ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არგონავტი
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2009


სიზმრები აზიურად

დღეს დამესიზმრე,
ზუსტად ისეთი ვნებიანი,
შორეულ აღმოსავლეთში რომ დაგტოვე
და დაგიტოვე  მოგონებებით გაჟღენთილი
უბის წიგნაკი,
სითბო თითების,
ბედნიერებით დაცვარული მრავალი ფოტო...

მაგრამ სიზმარმა
სიზმარშივე ამხილა თავი...
და ამატირა არარსებული
სისხლის ცრემლებით.

ახლაც ჩემთან ხარ
და ღიმილით გადევნებ თვალს...
კითხულობ ნამაზს
(ლოცულობ ჩემთვის)...

შემდეგი კადრი:
თვალწინ მიელავს
ცეცხლოვანი მუცლის ცეკვა და
თვალებს, დაბნედილს აღტაცებისგან,
ალმური ასდით,
ჩადრს მიღმა - გარს მარტყია ალყა
შენი ხორციელი ცდუნებებისა...

შემდეგი კადრი:
შენი ხელით მორთმეულებს ვეხები სამსებს
და ვნებით სავსე,
გულის სარქველებს მოაწყდებათ
კუმისი ლავად...

სიზმრებს მიღმა კი...
ხმა შემზარავი (ჩემთვის)
ნოსტალგიურ აწმყოს მიბრუნებს
მშვიდი სიტყვებით:
გთხოვთ შეიკრათ
უსაფრთხოების ღვედები, რადგან
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი  ვ ე შ ვ ე ბ ი თ !




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს