ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2009


განკითხვისჟამის გარდუვალობისა


ექსპრომტად  მინაწერი  .
ჯიბრაელის  ლექსზე  ,,საქართველოში'' (იხ. 20  08)

ჟამი  -  საშლელი
გარს  მოჯარულ
ამ  ბილწ  მირაჟებს
კვლავაც  პირწმინდად  წაშლის  -
ვით  მზე  დაიფრენს  ნისლებს...
  მოვალს  ჟამი  და
წარსდგებიან
უფლის  წინაშე
მამული  ვერცხლად  ვინც  გაასხვისეს!..

ასე  იყო  და  იქნება  კვლავაც  -
შეეწირება  გამცემისას  იუდა  ამბორს...
ჭილყვავთა  კერძი  გახდება  მკალი,
სულ-გვამით  ხარბი  -
მსხვერპლი კვლავაც
მისივ  სიხარბის...

გადიკარგება  კვალი  კრული  კვლავ  უკვალოდვე
ლიბრაკრულ  თვალთაც 
კვლავ  აუხელს  რწმენა  უგნურთაც...
ღვთის  ნებით  ბოლო  დაედება  დროზე  ამ  ლოდინს
და  ბედი  - 
ღმერთმა  რაც  განუკუთნა
დასბამიდან  მოდგმას  იბერთა -
კალთას  ხვავრიელს 
ქართლსა  ზედა
კვლავ  დაიფერთხავს!..

20.  08.  2009  წ.ქ.შ.
________________________________________

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს