 | ავტორი: ეკატო ჟანრი: პოეზია 28 აგვისტო, 2009 |
ნაპირზე ლოდებად დაყრილან გულები, ფეხით ნუ შედგებით, მე დაგემდურებით! დიდები, პატარები, თლილები, მრუდები - გულები, გულები, გულები, გულები... ლიახვის ჩქერებით დანამულები, წლების წინ კაცისგან გალახულები, წყლისა და მზის ლოდინში განაბულები, სიპი და ცივი ქვები - ნაადამგულები. ჩვენი ხმამაღალით გაკვირვებულები ადგილს ვერ იცვლიან, გზადაბნეულები, ზათქის მოლოდინში სუნთქვაშეკრულები, ათენ-აღამებენ დროსთან შებმულები. ლიახვში ლოდებად ჩაყრილან გულები, დიდები, პატარები, თლილები, მრუდები... მე მათთან დავრჩები, მივეერთგულები, თქვენ კი შინ დაბრუნდით, არ დაგემდურებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გილოცავთ არაჩვეულებრივია :) გილოცავთ არაჩვეულებრივია :)
12. "ლიახვში ლოდებად ჩაყრილან გულები, დიდები, პატარები, თლილები, მრუდები... მე მათთან დავრჩები, მივეერთგულები, თქვენ კი შინ დაბრუნდით, არ დაგემდურებით..."--- დღევანდელობასთან გავაიგივე და ძალიან მტკივნეული და ემოციური აღმოჩნდა. ის,რაზეც მეგონა რომ წერდით,ძალიან აქტუალურია ჩემთვის,ამიტომ შევინახავ ამ ლექსს აუცილებლად,"მ ი ვ ე ე რ თ გ უ ლ ე ბ ი!" აქ ომგამოვლილი გულები თუ არ იგულისხმება,ნაწინასწარმეტყველებს მაინც ჰგავს ლექსი... :-*
"ლიახვში ლოდებად ჩაყრილან გულები, დიდები, პატარები, თლილები, მრუდები... მე მათთან დავრჩები, მივეერთგულები, თქვენ კი შინ დაბრუნდით, არ დაგემდურებით..."--- დღევანდელობასთან გავაიგივე და ძალიან მტკივნეული და ემოციური აღმოჩნდა. ის,რაზეც მეგონა რომ წერდით,ძალიან აქტუალურია ჩემთვის,ამიტომ შევინახავ ამ ლექსს აუცილებლად,"მ ი ვ ე ე რ თ გ უ ლ ე ბ ი!" აქ ომგამოვლილი გულები თუ არ იგულისხმება,ნაწინასწარმეტყველებს მაინც ჰგავს ლექსი... :-*
10. ბექას ვეთანხმები... ნამდვილად ემოციური ლექსია... ბექას ვეთანხმები... ნამდვილად ემოციური ლექსია...
9. lamazia da sayvareli :) lamazia da sayvareli :)
8. ემოციური ლექსია ! ემოციური ლექსია !
7. ლიახვში ლოდებად ჩაყრილან გულები,
ლიახვში ლოდებად ჩაყრილან გულები,
6. ნაპირზე ლოდებად დაყრილან გულები, ფეხით ნუ შედგებით, მე დაგემდურებით! ......................................................................... გილოცავ მარიამობას........ ............................................................ კეთილი მომავლის სურვილით......... ნაპირზე ლოდებად დაყრილან გულები, ფეხით ნუ შედგებით, მე დაგემდურებით! ......................................................................... გილოცავ მარიამობას........ ............................................................ კეთილი მომავლის სურვილით.........
5. დიდი მადლობა ყველას. მეც გილოცავთ მარიამობას. ეს ახალი ლექსი არ არის. 2 წლის წინ ლიახვის ხეობაში ვიყავით მეგობართან. არის ასეთი სოფელი - არბო. მაშინ დავწერე. დღეს იმ სოფლის ნაშთიც აგარ არის. დილიდანვე ამეკვიატა ამაზე ფიქრი და დავდე. დიდი მადლობა ყველას. მეც გილოცავთ მარიამობას. ეს ახალი ლექსი არ არის. 2 წლის წინ ლიახვის ხეობაში ვიყავით მეგობართან. არის ასეთი სოფელი - არბო. მაშინ დავწერე. დღეს იმ სოფლის ნაშთიც აგარ არის. დილიდანვე ამეკვიატა ამაზე ფიქრი და დავდე.
4. მაგარია. ჯრუანტელმა დამიარა იმდენად რეალურად წარმოვიდგინე ლიახვში ლოდებად ჩაყრილან გულები... მაგარია. ჯრუანტელმა დამიარა იმდენად რეალურად წარმოვიდგინე ლიახვში ლოდებად ჩაყრილან გულები...
3. ემოციურია,კარგად ჩანს რასაც გრძნობ:)წარმატებები და მარიამობას გილოცავ:) ემოციურია,კარგად ჩანს რასაც გრძნობ:)წარმატებები და მარიამობას გილოცავ:)
1. ნორმალურıა. ნორმალურıა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|