ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასო
ჟანრი: საბავშვო
26 მაისი, 2008


ზღარბი აბანოში

საბანაოდ მიდის ზღარბი
გოგირდოვან აბანოში.
თან წაიღო გრძელი ხრალი,
საპონი და წყვილი ქოში.

წყალში ჩაწვა, ინებივრა,
მოიდინა ტანზე ოფლი.
მერე ცხრაჯერ გაისაპნა,
მაგრამ მაინც არა ჰყოფნის.

ეკლები რომ გაიმაგროს,
მუდამ ხმარობს ჭინჭრის შამპუნს.
ააქაფა კარგად ხრალი,
თან ყურს უგდებს შხაპის შხაპუნს.

გაუსვა და გამოუსვა,
ზურგს იხეხავს გამეტებით.
როცა მორჩა, ხრალის ნაცვლად
ხელში შერჩა... ნაფლეთები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები