიერებაც ამაშია, ეძიო ყველგან და ყველაფერში მშვენიერი და შენგან სრულიად განსხვავებულშიც შეძლო დაინახო მშვენიერი..... მე ვფიქრობ, მაინც საინტერესო იყო ეს პოლემიკა, რადგან მიუხედავად ,,გამარჯვებულის'';) არ ყოლისა, მესამე პირს, ანუ მკითხველს, დავანახეთ, თუ რა საშიშია, ისე ფიქრი, როგორც ,,თინეიჯერის პროტესტშია''[ და ამიტომ როგორც სკოლაში, გეომეტრიის გაკვეთილზე თეორემის დამტკიცების ბოლოს დავწერდით ხოლმე,] ,,რაც იყო დასამტკიცებელი''.... კეთილი სურვილებით და დიდი სიყვარულით....;) ;) ;) არ ვიცი, ყველას თავისი აზრი აქვს...მე აქ ასე დავინახე და რაც დავინახე, ის ვთქვი. და ის, თუ რას და როგორ ვწერ მე, ეს სრულიად არ მართმევს იმის უფლებას, მომეწონოს ის, რაც ჩემგან სრულიად განსხვავებულია.... და ხელოვნების მშვერნიერებაც ამაშია, ეძიო ყველგან და ყველაფერში მშვენიერი და შენგან სრულიად განსხვავებულშიც შეძლო დაინახო მშვენიერი..... მე ვფიქრობ, მაინც საინტერესო იყო ეს პოლემიკა, რადგან მიუხედავად ,,გამარჯვებულის``;) არ ყოლისა, მესამე პირს, ანუ მკითხველს, დავანახეთ, თუ რა საშიშია, ისე ფიქრი, როგორც ,,თინეიჯერის პროტესტშია``[ და ამიტომ როგორც სკოლაში, გეომეტრიის გაკვეთილზე თეორემის დამტკიცების ბოლოს დავწერდით ხოლმე,] ,,რაც იყო დასამტკიცებელი``.... კეთილი სურვილებით და დიდი სიყვარულით....;) ;) ;)
16. ასე მსჯელობა, მაიკო, ერთ ძველ ზღაპარს მაგონებს. ერთმა ბოროტმა გოგონამ სიკეთის გაკეთება გადაწყვიტა. სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, ადგა და ჩიტი დაიჭირა. შემდეგ მაგ საცოდავ ფრინველს ფეხი მოსტეხა და თავისივე მოტეხილი ფეხი მოსარჩენად სათუთად გადაუხვია. რითი მთავრდება ეს ზღაპარი, ალბათ, გახსოვთ...
მაიკო, მე ამერიკაში ვცხოვრობ, ყოველგვარი 'ბოროტების' საყოველთაოდ აღიარებულ აკვანში. (ისე, ევროპასაც კარგად ვიცნობ თინეიჯერების თვალსაზრისით.) თინეიჯერი შვილები მყავს და ჩემი სიტყვების კომპეტენტურობას შეგიძლია ენდო: ასეთი თინეიჯერები (მასიურად მაინც) ამერიკაში არ არიან. ისინი არც ევროპაში ბინადრობენდა იმედი მაქვს, არც ავსტრალიაში მოიძებნებიან. ღვთის გმობითა და ათასგვარი ავადმყოფური გადახრებით ზრდასრული ადამიანები არიან დაკავებულები. ასეთები კი, იცოცხლე, ყველგან სოკოებივით მრავლდებიან. ასე რომ, თემა ხე-ლოვ-ნუ-რი-ა!!!! იქ არ იბრძვით, სადაც უნდა იბრძოდეთ და იმ მეთოდებით არ იბრძვით, რომლებითაც ეს დასაშვებია!!! ( ვსე სრედსტვა ხოროში, მცდარი პოსტულატია!!!) საქმე ღმერთის სახელს შეესება!!!! სხვათაშორის, მაიკო, მე შენს ლექსებში ღმერთის 'დაცვის' მიზნით ღმერთის მაგინებელი ხელოვნური ტიპაჟი ჯერ არ შემიმჩნევია. რა იყო, გამომრჩა? :)
'მხატვრულ ხერხს' შენ თავად თუ არ იყენებ, იმიტომ რომ უვარგისი და მავნეა, სხვას კი ამის გაკეთებას უქებ, ცოტა არ იყოს, უცნაურია. ახლა, არ მითხრა, ხელოვანები ყველანი განსხვავებულები ვართო. ეს ყველამ ვიცით.
ღვთის სახელის აუგად ხსენება არანაირი 'სოუსით' რომ არ შეიძლება, ეს დაგავიწყდა, მეგობარო? ძველ აღთქმაში არის ერთი ადგილი, სადაც ღმერთმა ერთ-ერთი კარგი მღვდელთმთავარი მხოლოდ იმისათვის დასაჯა სიკვდილით, რომ საკუთარ ორ შვილს ბოროტებაზე არ მიუთითა. ასე რომ, სხვადასხვა მიზეზების გამო არასწორ საქციელზე (როდესაც ეს პრინციპულ საკითხს შეეხება!) წაყრუება დანაშაულია! ჩემი თვალთახედვიდან მე უფრო ვარ ბატონი ფლე-შის მეგობარი და კეთილისმოსურნე, ვიდრე შენ. ამას სრულიად გულწრფელად ვამბობ. ჰოდა, არ მიწყინო ეს გულახდილობა, ჩემო ძველო და კეთილო მეგობარო.
საერთოდ, ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ უკვე "პოლემიკა-პოლემიკისათვის" ფაზაში გადავედით, (ანუ ვინ ვის :) ), ამიტომ მეტად აღარ შემოგედავები. სათქმელი,იმედი მაქვს, ყველასათვის საკმაოდ ნათლად უკვე ვთქვი. გამგონმა გაიგოს. საკუთარი აზრის სხვებისათვის ძალად მოხვევას კი მე არ ვაპირებ. ბოლო-ბოლო თავისუფალი არჩევანის უფლება თავად ღმერთმა მოგვცა და მე ვინა ვარ, ვინმეს ეს პრივილეგია რომ შევულახო? :) სიყვარულით ასე მსჯელობა, მაიკო, ერთ ძველ ზღაპარს მაგონებს. ერთმა ბოროტმა გოგონამ სიკეთის გაკეთება გადაწყვიტა. სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, ადგა და ჩიტი დაიჭირა. შემდეგ მაგ საცოდავ ფრინველს ფეხი მოსტეხა და თავისივე მოტეხილი ფეხი მოსარჩენად სათუთად გადაუხვია. რითი მთავრდება ეს ზღაპარი, ალბათ, გახსოვთ...
მაიკო, მე ამერიკაში ვცხოვრობ, ყოველგვარი `ბოროტების` საყოველთაოდ აღიარებულ აკვანში. (ისე, ევროპასაც კარგად ვიცნობ თინეიჯერების თვალსაზრისით.) თინეიჯერი შვილები მყავს და ჩემი სიტყვების კომპეტენტურობას შეგიძლია ენდო: ასეთი თინეიჯერები (მასიურად მაინც) ამერიკაში არ არიან. ისინი არც ევროპაში ბინადრობენდა იმედი მაქვს, არც ავსტრალიაში მოიძებნებიან. ღვთის გმობითა და ათასგვარი ავადმყოფური გადახრებით ზრდასრული ადამიანები არიან დაკავებულები. ასეთები კი, იცოცხლე, ყველგან სოკოებივით მრავლდებიან. ასე რომ, თემა ხე-ლოვ-ნუ-რი-ა!!!! იქ არ იბრძვით, სადაც უნდა იბრძოდეთ და იმ მეთოდებით არ იბრძვით, რომლებითაც ეს დასაშვებია!!! ( ვსე სრედსტვა ხოროში, მცდარი პოსტულატია!!!) საქმე ღმერთის სახელს შეესება!!!! სხვათაშორის, მაიკო, მე შენს ლექსებში ღმერთის `დაცვის` მიზნით ღმერთის მაგინებელი ხელოვნური ტიპაჟი ჯერ არ შემიმჩნევია. რა იყო, გამომრჩა? :)
`მხატვრულ ხერხს` შენ თავად თუ არ იყენებ, იმიტომ რომ უვარგისი და მავნეა, სხვას კი ამის გაკეთებას უქებ, ცოტა არ იყოს, უცნაურია. ახლა, არ მითხრა, ხელოვანები ყველანი განსხვავებულები ვართო. ეს ყველამ ვიცით.
ღვთის სახელის აუგად ხსენება არანაირი `სოუსით` რომ არ შეიძლება, ეს დაგავიწყდა, მეგობარო? ძველ აღთქმაში არის ერთი ადგილი, სადაც ღმერთმა ერთ-ერთი კარგი მღვდელთმთავარი მხოლოდ იმისათვის დასაჯა სიკვდილით, რომ საკუთარ ორ შვილს ბოროტებაზე არ მიუთითა. ასე რომ, სხვადასხვა მიზეზების გამო არასწორ საქციელზე (როდესაც ეს პრინციპულ საკითხს შეეხება!) წაყრუება დანაშაულია! ჩემი თვალთახედვიდან მე უფრო ვარ ბატონი ფლე-შის მეგობარი და კეთილისმოსურნე, ვიდრე შენ. ამას სრულიად გულწრფელად ვამბობ. ჰოდა, არ მიწყინო ეს გულახდილობა, ჩემო ძველო და კეთილო მეგობარო.
საერთოდ, ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ უკვე "პოლემიკა-პოლემიკისათვის" ფაზაში გადავედით, (ანუ ვინ ვის :) ), ამიტომ მეტად აღარ შემოგედავები. სათქმელი,იმედი მაქვს, ყველასათვის საკმაოდ ნათლად უკვე ვთქვი. გამგონმა გაიგოს. საკუთარი აზრის სხვებისათვის ძალად მოხვევას კი მე არ ვაპირებ. ბოლო-ბოლო თავისუფალი არჩევანის უფლება თავად ღმერთმა მოგვცა და მე ვინა ვარ, ვინმეს ეს პრივილეგია რომ შევულახო? :) სიყვარულით
15. ჯერ!.... ჩემო კარგო, არ ნიშნავს, არას... და ამიტომ მშვიდად ძილი და ამაზე არაფრის თქმა, არ შეიძლება.... ამ პრინციპით გამოდის, თუ საშიში ეპიდემია მეზობელ ქალაქს მოედო, ჩვენ არაფერი გავაკეთოთ? არც კი ვახსენოთ?.... და რა, ამით გადავრჩებით? თუ სანამ შემოსულა, ყველა მოსახვევში ვიყვიროთ, არიქა, ხალხო, მოიფიქრეთ რამე წამალი, იქნებ და გადავრჩეთო!...ეს ეპიდემია გარადაუვალია.... რადგან ჩვენც იმ სამყაროს ნაწილი ვართ, სადაც დღე-ღამეში 24 საათი თუ არა, 12 საათი მაინც ძალადობას, ოქროსა და გარყვნილებას უწევენ რეკლამას ყველა დასაშვები და დაუშვებელი ფორმით...... და ამის შედეგად რა გველის, ამის გასიგრძეგანება, მგონი, სულაც არ არის ღვთის საწინააღმდეგო საქმე...... და ტაბუს დადება და არაფრის თქმა კი, პირიქით, უფრო საინტერტესოს ხდის იმას, რაც თინეიჯერს ,,აკრძალულ'' და მაშასადამე მისი აზრით, ,, მომხიბვლელ'' ხილად მოეჩვენება.... ,,თინეიჯერის პროტესტში'' თემა შეიძლება ზედმატად ღრმაა, რადგან ავტორი შედეგსაც გვიხატავს, რასაც, სამწუხაროდ, ამ აზრთა ამყოლი თინეიჯერი ჯერ ვერ აცნობიერებს და მოდურობისათვის მიჰყვება და ავტორის მიზანიც ესაა, დაანახოს თინეიჯერს და ჩვენ,თუ სადამდე შეიძლება მიხვიდე ამგვარად ,,მოდური''აზროვნებით...და რა საშიშია ეს.....როგორც გურამიშვილი ამ შემთხვევაში იტყოდა, ,,ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქოო''.... ;) ჯერ!.... ჩემო კარგო, არ ნიშნავს, არას... და ამიტომ მშვიდად ძილი და ამაზე არაფრის თქმა, არ შეიძლება.... ამ პრინციპით გამოდის, თუ საშიში ეპიდემია მეზობელ ქალაქს მოედო, ჩვენ არაფერი გავაკეთოთ? არც კი ვახსენოთ?.... და რა, ამით გადავრჩებით? თუ სანამ შემოსულა, ყველა მოსახვევში ვიყვიროთ, არიქა, ხალხო, მოიფიქრეთ რამე წამალი, იქნებ და გადავრჩეთო!...ეს ეპიდემია გარადაუვალია.... რადგან ჩვენც იმ სამყაროს ნაწილი ვართ, სადაც დღე-ღამეში 24 საათი თუ არა, 12 საათი მაინც ძალადობას, ოქროსა და გარყვნილებას უწევენ რეკლამას ყველა დასაშვები და დაუშვებელი ფორმით...... და ამის შედეგად რა გველის, ამის გასიგრძეგანება, მგონი, სულაც არ არის ღვთის საწინააღმდეგო საქმე...... და ტაბუს დადება და არაფრის თქმა კი, პირიქით, უფრო საინტერტესოს ხდის იმას, რაც თინეიჯერს ,,აკრძალულ`` და მაშასადამე მისი აზრით, ,, მომხიბვლელ`` ხილად მოეჩვენება.... ,,თინეიჯერის პროტესტში`` თემა შეიძლება ზედმატად ღრმაა, რადგან ავტორი შედეგსაც გვიხატავს, რასაც, სამწუხაროდ, ამ აზრთა ამყოლი თინეიჯერი ჯერ ვერ აცნობიერებს და მოდურობისათვის მიჰყვება და ავტორის მიზანიც ესაა, დაანახოს თინეიჯერს და ჩვენ,თუ სადამდე შეიძლება მიხვიდე ამგვარად ,,მოდური``აზროვნებით...და რა საშიშია ეს.....როგორც გურამიშვილი ამ შემთხვევაში იტყოდა, ,,ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქოო``.... ;)
14. პასუხი მათე-მაიკოს! ეჰჰ, რა ვქნა, მაიკო? არ მჯერა მაგ თქვენი "თინეიჯერის პროტესტის". თინეიჯერისათვის თემა ზედმეტად ღრმაა, ბატონი ფლე-შისათვის კი ზედმეტად მიუღებელი. (ბატონი სანდრო კი, მგონი, ამის გამო გამიბრაზდა :) ) პედაგოგი ბრძანდები და თავად აღიარებ, ჯერ-ჯერობით ასეთი თინეიჯერები არა გვყავსო. არც გვეყოლებიან, მოდურ აზრს ჩვენ თვითონ თუკი არ მივაწვდით. ასე რომ, პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი. რატომ? რა საჭირო იყო? განა, ნამდვილი პრობლემები გვაკლია?
იცი, რა არის სამწუხარო, მათე-მაიკო? როგორც რელიგიურობა გახდა მოდური, ასევე მოდური გახდა ყველაფერი წმინდის, სათუთისა და ხელშეუხებლის გინება. განსხვავება მხოლოდ ისაა, თუ რომელ მოდურ მიმდინარეობას აჰყვება ადამიანი. მე ხელოვანს, მითუმეტეს ნიჭიერ ხელოვანს, ვერცერთ ამ გზას ვერ მოვუწონებ.
ღვთის სახელის გინება კი არა, ღვთის სახელის ამაოდ ხსენებაც კი უმძიმესი ცოდვაა. (ეს ჩემეული კი არა, ბიბლიური გაფრთხილებაა!!!) არა აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზი ან მიზანი გვამოძრავებს. შედეგი ყოველთვის ცუდი იქნება.
ხელოვნებაში ბილწსიტყვაობას მე საზოგადოდაც ვერ მივესალმები, ხოლო საქმე რელიგიას თუკი შეეხება, მაშინ ეს სრულიად მიუღებლად მიმაჩნია. (არა აქვს მნიშვნელობა, ეს ქრისტიანობას შეეხება, მუსულმანობას, იუდაიზმს, ბუდიზმს თუ რომელიმე უფრო მცირე მიმდინარეობას!). ასეთი უცერემონიობა ყოველთვის სავალალო შედეგს გამოიღებს. მერე იძახე რამდენიც გინდა, ჩემი მიზანი ეს არ იყო, არასწორად გამიგეთ-თქო.
ხოლო, რაც შეეხება შენს რწმენას, რომ მშვენიერება გადაგვარჩენს, ამაში სრულიად გთანხმები, იმიტომ რომ მხოლოდ ჭეშმარიტებაა ჭეშმარიტად მშვენიერი... "აღია სოფია!" მშვიდობიანი საღამო ყველას :) პასუხი მათე-მაიკოს! ეჰჰ, რა ვქნა, მაიკო? არ მჯერა მაგ თქვენი "თინეიჯერის პროტესტის". თინეიჯერისათვის თემა ზედმეტად ღრმაა, ბატონი ფლე-შისათვის კი ზედმეტად მიუღებელი. (ბატონი სანდრო კი, მგონი, ამის გამო გამიბრაზდა :) ) პედაგოგი ბრძანდები და თავად აღიარებ, ჯერ-ჯერობით ასეთი თინეიჯერები არა გვყავსო. არც გვეყოლებიან, მოდურ აზრს ჩვენ თვითონ თუკი არ მივაწვდით. ასე რომ, პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი. რატომ? რა საჭირო იყო? განა, ნამდვილი პრობლემები გვაკლია?
იცი, რა არის სამწუხარო, მათე-მაიკო? როგორც რელიგიურობა გახდა მოდური, ასევე მოდური გახდა ყველაფერი წმინდის, სათუთისა და ხელშეუხებლის გინება. განსხვავება მხოლოდ ისაა, თუ რომელ მოდურ მიმდინარეობას აჰყვება ადამიანი. მე ხელოვანს, მითუმეტეს ნიჭიერ ხელოვანს, ვერცერთ ამ გზას ვერ მოვუწონებ.
ღვთის სახელის გინება კი არა, ღვთის სახელის ამაოდ ხსენებაც კი უმძიმესი ცოდვაა. (ეს ჩემეული კი არა, ბიბლიური გაფრთხილებაა!!!) არა აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზი ან მიზანი გვამოძრავებს. შედეგი ყოველთვის ცუდი იქნება.
ხელოვნებაში ბილწსიტყვაობას მე საზოგადოდაც ვერ მივესალმები, ხოლო საქმე რელიგიას თუკი შეეხება, მაშინ ეს სრულიად მიუღებლად მიმაჩნია. (არა აქვს მნიშვნელობა, ეს ქრისტიანობას შეეხება, მუსულმანობას, იუდაიზმს, ბუდიზმს თუ რომელიმე უფრო მცირე მიმდინარეობას!). ასეთი უცერემონიობა ყოველთვის სავალალო შედეგს გამოიღებს. მერე იძახე რამდენიც გინდა, ჩემი მიზანი ეს არ იყო, არასწორად გამიგეთ-თქო.
ხოლო, რაც შეეხება შენს რწმენას, რომ მშვენიერება გადაგვარჩენს, ამაში სრულიად გთანხმები, იმიტომ რომ მხოლოდ ჭეშმარიტებაა ჭეშმარიტად მშვენიერი... "აღია სოფია!" მშვიდობიანი საღამო ყველას :)
13. იცით, რა ხდება.... როცა ყველაფერი ძალიან გაშიშვლებულია...ზოგჯერ რაღაც ზღვარის დაჭერა ჭირს.... თანაც თინეიჯერის თავში უარესი დომხალიც შეიძლება მოხდეს.... მე ვფიქრობ, რომ ეს ის მაქსიმალისტური დამოკიდებულებაა, სადამდეც შეიძლება მივიდეს დღევანდელი ჩვენი ყოფის შემყურე თინეიჯერი...ეს ნაკრებია იმ საშიში ტენდენციებისა, საითკენაც შეიძლება სამწუხაროდ გადაეშვას ოქროს სამსახურში მყოფი ადამის ძე...ეს უფრო მწარე გაფრთხილებაა...ავტორს აქვს უფლება რაღაცა უფრო დაამუქოს, ისევე როგორც იმისი უფლება, რომ რაღაცა შეალამაზოს,რაც უფრო ჩვეულია ჩვენთვის.... რაც შეეხება ლექსის ფორმას, უხეშია, გეთანხმებით, მაგრამ სამაგიეროდ კარგად აფხიზლებს.... და დამერწმუნეთ, როგორც პედაგოგს, დღეს შეიძლება არა გვყავს ზუსტად ასე მაფიქრალი თინეიჯერები, ჯერ! ჯერ!.... მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და ცოოტა არ გამოვფხიზლდებით, ხვალ უკვე იმდენი იქნება...ვეღარაფერს ვუშველით..... ფლეშო, არ გეწყინოს და მე ვფიქრობ, კარგია, ახლა ამ ლექსის ასე აქტიური განხილვა რომ მიდის.... რადგან სწორედ ამ ფიქრისათვის დაწერე ეს ლექსი. რას იზამ, ზოგს მოეწონება, ზოგს არა, და კარგი იქნებოდა შენც გამოგეთქვა შენი მოსაზრება, რომ ზოგი რამ, რაც შეიძლება მკითხველისათვის გაუგებარი დარჩა, განგემარტა. ცირა , შენიც მესმის, არ შეიძლება ასეთი დემაგოგია! მაგრამ ჩემი აზრით, ეს ლექსი სწორედ იმიტომაა დაწერილი, რომ ასეთი დემაგოგია არ შეიძლება! და რომ ყველაზე ადვილად ამგვარ დემაგოგიას სწორედ თინეიჯერი მიიღებს, თუ მას თავის თავისა და ტელევიზორის ანაბარად დავტოვებთ...ტენდენცია კი აშკარად ასეთია.... დიდი სიყვარულით, მათე-მაიკო. და მაინც ჩემი რწმენით, მშვენიერება გადაგვარჩენს..... და ამას იქაც ვწერდი ფლეშს....ეეჰჰ....;) იცით, რა ხდება.... როცა ყველაფერი ძალიან გაშიშვლებულია...ზოგჯერ რაღაც ზღვარის დაჭერა ჭირს.... თანაც თინეიჯერის თავში უარესი დომხალიც შეიძლება მოხდეს.... მე ვფიქრობ, რომ ეს ის მაქსიმალისტური დამოკიდებულებაა, სადამდეც შეიძლება მივიდეს დღევანდელი ჩვენი ყოფის შემყურე თინეიჯერი...ეს ნაკრებია იმ საშიში ტენდენციებისა, საითკენაც შეიძლება სამწუხაროდ გადაეშვას ოქროს სამსახურში მყოფი ადამის ძე...ეს უფრო მწარე გაფრთხილებაა...ავტორს აქვს უფლება რაღაცა უფრო დაამუქოს, ისევე როგორც იმისი უფლება, რომ რაღაცა შეალამაზოს,რაც უფრო ჩვეულია ჩვენთვის.... რაც შეეხება ლექსის ფორმას, უხეშია, გეთანხმებით, მაგრამ სამაგიეროდ კარგად აფხიზლებს.... და დამერწმუნეთ, როგორც პედაგოგს, დღეს შეიძლება არა გვყავს ზუსტად ასე მაფიქრალი თინეიჯერები, ჯერ! ჯერ!.... მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და ცოოტა არ გამოვფხიზლდებით, ხვალ უკვე იმდენი იქნება...ვეღარაფერს ვუშველით..... ფლეშო, არ გეწყინოს და მე ვფიქრობ, კარგია, ახლა ამ ლექსის ასე აქტიური განხილვა რომ მიდის.... რადგან სწორედ ამ ფიქრისათვის დაწერე ეს ლექსი. რას იზამ, ზოგს მოეწონება, ზოგს არა, და კარგი იქნებოდა შენც გამოგეთქვა შენი მოსაზრება, რომ ზოგი რამ, რაც შეიძლება მკითხველისათვის გაუგებარი დარჩა, განგემარტა. ცირა , შენიც მესმის, არ შეიძლება ასეთი დემაგოგია! მაგრამ ჩემი აზრით, ეს ლექსი სწორედ იმიტომაა დაწერილი, რომ ასეთი დემაგოგია არ შეიძლება! და რომ ყველაზე ადვილად ამგვარ დემაგოგიას სწორედ თინეიჯერი მიიღებს, თუ მას თავის თავისა და ტელევიზორის ანაბარად დავტოვებთ...ტენდენცია კი აშკარად ასეთია.... დიდი სიყვარულით, მათე-მაიკო. და მაინც ჩემი რწმენით, მშვენიერება გადაგვარჩენს..... და ამას იქაც ვწერდი ფლეშს....ეეჰჰ....;)
12. პასუხი სალომე-მარიას, "სანამ პოეზიას მკითხველში მხოლოდ სალბუნის დანიშნულება ექნება, არაფერი გვეშველება."-- როდის მოგახსენეთ, ქალბატონო სალომე, პოეზია სალბუნია-თქო? მგონი ვთქვი, "ადამის მოდგმის უდიდესი ნაწილისათვის პოეზია მშვენიერებასთან ზიარება" და, გარკვეული თვალთახედვით, მძიმე რეალობისაგან დასვენებაა. ეს სიმართლეა, ქალბატონო სალომე. ამიტომაც უყურებს ხალხი ბრაზილიურ სერიალებს, კითხულობს დეტექტივებს, ზოგიც ლოთობს...
"აი, იქ რა დაგხვდება, ეს უკვე შენს მიერ შერჩეულ წიგნზეა დამოკიდებული..."-- ამ სიტყვებით იმას ვამბობ, რომ, რა სულიერ საზრდოს მივაწვდით საზოგადოებას, ეს უკვე შემოქმედზე, პოეტზე, რომანისტზე რეჟისორზე და ა.შ. არის დამოკიდებული. ზოგჯერ სანუგეშო სალბუნი უნდა შესთავაზო და ზოგჯერ სიმართლის მწარე აბი. თავის დროზე ორივე ერთნაირად საჭირო და სასარგებლოა.
"ფიქრობთ, ერის მწყემსობა მხოლოდ მღვდლებსა აქვთ დაკისრებული? "-- წერილის ეს სიტყვებიც პოეზიისადმი და საერთოდ შემოქმედებისადმი ჩემს დამოკიდებულებას, მგონი, ნათლად ასახავს. არ ვიცი, რატომ ვერ გამიგეთ.
რაც შეეხება სიმართლეს, სიმართლე ყოველთვის სიმართლე უნდა იყოს და არა დემაგოგია. თქვენ ბევრი შეგხვედრიათ ასეთი თინეიჯერი? მე არც ერთი! ისინი ბილწ სიტყვებს სხვა მიმართულებით ხარჯავენ, ღმერთის ლანძღვაში კი არა.
ქალბატონო სალომე, თქვენ ფიქრობთ, რომ ლექსში მოყვანილი მკრეხელური ეპითეტები ღმერთის მისამართით არ არის ნახმარი? ნეტავი, მე ვცდებოდე და თქვენ მართალი იყოთ!!!! გულწრფელად გეუბნებით, გამიხარდებოდა. მაშინ, ის მაინც აგვიხსენით, ეს უწმაწური ეპითეტები ვის მიმართ არის ნახმარი და დაგიჯერებთ.
კიდევ ერთი გაუგებრობა: ავტორის ტექსტთან გაიგივება??? მე ამის გაკეთება თავშიც არ მომსვლია, მე მას უბრალოდ არ ვიცნობ; თუმცა ფლეშ-ის საპასუხო კომენტარი მის, ცოტა არ იყოს, თინეიჯერულ გაბრაზებაზე მართლაც მეტყველებს.
პასუხი ფლეშ-ის კომენტარს: ბატონო სანდრო, "გვარიანი და მადლიანი გალანძღვისათვის", მადლობას ნუ მიხდით. პირადად თქვენი მისამართით, მგონი არანაირი ეპითეტი არ მიხმარია, არც "ელექტრონული სატანა" და არც "უსულო კაცი-მანქანა". თქვენი ეს ლექსი კი ძალიან არ მომეწონა და ჩემი აზრი ვრცელ კომენტარში დავაფიქსირე. თუკი მას ცივ გონებაზე კიდევ ერთხელ გადაიკითხავთ, იქნებ, მის ობიექტურობაში თქვენ თავადაც კი დამეთანხმოთ. კვლავაც კეთილი სურვილებით პასუხი სალომე-მარიას, "სანამ პოეზიას მკითხველში მხოლოდ სალბუნის დანიშნულება ექნება, არაფერი გვეშველება."-- როდის მოგახსენეთ, ქალბატონო სალომე, პოეზია სალბუნია-თქო? მგონი ვთქვი, "ადამის მოდგმის უდიდესი ნაწილისათვის პოეზია მშვენიერებასთან ზიარება" და, გარკვეული თვალთახედვით, მძიმე რეალობისაგან დასვენებაა. ეს სიმართლეა, ქალბატონო სალომე. ამიტომაც უყურებს ხალხი ბრაზილიურ სერიალებს, კითხულობს დეტექტივებს, ზოგიც ლოთობს...
"აი, იქ რა დაგხვდება, ეს უკვე შენს მიერ შერჩეულ წიგნზეა დამოკიდებული..."-- ამ სიტყვებით იმას ვამბობ, რომ, რა სულიერ საზრდოს მივაწვდით საზოგადოებას, ეს უკვე შემოქმედზე, პოეტზე, რომანისტზე რეჟისორზე და ა.შ. არის დამოკიდებული. ზოგჯერ სანუგეშო სალბუნი უნდა შესთავაზო და ზოგჯერ სიმართლის მწარე აბი. თავის დროზე ორივე ერთნაირად საჭირო და სასარგებლოა.
"ფიქრობთ, ერის მწყემსობა მხოლოდ მღვდლებსა აქვთ დაკისრებული? "-- წერილის ეს სიტყვებიც პოეზიისადმი და საერთოდ შემოქმედებისადმი ჩემს დამოკიდებულებას, მგონი, ნათლად ასახავს. არ ვიცი, რატომ ვერ გამიგეთ.
რაც შეეხება სიმართლეს, სიმართლე ყოველთვის სიმართლე უნდა იყოს და არა დემაგოგია. თქვენ ბევრი შეგხვედრიათ ასეთი თინეიჯერი? მე არც ერთი! ისინი ბილწ სიტყვებს სხვა მიმართულებით ხარჯავენ, ღმერთის ლანძღვაში კი არა.
ქალბატონო სალომე, თქვენ ფიქრობთ, რომ ლექსში მოყვანილი მკრეხელური ეპითეტები ღმერთის მისამართით არ არის ნახმარი? ნეტავი, მე ვცდებოდე და თქვენ მართალი იყოთ!!!! გულწრფელად გეუბნებით, გამიხარდებოდა. მაშინ, ის მაინც აგვიხსენით, ეს უწმაწური ეპითეტები ვის მიმართ არის ნახმარი და დაგიჯერებთ.
კიდევ ერთი გაუგებრობა: ავტორის ტექსტთან გაიგივება??? მე ამის გაკეთება თავშიც არ მომსვლია, მე მას უბრალოდ არ ვიცნობ; თუმცა ფლეშ-ის საპასუხო კომენტარი მის, ცოტა არ იყოს, თინეიჯერულ გაბრაზებაზე მართლაც მეტყველებს.
პასუხი ფლეშ-ის კომენტარს: ბატონო სანდრო, "გვარიანი და მადლიანი გალანძღვისათვის", მადლობას ნუ მიხდით. პირადად თქვენი მისამართით, მგონი არანაირი ეპითეტი არ მიხმარია, არც "ელექტრონული სატანა" და არც "უსულო კაცი-მანქანა". თქვენი ეს ლექსი კი ძალიან არ მომეწონა და ჩემი აზრი ვრცელ კომენტარში დავაფიქსირე. თუკი მას ცივ გონებაზე კიდევ ერთხელ გადაიკითხავთ, იქნებ, მის ობიექტურობაში თქვენ თავადაც კი დამეთანხმოთ. კვლავაც კეთილი სურვილებით
11. პასუხად ცირას!
ელექტრონული სატანა, მღერის მეჯლისზე დენის... უსულო კაცი-მანქანა, ედემურ ადამს მდევნის...
აი, პრობლემა. ლექსის სკრუპულოზურ გარჩევა-განხილვას არ შევუდგები....აზრი არა აქვს.
იქნებ 25-ე სტრიქონს მიბრუნებოდით და გულისყურით ჩაკვირვებოდით, თუ ვინ აცხადებს ამ პროტესტს..... მადლობა გვარიანი და მადიანი გალანძღვისათვის. ბალზე მყოფი...ტყემალსო...ასე გამოგივიდათ. პასუხად ცირას!
ელექტრონული სატანა, მღერის მეჯლისზე დენის... უსულო კაცი-მანქანა, ედემურ ადამს მდევნის...
აი, პრობლემა. ლექსის სკრუპულოზურ გარჩევა-განხილვას არ შევუდგები....აზრი არა აქვს.
იქნებ 25-ე სტრიქონს მიბრუნებოდით და გულისყურით ჩაკვირვებოდით, თუ ვინ აცხადებს ამ პროტესტს..... მადლობა გვარიანი და მადიანი გალანძღვისათვის. ბალზე მყოფი...ტყემალსო...ასე გამოგივიდათ.
10. თვითონ ფლე-ში რა განმარტებას აძლევს თავის ლექსს?
ახლავე გადავალ ფლე-შის გვერდზე თვითონ ფლე-ში რა განმარტებას აძლევს თავის ლექსს?
ახლავე გადავალ ფლე-შის გვერდზე
9. ქალბატონო ცირა, პირველი აბზაცის შემდეგ არ წავიკითხავდი ამ თქვენს ღია კომენტარს, რადგან პოეზია ჩემთვის სულ სხვა რამაა, მაგრამ, ვიფიქრე, აბა ვნახოთ, იქნებ ვცდები და ღირს გაყოლათქო. ვერაფრით დაგეთანხმებით, რომ პოეზია მხოლოდ ამაოების, დაღლილობის და ხელმოცარვა-გულგატეხილობის წამალია.
მაპატიეთ, მაგრამ სწორედ თქვენი აბზაცის პათეტიკურობამ და ასეთმა დამოკიდებულებებმა ლექსისადმი დაიყვანა ჩვენში იგი სადღეგრძელომდე და იმ პრეტენზიამდე, ლექსი ზეპირად თუ არ გახსოვს, რა ლექსია.
თქვენგან აღიარებული პოეტებისგან არ მოგისმენით, "... რომ სიმართლეს მსახურებდესო"?
სიმართლე კიდევ, ალბათ იცით, როგორც არ უნდა შეფუთო, მაინც სიმართლეა და პოეტი კიდევ, ღმერთს ოდითგანვე შენობით ელაპარაკება.
პროტესტი ავტორისაა, სწორედ ისაა, რომ უღმერთობა მოგვერია და არა უღმერთობასთან ზავი და შემრიგებლობა.
კიდევ უფრო გასაცარი ამბავი, ავტორის ტექსტთან გაიგივებაა,
ლიტერატურის შემფასებელმა, ან თუნდაც, უბრალო მკითხველის პრეტენზიის მქონე ადამიანმა, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ მწერალი ლექსში თავის ბიოგრაფიას კი არ გიყვება, ამჯერად და ამას ხშირად ახერხებს, სხვის სულში და ტყავში ძვრება და იმათ გასაჭირზე გიამბობს.
მაპატიეთ, პატივს ვცემ თქვენს განსწავლულბას, მაგრამ, ჩემი აზრით, სანამ პოეზიას მკითხველში მხოლოდ სალბუნის დანიშნულება ექნება, არაფერი გვეშველება.
რაც თქვენს ღია კომენტარში თვალში საცემია, ეს ტექსტის არასწრი წაკითხვაა და ამის დასტურად, მხოლოდ ერთი აბზაცის ამონარიდს გადმოვიტან:და
"მაგრამ ქრისტიანულ ქვეყანაში ქრისტე ღმერთის ისეთი უმსგავსო ეპითეტებით მოხსენიება, როგორიცაა: “კეთილი დიქტატორი”,”ჩაფსმული ტირანი”, “აქოთებული”, “უჩინ-მაჩინი”, “უპირო”, “სამპიროვანი”, ეს უკვე მეტისმეტია. ამას პროტესტი კი არა, საკუთარი ხალხის რწმენის შეურაცხყოფა ჰქვია"-
და თქვენ გგონიათ, რომ ამ ეპიტეთეპით აქ ღმერთზე საუბრობენ??? ავტორის უღმერთობა კი ისეთივე სასაცილო ამბავია, როგორც თქვენს მიერ მოხმობილი "ფიგის" ისტორია.
პატივისცემით
სალომე ქალბატონო ცირა, პირველი აბზაცის შემდეგ არ წავიკითხავდი ამ თქვენს ღია კომენტარს, რადგან პოეზია ჩემთვის სულ სხვა რამაა, მაგრამ, ვიფიქრე, აბა ვნახოთ, იქნებ ვცდები და ღირს გაყოლათქო. ვერაფრით დაგეთანხმებით, რომ პოეზია მხოლოდ ამაოების, დაღლილობის და ხელმოცარვა-გულგატეხილობის წამალია.
მაპატიეთ, მაგრამ სწორედ თქვენი აბზაცის პათეტიკურობამ და ასეთმა დამოკიდებულებებმა ლექსისადმი დაიყვანა ჩვენში იგი სადღეგრძელომდე და იმ პრეტენზიამდე, ლექსი ზეპირად თუ არ გახსოვს, რა ლექსია.
თქვენგან აღიარებული პოეტებისგან არ მოგისმენით, "... რომ სიმართლეს მსახურებდესო"?
სიმართლე კიდევ, ალბათ იცით, როგორც არ უნდა შეფუთო, მაინც სიმართლეა და პოეტი კიდევ, ღმერთს ოდითგანვე შენობით ელაპარაკება.
პროტესტი ავტორისაა, სწორედ ისაა, რომ უღმერთობა მოგვერია და არა უღმერთობასთან ზავი და შემრიგებლობა.
კიდევ უფრო გასაცარი ამბავი, ავტორის ტექსტთან გაიგივებაა,
ლიტერატურის შემფასებელმა, ან თუნდაც, უბრალო მკითხველის პრეტენზიის მქონე ადამიანმა, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ მწერალი ლექსში თავის ბიოგრაფიას კი არ გიყვება, ამჯერად და ამას ხშირად ახერხებს, სხვის სულში და ტყავში ძვრება და იმათ გასაჭირზე გიამბობს.
მაპატიეთ, პატივს ვცემ თქვენს განსწავლულბას, მაგრამ, ჩემი აზრით, სანამ პოეზიას მკითხველში მხოლოდ სალბუნის დანიშნულება ექნება, არაფერი გვეშველება.
რაც თქვენს ღია კომენტარში თვალში საცემია, ეს ტექსტის არასწრი წაკითხვაა და ამის დასტურად, მხოლოდ ერთი აბზაცის ამონარიდს გადმოვიტან:და
"მაგრამ ქრისტიანულ ქვეყანაში ქრისტე ღმერთის ისეთი უმსგავსო ეპითეტებით მოხსენიება, როგორიცაა: “კეთილი დიქტატორი”,”ჩაფსმული ტირანი”, “აქოთებული”, “უჩინ-მაჩინი”, “უპირო”, “სამპიროვანი”, ეს უკვე მეტისმეტია. ამას პროტესტი კი არა, საკუთარი ხალხის რწმენის შეურაცხყოფა ჰქვია"-
და თქვენ გგონიათ, რომ ამ ეპიტეთეპით აქ ღმერთზე საუბრობენ??? ავტორის უღმერთობა კი ისეთივე სასაცილო ამბავია, როგორც თქვენს მიერ მოხმობილი "ფიგის" ისტორია.
პატივისცემით
სალომე
8. დილა მშვიდობისა ცირა, :) დილა მშვიდობისა სანდრო, :) დილა მშვიდობისა ყველას :)
ურაკპარაკზე რომ შემოვდივარ ხოლმე, პირველი რასაც ვაკეთებ არის ნაწარმოებების ჟანრის დათვალიერება და ერთ-ერთი პირველი, რომელი ჟანრსაც ვკითხულობ ხოლმე, არის კრიტიკა-პუბლიცისტიკა.
დღესაც სწორედ ასე მოვიქეცი. გავეცანი ცირას ნაწერს და კარგად რომ გამეგო რაზე იყო საუბარი, წავიკითხე ფლე-ში-ს ლექსი. ჩემი დამოკიდებულება მსგავსი ნაწერების მიმართ, ვისი შეთხზულიც არ უნდა იყოს (ცნობილი თუ არაცნობილი პოეტი) ,
არის განსაზღვრული - კრიტიკას ვერ უძლებს, მიზანი გაუგებარია, შთაგონება მცდარი,
ზოგი ურაკელი იტყვის, სანდრომ უბრალოდ სიტყვებში გადმოსცა თინეიჯერის აზრებიო. ესეც მცდარი შეხედულება მგონია და რატომ ახლავე ვიტყვი.
პირველი რიგში, ადამიანი რომელიც პოეტია, მას , მიუხედავად იმისა რომ ენის უძვლოობისა და გონებაში მოსული ნებისმიერი აზრის ლექსად გადმოცემის პრინციპი მოქმედებს, მას თავისი პასუხისმგებლობის შესახებ აზრი არ უნდა დაავიწყდეს.
პასუხისგებლობა სხვების მიმართ, ყველა პოეტისა თუ არაპოეტის საჭეა, რომელიც მას ხელთ უპყრია,,
ცირა, შენ სწორად აღნიშნე, როდესაც ადამიანი ლექსად გამოხატავს ამა თუ იმ აზრს, ის არა მარტო ერთი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი (ანუ ავტორისთვის) არამედ საზოგადოებისთვის, ხოლო საზოგადოება მრავალფეროვანია. არიან ისინი, რომლებსაც "ძალიან მოეწონათ" ეს ნაწერი. არის 2 მიზეზი ამ მოწონებისა .
1 ) ხათრის ფაქტორი - ანუ, ვიღაცა სანდროს მეგობარია, ვიღაცა სანდროს ახლობელია, და აბა როგორ უთხრას რომ ლექსი არ მოეწონა, არ ჯობია თვალები დახუჭოს აღვირახსნილ ლექსზე და მასში მოცემულ სიტყვებზე, (ჯანდაბას ერთი ლექსი) და უთხრას რომ მოეწონა ეს ლექსი, ანდაც სულაც ზოგადი შეფასება მისცეს მას.
და არის მეორე მიზეზი
2) მართლა მოეწონა ადამიანს ეს ლექსი,,
არ ვიცი, რომელი მიზეზი არის უარესი,, ჩემი აზრით, ალბათ ორივე ერთმანეთზე უარესია ,,
არადა, დღეს გამოქვეყნებული კრიტიკა ლექსისა რომ არა, არც კი ჩავუკვირდებოდი ღრმად აღნიშნულ ლექსს, რადგან მე ადრეც ნანახი მაქვს ეს ლექსი და პირველი სტრიქონებიდანვე მივხვდი, არ იყო ეს ის ლექსი რომელსაც მე ბოლომდე და გულისყურით წავიკითხავდი ( it's not my cup of tea) და ამიტომ ლექსი არ მქონდა წაკითხული და შესაბამისად, კომენტარიც არ დამიტოვებია,,
სათაურს რომ გადავხედოთ "თინეიჯერის პროტესტი" - არის ზოგადი სახის, მოიაზრება ყველა თინეიჯერი,,
დაისმის კითხვა, ნუთუ ყველა თინეიჯერი ასეთი გრძნობით გამოხატავს თავის "პროტესტს"? მიუხედავდ იმისა, რომ ბოლო წლებში არ მიწევს საქართველოში ხშირი ყოფნა, როცა ვარ ხოლმე სამშობლოში, მაშინ კი მაქვს შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც არიან თინეიჯერები და მე ასეთი "პროტესტი" არ მომისმენია, არც ზოგადი სიტუაცია მეფობს ისეთი რომ , უმეტესი თინეიჯერი ასეთ დამოკიდებულებას გამოხატავდეს კონკრეტული გზის მიმართ,,
რა თქმა უნდა, ალბათ არიან თინეიჯერები, რომლებიც ლექსში მოცემულ სიტყვებზე და აზრებზე უფრო მძაფრად გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას - თუმცა რამდენად ბევრია ასეთი ადამიანი? და ღირს თუ არა მათი აზრების გამხმოვანებლად ვიქცეთ ფართო ასპარეზზე, ? იქნება და ლექსის ავტორი იზიარებს ლექსში გადმოცემულ ფაქტორებსა და აზრებს? არა მგონია ეს ბოლო კითხვა მართებული იყოს , თუმცა შეუძლებელი არაფერია,,
თუ ვინმე იტყვის - უმეტესობა თინეიჯერებისა ისე აზროვნებს და ფიქრობს როგორც ლექსშიაო, მაშინ მე ვიტყოდი ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენას დღეს დაესვა წერტილი თქო. გადარჩენას რომ ვიძახი, სულიერ გზას ვგულისხმობ - რომელიც საწინდარი უნდა იყოს ქვეყნის უფრო და უფრო მეტი წარმატებისა.
იძახიან, რომ ჩვენ არაფერი გვეშველება მანამ, სანამ თაობები არ მოვლენ ახალი და ახალი სისხლი არ აამუშავებს იმ ლოკომოტივს რასაც საქართველოს მომავალი წარმატება ქვია.
ხოლო, თუკი ადამიანები ისე ფიქრობენ, როგორც ლექსშია გამოსახული, მაშინ ანტიქრისტეს სამსახურში ყოფნა ადვილია, თან ძალიან, რადგან ყოველი რელიგიური, ახალი აღთქმის მიმდინარეობა არის ბრძოლა - საკუთარი თავის წინააღმდეგ, საკუთარი ზრახვების წინააღმდეგ. ყველა ჩვენთაგანს გვაქვს ბოროტი თუ შავი ზრახვები გონებაში.
ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას, რომ ადამიანს არ მოსდის თავში ბოროტობა და სხვის შესახებ ცუდი აზრები. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის კატასტროფა, რადგან ნათქვამია, დედამიწაზე ეშმაკი მეფობსო და მათ შOრის ბერებსა თუ წმინდა გზის მცხოვრებლებს ესახებათ ეშმაკის ცდუნებები და ათასი ხრიკები აქვს ეშმაკს მოგონილი რომ ადამიანი თავის ლუკმად აქციოს. და ჩვენ რამდენად ნაკლები ვართ სულიერი სიძლიერის თვალსაზრისით ბერებზე, რომ გავუძლოთ ამ გამოცდას,,
გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანია - მეორე ეტაპი - , გონებაში წარმოქმნილი შავი ზრახვებისთვის თვალის გასწორება, მისი აღიარება, წარმოთქმა. ნათქვამია, წარმოთქმული სიტყვა უკან არ ბრუნდებაო.
ამიტომ, ჩემი აზრით,
პოეტის სიტყვა, რომელიც კარგი მონადირეს მიერ თოფიდან გასოლილი ტყვიასავით , ყოველთვის სწრაფად და ზუსტად აღწევს ხოლმე მიზანს,
უნდა იყოს აწონილ დაწონილი და ყველას უნდა გვახსოვდეს პასუხისმგებლობა, რომ ლექსი, რომელიც არის ინტელექტუალური პროდუქტი, არ იწერება საკუთარი თავისთვის (რადგან ავტორი აქვეყნებს ინტერნეტ პორტალზე) , არამედ უმეტეს შემთხვევაში საზოგადოებას ეცნობა და მასში გამოსახული გზა (ყველა ლექსში შეიძლება ამოვიკითხოთ გზა) შესაძლებელია იქნას სხვის მიერ გაზიარებული და როდესაც გზა არასწორად არის დასახული პოეტის მიერ, გამოდის რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილიც ამ არასწორ გზას ეცნობა და იზიარებს,,
ცირას მიერ ნახსენები, რომ მარტო სამღვდელოება/სულერი სამსახური არ შეიძლება მოიაზრებოდეს გარკვეული ძალისა თუ წონის მქონე ადამიანებად საზოგადოებაში , არამედ პოეტს და ყველა საზოგადო მოღვაწეს, აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა,,
ზოგადად თუ ვილაპარაკებთ, მე არ ვეთანხმები განსაზღვრებას
" პოეტს ყველაფრის თქმა შეუძლია, რაც გონებაში გაუელვებს და რაც პირზე მოადება".
ჭეშმარიტებაზე ზემოთ პოეტი ვერ დადგება, და მისი გინებით გაჯერებული თუ აღვირახსნილი ლექსები, (რომლებიც მომრავლდნენ ბოლო ათწლეულებში ) ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული ჩემს მიერ, ისევ და ისევ იმ მიზეზების გამო რაც ზემოთ დავწერე.
მაჰათმა განდიმ, ერთხელ თქვა :
---------- ძალიან იოლია თქვა, არ მწამს ღმერთი, რამეთუ ღმერთი არ გსჯის ამისათვის და გაძლევს საშუალებას რაც გინდა ის თქვა მასზე. მაგრამ იგი ყოველ ჩვენს ქმედებას თვალს ადევნებს და მისი კანონის ყოველი დარღვევისთვის, შურისძიების გარეშე, გვაიძულებს განვიწმინდოთ და მივიღოთ მისგან სასჯელი.
----------
"თინეიჯერის პროტესტი" -ს დამწერი პოეტის მოტივაცია აღნიშნულ ლექსზე მუშაობისას, ჩემთვის ბუნდოვანია. ანუ, ეს არის ფანტაზიის ნაყოფი, რომელიც ავტორის მიერ შეგნებულად არის გამუქებული? , თუ მართლა ასეთი თინეიჯერები არიან საქართველოში? -- თუ არიან, რამდენი არიან? მასიურად ? ყველა ასე ფიქრობს, ? რომ - ხორცის ტალახით მოზელილი შენი ადამი, თანდათან უფრო მოყვითალო ლაფად აქცია.
და თუ არსებობენ ადამიანების მცირე კატეგორია , რომლებიც ასე ფიქრობენ , როგორც ლექსშია - იქნება დაკონკრეტდეს სათაურში მაინც, რომ თინეიჯერების გარკვეული კატეგორიაზეა საუბარი და არა ზოგადად ყველა თინეიჯერი ასე ფიქრობს ?? (თუმცა, განა სატაურის გადასხვაფერებას აზრი ექნება ? ? )
მე არ ვარ თინეიჯერი (თუმცა ვიყავი და მახსოვს როგორი თინეიჯერი ვიყავი) მაგრამ მაქვს შეხვედრები თინეიჯერებთან და ასეთი აღვირახსნილი თინეიჯერი ჯერ დღემდე არ შემხვედრია და თუკი ლექსში აღწერილი სიტყვები, ყველაფერი სანდროს ფანტაზიის ნაყოფია, მაშინ კი ბატონო, კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ყველას თავისი არჩევანი და გზა აქვს,,,
ყველამ ვიცით, რომ არც სანდროა თინეიჯერი, თუმცა იგი ან შეხვედრია ასეთ თინეიჯერს (ებს) როგორსაც იგი აღწერს ლექსში, ან გადმოცემით იცის რომ თურმე ასეთი თინეიჯერები არსებობენ ქვეყანაზე, ანდა მართლაც მისი ფანტაზიის ნაყოფია აღნიშნული ლექსის სტრიქონები.
მე დავფიქრდებოდი ჩემს მოტივაციის საფუძვლიანობაზე, თუკი გადავწყვეტდი "თინეიჯერის პროტესტის" დაწერას,,
ნუთუ ყველა თინეიჯერი არის ამ ლექსის ლუკმა??,,,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
დილა მშვიდობისა ცირა, :) დილა მშვიდობისა სანდრო, :) დილა მშვიდობისა ყველას :)
ურაკპარაკზე რომ შემოვდივარ ხოლმე, პირველი რასაც ვაკეთებ არის ნაწარმოებების ჟანრის დათვალიერება და ერთ-ერთი პირველი, რომელი ჟანრსაც ვკითხულობ ხოლმე, არის კრიტიკა-პუბლიცისტიკა.
დღესაც სწორედ ასე მოვიქეცი. გავეცანი ცირას ნაწერს და კარგად რომ გამეგო რაზე იყო საუბარი, წავიკითხე ფლე-ში-ს ლექსი. ჩემი დამოკიდებულება მსგავსი ნაწერების მიმართ, ვისი შეთხზულიც არ უნდა იყოს (ცნობილი თუ არაცნობილი პოეტი) ,
არის განსაზღვრული - კრიტიკას ვერ უძლებს, მიზანი გაუგებარია, შთაგონება მცდარი,
ზოგი ურაკელი იტყვის, სანდრომ უბრალოდ სიტყვებში გადმოსცა თინეიჯერის აზრებიო. ესეც მცდარი შეხედულება მგონია და რატომ ახლავე ვიტყვი.
პირველი რიგში, ადამიანი რომელიც პოეტია, მას , მიუხედავად იმისა რომ ენის უძვლოობისა და გონებაში მოსული ნებისმიერი აზრის ლექსად გადმოცემის პრინციპი მოქმედებს, მას თავისი პასუხისმგებლობის შესახებ აზრი არ უნდა დაავიწყდეს.
პასუხისგებლობა სხვების მიმართ, ყველა პოეტისა თუ არაპოეტის საჭეა, რომელიც მას ხელთ უპყრია,,
ცირა, შენ სწორად აღნიშნე, როდესაც ადამიანი ლექსად გამოხატავს ამა თუ იმ აზრს, ის არა მარტო ერთი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი (ანუ ავტორისთვის) არამედ საზოგადოებისთვის, ხოლო საზოგადოება მრავალფეროვანია. არიან ისინი, რომლებსაც "ძალიან მოეწონათ" ეს ნაწერი. არის 2 მიზეზი ამ მოწონებისა .
1 ) ხათრის ფაქტორი - ანუ, ვიღაცა სანდროს მეგობარია, ვიღაცა სანდროს ახლობელია, და აბა როგორ უთხრას რომ ლექსი არ მოეწონა, არ ჯობია თვალები დახუჭოს აღვირახსნილ ლექსზე და მასში მოცემულ სიტყვებზე, (ჯანდაბას ერთი ლექსი) და უთხრას რომ მოეწონა ეს ლექსი, ანდაც სულაც ზოგადი შეფასება მისცეს მას.
და არის მეორე მიზეზი
2) მართლა მოეწონა ადამიანს ეს ლექსი,,
არ ვიცი, რომელი მიზეზი არის უარესი,, ჩემი აზრით, ალბათ ორივე ერთმანეთზე უარესია ,,
არადა, დღეს გამოქვეყნებული კრიტიკა ლექსისა რომ არა, არც კი ჩავუკვირდებოდი ღრმად აღნიშნულ ლექსს, რადგან მე ადრეც ნანახი მაქვს ეს ლექსი და პირველი სტრიქონებიდანვე მივხვდი, არ იყო ეს ის ლექსი რომელსაც მე ბოლომდე და გულისყურით წავიკითხავდი ( it`s not my cup of tea) და ამიტომ ლექსი არ მქონდა წაკითხული და შესაბამისად, კომენტარიც არ დამიტოვებია,,
სათაურს რომ გადავხედოთ "თინეიჯერის პროტესტი" - არის ზოგადი სახის, მოიაზრება ყველა თინეიჯერი,,
დაისმის კითხვა, ნუთუ ყველა თინეიჯერი ასეთი გრძნობით გამოხატავს თავის "პროტესტს"? მიუხედავდ იმისა, რომ ბოლო წლებში არ მიწევს საქართველოში ხშირი ყოფნა, როცა ვარ ხოლმე სამშობლოში, მაშინ კი მაქვს შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც არიან თინეიჯერები და მე ასეთი "პროტესტი" არ მომისმენია, არც ზოგადი სიტუაცია მეფობს ისეთი რომ , უმეტესი თინეიჯერი ასეთ დამოკიდებულებას გამოხატავდეს კონკრეტული გზის მიმართ,,
რა თქმა უნდა, ალბათ არიან თინეიჯერები, რომლებიც ლექსში მოცემულ სიტყვებზე და აზრებზე უფრო მძაფრად გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას - თუმცა რამდენად ბევრია ასეთი ადამიანი? და ღირს თუ არა მათი აზრების გამხმოვანებლად ვიქცეთ ფართო ასპარეზზე, ? იქნება და ლექსის ავტორი იზიარებს ლექსში გადმოცემულ ფაქტორებსა და აზრებს? არა მგონია ეს ბოლო კითხვა მართებული იყოს , თუმცა შეუძლებელი არაფერია,,
თუ ვინმე იტყვის - უმეტესობა თინეიჯერებისა ისე აზროვნებს და ფიქრობს როგორც ლექსშიაო, მაშინ მე ვიტყოდი ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენას დღეს დაესვა წერტილი თქო. გადარჩენას რომ ვიძახი, სულიერ გზას ვგულისხმობ - რომელიც საწინდარი უნდა იყოს ქვეყნის უფრო და უფრო მეტი წარმატებისა.
იძახიან, რომ ჩვენ არაფერი გვეშველება მანამ, სანამ თაობები არ მოვლენ ახალი და ახალი სისხლი არ აამუშავებს იმ ლოკომოტივს რასაც საქართველოს მომავალი წარმატება ქვია.
ხოლო, თუკი ადამიანები ისე ფიქრობენ, როგორც ლექსშია გამოსახული, მაშინ ანტიქრისტეს სამსახურში ყოფნა ადვილია, თან ძალიან, რადგან ყოველი რელიგიური, ახალი აღთქმის მიმდინარეობა არის ბრძოლა - საკუთარი თავის წინააღმდეგ, საკუთარი ზრახვების წინააღმდეგ. ყველა ჩვენთაგანს გვაქვს ბოროტი თუ შავი ზრახვები გონებაში.
ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას, რომ ადამიანს არ მოსდის თავში ბოროტობა და სხვის შესახებ ცუდი აზრები. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის კატასტროფა, რადგან ნათქვამია, დედამიწაზე ეშმაკი მეფობსო და მათ შOრის ბერებსა თუ წმინდა გზის მცხოვრებლებს ესახებათ ეშმაკის ცდუნებები და ათასი ხრიკები აქვს ეშმაკს მოგონილი რომ ადამიანი თავის ლუკმად აქციოს. და ჩვენ რამდენად ნაკლები ვართ სულიერი სიძლიერის თვალსაზრისით ბერებზე, რომ გავუძლოთ ამ გამოცდას,,
გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანია - მეორე ეტაპი - , გონებაში წარმოქმნილი შავი ზრახვებისთვის თვალის გასწორება, მისი აღიარება, წარმოთქმა. ნათქვამია, წარმოთქმული სიტყვა უკან არ ბრუნდებაო.
ამიტომ, ჩემი აზრით,
პოეტის სიტყვა, რომელიც კარგი მონადირეს მიერ თოფიდან გასოლილი ტყვიასავით , ყოველთვის სწრაფად და ზუსტად აღწევს ხოლმე მიზანს,
უნდა იყოს აწონილ დაწონილი და ყველას უნდა გვახსოვდეს პასუხისმგებლობა, რომ ლექსი, რომელიც არის ინტელექტუალური პროდუქტი, არ იწერება საკუთარი თავისთვის (რადგან ავტორი აქვეყნებს ინტერნეტ პორტალზე) , არამედ უმეტეს შემთხვევაში საზოგადოებას ეცნობა და მასში გამოსახული გზა (ყველა ლექსში შეიძლება ამოვიკითხოთ გზა) შესაძლებელია იქნას სხვის მიერ გაზიარებული და როდესაც გზა არასწორად არის დასახული პოეტის მიერ, გამოდის რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილიც ამ არასწორ გზას ეცნობა და იზიარებს,,
ცირას მიერ ნახსენები, რომ მარტო სამღვდელოება/სულერი სამსახური არ შეიძლება მოიაზრებოდეს გარკვეული ძალისა თუ წონის მქონე ადამიანებად საზოგადოებაში , არამედ პოეტს და ყველა საზოგადო მოღვაწეს, აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა,,
ზოგადად თუ ვილაპარაკებთ, მე არ ვეთანხმები განსაზღვრებას
" პოეტს ყველაფრის თქმა შეუძლია, რაც გონებაში გაუელვებს და რაც პირზე მოადება".
ჭეშმარიტებაზე ზემოთ პოეტი ვერ დადგება, და მისი გინებით გაჯერებული თუ აღვირახსნილი ლექსები, (რომლებიც მომრავლდნენ ბოლო ათწლეულებში ) ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული ჩემს მიერ, ისევ და ისევ იმ მიზეზების გამო რაც ზემოთ დავწერე.
მაჰათმა განდიმ, ერთხელ თქვა :
---------- ძალიან იოლია თქვა, არ მწამს ღმერთი, რამეთუ ღმერთი არ გსჯის ამისათვის და გაძლევს საშუალებას რაც გინდა ის თქვა მასზე. მაგრამ იგი ყოველ ჩვენს ქმედებას თვალს ადევნებს და მისი კანონის ყოველი დარღვევისთვის, შურისძიების გარეშე, გვაიძულებს განვიწმინდოთ და მივიღოთ მისგან სასჯელი.
----------
"თინეიჯერის პროტესტი" -ს დამწერი პოეტის მოტივაცია აღნიშნულ ლექსზე მუშაობისას, ჩემთვის ბუნდოვანია. ანუ, ეს არის ფანტაზიის ნაყოფი, რომელიც ავტორის მიერ შეგნებულად არის გამუქებული? , თუ მართლა ასეთი თინეიჯერები არიან საქართველოში? -- თუ არიან, რამდენი არიან? მასიურად ? ყველა ასე ფიქრობს, ? რომ - ხორცის ტალახით მოზელილი შენი ადამი, თანდათან უფრო მოყვითალო ლაფად აქცია.
და თუ არსებობენ ადამიანების მცირე კატეგორია , რომლებიც ასე ფიქრობენ , როგორც ლექსშია - იქნება დაკონკრეტდეს სათაურში მაინც, რომ თინეიჯერების გარკვეული კატეგორიაზეა საუბარი და არა ზოგადად ყველა თინეიჯერი ასე ფიქრობს ?? (თუმცა, განა სატაურის გადასხვაფერებას აზრი ექნება ? ? )
მე არ ვარ თინეიჯერი (თუმცა ვიყავი და მახსოვს როგორი თინეიჯერი ვიყავი) მაგრამ მაქვს შეხვედრები თინეიჯერებთან და ასეთი აღვირახსნილი თინეიჯერი ჯერ დღემდე არ შემხვედრია და თუკი ლექსში აღწერილი სიტყვები, ყველაფერი სანდროს ფანტაზიის ნაყოფია, მაშინ კი ბატონო, კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ყველას თავისი არჩევანი და გზა აქვს,,,
ყველამ ვიცით, რომ არც სანდროა თინეიჯერი, თუმცა იგი ან შეხვედრია ასეთ თინეიჯერს (ებს) როგორსაც იგი აღწერს ლექსში, ან გადმოცემით იცის რომ თურმე ასეთი თინეიჯერები არსებობენ ქვეყანაზე, ანდა მართლაც მისი ფანტაზიის ნაყოფია აღნიშნული ლექსის სტრიქონები.
მე დავფიქრდებოდი ჩემს მოტივაციის საფუძვლიანობაზე, თუკი გადავწყვეტდი "თინეიჯერის პროტესტის" დაწერას,,
ნუთუ ყველა თინეიჯერი არის ამ ლექსის ლუკმა??,,,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
7. უუუუუუუუუუუჰ ერთი ჩავისუნთქე და მარტო ახლა მოვეშვი და ამოსუნთქვას ამოვაყოლე გულიც ! ვაიმე მართლა მეტკინა გული :( არ წამიკითხავს ეს ლექსი და კიდევ კარგი განხილვით გადავიკითხე . მებრალება ეგ ადამიანი ვინც ეს დაწერა მართლა მთელი გულით მებრალება. და საერთოდ ის ადამიანები რომლებმაც ღმერთის სიყვარული დაკარგეს. უუუუუუუუუუუჰ ერთი ჩავისუნთქე და მარტო ახლა მოვეშვი და ამოსუნთქვას ამოვაყოლე გულიც ! ვაიმე მართლა მეტკინა გული :( არ წამიკითხავს ეს ლექსი და კიდევ კარგი განხილვით გადავიკითხე . მებრალება ეგ ადამიანი ვინც ეს დაწერა მართლა მთელი გულით მებრალება. და საერთოდ ის ადამიანები რომლებმაც ღმერთის სიყვარული დაკარგეს.
6. სანდრო ნიჭიერი პოეტია, ნიჭიერობა კი გონიერების გარეშე არ არსებობს. მე არც მინდა და ვერც დავიჯერებ, რომ ამ ლექსში თინეიჯერის ენით თავად ავტორი ლაპარაკობს. იმ თინეიჯერისგან კი, რომელსაც თავს ათასი სისულელით უტენიან, სხვა რამეს არც უნდა მოველოდეთ... მაგრამ აქ ერთი რამეც არის: ძირითადად გართობაზე ჩაციკლული ტიპიური თინეიჯერი ასეთ ,,მაღალ მატერიებზე'' და თანაც ,,ასე ღრმად''არ უნდა ფიქრობდეს ,,წესით''... ამდენად ეს ,,თინეიჯერის პროტესტი-მონოლოგი'' ცოტა არ იყოს მხატვრულად ნაკლებად დამაჯერებელია... სანდრო ნიჭიერი პოეტია, ნიჭიერობა კი გონიერების გარეშე არ არსებობს. მე არც მინდა და ვერც დავიჯერებ, რომ ამ ლექსში თინეიჯერის ენით თავად ავტორი ლაპარაკობს. იმ თინეიჯერისგან კი, რომელსაც თავს ათასი სისულელით უტენიან, სხვა რამეს არც უნდა მოველოდეთ... მაგრამ აქ ერთი რამეც არის: ძირითადად გართობაზე ჩაციკლული ტიპიური თინეიჯერი ასეთ ,,მაღალ მატერიებზე`` და თანაც ,,ასე ღრმად``არ უნდა ფიქრობდეს ,,წესით``... ამდენად ეს ,,თინეიჯერის პროტესტი-მონოლოგი`` ცოტა არ იყოს მხატვრულად ნაკლებად დამაჯერებელია...
5. თუმცა არც ვიცი სინამდვილეში როგორ არის...იქნებ სულაც მართალი ხართ. თუმცა არც ვიცი სინამდვილეში როგორ არის...იქნებ სულაც მართალი ხართ.
4. ფიქრობთ, ერის მწყემსობა მხოლოდ მღვდლებსა აქვთ დაკისრებული?
სრულებით ვეთანხმები ქალბატონ ცირას. პასუხი არაააა.
ფიქრობთ, ერის მწყემსობა მხოლოდ მღვდლებსა აქვთ დაკისრებული?
სრულებით ვეთანხმები ქალბატონ ცირას. პასუხი არაააა.
3. ლექსის განხილვა კი მშვენიერი იყო...55555555 ლექსის განხილვა კი მშვენიერი იყო...55555555
2. მე მგონი, მაგ ლექსით თვითონ ავტორი არ იზიარებს თინეიჯერის აზრებს... უბრალოდ რეალურად აღწერს თინეიჯერის ტვინში რა აზრები ტრიალებს... მე მგონი, მაგ ლექსით თვითონ ავტორი არ იზიარებს თინეიჯერის აზრებს... უბრალოდ რეალურად აღწერს თინეიჯერის ტვინში რა აზრები ტრიალებს...
1. -- თქვენ თვითონ არ გვითხარით, პატივცემულო, ღმერთი არ არსებობსო? ჰოდა, თუკი არ არსებობს, მაშინ ‘ფიგი’ ვისღა ვაჩვენო? და თუკი ღმერთი მაინც არსებობს, რაში მაწყობს მასთან საქმის გაფუჭება?
კარგად წერ, ცირა! -- თქვენ თვითონ არ გვითხარით, პატივცემულო, ღმერთი არ არსებობსო? ჰოდა, თუკი არ არსებობს, მაშინ ‘ფიგი’ ვისღა ვაჩვენო? და თუკი ღმერთი მაინც არსებობს, რაში მაწყობს მასთან საქმის გაფუჭება?
კარგად წერ, ცირა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|